თავი III — ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია
1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების დასანიშნად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის/ბენეფიციარების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/12/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება