„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/257
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული საკონკურსო დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/176 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე “.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება
მუხლი 1. კონკურსის გამოცხადების წესი
1. კონკურსს აცხადებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – კინოცენტრი).
2. კონკურსის გამოცხადების თაობაზე კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლშიც განსაზღვრულია საკონკურსო პირობები და პროექტთა წარდგენის ვადები.
3. კონკურსი ცხადდება კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. კონკურსი ცხადდება შემდეგ კატეგორიებში:
ა) ეროვნული ფილმის სცენარის შექმნის მხარდასაჭერად;
ბ) ეროვნული ფილმის პროექტის დამუშავების დაფინანსების მიზნით;
გ) ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით;
დ) ეროვნული ფილმის დისტრიბუციის დაფინანსების მიზნით.
5. კონკურსი ცხადდება სრულმეტრაჟიანი ან/და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების მიზნით.
6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
7. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განხილვის მოთხოვნა უნდა იყოს წარდგენილი ავტორის ან პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
8. საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს კინოცენტრის საექსპერტო კომისია, რომლის საქმიანობის წესი განსაზღვრულია „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით.
9. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს.
10. საექსპერტო კომისიის წევრებს ეკრძალებათ იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომლის საექსპერტო კომისიის წევრებიც თავად არიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №05/54 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
მუხლი 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმებზე დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი და ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება
1. პროდიუსერი ვალდებულია ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმის დაფინანსების კონკურსზე ალტერნატიული დაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს შემდეგი სახით:
|
დაფინანსების წყაროები |
მოთხოვნილი დოკუმენტაცია |
|
სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდები |
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდიდან წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა |
|
ინვესტიცია ტელევიზიიდან ( როგორც წინასწარი გაყიდვა , ასევე კოპროდუქციაში მონაწილეობა ) |
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა |
|
დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG- მინიმალური გარანტია ) როგორც ქვეყნის ფარგლებში , ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის |
შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა. |
|
პროდიუსერის შენატანი |
საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა. |
|
საპროდიუსერო კომპანიის შენატანი |
საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა. |
|
არაფულადი ინვესტიცია |
იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით. განფასების ჩამონათვალი (price list). |
|
ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიცია |
ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა. |
2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე, ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორისა ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს კომპანია, რომელიც ერთობლივი ნამუშევრის (კოპროდუქციის) წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, დისტრიბუტორის მიერ განხორცილებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია -MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით.
3. მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის არ არის გრძელვადიანი, შედგენილი (დათარიღებული) უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე კინოცენტრში განაცხადის შემოტანამდე.
4. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდი, ან ტელევიზია ან დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის უცხოელი კოპროდუსერების თითოეულ მხარეს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი დოკუმენტაციით.
6. ფილმის დასრულების შემდეგ კოპროდუქციაში მონაწილე უცხოელ კოპროდიუსერებს ეკისრებათ ვალდებულება წარუდგინონ ქართველ პროდიუსერს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა საკუთარ შენატანზე ფილმის ბიუჯეტში, ხოლო ქართველმა პროდიუსერმა, ფილმის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს კინოცენტრში, როგორც საკუთარ შენატანზე, ასევე თითოეული კოპროდიუსერის მიერ განხორცილებულ შენატანზე ლიცენზირებული აუდიტის დასკვნები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
მუხლი 2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
1. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კინოცენტრი იღებს საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კინოცენტრი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს, ხოლო ეროვნული ფილმის გაქირავებისას დისტრიბუციის ხარჯების 50%-ს.
3. გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ მიიღება ეროვნული კინოცენტრის დირეტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სახით.
4. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კინოცენტრსა და დასაფინანსებელი პროექტის ავტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება პროდიუსერისთვის/ავტორისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება № 3/16- ვებგვერდი, 30.01.2012 წ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №05/54 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
კინოცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 6 წლის 25 თებერვლის ბრძანება №05/04 - ვებგვერდი, 26.02.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.060
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/176 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე “.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დ ე ბ უ ლ ე ბ ა
3. კონკურსი ცხადდება ბეჭდვით ორგანოში და კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. კონკურსი ცხადდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების მიზნით.
8. საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს კინოცენტრის საექსპერტო კომისია, რომლის საქმიანობის წესი განსაზღვრულია „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით“.
9. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს და საექსპერტო კომისიის წევრებს.
მუხლი 2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კინოცენტრი იღებს საექსპერტო კომისიის დასკვნისა და კინოცენტრის იურიდიულ-ფინანსური ექსპერტიზის საფუძველზე.
მუხლი 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმებზე დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი და ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება🔗
1. პროდიუსერი ვალდებულია ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმის დაფინანსების კონკურსზე ალტერნატიული დაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს შემდეგი სახით:დაფინანსების წყაროები
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდები
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდიდან წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა
ინვესტიცია ტელევიზიიდან ( როგორც წინასწარი გაყიდვა , ასევე კოპროდუქციაში მონაწილეობა )
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა
დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG- მინიმალური გარანტია ) როგორც ქვეყნის ფარგლებში , ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის
შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა.
პროდიუსერის შენატანი
საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა.
საპროდიუსერო კომპანიის შენატანი

არაფულადი ინვესტიცია
იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით. განფასების ჩამონათვალი (price list).
ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიცია
ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე, ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორისა ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს კომპანია, რომელიც ერთობლივი ნამუშევრის (კოპროდუქციის) წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, დისტრიბუტორის მიერ განხორცილებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია -MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით. 3. მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის არ არის გრძელვადიანი, შედგენილი (დათარიღებული) უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე კინოცენტრში განაცხადის შემოტანამდე. 4. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდი, ან ტელევიზია ან დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის უცხოელი კოპროდუსერების თითოეულ მხარეს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი დოკუმენტაციით. 6. ფილმის დასრულების შემდეგ კოპროდუქციაში მონაწილე უცხოელ კოპროდიუსერებს ეკისრებათ ვალდებულება წარუდგინონ ქართველ პროდიუსერს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა საკუთარ შენატანზე ფილმის ბიუჯეტში, ხოლო ქართველმა პროდიუსერმა, ფილმის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს კინოცენტრში, როგორც საკუთარ შენატანზე, ასევე თითოეული კოპროდიუსერის მიერ განხორცილებულ შენატანზე ლიცენზირებული აუდიტის დასკვნები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ. მუხლი 2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი1. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კინოცენტრი იღებს საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კინოცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება განმცხადებლისათვის თანხის გადარიცხვის თაობაზე და განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
კინოცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 6 წლის 25 თებერვლის ბრძანება №05/04 - ვებგვერდი, 26.02.2016წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.+
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/257
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული საკონკურსო დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №3/176 ბრძანება „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე “.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება
მუხლი 1. კონკურსის გამოცხადების წესი🔗
1. კონკურსს აცხადებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – კინოცენტრი).
2. კონკურსის გამოცხადების თაობაზე კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლშიც განსაზღვრულია საკონკურსო პირობები და პროექტთა წარდგენის ვადები.
3. კონკურსი ცხადდება კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. კონკურსი ცხადდება შემდეგ კატეგორიებში:
ა) ეროვნული ფილმის სცენარის შექმნის მხარდასაჭერად;
ბ) ეროვნული ფილმის პროექტის დამუშავების დაფინანსების მიზნით;
გ) ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით;
დ) ეროვნული ფილმის დისტრიბუციის დაფინანსების მიზნით.
5. კონკურსი ცხადდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში, სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი ან/და მრავალსერიიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების მიზნით.
6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
7. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განხილვის მოთხოვნა უნდა იყოს წარდგენილი ავტორის ან პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
8. საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს კინოცენტრის საექსპერტო კომისია, რომლის საქმიანობის წესი განსაზღვრულია „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით.
9. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს.
10. საექსპერტო კომისიის წევრებს ეკრძალებათ იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომლის საექსპერტო კომისიის წევრებიც თავად არიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №05/54 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №05/19 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.
მუხლი 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმებზე დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი და ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება🔗
1. პროდიუსერი ვალდებულია ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმის დაფინანსების კონკურსზე ალტერნატიული დაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს შემდეგი სახით:
დაფინანსების წყაროები
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდები
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდიდან წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა
ინვესტიცია ტელევიზიიდან ( როგორც წინასწარი გაყიდვა , ასევე კოპროდუქციაში მონაწილეობა )
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა
დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG- მინიმალური გარანტია ) როგორც ქვეყნის ფარგლებში , ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის
შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა.
პროდიუსერის შენატანი
საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა.
საპროდიუსერო კომპანიის შენატანი
საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა.
არაფულადი ინვესტიცია
იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით. განფასების ჩამონათვალი (price list).
ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიცია
ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე, ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორისა ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს კომპანია, რომელიც ერთობლივი ნამუშევრის (კოპროდუქციის) წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, დისტრიბუტორის მიერ განხორცილებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია -MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით.
3. მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის არ არის გრძელვადიანი, შედგენილი (დათარიღებული) უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე კინოცენტრში განაცხადის შემოტანამდე.
4. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდი, ან ტელევიზია ან დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის უცხოელი კოპროდუსერების თითოეულ მხარეს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი დოკუმენტაციით.
6. ფილმის დასრულების შემდეგ კოპროდუქციაში მონაწილე უცხოელ კოპროდიუსერებს ეკისრებათ ვალდებულება წარუდგინონ ქართველ პროდიუსერს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა საკუთარ შენატანზე ფილმის ბიუჯეტში, ხოლო ქართველმა პროდიუსერმა, ფილმის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს კინოცენტრში, როგორც საკუთარ შენატანზე, ასევე თითოეული კოპროდიუსერის მიერ განხორცილებულ შენატანზე ლიცენზირებული აუდიტის დასკვნები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
მუხლი 2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კინოცენტრი იღებს საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კინოცენტრი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს, ხოლო ეროვნული ფილმის გაქირავებისას დისტრიბუციის ხარჯების 50%-ს.
3. გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ მიიღება ეროვნული კინოცენტრის დირეტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სახით.
4. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კინოცენტრსა და დასაფინანსებელი პროექტის ავტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება პროდიუსერისთვის/ავტორისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება № 3/16- ვებგვერდი, 30.01.2012 წ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №05/54 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
კინოცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 201 6 წლის 25 თებერვლის ბრძანება №05/04 - ვებგვერდი, 26.02.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“, №3/257, 07.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.060 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65920-4/