საქონლის დროებითი დასაწყობების და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (16)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.009.687
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1759
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 107-ე და 108-ე მუხლების, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქცია“ თანდართული დანართებით (№1–1-ა, №2–2-ა, №3, №4, №5).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
ინსტრუქცია
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს პირთა უფლება-მოვალეობებს, რომელთაც წარმოეშობათ კანონიერი ინტერესი საქონლის დროებითი დასაწყობების, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში; დროებითი დასაწყობებული და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევებს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხასა და განხორციელების წესს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობებს.
2. თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
დროებითი დასაწყობება
მუხლი 2. დროებით დასაწყობებულ საქონელზე განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
დროებით დასაწყობებულ საქონელზე ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-3–მე-10 მუხლებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 3. საქონლის დროებითი დასაწყობება და აღრიცხვა
1. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონელი მისი წარდგენიდან საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამ ოპერაციის დასრულებამდე ითვლება დროებით დასაწყობებულად.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისთვის მიღება ნიშნავს დროებითი დასაწყობების ვადის განმავლობაში საქონლის შენახვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას.
3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერას საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის ღია, დახურული საბაჟო საწყობი, დროე-ბითი შენახვის დახურული); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).
4. შენახვის სხვა ადგილზე დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების (იმპორტიორის) ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომე ნ კლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში.
ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების შემოფარგლულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა.
41. (ამოღებულია).
5. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე დეკლარანტს დართოს ნება დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს საქონლის მიმღების ან იმპორტიორის შენახვის სხვა ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად.
6. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და განსაკუთრებული გარემოებები (გარდა ქურდობისა და ძარცვა-ყაჩაღობისა), რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული სუბიექტის ნებაზე, ხოლო მათი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება შეუძლებელია ცოდნისა და ტექნიკური განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი შენახვის სხვა ადგილებში დროებით დასაწყობებული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დროებითი შენახვის სხვა ადგილის მფლობელი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 დანართებით.
8. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (მათ შორის დეკლარირებამდე) საქონლის დროებითი დასაწყობებისას სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით, აგრეთვე საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ ამ ინსტრუქციის №1 და №1ა დანართებით დადგენილი ფორმით. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას. განაცხადი ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
10. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის, შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის, საქონლის მიმღების, აგრეთვე სათავსის მფლობელის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის მოთხოვნით – სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაზიდული სასაქონლო პარტიიდან ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
11. აქტში აღინიშნება საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, საბაჟო ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
12. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურასთან ერთად იმავდროულად უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებაში გახსნისას არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
13. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
14. (ამოღებულია).
15. დროებით დასაწყობებული საქონლის მიმართ დასაშვებია მხოლოდ ისეთი ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს მის დაცულობას და არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და მისი ანალიზი ან გამოკვლევა. წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. ნიმუშის ან/და სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად.
17. ამ მუხლის მიზნებისთვის საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებას მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრან ს პორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
18. დროებით დასაწყობებული საქონლის (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით, 20 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან.
181. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან.
19. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული ვადები ან ამ მუხლის მე-18 პუნქტში დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს არა უმეტეს 45 კალენდარული დღით. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემცირების და ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველია დროებით დასაწყობებული საქონლის ვარგისიანობის შეზღუდული ვადა, გარეგნული ნიშნების მიხედვით სანიტარიულ, ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის პირობების დარღვევის შედეგად საქონლის უსაფრთხოების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.
20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე – საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა) არა უმეტეს 3 თვისა. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
21. ამ მუხლის მე-18-20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, თუ არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
22. საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით უზრუნველყოს საქონლის მიტანა მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
23. (ამოღებულია).
24. (ამოღებულია).
25. (ამოღებულია).
26. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დროებითი დასაწყობებისას დროებითი შენახვის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების ზოგადი დეკლარირების ფორმაში ან მოწმობაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა, შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყო ვ ნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და დააფიქსიროს აღნიშნული წერილობით. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
27. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით დასაწყობებული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
28. (ამოღებულია).
29. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებელის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
თავი III
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენება
მუხლი 4
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა საბაჟო საწყობში შენახვის მიზნით მოთავსდეს:
ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლების) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი, თუ საბაჟო საწყობში მისი შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა.
2. აკრძალულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი”, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა” (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
6. მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 6. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 7. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები.
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
მუხლი 8. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 9. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, მუშაობის დროის და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებ ლ ობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს, ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 10. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 11. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.

მუხლი 12. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნუ-ლი ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი;
ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) სერტიფიკატები:
თ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
თ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
თ.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
თ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
თ.ე) სანიტარიული-ჰიგიენური სერთიფიკატი;
თ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ი) (ამოღებულია);
კ) აქციზური საქონლის ბარათი;
ლ) საქონლის სპეციფიკაცია;
მ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
ო) ექსპერტიზის აქტი;
პ) საქონლის დათვალიერების აქტი;
ჟ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
რ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ს) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების დროებითი დასაწყობების განაცხადი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

მუხლი 13. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 14. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 15. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 17. საკუთრების უფლების გადაცემა საბაჟო საწყობში მოთავსებულ საქონელზე და მომთავსებლისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები
1. საბაჟო საწყობში შენახულ საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი მოქცეულ საქონელზე გასხვისების უფლებამოსილების მქონე საქონლის მფლობელს (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) უფლება აქვს განახორციელოს საკუთრების უფლების ერთჯერადად გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს. მყიდველის მიერ დადგენილი წესით ამ საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაციის გამოყენებამდე შემძენის მიერ გასხვისების ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
3. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონლის მიმართ განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო დამუშავების ოპერაციები (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. (ამ ოღებულია).
5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი შესაძლებელია შენახულ იქნეს საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას:
ა) როცა არ არსებობს საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული) შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმის შესაბამისად გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის საბაჟო გარანტია;
ბ) საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო.
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას შენახული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს შენახვის სხვა ადგილის მფლობელი „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 შესაბამისი დანართებით.
6. მომთავსებელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
7. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებლის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
8. საბაჟო საწყობის მფლობელმა საბაჟო საწყობში საქონლის მიტანის მომენტიდან უნდა აწარმოოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
9. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე საქართველოს საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა:
ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვაზე პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, თანხმობა არ არის საჭირო, როცა საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა და უზრუნველყოფილია, საქართველოს საქონლის იზოლირებულად შენახვა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებაზე ამ რეჟიმით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული საქონლის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრული პირობები და სპეციალური ნორმები წესდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებით, ხოლო ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 18. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მომთავსებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა შეარჩიოს საქონლის საბაჟო დამუშავების ახალი ოპერაცია. ეს ვადა აითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან.
3. საქონლის შენახვის ფაქტობრივ ვადას ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში განსაზღვრავს მომთავსებელი და მიუთითებს საბაჟო დეკლარაციაში. საბაჟო ორგანოს მიერ შენახვის ფაქტობრივი ვადის გაგრძელება დაიშვება მომთავსებლის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე დეკლარანტი ვალდებულია წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შეზღუდული ვარგისიანობის ვადის მქონე საქონელზე ვარგისიანობის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვადის განსაზღვრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.
5. შენახვის ნორმალური პირობების დაუცველობის შედეგად საქონლის დაზიანების, გაფუჭების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაურესების შემთხვევაში საწყობის მფლობელს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6. თუ საწყობში საქონლის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 19. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა და განხორციელების წესი
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის მიზნით ოპერაციების განხორციელება:
ა) საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დაიშვება შენახვის უზრუნველყოფისთვის დასაშვები შემდეგი ოპერაციები:
ა.ა) გასუფთავება;
ა.ბ) განიავება;
ა.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ა.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ა.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ა.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ა.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ა.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ა.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ა.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
ბ) გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ბ.ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
პარტიის დანაწილება;
ბ.ბ) გზავნილების ფორმირება;
ბ.გ) დახარისხება;
ბ.დ) შეფუთვა;
ბ.ე) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ბ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ბ.ზ) დატვირთვა;
ბ.თ) გადმოტვირთვა;
ბ.ი) გადატვირთვა;
ბ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ბ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ბ.მ) ტესტირება (გამოცდა);
ბ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ბ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ბ.პ) ზემოთ მითითებული ოპერაციების საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა.
2. განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
3. ნავთობის დისტილატების დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
მუხლი 20. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობება და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 21
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში (შემდგომში – საწყობი) შესაძლებელია განთავსდეს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ბ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა).
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ზ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
თ) უქმე ან დასვენების დღეების განმავლობაში სასაზღვრო საბაჟო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ფორმების დასრულებიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილის მიმართულებით გადაადგილებამდე;
ი) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;
კ) დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.
ლ) მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.
2. საბაჟო საწყობში შენახვისთვის აუცილებელი ხარჯი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საბაჟო კოდექსით.

მუხლი 22
1. საწყობში საქონლის საბაჟო კონტროლზე დროებით შენახვაზე განთავსება ხორციელდება ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტის (შემდგომში – აქტი) საფუძველზე (დანართი №2), რომელშიც სრულად აისახება აქტის შესაბამის გრაფაში შესატანი ინფორმაცია.
2. აქტი ივსება და რეგისტრირდება (ენიჭება რეგისტრაციის ნომერი) საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ჟურნალში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ. საქონლის მფლობელი ან/და დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას განემარტა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გაუტანლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის შემცველ ქმედებას, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი განკუთვნილია საქონლის მფლობელისთვის, ხოლო მეორე რჩება საწყობში.
4. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მფლობელის მიერ შევსებული აქტის მიხედვით გაცხადებული აქვს დროებითი შენახვის საწყობში სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. კონტეინერის) განთავსების განზრახვა, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, პასუხისმგებელი მოხელე ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მთლიანობას. აქტში შეტანილ მონაცემებსა და საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში ან სატრანსპორტო დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ მიეთითება აქტში.
5. საწყობში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებული აქტში ასახული მონაცემების ფაქტობრივ სიზუსტის მიმართ.
6. საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების განთავსების აღრიცხვის ჟურნალის ყველა გვერდი ინომრება, იკინძება და გვერდების რაოდენობა მოწმდება საბაჟო ორგანოს უფროსის ხელმოწერით.
7. დებულებით გათვალისწინებულ აქტს ენიჭება 3 ნაწილისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან ტირეებით გამოყოფილი ნომერი, პირველი – ასახავს საბაჟო ორგანოების კლასიფიკატორის მიხედვით საბაჟოს უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. იმ შემთხვევაში, როცა ერთი უნიკალური კოდის მქონე საბაჟოს სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე იქმნება ერთზე მეტი საწყობი აქტის ნომერი შედგება
8. საბაჟო ორგანოს შესაბამისი პირი უფლებამოსილია:
ა) შეზღუდოს საწყობში შენახვის ვადა საქონლის შეზღუდული ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით;
ბ) უარი განაცხადოს საქონლის შენახვაზე საწყობში შენახვის აუცილებელი პირობების არარსებობის, თავისუფალი სასაწყობე ფართის უქონლობის საფუძველზე, არაგაბარიტული საქონლის შენახვის მოთხოვნისას.
9. საქონლის შენახვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
10. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-18–20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
მუხლი 23
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ხორციელდება საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შეტანა რეგისტრირდება ჟურნალში.
3. საბაჟო საწყობში საქონლის განთავსება ხორციელდება მე-8 მუხლით დადგენილი საერთო წესით. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტი (შემდგომში – აქტი).
მუხლი 24
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის გარეშე საქონლის შემოტანის მცდელობისას, როცა გადაზიდულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს საქონლის უკან გატანაზე, პირს უფლება აქვს აქტის საფუძველზე, დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესით განათავსოს საქონელი საბაჟო საწყობში, აქტში საბაჟო ორგანის მიერ მიეთითება აღნიშული გარემოების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, როცა პირველ პუნქტში მითითებულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, საბაჟოს ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული გარემოების შესახებ მიეთითება აქტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულები თ გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 25
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამორთმეული საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები, აგრეთვე განხილვის შედეგების მიხედვით დადგენილი წესით კონფისკაციაქმნილი საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოსთვის გადაცემამდე საწყობში შენახვისას
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვის განთავსება ხორციელდება ამ დებულები თ გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 26
1. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვისთვის საბაჟოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ დგება აქტი დანართი №2-ის შესაბამისად, რომელიც ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
3. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადების მიზნით საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი:
ა) საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე აკრავს სათანადო განცხადებას;
ბ) მიტოვებული საქონლის მფლობელის ი დენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში უგზავნის დაზღვეული ფოსტით წერილს.
4. ამ მუხლში მითითებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
მუხლი 27
საწყობის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
ბ) აწარმოოს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტის შევსებისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა და უზრუნველყოს მათი ასლების დამზადება და შენახვა განაცხა დ თან ერთად;
გ) წარუდგინოს რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), მოთხოვნისთანავე, აგრეთვე რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ინფორმაცია საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე.
დ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
დ.ა) გასუფთავება;
დ.ბ) განიავება;
დ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
დ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
დ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
დ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
დ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
დ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
დ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
დ.ლ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ზემოთ მითითებული ოპერაციები მიმდინარეობს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;
ე) საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანაკლისის აქტს, რომელიც სხვა მასალებთან ერთად იგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოში სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის მიზნით;
ვ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი;
ზ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია აისახება ჟურნალში;
თ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
თავი V
მუხლი 28. საწყობში განთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გატანა
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ დგება საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის აქტი (იხ. დანართი №3).
2. უსასყიდლოდ ჩამორთმეული, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაცემისას, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული აქტი.
მუხლი 29. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 30. (ამოღებულია)

დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი №
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:------------
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა | 3. გადამზიდველი | ||||||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა | 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე | ||||||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე | |||
| 10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი, დამატებითი მონაცემები | |||||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 20 დღე 45 დღე | გაგრძელებულია | |||||
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
| 12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი | გაფორმდა სხდ. №13. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია. 3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრან ს პორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის № და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების № და გაფორმების თარიღი. 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი.განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან |
| შენიშვნა: |
| 1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა. 2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში. |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი №1-ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ
დროებითი შენახვის განაცხადი №
№----------------- დამატებითი ფურცელი № ------------------
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა | 3. გადამზიდველი | |||||||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა | 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე | |||||||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე | ||||
| 10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი. დამატებითი მონაცემები | ||||||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 20 დღე 45 დღე | გაგრძელებულია | ||||||
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი
წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი |
| (ხელმოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
| 12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი | გაფორმდა სხდ. № 13. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია. 3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრანპორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების N და გაფორმების თარიღი. 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი. განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან |
| შენიშვნა: |
| 1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა. 2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში. |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი №2
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| № | საწყობში განთავსების დრო და თარიღი | საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) | საქონლის სასაწყობე ნომერი | სატვირთო ადგილების რაოდენობა | საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა | სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა | დროებით დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა | ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი |
| (ხელმოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
დამატებითი ფურცლების რაოდენობა: –––––
| აყვანილია საბაჟო კონტროლზე პ.ბ.
| სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტის შევსების წესი
1. აქტი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას დამატებით ფურცელზე, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.
2. აქტის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია.
3. აქტი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – საწყობს; ბ) მეორე - განმცხადებელს.
4. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი – ასახავს საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სატვირთო, მსუბუქი და სხვა), მარკის, მოდელის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების, VIN-სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის თაობაზე ინფორმაცია.
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და ა.შ.). დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ვაგონის, ბორტის ნომერი და ა.შ.). მიმღების დასახელება: საქონლის მიმღების სრული საფირმო სახელწოდება, მისამართი; გადამზიდველის დასახელება: გადამზიდველის საფირმო სახელწოდება, მისამართი, ლიცენზიის ნომერი. აქტის 1-ლ გრაფაში ეთითება: ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დრო და თარიღი; მე-3 გრაფაში – საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან სატრანსპორტო დოკუმენტების არარსებობისას საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე (ამ შემთხვევაში მიეთითება დათვალიერების აქტის ნომერი); მე-4 გრაფაში საქონლის სასაწყობე ნომერი შედგება 4 ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ტირეთი, პირველი – შენობა-ნაგებობის ნომერს (ღია მოედნის შემთხვევაში მიეთითება 0), მეორე – სათავსის ნომერს (შენობა-ნაგებობაში ცალკე სათავსის არარსებობისას მიეთითება 0), მესამე – კონტეინერის ნომერს ან საქონლის სასაწყობე ნომერს, მეოთხე – საბაჟო ლუქის ნომერს (არარსებობისას მიეთითება 0); მე-5 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-6 გრაფაში – საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა შესაბამის ერთეულებში სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-7 გრაფაში – სატრანსპორტო, კომერციული დოკუმენტების სახეობა (დასახელება), ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა; მე-8 გრაფაში – ვადა მიეთითება მალფუჭებადი საქონლის დასაწყობებისას (ან ქონების ზოგიერთ კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობისას შესაბამის ორგანოში გადაცემამდე შენახვის ვადა); მე-9 გრაფაში – ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი; მე-10 გრაფაში შენიშვნა.
6. დეკლარანტის არსებობისას მის მიერ ივსება შესაბამისი რეკვიზიტების გრაფა, ხელმოწერით დასტურდება მონაცემების უტყუარობა.
7. დამატებითი ფურცლების რაოდენობა: მიეთითება არაბული ციფრებით.
8. აყვანილია საბაჟო კონტროლზე: დაესმება დამღა „აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, მიეთითება სახელი გვარი და ხელმოწერა.
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №2-ა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––

3. აქტი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – საწყობს; ბ) მეორე – განმცხადებელს.

სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და ა.შ.). დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ვაგონის, ბორტის ნომერი და ა.შ.). მიმღების დასახელება: საქონლის მიმღების სრული საფირმო სახელწოდება, მისამართი; გადამზიდველის დასახელება: გადამზიდველის საფირმო სახელწოდება, მისამართი, ლიცენზიის ნომერი. აქტის 1-ლ გრაფაში ეთითება: ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დრო და თარიღი; მე-3 გრაფაში – საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან სატრანსპორტო დოკუმენტების არარსებობისას საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე (ამ შემთხვევაში მიეთითება დათვალიერების აქტის ნომერი); მე-4 გრაფაში საქონლის სასაწყობე ნომერი შედგება 4 ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ტირეთი, პირველი – შენობა-ნაგებობის ნომერს (ღია მოედნის შემთხვევაში მიეთითება 0), მეორე – სათავსის ნომერს (შენობა-ნაგებობაში ცალკე სათავსის არ რსებობისას მიეთითება 0), მესამე – კონტეინერის ნომერს ან საქონლის სასაწყობე ნომერს, მეოთხე – საბაჟო ლუქის ნომერს (არარსებობისას მიეთითება 0); მე-5 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-6 გრაფაში – საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა შესაბამის ერთეულებში სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-7 გრაფაში – სატრანსპორტო, კომერციული დოკუმენტების სახეობა (დასახელება), ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა; მე-8 გრაფაში – ვადა მიეთითება მალფუჭებადი საქონლის დასაწყობებისას (ან ქონების ზოგიერთ კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობისას შესაბამის ორგანოში გადაცემამდე შენახვის ვადა); მე-9 გრაფაში – ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი; მე-10 გრაფაში შენიშვნა.

8. აყვანილია საბაჟო კონტროლზე: დაესმება დამღა „აყვანილია საბაჟო კონტროლზე“ და პირადნომრიანი ბეჭედი, მიეთითება სახელი გვარი და ხელმოწერა.

დანართი №3
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საწყობიდან გატანის აქტი №

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––

მიმღების დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| № | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტი № | საწყობში განთავსებისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და № | საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) | საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა | სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა | დროებითი დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა | ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი | საქონლის გატანისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და № | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სახელი, გვარი |
| (ხელმოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––
| მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პ.ბ.
| სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საბაჟო საწყობის (ღია ან დახურული) საქმიანობის სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი -----------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი --------------------------------------------------------------

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
საწყობის ტიპი ------------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
__________________________________________________________________________
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
დროებითი შენახვის (ღია ან დახურული) საწყობის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; დროებითი შენახვის საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს დროებითი შენახვის საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.009.687
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1759
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 107-ე და 108-ე მუხლების, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქცია“ თანდართული დანართებით (№1–1-ა, №2–2-ა, №3, №4, №5).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
ინსტრუქცია
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს პირთა უფლება-მოვალეობებს, რომელთაც წარმოეშობათ კანონიერი ინტერესი საქონლის დროებითი დასაწყობების, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში; დროებითი დასაწყობებული და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევებს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხასა და განხორციელების წესს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობებს.
2. თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
დროებითი დასაწყობება
მუხლი 2. დროებით დასაწყობებულ საქონელზე განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
დროებით დასაწყობებულ საქონელზე ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-3–მე-10 მუხლებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 3. საქონლის დროებითი დასაწყობება და აღრიცხვა
1. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონელი მისი წარდგენიდან საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამ ოპერაციის დასრულებამდე ითვლება დროებით დასაწყობებულად.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისთვის მიღება ნიშნავს დროებითი დასაწყობების ვადის განმავლობაში საქონლის შენახვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას.
3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერას საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის ღია, დახურული საბაჟო საწყობი, დროე-ბითი შენახვის დახურული); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).
4. შენახვის სხვა ადგილზე დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების (იმპორტიორის) ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების (იმპორტიორის) მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული საბაჟო გარანტია;
ა.დ) როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში.
ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების შემოფარგლულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა.
41. (ამოღებულია).
5. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე დეკლარანტს დართოს ნება დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს საქონლის მიმღების ან იმპორტიორის შენახვის სხვა ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად.
6. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და განსაკუთრებული გარემოებები (გარდა ქურდობისა და ძარცვა-ყაჩაღობისა), რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული სუბიექტის ნებაზე, ხოლო მათი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება შეუძლებელია ცოდნისა და ტექნიკური განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი შენახვის სხვა ადგილებში დროებით დასაწყობებული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დროებითი შენახვის სხვა ადგილის მფლობელი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 დანართებით.
8. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (მათ შორის დეკლარირებამდე) საქონლის დროებითი დასაწყობებისას სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით, აგრეთვე საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ ამ ინსტრუქციის №1 და №1ა დანართებით დადგენილი ფორმით. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას. განაცხადი ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
10. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის, შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის, საქონლის მიმღების, აგრეთვე სათავსის მფლობელის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის მოთხოვნით – სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაზიდული სასაქონლო პარტიიდან ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
11. აქტში აღინიშნება საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, საბაჟო ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
12. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურასთან ერთად იმავდროულად უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებაში გახსნისას არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
13. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
14. (ამოღებულია).
15. დროებით დასაწყობებული საქონლის მიმართ დასაშვებია მხოლოდ ისეთი ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს მის დაცულობას და არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და მისი ანალიზი ან გამოკვლევა. წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. ნიმუშის ან/და სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად.
17. ამ მუხლის მიზნებისთვის საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებას მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
18. დროებით დასაწყობებული საქონლის (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით, 20 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან.
181. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან.
19. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული ვადები ან ამ მუხლის მე-18 პუნქტში დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს არა უმეტეს 45 კალენდარული დღით. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემცირების და ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველია დროებით დასაწყობებული საქონლის ვარგისიანობის შეზღუდული ვადა, გარეგნული ნიშნების მიხედვით სანიტარიულ, ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის პირობების დარღვევის შედეგად საქონლის უსაფრთხოების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.
20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე – საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა) არა უმეტეს 3 თვისა. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
21. ამ მუხლის მე-18-20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, თუ არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
22. საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით უზრუნველყოს საქონლის მიტანა მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
23. (ამოღებულია).
24. (ამოღებულია).
25. (ამოღებულია).
26. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დროებითი დასაწყობებისას დროებითი შენახვის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების ზოგადი დეკლარირების ფორმაში ან მოწმობაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა, შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და დააფიქსიროს აღნიშნული წერილობით. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
27. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით დასაწყობებული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
28. (ამოღებულია).
29. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებელის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
თავი III
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენება
მუხლი 4
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა საბაჟო საწყობში შენახვის მიზნით მოთავსდეს:
ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლების) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი, თუ საბაჟო საწყობში მისი შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა.
2. აკრძალულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი”, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა” (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
6. მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 6. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 7. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები.
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
მუხლი 8. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
მუხლი 9. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, მუშაობის დროის და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს, ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 10. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 11. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 12. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნუ-ლი ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი;
ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) სერტიფიკატები:
თ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
თ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
თ.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
თ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
თ.ე) სანიტარიული-ჰიგიენური სერთიფიკატი;
თ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ი) (ამოღებულია);
კ) აქციზური საქონლის ბარათი;
ლ) საქონლის სპეციფიკაცია;
მ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
ო) ექსპერტიზის აქტი;
პ) საქონლის დათვალიერების აქტი;
ჟ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
რ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ს) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების დროებითი დასაწყობების განაცხადი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 13. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 14. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 15. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 17. საკუთრების უფლების გადაცემა საბაჟო საწყობში მოთავსებულ საქონელზე და მომთავსებლისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები
1. საბაჟო საწყობში შენახულ საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი მოქცეულ საქონელზე გასხვისების უფლებამოსილების მქონე საქონლის მფლობელს (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) უფლება აქვს განახორციელოს საკუთრების უფლების ერთჯერადად გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს. მყიდველის მიერ დადგენილი წესით ამ საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაციის გამოყენებამდე შემძენის მიერ გასხვისების ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
3. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონლის მიმართ განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო დამუშავების ოპერაციები (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. (ამოღებულია).
5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი შესაძლებელია შენახულ იქნეს საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას:
ა) როცა არ არსებობს საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული) შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმის შესაბამისად გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის საბაჟო გარანტია;
ბ) საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო.
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას შენახული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს შენახვის სხვა ადგილის მფლობელი „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 შესაბამისი დანართებით.
6. მომთავსებელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
7. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებლის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
8. საბაჟო საწყობის მფლობელმა საბაჟო საწყობში საქონლის მიტანის მომენტიდან უნდა აწარმოოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
9. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე საქართველოს საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა:
ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვაზე პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, თანხმობა არ არის საჭირო, როცა საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა და უზრუნველყოფილია, საქართველოს საქონლის იზოლირებულად შენახვა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებაზე ამ რეჟიმით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული საქონლის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრული პირობები და სპეციალური ნორმები წესდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებით, ხოლო ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 18. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მომთავსებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა შეარჩიოს საქონლის საბაჟო დამუშავების ახალი ოპერაცია. ეს ვადა აითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან.
3. საქონლის შენახვის ფაქტობრივ ვადას ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში განსაზღვრავს მომთავსებელი და მიუთითებს საბაჟო დეკლარაციაში. საბაჟო ორგანოს მიერ შენახვის ფაქტობრივი ვადის გაგრძელება დაიშვება მომთავსებლის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე დეკლარანტი ვალდებულია წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შეზღუდული ვარგისიანობის ვადის მქონე საქონელზე ვარგისიანობის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვადის განსაზღვრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.
5. შენახვის ნორმალური პირობების დაუცველობის შედეგად საქონლის დაზიანების, გაფუჭების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაურესების შემთხვევაში საწყობის მფლობელს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6. თუ საწყობში საქონლის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 19. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა და განხორციელების წესი
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის მიზნით ოპერაციების განხორციელება:
ა) საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დაიშვება შენახვის უზრუნველყოფისთვის დასაშვები შემდეგი ოპერაციები:
ა.ა) გასუფთავება;
ა.ბ) განიავება;
ა.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ა.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ა.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ა.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ა.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ა.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ა.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ა.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
ბ) გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ბ.ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
პარტიის დანაწილება;
ბ.ბ) გზავნილების ფორმირება;
ბ.გ) დახარისხება;
ბ.დ) შეფუთვა;
ბ.ე) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ბ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ბ.ზ) დატვირთვა;
ბ.თ) გადმოტვირთვა;
ბ.ი) გადატვირთვა;
ბ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ბ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ბ.მ) ტესტირება (გამოცდა);
ბ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ბ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ბ.პ) ზემოთ მითითებული ოპერაციების საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა.
2. განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
3. ნავთობის დისტილატების დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
მუხლი 20. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობება და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 21
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში (შემდგომში – საწყობი) შესაძლებელია განთავსდეს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ბ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა).
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ზ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
თ) უქმე ან დასვენების დღეების განმავლობაში სასაზღვრო საბაჟო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ფორმების დასრულებიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილის მიმართულებით გადაადგილებამდე;
ი) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;
კ) დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.
ლ) მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.
2. საბაჟო საწყობში შენახვისთვის აუცილებელი ხარჯი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საბაჟო კოდექსით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
მუხლი 22
1. საწყობში საქონლის საბაჟო კონტროლზე დროებით შენახვაზე განთავსება ხორციელდება ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტის (შემდგომში – აქტი) საფუძველზე (დანართი №2), რომელშიც სრულად აისახება აქტის შესაბამის გრაფაში შესატანი ინფორმაცია.
2. აქტი ივსება და რეგისტრირდება (ენიჭება რეგისტრაციის ნომერი) საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ჟურნალში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ. საქონლის მფლობელი ან/და დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას განემარტა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გაუტანლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის შემცველ ქმედებას, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი განკუთვნილია საქონლის მფლობელისთვის, ხოლო მეორე რჩება საწყობში.
4. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მფლობელის მიერ შევსებული აქტის მიხედვით გაცხადებული აქვს დროებითი შენახვის საწყობში სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. კონტეინერის) განთავსების განზრახვა, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, პასუხისმგებელი მოხელე ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მთლიანობას. აქტში შეტანილ მონაცემებსა და საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში ან სატრანსპორტო დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ მიეთითება აქტში.
5. საწყობში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებული აქტში ასახული მონაცემების ფაქტობრივ სიზუსტის მიმართ.
6. საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების განთავსების აღრიცხვის ჟურნალის ყველა გვერდი ინომრება, იკინძება და გვერდების რაოდენობა მოწმდება საბაჟო ორგანოს უფროსის ხელმოწერით.
7. დებულებით გათვალისწინებულ აქტს ენიჭება 3 ნაწილისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან ტირეებით გამოყოფილი ნომერი, პირველი – ასახავს საბაჟო ორგანოების კლასიფიკატორის მიხედვით საბაჟოს უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. იმ შემთხვევაში, როცა ერთი უნიკალური კოდის მქონე საბაჟოს სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე იქმნება ერთზე მეტი საწყობი აქტის ნომერი შედგება
8. საბაჟო ორგანოს შესაბამისი პირი უფლებამოსილია:
ა) შეზღუდოს საწყობში შენახვის ვადა საქონლის შეზღუდული ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით;
ბ) უარი განაცხადოს საქონლის შენახვაზე საწყობში შენახვის აუცილებელი პირობების არარსებობის, თავისუფალი სასაწყობე ფართის უქონლობის საფუძველზე, არაგაბარიტული საქონლის შენახვის მოთხოვნისას.
