მუხლი 47 ზედამხედველობის ობიექტების მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია, სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევების შეთანხმების მასალები ინახება საკონტროლო-სამეთვალყურეო საქმეში ობიექტის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში. დასაშვებია ერთი საკონტროლო-სამეთვალყურეო საქმის წარმოება საერთო სამშენებლო მოედანზე განლაგებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისათვის, აგრეთვე ტიპური ან ხელმეორედ გამოყენებული პროექტით განაშენიანებული ტერიტორიისა და ერთ შენობაში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის.🔗