საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.864
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №38
2007 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №320 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
დ. კეზერაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №336-სსმIII, №54, 05.05.2009წ.; მუხ.618
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექციის) ფუნქციებს და ამოცანებს, ადგენს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების უფლებებსა და მოვალეობებს, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექცია არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს შიდა უწყებრივ კონტროლს.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
5. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დავალებები ან მითითებები, გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა განცხადებები.
7. ამოღებულია .
8. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შესახებ ინფორმაცია აისახება გენერალური ინსპექციის სპეციალურ რეესტრში.
9. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, გააჩნია აგრეთვე ემბლემა, შესაბამისი შტამპი და ბლანკი.
10. გენერალური ინსპექციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
მუხლი 2. გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები
1. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების სამსახურებრივი შემოწმება და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
ვ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით.
2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
დ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება;
ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის, მართვისა და კონტროლის პროცედურების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №336-სსმIII, №54, 05.05.2009წ.; მუხ.618
მუხლი 3. გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
1. გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით;
ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოიწვიოს სამინისტროს ნებისმიერი საჯარო თუ სამხედრო მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნებულ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ამასთან, სამინისტროს საჯარო და ასევე სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება;
გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპორტო დასკვნების შემუშავების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მოიწვიოს საჯარო ასევე სამხედრო მოსამსახურე ან/და სხვა სპეციალისტი, აგრეთვე ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
დ) თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსული ინფორმაციები;
ვ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე, აგრეთვე წინადადებები მათი აღმოფხვრის თაობაზე. ასევე, ცალკეულ დანაყოფთა მეთაურებს გადაუგზავნოს მასალები დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით;
ზ) ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები თავდაცვის მინისტრისათვის, აგრეთვე პროფილაქტიკური ხასიათის მითითებები სამინისტროსა და მის მოსამსახურეთა მიმართ;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტები უკავშირდება თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი დასკვნა;
გ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმებები კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
დ) სხვა ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი;
ზ) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.
4. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ თვემდე.
5. ამოღებულია .
6. ამოღებულია .
7. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
8. პირის მიერ გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან, ასეთი ინფორმაციის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, იწვევს შესაბამის თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9. გენერალური ინსპექცია ინფორმაციას გასცემს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველო;
დ) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველო;
ე) ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველო.
2. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო აკონტროლებს შემდეგ საკითხებს:
ა) საკადრო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
გ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური მომსახურება;
ე) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების მდგომარეობა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა.
3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება;
ბ) ცალკეულ შემთხვევებში თავდაცვის სამინისტროს საჯარო, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელ პირთა შერჩევის პროცესზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ამოღებულია ;
ე) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
4. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გენერალური ინსპექციის საქმისწარმოების განხორციელება, შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავება, საარქივო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი შეფასების მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მასალებზე სათანადო დასკვნების შემუშავება;
გ) გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
დ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ე) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი;
ზ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.
5. ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მატერიალური უზრუნველყოფის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის დანაყოფებში რეზერვისტთა მომზადების მდგომარეობის კონტროლი;
ე) საჯარისო სამსახურის ორგანიზებისა და შესრულების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.
6. ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების გაანალიზება და რეაგირების მიზნით შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის, აგრეთვე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება თავდაცვის მინისტრისათვის;
დ) გენერალურ ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციებსა და „ცხელი ხაზით“ მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თავდაცვის მინისტრის ცალკეული დავალებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 5. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. უფროსი:
ა) მოქმედებს თავდაცვის მინისტრის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის მუშაობას;
გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს და თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, თემატური ან/და მიზნობრივი შემოწმების ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს მათ ვადებს;
თ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის შესახებ. აგრეთვე, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს თავდაცვის მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
კ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის.
4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სადაც მითითებულია პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე აქვთ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.
6. უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს უფროსს ინსპექციის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ასრულებს უფროსის დავალებებს, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას და ვიზირებას უკეთებს შედგენილ დასკვნას;
გ) უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, უფროსის რეკომენდაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვა-ლეობის შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს უფროსს;
ი) ამოღებულია ;
კ) შუამდგომლობს უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების გატარების შესახებ;
ლ) უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
8. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება უფროსთან.
9. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი უფროსის წარდგინებით.
10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე:
ა) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას;
ბ) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
გ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
დ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
ე) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ვ) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.
ზ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.
11. გენერალური ინსპექციის საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვა.
12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
გენერალური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
+

დ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.

დ) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველო.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №665-სსმIII, №138, 09.11.2009წ.; მუხ.1590
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექციის) ფუნქციებს და ამოცანებს, ადგენს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების უფლებებსა და მოვალეობებს, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექცია არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს შიდა უწყებრივ კონტროლს.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
5. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დავალებები ან მითითებები, გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა განცხადებები.
7. ამოღებულია .
8. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შესახებ ინფორმაცია აისახება გენერალური ინსპექციის სპეციალურ რეესტრში.
9. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, გააჩნია აგრეთვე ემბლემა, შესაბამისი შტამპი და ბლანკი.