9. საქონლის შენახვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
10. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-18–20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
მუხლი 23
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ხორციელდება საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შეტანა რეგისტრირდება ჟურნალში.
3. საბაჟო საწყობში საქონლის განთავსება ხორციელდება მე-8 მუხლით დადგენილი საერთო წესით. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტი (შემდგომში – აქტი).
მუხლი 24
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის გარეშე საქონლის შემოტანის მცდელობისას, როცა გადაზიდულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს საქონლის უკან გატანაზე, პირს უფლება აქვს აქტის საფუძველზე, დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესით განათავსოს საქონელი საბაჟო საწყობში, აქტში საბაჟო ორგანის მიერ მიეთითება აღნიშული გარემოების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, როცა პირველ პუნქტში მითითებულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, საბაჟოს ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული გარემოების შესახებ მიეთითება აქტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 25
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამორთმეული საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები, აგრეთვე განხილვის შედეგების მიხედვით დადგენილი წესით კონფისკაციაქმნილი საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოსთვის გადაცემამდე საწყობში შენახვისას
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვის განთავსება ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 26
1. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვისთვის საბაჟოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ დგება აქტი დანართი №2-ის შესაბამისად, რომელიც ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
3. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადების მიზნით საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი:
ა) საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე აკრავს სათანადო განცხადებას;
ბ) მიტოვებული საქონლის მფლობელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში უგზავნის დაზღვეული ფოსტით წერილს.
4. ამ მუხლში მითითებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
მუხლი 27
საწყობის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
ბ) აწარმოოს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტის შევსებისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა და უზრუნველყოს მათი ასლების დამზადება და შენახვა განაცხადთან ერთად;
გ) წარუდგინოს რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), მოთხოვნისთანავე, აგრეთვე რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ინფორმაცია საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე.
დ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
დ.ა) გასუფთავება;
დ.ბ) განიავება;
დ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
დ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
დ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
დ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
დ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
დ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
დ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
დ.ლ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ზემოთ მითითებული ოპერაციები მიმდინარეობს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;
ე) საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანაკლისის აქტს, რომელიც სხვა მასალებთან ერთად იგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოში სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის მიზნით;
ვ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი;
ზ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია აისახება ჟურნალში;
თ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
თავი V
მუხლი 28. საწყობში განთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გატანა
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ დგება საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის აქტი (იხ. დანართი №3).
2. უსასყიდლოდ ჩამორთმეული, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაცემისას, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული აქტი.
მუხლი 29. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 30. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი №
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:------------
| 1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა | 3. გადამზიდველი | ||||||
| 2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა | 4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე | ||||||
| 5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები | 6. საქონლის დასახელება | 7. ადგილების რაოდენობა | 8. ბრუტო წონა (კგ) | 9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე | |||
| 10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი, დამატებითი მონაცემები | |||||||
| 11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა | 20 დღე 45 დღე | გაგრძელებულია | |||||
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
---------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი | სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი
წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი | სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი)
დანართი №2 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტი № ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––– მიმღების დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გადამზიდველის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– № | საწყობში განთავსების დრო და თარიღი | საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) | საქონლის სასაწყობე ნომერი | სატვირთო ადგილების რაოდენობა | საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა | სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა | დროებით დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა | ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი | შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 | ||||||||||||||
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი | სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) დამატებითი ფურცლების რაოდენობა: –––––
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტი №
საწყობში განთავსებისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და №
საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა
სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა
დროებითი დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა
ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი
საქონლის გატანისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და №
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი | სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––
მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პ.ბ.
| მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პ.ბ. |
სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საბაჟო საწყობის (ღია ან დახურული) საქმიანობის სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი -----------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი --------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
საწყობის ტიპი -----------------------------------------------------------------------
საწყობის ტიპი ------------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
_________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
დროებითი შენახვის (ღია ან დახურული) საწყობის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი --------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; დროებითი შენახვის საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს დროებითი შენახვის საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
_______________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.009.687
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1759
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 107-ე და 108-ე მუხლების, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქცია“ თანდართული დანართებით (№1–1-ა, №2–2-ა, №3, №4, №5).🔗
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.🔗
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
ინსტრუქცია
საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს პირთა უფლება-მოვალეობებს, რომელთაც წარმოეშობათ კანონიერი ინტერესი საქონლის დროებითი დასაწყობების, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში; დროებითი დასაწყობებული და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევებს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხასა და განხორციელების წესს; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობებს.
2. თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
დროებითი დასაწყობება
მუხლი 2. დროებით დასაწყობებულ საქონელზე განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები🔗
დროებით დასაწყობებულ საქონელზე ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-3–მე-10 მუხლებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 3. საქონლის დროებითი დასაწყობება და აღრიცხვა🔗
1. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონელი მისი წარდგენიდან საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამ ოპერაციის დასრულებამდე ითვლება დროებით დასაწყობებულად.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისთვის მიღება ნიშნავს დროებითი დასაწყობების ვადის განმავლობაში საქონლის შენახვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას.
3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერას საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის ღია, დახურული საბაჟო საწყობი, დროე-ბითი შენახვის დახურული); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).
3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის” გამოწერას საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დახურული საბაჟო საწყობი); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).
4. შენახვის სხვა ადგილზე დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების (იმპორტიორის) ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში.
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ვ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე;
ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების შემოფარგლულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა.
41. (ამოღებულია).
5. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე დეკლარანტს დართოს ნება დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს საქონლის მიმღების ან იმპორტიორის შენახვის სხვა ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად.
6. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო და განსაკუთრებული გარემოებები (გარდა ქურდობისა და ძარცვა-ყაჩაღობისა), რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული სუბიექტის ნებაზე, ხოლო მათი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება შეუძლებელია ცოდნისა და ტექნიკური განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი შენახვის სხვა ადგილებში დროებით დასაწყობებული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დროებითი შენახვის სხვა ადგილის მფლობელი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 დანართებით.
8. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (მათ შორის დეკლარირებამდე) საქონლის დროებითი დასაწყობებისას სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით, აგრეთვე საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ ამ ინსტრუქციის №1 და №1ა დანართებით დადგენილი ფორმით. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას. განაცხადი ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
10. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის, შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის, საქონლის მიმღების, აგრეთვე სათავსის მფლობელის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის მოთხოვნით – სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაზიდული სასაქონლო პარტიიდან ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
11. აქტში აღინიშნება საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, საბაჟო ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები ან/და იმპორტიორი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
12. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურასთან ერთად იმავდროულად უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებაში გახსნისას არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
13. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
14. (ამოღებულია).
15. დროებით დასაწყობებული საქონლის მიმართ დასაშვებია მხოლოდ ისეთი ღონისძიებების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს მის დაცულობას და არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და მისი ანალიზი ან გამოკვლევა. წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. ნიმუშის ან/და სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად.
17. ამ მუხლის მიზნებისთვის საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებას მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
18. დროებით დასაწყობებული საქონლის (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით, 20 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან.
181. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან.
19. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული ვადები ან ამ მუხლის მე-18 პუნქტში დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს არა უმეტეს 45 კალენდარული დღით. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემცირების და ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველია დროებით დასაწყობებული საქონლის ვარგისიანობის შეზღუდული ვადა, გარეგნული ნიშნების მიხედვით სანიტარიულ, ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის პირობების დარღვევის შედეგად საქონლის უსაფრთხოების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.
20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე – საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა) არა უმეტეს 3 თვისა. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი შენახვის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
21. ამ მუხლის მე-18-20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, თუ არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
22. საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით უზრუნველყოს საქონლის მიტანა მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
23. (ამოღებულია).
