საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.009.515
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №297
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანება №379 -სსმIII, №66 , 09 .06 .2010 წ; მუხ.986
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805 -სსმIII, №158 , 03 .12 .2010 წ; მუხ.2228
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურების (შემდგომ ტექსტში – მოსამსახურე), თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილი პენსიონერების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერი), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
3. ჰოსპიტლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე დებულება.
4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
6. ჰოსპიტლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ჰოსპიტალი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) „მოსამსახურეებისათვის“, „პენსიონერებისათვის“, მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით „მოსამსახურეების“ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) „მოსამსახურეების“ ამბულატორული, სტაციონარული მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია და დისპანზერიზაცია;
დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
ე) სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება „ჰოსპიტალში“ შეუძლებელია;
ზ) „მოსამსახურეების“ საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით „ჰოსპიტლისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ) „პენსიონერთა“ სამედიცინო შემოწმება;
ი) ჰოსპიტლის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
კ) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
ლ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიულ- საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
მ) საჭიროების შემთხვევაში სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, „ჰოსპიტლის„ სამედიცინო პერსონალიდან, მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
ნ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება „ჰოსპიტლის“ კომპეტენციის ფარგლებში;
ო) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
პ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
2. ჰოსპიტალი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „მოსამსახურეებსა“ და „პენსიონერებს“ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, ემსახურება, მათ მიერ პირადად ანაზღაურების გარეშე, საბიუჯეტო დაფინანსებით, ხოლო აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებს – სახელშეკრულებო პირობებით.
3. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან;
4. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტლის შინაგანაწესით. სამეცნიერო კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს, ხელშეკრულებით მოიწვიოს დროებითი ან მუდმივი დახმარებისათვის, ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად;
6. ჰოსპიტლის პერსონალს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიეცემა დამატებითი ანაზღაურება მკურნალობის, სახელმწიფო ან შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან;
7. ჰოსპიტალი შეიძლება გამოყენებული იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
8. ჰოსპიტლის სიმძლავრის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან საზღვარგარეთის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით:
ა) ჰოსპიტალს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში;
ბ) ჰოსპიტალს უფლება აქვს მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებული სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით.
9. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, პენსიონერებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის სახელმწიფო შეკვეთების გარდა დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები.
10. ჰოსპიტალს უფლება აქვს, შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით.
11. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებითა და განვითარებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან.
12. ჰოსპიტალი ახორციელებს ჰოსპიტლის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანება №379-სსმIII, №66, 09.06.2010წ; მუხ.986
მუხლი 3. ჰოსპიტლის მართვა
1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს ჰოსპიტლის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. ჰოსპიტლის დირექტორი:
ა) ასრულებს ჰოსპიტლის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ჰოსპიტლის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტლის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
დ) ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტლის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ე) თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰოსპიტლის წლიურ ბიუჯეტს, საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და ანგარიშებს.
ვ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ზ) პასუხს აგებს ჰოსპიტლის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
თ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტლში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
ი) ახორციელებს ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას;
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეებს.
4. ჰოსპიტლის დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი), დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № 297 -სსმIII, № 147 , 30 . 10 .20 06 წ.; მუხ. 2045
მუხლი 4. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზან-შეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტლის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. თავდაცვის სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას, უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ჰოსპიტლის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
5. ჰოსპიტალმა თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ)“ და „გ)“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა)“ და „ე)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 5. ჰოსპიტლის ქონება და სახსრები
1. ჰოსპიტალს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ჰოსპიტლის ” დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით (გარდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის განვითარებისა) მათი გამოყენება აკრძალულია. „ჰოსპიტალმა” საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის შესაბამისი საქონლის , მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესასყიდად.
4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, წლიური ბიუჯეტი, საშტატო განრიგი, ხელფასის ფონდი, ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს.
5. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805-სსმIII, №158, 03.12.2010წ; მუხ.2228
მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია
1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ჰოსპიტლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
+

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №297 -სსმIII, №147 , 30 .10 .2006 წ.; მუხ.2045