10. გენერალური ინსპექციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
მუხლი 2. გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები🔗
1. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების სამსახურებრივი შემოწმება და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
დ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
ვ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით.
ვ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ზ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება და განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
დ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება;
ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის, მართვისა და კონტროლის პროცედურების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება.
ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის, მართვისა და კონტროლის პროცედურების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №336-სსმIII, №54, 05.05.2009წ.; მუხ.618
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №665-სსმIII, №138, 09.11.2009წ.; მუხ.1590
მუხლი 3. გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები🔗
1. გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით;
ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოიწვიოს სამინისტროს ნებისმიერი საჯარო თუ სამხედრო მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნებულ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ამასთან, სამინისტროს საჯარო და ასევე სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება;
გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპორტო დასკვნების შემუშავების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მოიწვიოს საჯარო ასევე სამხედრო მოსამსახურე ან/და სხვა სპეციალისტი, აგრეთვე ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
დ) თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსული ინფორმაციები;
ვ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე, აგრეთვე წინადადებები მათი აღმოფხვრის თაობაზე. ასევე, ცალკეულ დანაყოფთა მეთაურებს გადაუგზავნოს მასალები დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით;
ზ) ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები თავდაცვის მინისტრისათვის, აგრეთვე პროფილაქტიკური ხასიათის მითითებები სამინისტროსა და მის მოსამსახურეთა მიმართ;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტები უკავშირდება თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი დასკვნა;
გ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმებები კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
დ) სხვა ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი;
ზ) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.
3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირების და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებით.
4. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ თვემდე.
5. ამოღებულია .
6. ამოღებულია .
7. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
8. პირის მიერ გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან, ასეთი ინფორმაციის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, იწვევს შესაბამის თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9. გენერალური ინსპექცია ინფორმაციას გასცემს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №665-სსმIII, №138, 09.11.2009წ.; მუხ.1590
მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა🔗
1. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველო;
დ) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველო;
ე) ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველო.
ე) ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველო;
ვ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველო.
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება.
2. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო აკონტროლებს შემდეგ საკითხებს:
ა) საკადრო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
გ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური მომსახურება;
ე) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების მდგომარეობა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა.
3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება;
ბ) ცალკეულ შემთხვევებში თავდაცვის სამინისტროს საჯარო, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელ პირთა შერჩევის პროცესზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ამოღებულია ;
ე) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
4. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გენერალური ინსპექციის საქმისწარმოების განხორციელება, შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავება, საარქივო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;
ა) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი შეფასების მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მასალებზე სათანადო დასკვნების შემუშავება;
გ) გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
დ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ე) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი;
ზ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.
5. ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მატერიალური უზრუნველყოფის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის დანაყოფებში რეზერვისტთა მომზადების მდგომარეობის კონტროლი;
ე) საჯარისო სამსახურის ორგანიზებისა და შესრულების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.
6. ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების გაანალიზება და რეაგირების მიზნით შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის, აგრეთვე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება თავდაცვის მინისტრისათვის;
დ) გენერალურ ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციებსა და „ცხელი ხაზით“ მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თავდაცვის მინისტრის ცალკეული დავალებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.
7. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი;“
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;
გ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებსა და ტერიტორიაზე არსებული ელექტრონული და ვიდეო-კონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის საფუძველზე, არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.
8. საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება ორგანიზებას უწევს და ახორციელებს გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოებას, საარქივო საქმისწარმოებას, დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვას.
9. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №336-სსმIII, №54, 05.05.2009წ.; მუხ.618
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №665-სსმIII, №138, 09.11.2009წ.; მუხ.1590
მუხლი 5. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები🔗
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. უფროსი:
ა) მოქმედებს თავდაცვის მინისტრის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის მუშაობას;
გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს და თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, თემატური ან/და მიზნობრივი შემოწმების ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს მათ ვადებს;
თ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის შესახებ. აგრეთვე, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს თავდაცვის მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
კ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის.
4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სადაც მითითებულია პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე აქვთ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.
6. უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს უფროსს ინსპექციის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ასრულებს უფროსის დავალებებს, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას და ვიზირებას უკეთებს შედგენილ დასკვნას;
გ) უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, უფროსის რეკომენდაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვა-ლეობის შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს უფროსს;
ი) ამოღებულია ;
კ) შუამდგომლობს უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების გატარების შესახებ;
ლ) უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
8. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება უფროსთან.
9. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი უფროსის წარდგინებით.
10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე:
10. გენერალური ინსპექციის, გარდა ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველოს და საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილებისა, მოსამსახურე:
ა) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას;
ა) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.
ზ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.
101 . გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას.
11. გენერალური ინსპექციის საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვა.
12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №809-სსმIII, №185, 27.12.2007წ.; მუხ.2067
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №16, 13.02.2009წ.; მუხ.202
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №665-სსმIII, №138, 09.11.2009წ.; მუხ.1590
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები🔗
გენერალური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №38, 23.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.864 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68794-3/