მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.🔗