24. (ამოღებულია).
25. (ამოღებულია).
26. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დროებითი დასაწყობებისას დროებითი შენახვის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების ზოგადი დეკლარირების ფორმაში ან მოწმობაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა, შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და დააფიქსიროს აღნიშნული წერილობით. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
27. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით დასაწყობებული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
28. (ამოღებულია).
29. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებელის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №889 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1134
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №924 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №962 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1216
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №971 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2010
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენება
მუხლი 4🔗
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა საბაჟო საწყობში შენახვის მიზნით მოთავსდეს:
ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლების) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე;
ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლების) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიებისა, რომლის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი, თუ საბაჟო საწყობში მისი შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა.
2. აკრძალულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი”, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა” (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
6. მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 6. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 7. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში– ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
დ) (ამოღებულია);
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ვ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები.
ა.ა) ნებართვა:
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ა.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ა.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.თ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 8. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №104 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.208
მუხლი 9. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, მუშაობის დროის და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს, ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 10. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 11. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
მუხლი 12. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნუ-ლი ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) კონტრაქტი;
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
დ) კონოსამენტი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ე) მანიფესტი;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს– სარკინიგზო ზედნადები.
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
თ) სერტიფიკატები:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ბ) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს– ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
თ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ბ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია;
თ.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ბ.ბ) ნებართვა:
თ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ბ.ბ.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
თ.ე) სანიტარიული-ჰიგიენური სერთიფიკატი;
ბ.ბ.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
თ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ბ.ბ.გ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;
ი) (ამოღებულია);
ბ.ბ.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
კ) აქციზური საქონლის ბარათი;
ბ.ბ.ე) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატივების იმპორტზე;
ლ) საქონლის სპეციფიკაცია;
ბ.ბ.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
მ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ნ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
ბ.ბ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ო) ექსპერტიზის აქტი;
ბ.ბ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტზე;
პ) საქონლის დათვალიერების აქტი;
ბ.ბ.კ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანაზე;
ჟ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ბ.ბ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტზე;
რ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ბ.გ) სერტიფიკატი:
ს) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
ბ.გ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;
ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების დროებითი დასაწყობების განაცხადი;
ბ.გ.ბ) იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
დ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ვ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ვ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”;
ვ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1027 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1324
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №458 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.841
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 13. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 14. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 15. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 17. საკუთრების უფლების გადაცემა საბაჟო საწყობში მოთავსებულ საქონელზე და მომთავსებლისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები🔗
1. საბაჟო საწყობში შენახულ საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი მოქცეულ საქონელზე გასხვისების უფლებამოსილების მქონე საქონლის მფლობელს (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) უფლება აქვს განახორციელოს საკუთრების უფლების ერთჯერადად გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს. მყიდველის მიერ დადგენილი წესით ამ საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე, გარდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტზე, ნაშთებსა ან/და ნარჩენებზე გასხვისების უფლებამოსილების მქონე (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) საქონლის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს საკუთრების უფლების ერთჯერადად გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე, წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს. მყიდველის მიერ ამ საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაციის გამოყენებამდე შემძენის მიერ გასხვისების ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
3. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონლის მიმართ განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო დამუშავების ოპერაციები (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. (ამოღებულია).
5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი შესაძლებელია შენახულ იქნეს საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას:
ა) როცა არ არსებობს საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული) შესატყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმის შესაბამისად გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის საბაჟო გარანტია;
ბ) საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო.
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას შენახული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს შენახვის სხვა ადგილის მფლობელი „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1-№2 შესაბამისი დანართებით.
6. მომთავსებელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
7. ურთიერთობა საბაჟო საწყობის მფლობელსა და მომთავსებელელს შორის რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საწყობის მფლობელისა და მომთავსებლის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
8. საბაჟო საწყობის მფლობელმა საბაჟო საწყობში საქონლის მიტანის მომენტიდან უნდა აწარმოოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
9. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე საქართველოს საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა:
ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვაზე პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, თანხმობა არ არის საჭირო, როცა საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანა და უზრუნველყოფილია, საქართველოს საქონლის იზოლირებულად შენახვა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებაზე ამ რეჟიმით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული საქონლის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრული პირობები და სპეციალური ნორმები წესდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებით, ხოლო ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1200 - სსმ III, 09.11.2007, №158, მუხ.1747
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 18. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევები🔗
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მომთავსებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა შეარჩიოს საქონლის საბაჟო დამუშავების ახალი ოპერაცია. ეს ვადა აითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან.
3. საქონლის შენახვის ფაქტობრივ ვადას ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში განსაზღვრავს მომთავსებელი და მიუთითებს საბაჟო დეკლარაციაში. საბაჟო ორგანოს მიერ შენახვის ფაქტობრივი ვადის გაგრძელება დაიშვება მომთავსებლის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს საქონლის ცალკეული სახეობის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში შენახვისათვის განსაზღვროს კონკრეტული ვადები.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე დეკლარანტი ვალდებულია წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შეზღუდული ვარგისიანობის ვადის მქონე საქონელზე ვარგისიანობის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვადის განსაზღვრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.
4. საქონლის შენახვის ვადა საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება მომთავსებლის მიერ მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ დეკლარაციაში მითითებულია შენახვის ვადა, მისი გაგრძელება მოხდება საქონლის ხელახალი დეკლარირებით, არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ზღვრული ვადით.
5. შენახვის ნორმალური პირობების დაუცველობის შედეგად საქონლის დაზიანების, გაფუჭების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაურესების შემთხვევაში საწყობის მფლობელს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6. თუ საწყობში საქონლის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
7. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ხდება საქონლის მიმართ განსახორციელებელი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 19. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა და განხორციელების წესი🔗
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის მიზნით ოპერაციების განხორციელება:
ა) საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დაიშვება შენახვის უზრუნველყოფისთვის დასაშვები შემდეგი ოპერაციები:
ა.ა) გასუფთავება;
ა.ბ) განიავება;
ა.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ა.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ა.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ა.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ა.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ა.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ა.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ა.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
ბ) გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ბ.ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
პარტიის დანაწილება;
ბ.ბ) გზავნილების ფორმირება;
ბ.გ) დახარისხება;
ბ.დ) შეფუთვა;
ბ.ე) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ბ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ბ.ზ) დატვირთვა;
ბ.თ) გადმოტვირთვა;
ბ.ი) გადატვირთვა;
ბ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ბ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ბ.მ) ტესტირება (გამოცდა);
ბ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ბ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ბ.პ) ზემოთ მითითებული ოპერაციების საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა.
2. განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
3. ნავთობის დისტილატების დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი. ამ მიზნით ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №541 - სსმ III, 26.06.2008, №90, მუხ.984
მუხლი 20. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები🔗
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანისა და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობება და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
მუხლი 21🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მფლობელობაში არსებული საბაჟო ან/და დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში (შემდგომში – საწყობი) შესაძლებელია განთავსდეს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ბ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა).
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ზ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
თ) უქმე ან დასვენების დღეების განმავლობაში სასაზღვრო საბაჟო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ფორმების დასრულებიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილის მიმართულებით გადაადგილებამდე;
ი) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;
კ) დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.
ლ) მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.
2. საბაჟო საწყობში შენახვისთვის აუცილებელი ხარჯი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საბაჟო კოდექსით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №80 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.161
მუხლი 22🔗
1. საწყობში საქონლის საბაჟო კონტროლზე დროებით შენახვაზე განთავსება ხორციელდება ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტის (შემდგომში – აქტი) საფუძველზე (დანართი №2), რომელშიც სრულად აისახება აქტის შესაბამის გრაფაში შესატანი ინფორმაცია.
