“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2006 ძალადაკარგული 29.12.2014
ნომერი
№714
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.961
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.961

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №714

2006 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ ., მუხ .1111

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავ ლე ბელ თა პროფესიული განვითარების ცენტრის შექ მნის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №389 ბრძანებულების, „ნორმატიული აქ ტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ ., მუხ .1111

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №560 - სსმ III, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1224

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №12/ნ - სსმ III, №17, 12.02.2010 წ., მუხ.200

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1111

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №92/ნ - სსმ III, №121, 23.09.2010 წ., მუხ.1792

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №185/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 14.02.2012წ.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 ივნისის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1111

    მუხლი 1. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას,  მასწავლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთა შო რისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქარ თვე ლოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს განათ ლებისა და მეცნიერების მინისტრის ( შემდგომ ში – მინისტრი) ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრე ბუ ლი ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახე ლით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარი გებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარ ჩელედ და/ ან მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0167, გმირ კურსანტთა ქ. №1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ ., მუხ .1111

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №185/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობები

1. ცენტრის მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ- ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება საქართველოში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, განვი თა რებისა და მასწავლებლობის უფლების მინი ჭე ბის ერთიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბე ბის ხელ შეწყობა;

გ) მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლე ბის ხელშეწყობა.

2. ცენტრის საქმიანობის სფეროა:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება:

ბ) საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

გ) მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

დ) მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლისა და მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია.

ვ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდა ციების მომზადება;

ზ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამო საც დელი პერიოდის შესახებ წინადადებების შემუშა ვება;

თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავ ში რებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის ტრო სათვის ( შემდგომში – სამინისტრო) რეკომენდა ციების მომზადება;

თ​1) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;

ი) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა.

3. მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ქმნის სკოლაში არსებული მასწავლებლების ვაკანსიების რეგისტრაციის სისტემებს. ადგენს ვაკან სიე ბის რეგისტრაციის პროცედურებსა და წესებს. ქმნის და ავრცელებს სარეგისტრაციო გზამკვლევებსა და ფორმებს სხვადასხვა მომხმარებლისათვის;

ბ) ამზადებს და ავრცელებს რეკომენდაციებსა და გზამკვლევებს მასწავლებლების, დირექტორებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;

გ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამოსაც დელი პერიოდის შესახებ ამზადებს და ავრცელებს სხვადასხვა სარეკომენდაციო სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვა ლეობას, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ორმხრივ კავშირს;

ე) ქმნის, ავრცელებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უკეთებს რეალიზებას საინფორმაციო ბუკლეტებს, პერიოდულ გამოცემებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს, სასკოლო სახელმძღვანელოებს და თავისი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მასალას;

ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სა ხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვა დასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვე თებს;

ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ცენტრებთან, ფინანსურად უზრუნველ ყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენ ციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარ გარეთ;

ზ​1) ახორციელებს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარ თა მომზადება-გადამზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და/ ან ფიზიკურ პირებთან;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

კ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტა რის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუ ტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტე ბის მესაკუთრე;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხავს მასწავლებელთა პერსონალურ მონაცემებს;

ნ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტის მომზადებას და დასამტკიცებლად სამინისტროსათვის წარდგენას;

ო) შეიმუშავებს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ჟ) შეიმუშავებს მასწავლებელობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

რ) შეიმუშავებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ს) ამტკიცებს მასწავლებლის პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს;

ს​1)  აცხადებს კონკურსებს;

ტ) მონაწილეობას ღებულობს და ითანხმებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში;

უ) შეიმუშავებს პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის მიმართ განსახორციელებელი დის ციპ ლინური წარმოების წესის პროექტს და ამ ნორმე ბის დარღვევის შემთხვევაში იღებს საქართველოს კანონ მდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ცენტრი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობის ანგარიშების დროული მომზადება და წარდგენა სამინისტროსათვის;

ბ) განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები ეფექტურად და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის გამჭირვალობა, საჯაროობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №560 - სსმ III, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1224

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №92/ნ - სსმ III, №121, 23.09.2010 წ., მუხ.1792

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 14.02.2012წ.

    მუხლი 3. ცენტრის მართვა

1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დირექტორი პასუხისმგებელია ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დირექტორი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას მუდმივმოქმედი კომისია, შეიმუშაოს მისი დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს.

5. დირექტორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ცენტრის თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. ამოღებულია .

7. დირექტორი ადგენს დაწესებულების შინაგანაწესს. ცენტრის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესი.

8. დირექტორს ჰყავს მოადგილეები , რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილ ე ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №560 - სსმ III, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1224

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №12/ნ - სსმ III, №17, 12.02.2010 წ., მუხ.200

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №51/ ნ - სსმ III, №76, 30.06.2010 წ ., მუხ .1111

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 ივნისის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 4. ცენტრის ფულადი სახსრები

1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.

    მუხლი 5. ცენტრის ქონება

ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე

1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანს ო -ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

    მუხლი 7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში – ყოველკვარტალურად.

3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 8. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი

1. ცენტრი წყვეტს საქმიანობას დასახული მიზნის მიღწევის, ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.

2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.

3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ", №714, 20.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.961 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65596-8/