„სასაზღვროს საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესი, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.689
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1773
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლი ს ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
ინსტრუქცია საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან/და ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე.
3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული განადგურების ან დაზიანების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
5. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
6. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა).
8. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სასაზღვრო საბაჟო ორგანო ნიშნავს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 2. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის პუნქტამდე მიტანის ადგილი
1. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;
ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე;
გ) თავისუფალი საბაჟო ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით, აგრეთვე სახმელეთო გზით და საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გადაკვეთის გარეშე, თუ თავისუფალი საბაჟო ზონა უშუალოდ ესაზღვრება საბაჟო საზღვარს.
2. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები გააქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ვალდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;

მუხლი 3. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა
1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში. 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156

მუხლი 4. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის საბაჟო მარშრუტი
1. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით.

მუხლი 5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 6. საქონლის წარდგენის წესის ზოგადი დებულებანი
1. საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.
2. პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ეს ადგილები შეიძლება იყოს საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი.
3. საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაცია დასტურდება დეკლარანტის მიერ მოწმობის ან ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების(ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებით, რომელიც დამოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით.
4. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის საქონლის მიტანა ნიშნავს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის ფიზიკურ მიტანას.
მუხლი 7. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს:
ა) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო;
ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენით, რომელიც დადასტურდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.

მუხლი 9. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.

მუხლი 10. საქონლის ზოგადი დეკლარირების ზოგადი დებულებანი
1. ზოგადი დეკლარირება არის პირის მიერ, როგორც წესი, საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოებისადმი იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი, რომელმაც:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი;
ბ) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;
გ) რომელიც მოქმედებს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირების სახელით.
მუხლი 11. ზოგადი დეკლარირების ცალკეული შემთხვევები
1. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში _ იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან.
2. ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.
3. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი.
მუხლი 12. ზოგადი დეკლარირების ფორმები
ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენით მაინც:
ა) ზედდებული;
ბ) კონოსამენტი;
გ) ანგარიშფაქტურა;
დ) კონტრაქტი;
ე) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი.
მუხლი 13. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ლიცენზია და ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ვ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია.
ვ.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.დ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის ნებართვა.
ვ.ე) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ნებართვა.
ვ.ვ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის ნებართვა.
ვ.ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის ნებართვა.
ვ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ვ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა.
ვ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.

მუხლი 14. ზოგადი დეკლარირების დადასტურება საბაჟო ორგანოს მიერ
ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.689
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1773
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201

