“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.058
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/255
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ-ლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლ-თა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/175 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულე-ბის დამტკიცების თაობაზე.“
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისი ს ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/83 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.937
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის
საექსპერტო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომში – საექსპერტო კომისია) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის და ამ დებულების საფუძველზე საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილი კოლეგიური ორგანო.
2. საექსპერტო კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული კინოცენტრის დებულებითა და ამ დებულებით.
3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
მუხლი 2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
1. საექსპერტო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 11 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი განსაზღვრული ვადით ან სამუშაოს შესრულების ვადით.
2. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
3. საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მისი შეცვლა ხდება დარჩენილი ვადის დასრულებამდე.
4. საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ.
5. საექსპერტო კომისიის წევრის განთავისუფლება, გამოწვევა ან უფლებამოსილების სხვა სახით შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 3. საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაცია
1. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით.
2. საექსპერტო კომისიის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
3. საექსპერტო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას, საექსპერტო კომისიამ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დარჩენილი ვადისთვის არა უგვიანეს 5 დღისა.
5. საექსპერტო კომისიის სხდომებს უძღვება საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მოადგილე.
6. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი შრომითი ხელშეკრულებით იყვანს მდივანს.
7. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9. საექსპერტო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მოადგილე.
10. საექსპერტო კომისია კონკურსზე შემოტანილ პროექტებს აფასებს ამ დებულებით დადგენილი წესით.
11. საექსპერტო კომისია ამ დებულებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას წარმოებაში ჩაშვებულ ფილმზე თანხის დამატების თაობაზე. წარმოებაში ჩაშვებულ ფილმზე თანხის დამატების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/83 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.937
მუხლი 4. პროექტების შეფასების წესი
1. საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონ-კურსზე შემოტანილი პროექტების დოკუმენტაციას, შემდეგ მონაწილეობენ გასაუბრებაში პროექტის ავტორებთან. გასაუბრების თარიღსა და ადგილს ნიშნავს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.
2. კონკურსზე შემოტანილ პროექტს საექსპერტო კომისიის წევრები აფასებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, პროექტის შეფასების წესის მიხედვით. ინფორმაცია საექსპერტო კომისიის ცალკეული წევრის მიერ განხორციელებულ შეფასებაზე დახურულია.
3. საექსპერტო კომისიის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ პროექტის მხატვრულ და კომერციულ ღირებულებას.
4. თითოეული კომისიის წევრი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ დაწერილ ქულებს.
5. საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს დასკვნის სახით წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს. დასკვნას ადგენს და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისი ს ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870
მუხლი 5. საექსპერტო კომისიის მიზნები და ფუნქციები
1. საექსპერტო კომისიის მიზანია კონკურსის წესით გამოავლინოს საუკეთესო კინოპროექტები მათი რეალიზების მიზნით.
2. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკონკურსო დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა, განიხილოს პროექტები.
3. საექსპერტო კომისიის დასკვნისა და პროექტის დაფინანსების თაობაზე ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული ფილმის სცენარის ან პროექტის შექმნის, წარმოების ან გაქირავების დაფინანსების თაობაზე. ყველა აღნიშნული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და ექვემდებარება სრულ საჯაროობას.
4. სახელმწიფო დაფინანსების განაწილებისას ეროვნული კინოცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, ამ დებულებითა და საკონკურსო დებულებით.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
საექსპერტო კომისიის დებულებას შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.058
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/255
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ-ლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლ-თა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/175 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულე-ბის დამტკიცების თაობაზე.“
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/84 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.938
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის
საექსპერტო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომში – საექსპერტო კომისია) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის და ამ დებულების საფუძველზე საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილი კოლეგიური ორგანო.
2. საექსპერტო კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული კინოცენტრის დებულებითა და ამ დებულებით.
3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
მუხლი 2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა🔗
1. საექსპერტო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 11 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი განსაზღვრული ვადით ან სამუშაოს შესრულების ვადით.
2. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
2. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/84 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.938
3. საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მისი შეცვლა ხდება დარჩენილი ვადის დასრულებამდე.
4. საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ.
5. საექსპერტო კომისიის წევრის განთავისუფლება, გამოწვევა ან უფლებამოსილების სხვა სახით შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 3. საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაცია🔗
1. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით.
2. საექსპერტო კომისიის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
3. საექსპერტო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას, საექსპერტო კომისიამ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დარჩენილი ვადისთვის არა უგვიანეს 5 დღისა.
5. საექსპერტო კომისიის სხდომებს უძღვება საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მოადგილე.
6. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი შრომითი ხელშეკრულებით იყვანს მდივანს.
6. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ხელშეკრულებით იყვანს მდივანს.
7. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9. საექსპერტო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მოადგილე.
10. საექსპერტო კომისია კონკურსზე შემოტანილ პროექტებს აფასებს ამ დებულებით დადგენილი წესით.
11. საექსპერტო კომისია ამ დებულებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას წარმოებაში ჩაშვებულ ფილმზე თანხის დამატების თაობაზე. წარმოებაში ჩაშვებულ ფილმზე თანხის დამატების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/83 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.937
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №3/84 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.938
მუხლი 4. პროექტების შეფასების წესი🔗
1. საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონ-კურსზე შემოტანილი პროექტების დოკუმენტაციას, შემდეგ მონაწილეობენ გასაუბრებაში პროექტის ავტორებთან. გასაუბრების თარიღსა და ადგილს ნიშნავს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.
2. კონკურსზე შემოტანილ პროექტს საექსპერტო კომისიის წევრები აფასებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, პროექტის შეფასების წესის მიხედვით. ინფორმაცია საექსპერტო კომისიის ცალკეული წევრის მიერ განხორციელებულ შეფასებაზე დახურულია.
3. საექსპერტო კომისიის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ პროექტის მხატვრულ და კომერციულ ღირებულებას.
4. თითოეული კომისიის წევრი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ დაწერილ ქულებს.
5. საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს დასკვნის სახით წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს. დასკვნას ადგენს და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870
მუხლი 5. საექსპერტო კომისიის მიზნები და ფუნქციები🔗
1. საექსპერტო კომისიის მიზანია კონკურსის წესით გამოავლინოს საუკეთესო კინოპროექტები მათი რეალიზების მიზნით.
2. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკონკურსო დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა, განიხილოს პროექტები.
3. საექსპერტო კომისიის დასკვნისა და პროექტის დაფინანსების თაობაზე ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული ფილმის სცენარის ან პროექტის შექმნის, წარმოების ან გაქირავების დაფინანსების თაობაზე. ყველა აღნიშნული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და ექვემდებარება სრულ საჯაროობას.
4. სახელმწიფო დაფინანსების განაწილებისას ეროვნული კინოცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, ამ დებულებითა და საკონკურსო დებულებით.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის ბრძანება №3/124 - სსმ III, №81, 05.06.2008წ., მუხ.870
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
საექსპერტო კომისიის დებულებას შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე", №3/255, 07.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.058 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65908-2/