საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2026 ბოლო ცვლილება 05.03.2026
ნომერი
№54/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.77.090.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №54/ნ

2026 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​9 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო  გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების  წესი“.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანება.
მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მარტიდან.


დირექტორი ბაკურ მიქაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“, №54/ნ, 28.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6768322-1/