7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა).
7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა).
8. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სასაზღვრო საბაჟო ორგანო ნიშნავს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 2. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის პუნქტამდე მიტანის ადგილი
1. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;
ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე;
გ) თავისუფალი საბაჟო ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით, აგრეთვე სახმელეთო გზით და საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გადაკვეთის გარეშე, თუ თავისუფალი საბაჟო ზონა უშუალოდ ესაზღვრება საბაჟო საზღვარს.
2. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები გააქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ვალდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;
ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე;
გ) თავისუფალი საბაჟო ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით, აგრეთვე სახმელეთო გზით და საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გადაკვეთის გარეშე, თუ თავისუფალი საბაჟო ზონა უშუალოდ ესაზღვრება საბაჟო საზღვარს.
მუხლი 3. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა
1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში. 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე – 65 დღეს.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 4. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის საბაჟო მარშრუტი
1. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 6. საქონლის წარდგენის წესის ზოგადი დებულებანი
1. საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.
2. პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ეს ადგილები შეიძლება იყოს საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი.
3. საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაცია დასტურდება დეკლარანტის მიერ მოწმობის ან ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების(ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებით, რომელიც დამოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით.
4. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის საქონლის მიტანა ნიშნავს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის ფიზიკურ მიტანას.
მუხლი 7. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს:
ა) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო;
ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენით, რომელიც დადასტურდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 9. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 10. საქონლის ზოგადი დეკლარირების ზოგადი დებულებანი
1. ზოგადი დეკლარირება არის პირის მიერ, როგორც წესი, საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოებისადმი იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი, რომელმაც:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი;
ბ) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;
გ) რომელიც მოქმედებს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირების სახელით.
მუხლი 11. ზოგადი დეკლარირების ცალკეული შემთხვევები
1. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში _ იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან.
2. ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.
3. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი.
მუხლი 12. ზოგადი დეკლარირების ფორმები
ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენით მაინც:
ა) ზედდებული;
ბ) კონოსამენტი;
გ) ანგარიშფაქტურა;
დ) კონტრაქტი;
ე) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი.
მუხლი 13. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ლიცენზია და ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ვ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია.
ვ.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.დ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის ნებართვა.
ვ.ე) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ნებართვა.
ვ.ვ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის ნებართვა.
ვ.ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის ნებართვა.
ვ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ვ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა.
ვ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 14. ზოგადი დეკლარირების დადასტურება საბაჟო ორგანოს მიერ
ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.689
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1773
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №640 - სსმ III, 07.
ინსტრუქცია საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან/და ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე.
3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული განადგურების ან დაზიანების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
5. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
6. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა).
8. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სასაზღვრო საბაჟო ორგანო ნიშნავს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 2. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის პუნქტამდე მიტანის ადგილი🔗
1. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;
ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე;
გ) თავისუფალი საბაჟო ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით, აგრეთვე სახმელეთო გზით და საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გადაკვეთის გარეშე, თუ თავისუფალი საბაჟო ზონა უშუალოდ ესაზღვრება საბაჟო საზღვარს.
2. პირი, რომელსაც საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები გააქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ვალდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები მიიტანოს:
ა) საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე;
ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე;
გ) თავისუფალი საბაჟო ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო გზით, აგრეთვე სახმელეთო გზით და საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გადაკვეთის გარეშე, თუ თავისუფალი საბაჟო ზონა უშუალოდ ესაზღვრება საბაჟო საზღვარს.
მუხლი 3. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა🔗
1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში. 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა (გარდა ტრანზიტისა) – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 4. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის საბაჟო მარშრუტი🔗
1. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 6. საქონლის წარდგენის წესის ზოგადი დებულებანი🔗
1. საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.
2. პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ეს ადგილები შეიძლება იყოს საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი.
3. საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაცია დასტურდება დეკლარანტის მიერ მოწმობის ან ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების(ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებით, რომელიც დამოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით.
4. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის საქონლის მიტანა ნიშნავს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის ფიზიკურ მიტანას.
მუხლი 7. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს:
ა) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო;
ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენით, რომელიც დადასტურდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
მუხლი 9. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
მუხლი 10. საქონლის ზოგადი დეკლარირების ზოგადი დებულებანი🔗
1. ზოგადი დეკლარირება არის პირის მიერ, როგორც წესი, საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოებისადმი იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი, რომელმაც:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი;
ბ) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;
გ) რომელიც მოქმედებს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირების სახელით.
მუხლი 11. ზოგადი დეკლარირების ცალკეული შემთხვევები🔗
1. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში _ იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან.
2. ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.
3. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი.
მუხლი 12. ზოგადი დეკლარირების ფორმები🔗
ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენით მაინც:
1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენით მაინც:
ა) ზედდებული;
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი;
ბ) კონოსამენტი;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
გ) ანგარიშფაქტურა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
დ) კონტრაქტი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №640 - სსმ III, 07. 08.2008, №113, მუხ.1231
ე) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი.
მუხლი 13. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;
ა) სატრანსპორტო დოკუმენტები:
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
დ) (ამოღებულია);
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ა) ნებართვა:
ვ) ლიცენზია და ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ა.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია.
ა.ა.ბ) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ვ.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ვ.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ა.ა.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ვ.დ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის ნებართვა.
ა.ა.ე) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;
ვ.ე) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ნებართვა.
ა.ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ვ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის ნებართვა.
ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ნებართვა;
ვ.ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის ნებართვა.
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ვ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ა.ა.ი) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის (გარდა იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;
ვ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ა.ა.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;
ვ.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა.
ა.ა.ლ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
6. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
7. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
8. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1026 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №75 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.156
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №466 - სსმ III, 2.06.2008, №78, მუხ.849
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №640 - სსმ III, 07. 08.2008, №113, მუხ.1231
მუხლი 14. ზოგადი დეკლარირების დადასტურება საბაჟო ორგანოს მიერ🔗
ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.
ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №92 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.201
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №640 - სსმ III, 07. 08.2008, №113, მუხ.1231
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასაზღვროს საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესი, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №1773, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.689 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68128-4/