2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტში შემავალი განყოფილებების მუშაობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის განყოფილებებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;
ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მინისტრის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის განსახორციელებლად;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი განყოფილების უფროს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.09.2025
მუხლი 8. 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი
თავი III — დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი
- მუხლი 1. ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო-შესყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის
- მუხლი 3. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებ
- მუხლი 4. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურ
- მუხლი 5. დეპარტამენტი:
- მუხლი 7. 1. დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ახორციელებენ:
- მუხლი 9. ფინანსური დაგეგმვის განყოფილება:
- მუხლი 10. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
- მუხლი 11. 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:
- მუხლი 12. 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი
- მუხლი 1. ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/09/2025.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №01-04/3, 22.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 010320020.33.058.016180 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6627925/muxli-8-3/