მუხლი 4. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗

3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ჰოსპიტლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ჰოსპიტლის ” დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით (გარდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის განვითარებისა) მათი გამოყენება აკრძალულია. „ჰოსპიტალმა” საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის შესაბამისი საქონლის , მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესასყიდად.
4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, წლიური ბიუჯეტი, საშტატო განრიგი, ხელფასის ფონდი, ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს.
5. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805-სსმIII, №158, 03.12.2010წ; მუხ.2228
მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია
1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ჰოსპიტლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.009.515
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №297
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანება №379 -სსმIII, №66 , 09 .06 .2010 წ; მუხ.986
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანება №379-სსმIII, №66, 09.06.2010წ; მუხ.986
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805 -სსმIII, №158 , 03 .12 .2010 წ; მუხ.2228
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805-სსმIII, №158, 03.12.2010წ; მუხ.2228
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურების (შემდგომ ტექსტში – მოსამსახურე), თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილი პენსიონერების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერი), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
1. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი” (შემდგომ ტექსტში – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ ტექსტში – მოსამსახურე ები ), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/ პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერებ ი), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
3. ჰოსპიტლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე დებულება.
4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
6. ჰოსპიტლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
1. ჰოსპიტალი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) „მოსამსახურეებისათვის“, „პენსიონერებისათვის“, მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით „მოსამსახურეების“ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) „მოსამსახურეების“ ამბულატორული, სტაციონარული მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია და დისპანზერიზაცია;
დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
ე) სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება „ჰოსპიტალში“ შეუძლებელია;
ზ) „მოსამსახურეების“ საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით „ჰოსპიტლისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ) „პენსიონერთა“ სამედიცინო შემოწმება;
ი) ჰოსპიტლის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
კ) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
ლ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიულ- საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
მ) საჭიროების შემთხვევაში სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, „ჰოსპიტლის„ სამედიცინო პერსონალიდან, მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
ნ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება „ჰოსპიტლის“ კომპეტენციის ფარგლებში;
ო) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
პ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
2. ჰოსპიტალი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „მოსამსახურეებსა“ და „პენსიონერებს“ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, ემსახურება, მათ მიერ პირადად ანაზღაურების გარეშე, საბიუჯეტო დაფინანსებით, ხოლო აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებს – სახელშეკრულებო პირობებით.
2. „ ჰოსპიტალის” მიერ ,,მოსამსახურეების”, „ პენსიონერების” და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. „ ჰოსპიტალი” ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ პირადად, ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგი პირების მომსახურებას:
ა) „ მოსამსახურეებ ის” მომსახურება ხორციელდება ანაზღაურების გარეშე;
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების, ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით მომსახურება ხორციელდება, თუ ისინი წარმოადგენენ:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.გ) ამ პუნქტის „ ა“ და „ ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).
3. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან;
4. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტლის შინაგანაწესით. სამეცნიერო კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს, ხელშეკრულებით მოიწვიოს დროებითი ან მუდმივი დახმარებისათვის, ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად;
6. ჰოსპიტლის პერსონალს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიეცემა დამატებითი ანაზღაურება მკურნალობის, სახელმწიფო ან შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან;
7. ჰოსპიტალი შეიძლება გამოყენებული იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
8. ჰოსპიტლის სიმძლავრის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან საზღვარგარეთის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით:
ა) ჰოსპიტალს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში;
ბ) ჰოსპიტალს უფლება აქვს მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებული სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით.
9. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, პენსიონერებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის სახელმწიფო შეკვეთების გარდა დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები.
10. ჰოსპიტალს უფლება აქვს, შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით.
11. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებითა და განვითარებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან.
12. ჰოსპიტალი ახორციელებს ჰოსპიტლის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანება №379-სსმIII, №66, 09.06.2010წ; მუხ.986
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.
მუხლი 3. ჰოსპიტლის მართვა🔗
1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს ჰოსპიტლის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. ჰოსპიტლის დირექტორი:
ა) ასრულებს ჰოსპიტლის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ჰოსპიტლის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტლის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
დ) ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტლის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ე) თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰოსპიტლის წლიურ ბიუჯეტს, საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და ანგარიშებს.
ვ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ზ) პასუხს აგებს ჰოსპიტლის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
თ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტლში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
ი) ახორციელებს ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას;
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეებს.
4. ჰოსპიტლის დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი), დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № 297 -სსმIII, № 147 , 30 . 10 .20 06 წ.; მუხ. 2045
მუხლი 4. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზან-შეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტლის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. თავდაცვის სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას, უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ჰოსპიტლის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
5. ჰოსპიტალმა თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ)“ და „გ)“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა)“ და „ე)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 5. ჰოსპიტლის ქონება და სახსრები🔗
1. ჰოსპიტალს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ჰოსპიტლის ” დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით (გარდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის განვითარებისა) მათი გამოყენება აკრძალულია. „ჰოსპიტალმა” საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის შესაბამისი საქონლის , მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესასყიდად.
4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, წლიური ბიუჯეტი, საშტატო განრიგი, ხელფასის ფონდი, ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს.
5. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №805-სსმIII, №158, 03.12.2010წ; მუხ.2228
მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია🔗
1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ჰოსპიტლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №297, 25.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.009.515 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67468-2/