2. აქტი ივსება და რეგისტრირდება (ენიჭება რეგისტრაციის ნომერი) საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ჟურნალში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ. საქონლის მფლობელი ან/და დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას განემარტა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გაუტანლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის შემცველ ქმედებას, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. აქტი ივსება და რეგისტრირდება (ენიჭება რეგისტრაციის ნომერი) საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ჟურნალში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ. საქონლის მფლობელი ან/და დეკლარანტი აქტზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას განემარტა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გაუტანლობის შემთხვევაში მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.
3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი განკუთვნილია საქონლის მფლობელისთვის, ხოლო მეორე რჩება საწყობში.
4. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მფლობელის მიერ შევსებული აქტის მიხედვით გაცხადებული აქვს დროებითი შენახვის საწყობში სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. კონტეინერის) განთავსების განზრახვა, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, პასუხისმგებელი მოხელე ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მთლიანობას. აქტში შეტანილ მონაცემებსა და საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში ან სატრანსპორტო დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ მიეთითება აქტში.
5. საწყობში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებული აქტში ასახული მონაცემების ფაქტობრივ სიზუსტის მიმართ.
6. საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების განთავსების აღრიცხვის ჟურნალის ყველა გვერდი ინომრება, იკინძება და გვერდების რაოდენობა მოწმდება საბაჟო ორგანოს უფროსის ხელმოწერით.
7. დებულებით გათვალისწინებულ აქტს ენიჭება 3 ნაწილისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან ტირეებით გამოყოფილი ნომერი, პირველი – ასახავს საბაჟო ორგანოების კლასიფიკატორის მიხედვით საბაჟოს უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. იმ შემთხვევაში, როცა ერთი უნიკალური კოდის მქონე საბაჟოს სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე იქმნება ერთზე მეტი საწყობი აქტის ნომერი შედგება
8. საბაჟო ორგანოს შესაბამისი პირი უფლებამოსილია:
ა) შეზღუდოს საწყობში შენახვის ვადა საქონლის შეზღუდული ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით;
ბ) უარი განაცხადოს საქონლის შენახვაზე საწყობში შენახვის აუცილებელი პირობების არარსებობის, თავისუფალი სასაწყობე ფართის უქონლობის საფუძველზე, არაგაბარიტული საქონლის შენახვის მოთხოვნისას.
9. საქონლის შენახვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
10. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-18–20 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. საბაჟო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დაზღვეული ფოსტით წერილობით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საბაჟო საწყობის მფლობელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
მუხლი 23🔗
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ხორციელდება საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შეტანა რეგისტრირდება ჟურნალში.
3. საბაჟო საწყობში საქონლის განთავსება ხორციელდება მე-8 მუხლით დადგენილი საერთო წესით. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობების ან განთავსების აქტი (შემდგომში – აქტი).
მუხლი 24🔗
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის გარეშე საქონლის შემოტანის მცდელობისას, როცა გადაზიდულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს საქონლის უკან გატანაზე, პირს უფლება აქვს აქტის საფუძველზე, დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესით განათავსოს საქონელი საბაჟო საწყობში, აქტში საბაჟო ორგანის მიერ მიეთითება აღნიშული გარემოების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, როცა პირველ პუნქტში მითითებულ საქონელზე უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, საბაჟოს ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული გარემოების შესახებ მიეთითება აქტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 25🔗
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამორთმეული საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები, აგრეთვე განხილვის შედეგების მიხედვით დადგენილი წესით კონფისკაციაქმნილი საქონელი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებები საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოსთვის გადაცემამდე საწყობში შენახვისას
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვის განთავსება ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 26🔗
1. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვისთვის საბაჟოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ დგება აქტი დანართი №2-ის შესაბამისად, რომელიც ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შენახვა ხორციელდება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესით. აქტი ივსება საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
3. უპატრონოდ მიტოვებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადების მიზნით საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი:
ა) საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე აკრავს სათანადო განცხადებას;
ბ) მიტოვებული საქონლის მფლობელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში უგზავნის დაზღვეული ფოსტით წერილს.
4. ამ მუხლში მითითებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
მუხლი 27🔗
საწყობის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
ბ) აწარმოოს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტის შევსებისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა და უზრუნველყოს მათი ასლების დამზადება და შენახვა განაცხადთან ერთად;
გ) წარუდგინოს რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), მოთხოვნისთანავე, აგრეთვე რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ინფორმაცია საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე.
დ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
დ.ა) გასუფთავება;
დ.ბ) განიავება;
დ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
დ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
დ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
დ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
დ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
დ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
დ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
დ.ლ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ზემოთ მითითებული ოპერაციები მიმდინარეობს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;
ე) საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანაკლისის აქტს, რომელიც სხვა მასალებთან ერთად იგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოში სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის მიზნით;
ვ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი;
ზ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია აისახება ჟურნალში;
თ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1090 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1516
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №186 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.347
მუხლი 28. საწყობში განთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გატანა🔗
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ დგება საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის აქტი (იხ. დანართი №3).
2. უსასყიდლოდ ჩამორთმეული, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაცემისას, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული აქტი.
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1291 - სსმ III, 17.12.2007, №178, მუხ.1964
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი №
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:------------
1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა
3. გადამზიდველი
2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა
4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე
5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები
6. საქონლის დასახელება
7. ადგილების რაოდენობა
8. ბრუტო წონა (კგ)
9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე
10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი, დამატებითი მონაცემები
11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა
20 დღე
45 დღე
გაგრძელებულია
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
პასუხისმგებელი პირი
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი
გაფორმდა სხდ. №13. მოხსნილია
საბაჟო კონტროლიდან
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი
1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.
2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია.
3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს.
4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის № და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების № და გაფორმების თარიღი.
5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი.განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან
შენიშვნა:
1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა.
2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №189 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.383
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი №1-ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ
დროებითი შენახვის განაცხადი №
№----------------- დამატებითი ფურცელი № ------------------
1. საქონლის გამგზავნი, გამგზავნი ქვეყანა
3. გადამზიდველი
2. საქონლის მიმღები, დანიშნულების ქვეყანა
4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე
5. სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები
6. საქონლის დასახელება
7. ადგილების რაოდენობა
8. ბრუტო წონა (კგ)
9. მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე
10. აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) № და D ნომერი. დამატებითი მონაცემები
11. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა
20 დღე
45 დღე
გაგრძელებულია
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის: საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი (მისი
წარმომადგენლის) – სახელი, გვარი ან დეკლარანტის სრული საფირმო სახელწოდება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
პასუხისმგებელი პირი
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
12. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი
გაფორმდა სხდ. № 13. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი
1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.
2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია.
3. განაცხადი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) მეორე საწყობს; გ) მესამე უბრუნდება განმცხადებელს.
4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ლ და მე-2 გრაფაში – საქონლის გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი; გამგზავნი და მიმღები ქვეყნის დასახელება; მე-3 გრაფაში – გადამზიდველის სრული სახელწოდება მე-4 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი ან/და სატრანპორტო საშუალება გადაიზიდა საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები); მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო ზედდებულის, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტების ნომრები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება მისი გადაზიდვა; მე-6 გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით; მე-7 გრაფაში – განცხადებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; მე-8 გრაფაში – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის, შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს; მე-9 გრაფაში – მონაცემები პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების შესახებ; მე-10 გრაფაში – შესაბამისი განაცხადის №, აღრიცხვის მოწმობის და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების N და გაფორმების თარიღი.
5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-11 გრაფაში – მიეთითება შენახვის ვადა; მე-12 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-13 გრაფაში დროებით დასაწყობების ადგილიდან საქონლის გატანისას დაესმება დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან” პირადნომრიანი ბეჭედი. განაცხადს საწყობის მფლობელის უფლებამოსილი პირის მიერ ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან
შენიშვნა:
1. წინამდებარე ფორმა მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რომლითაც განმცხადებელს უფლება ეძლევა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან მათ გაშვებამდე, ან, არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, პირის განკარგულებაში გადაცემამდე საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვისას წინამდებარე განაცხადის წარდგენა.
2. განაცხადი საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი №2
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
საწყობში განთავსების დრო და თარიღი
საქონლის დასახელება,
საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის სასაწყობე ნომერი
სატვირთო ადგილების რაოდენობა
საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა
სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა
დროებით დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა
ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
პასუხისმგებელი პირი
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
დამატებითი ფურცლების რაოდენობა: –––––
აყვანილია საბაჟო კონტროლზე პ.ბ.
სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტის შევსების წესი
1. აქტი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას დამატებით ფურცელზე, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.
2. აქტის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია.
3. აქტი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – საწყობს; ბ) მეორე - განმცხადებელს.
4. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი – ასახავს საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სატვირთო, მსუბუქი და სხვა), მარკის, მოდელის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების, VIN-სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის თაობაზე ინფორმაცია.
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და ა.შ.). დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ვაგონის, ბორტის ნომერი და ა.შ.). მიმღების დასახელება: საქონლის მიმღების სრული საფირმო სახელწოდება, მისამართი; გადამზიდველის დასახელება: გადამზიდველის საფირმო სახელწოდება, მისამართი, ლიცენზიის ნომერი. აქტის 1-ლ გრაფაში ეთითება: ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დრო და თარიღი; მე-3 გრაფაში – საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან სატრანსპორტო დოკუმენტების არარსებობისას საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე (ამ შემთხვევაში მიეთითება დათვალიერების აქტის ნომერი); მე-4 გრაფაში საქონლის სასაწყობე ნომერი შედგება 4 ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ტირეთი, პირველი – შენობა-ნაგებობის ნომერს (ღია მოედნის შემთხვევაში მიეთითება 0), მეორე – სათავსის ნომერს (შენობა-ნაგებობაში ცალკე სათავსის არარსებობისას მიეთითება 0), მესამე – კონტეინერის ნომერს ან საქონლის სასაწყობე ნომერს, მეოთხე – საბაჟო ლუქის ნომერს (არარსებობისას მიეთითება 0); მე-5 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-6 გრაფაში – საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა შესაბამის ერთეულებში სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-7 გრაფაში – სატრანსპორტო, კომერციული დოკუმენტების სახეობა (დასახელება), ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა; მე-8 გრაფაში – ვადა მიეთითება მალფუჭებადი საქონლის დასაწყობებისას (ან ქონების ზოგიერთ კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობისას შესაბამის ორგანოში გადაცემამდე შენახვის ვადა); მე-9 გრაფაში – ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი; მე-10 გრაფაში შენიშვნა.
6. დეკლარანტის არსებობისას მის მიერ ივსება შესაბამისი რეკვიზიტების გრაფა, ხელმოწერით დასტურდება მონაცემების უტყუარობა.
7. დამატებითი ფურცლების რაოდენობა: მიეთითება არაბული ციფრებით.
8. აყვანილია საბაჟო კონტროლზე: დაესმება დამღა „აყვანილია საბაჟო კონტროლზე” და პირადნომრიანი ბეჭედი, მიეთითება სახელი გვარი და ხელმოწერა.
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №2-ა
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
საწყობში განთავსების დრო და თარიღი
საქონლის დასახელება,
საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის სასაწყობე ნომერი
სატვირთო ადგილების რაოდენობა
საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა
სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა
დროებით დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა
ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
პასუხისმგებელი პირი
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––
აყვანილია საბაჟო კონტროლზე პ.ბ.
სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების შენახვის აქტის შევსების წესი
1. აქტი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას დამატებით ფურცელზე, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.
2. აქტის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ერთი პარტია.
3. აქტი ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – საწყობს; ბ) მეორე – განმცხადებელს.
4. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი – ასახავს საწყობის უნიკალურ კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სატვირთო, მსუბუქი და სხვა), მარკის, მოდელის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების, VIN-სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის თაობაზე ინფორმაცია.
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი: მიეთითება ტიპი (სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და ა.შ.). დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ვაგონის, ბორტის ნომერი და ა.შ.). მიმღების დასახელება: საქონლის მიმღების სრული საფირმო სახელწოდება, მისამართი; გადამზიდველის დასახელება: გადამზიდველის საფირმო სახელწოდება, მისამართი, ლიცენზიის ნომერი. აქტის 1-ლ გრაფაში ეთითება: ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დრო და თარიღი; მე-3 გრაფაში – საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა) სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან სატრანსპორტო დოკუმენტების არარსებობისას საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე (ამ შემთხვევაში მიეთითება დათვალიერების აქტის ნომერი); მე-4 გრაფაში საქონლის სასაწყობე ნომერი შედგება 4 ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ტირეთი, პირველი – შენობა-ნაგებობის ნომერს (ღია მოედნის შემთხვევაში მიეთითება 0), მეორე – სათავსის ნომერს (შენობა-ნაგებობაში ცალკე სათავსის არ რსებობისას მიეთითება 0), მესამე – კონტეინერის ნომერს ან საქონლის სასაწყობე ნომერს, მეოთხე – საბაჟო ლუქის ნომერს (არარსებობისას მიეთითება 0); მე-5 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-6 გრაფაში – საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა შესაბამის ერთეულებში სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან საბაჟო დათვალიერების შედეგების საფუძველზე; მე-7 გრაფაში – სატრანსპორტო, კომერციული დოკუმენტების სახეობა (დასახელება), ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა; მე-8 გრაფაში – ვადა მიეთითება მალფუჭებადი საქონლის დასაწყობებისას (ან ქონების ზოგიერთ კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობისას შესაბამის ორგანოში გადაცემამდე შენახვის ვადა); მე-9 გრაფაში – ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი; მე-10 გრაფაში შენიშვნა.
6. დეკლარანტის არსებობისას მის მიერ ივსება შესაბამისი რეკვიზიტების გრაფა, ხელმოწერით დასტურდება მონაცემების უტყუარობა.
7. დამატებითი ფურცლების რაოდენობა: მიეთითება არაბული ციფრებით.
8. აყვანილია საბაჟო კონტროლზე: დაესმება დამღა „აყვანილია საბაჟო კონტროლზე“ და პირადნომრიანი ბეჭედი, მიეთითება სახელი გვარი და ხელმოწერა.
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №3
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საწყობიდან გატანის აქტი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის) დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამზიდველის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისა და განთავსების აქტი №
საწყობში განთავსებისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და №
საქონლის დასახელება, საქონლის კოდი (სეს სნ არანაკლებ ოთხნიშნა)
საქონლის ბრუტო წონა (კგ.) ან საქონლის მოცულობა
სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების სახეობა და ნომერი, ასლების ფურცლების რაოდენობა
დროებითი დასაწყობების ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა
ფაქტურული ღირებულება სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით და ვალუტის კოდი
საქონლის გატანისას საბაჟო დოკუმენტის დასახელება და №
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის: – იურიდიული პირის, დაწესებულების სრული დასახელება, მისამართი. წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)
აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
პასუხისმგებელი პირი
სახელი, გვარი
(ხელმოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––
მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პ.ბ.
სახელი, გვარი
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
საბაჟო საწყობის (ღია ან დახურული) საქმიანობის სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი -----------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი --------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
საწყობის ტიპი ------------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
__________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
დანართი 5
დანართი 5. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
დროებითი შენახვის (ღია ან დახურული) საწყობის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა 000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ------------------------------------------------------------------------
(საწარმოს სრული დასახელება, მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი --------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; დროებითი შენახვის საწყობის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს დროებითი შენახვის საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის
200..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 200 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 200 წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ------------------------
ხელმოწერა ბ.ა.
__________________________________________________________________________
დამამზადებელი: დამკვეთი სფს სფს რეგისტრაციის №
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აპრილის ბრძანება №409 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.682
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2020
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დროებითი დასაწყობების და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1759, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.009.687 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68116-15/