ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა და განხორციელებაზე კონტროლის მარეგლამენტირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების სისრულე და კანონიერება;
ბ) სამუშაოების დაგეგმვის ხარისხი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით;
გ) მიწერილობების ხარისხი;
დ) დაგეგმილი საკონტროლო ღონისძიებების შესრულების დროულობა;
ე) ხანძრების ოპერატიული ვითარების დინამიკა;
ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის შესახებ გაცემული მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობა;
ზ) დოკუმენტაციის წარმოების წესი;
თ) მომსახურების ტერიტორიაზე ზედამხედველობის ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების შედეგების ანალიზის ხარისხი, ამ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების ქმედითობა;
ი) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების სისრულე;
კ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების გამოვლენისას ზედამხედველობის ობიექტების საწარმოო უბნების და აგრეგატების მუშაობის, შენობა-ნაგებობების და სათავსების ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და ობიექტების შემდგომ ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის წესი;
ლ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელისა და სახელმწიფო ინსპექტორების პრინციპულობა და მომთხოვნელობა სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას;
მ) სახელმწიფო ინსპექტორების მუშაობის შემოწმების ხარისხი და მუშაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ეფექტურობა;
ნ) სხვა საზედამხედველო და მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობა და ერთობლივი სამუშაოების ჩატარება;
ო) ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით და მეთოდური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
პ) მუშაობაში კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდისათვის ინფორმაციის მასობრივი საშუალებების გამოყენება;
რ) ინსპექტორთა შემადგენლობის ტექნიკური სწავლების, სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესწავლის ორგანიზაცია და ჩატარება
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 54. შემოწმებები ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სამსახურებრივი დავალების შესაბამისად, რომლის დროსაც მოწმდება და ანალიზდებ
თავი XI — სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა და განხორციელებაზე კონტროლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებისათვის ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენებისას სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების პირადი და კანონიერი ინტერესების დაცვის უზ
- მუხლი 49. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების წარმოებისას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების ხელმძღვანელების მიერ კონტროლდება:
- მუხლი 50. სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს მიწერილობას ზედამხედველობის ობიექტების და აგრეგატების მუშაობის, შენობა-ნაგებობებისა და სათავსების ექსპლუატაციის, ცალკეუ
- მუხლი 51. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით პერიოდულად უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობა. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციასა დ
- მუხლი 52. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციასა და განხორციელებაზე კონტროლის დროს უნდა შემოწმდეს საკანონმდებლო, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების და ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულება
- მუხლი 53. საინსპექციო შემოწმებები იგეგმება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და ტარდება სამ წელიწადში ერთხელ, ამ ინსტრუქციით დადგ
- მუხლი 55. შემოწმების შედეგებზე დგება შემოწმების აქტი, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში და წარედგინება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის იმ ორგანოს ხელმძღვანელს, რომელმაც დანიშნა შემოწმება. შემოწმებ
- მუხლი 56. საკონტროლო შემოწმება ტარდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, საინსპექციო შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხ
- მუხლი 57. მიზნობრივი შემოწმება ინიშნება:
- მუხლი 58. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები ინსპექტირებისა და შემოწმების დროს ვალდებულნი არიან გაუწიონ პრაქტიკული დახმარება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდე
- მუხლი 59. სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობა ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებშ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 54, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-54/