თავი II — ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება