თავი III — ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაეწევა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;
3. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/12/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება