მუხლი 50 სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს მიწერილობას ზედამხედველობის ობიექტების და აგრეგატების მუშაობის, შენობა-ნაგებობებისა და სათავსების ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ (მათ შორის, შენობა-ნაგებობების და სხვა ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და ტექნიკური გადაიარაღების დროს), სადაც გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევები ან მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას და (ან) ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას.🔗