საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (26)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №93
2007 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №70, 2002 წ., მუხ. №653) საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ .; მუხ .1225

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
11. ცენტრის სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მინდელის ქ. N9.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №174/ნ - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №78/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები
1. ცენტრის მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა;
გ) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
დ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან პრაქტიკოსი მასწავლებლის/მასწავლებლობის მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა;
ე) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით გამოცდების ჩატარება ან/და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ზ ) განათლების სფეროში, მათ შორის, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება;
თ) განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარება და კვლევა;
ი) სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
კ) ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ა1) შეიმუშავებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, აგრეთვე, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ა2) მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ბ) (ამოღებულია - 23.04.2019, №78/ნ);
ბ1) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგნის გამოცდების ჩატარებასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას;
ბ2 ) (ამოღებულია - 25.06.2015; № 64/ნ);
ბ3) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებასა და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენას;
გ) ელექტრონული ან/და ნაბეჭდი ფორმით ქმნის, ავრცელებს და უკეთებს რეალიზებას (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სხვა გამოცდების ტესტების კრებულებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა გამოცემებს, აგრეთვე ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;
გ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
დ) ამოღებულია;
ე) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;”
ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირებისა შეკვეთებს, მათ შორის, ისეთ შეკვეთებს, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ფუნქციას და ვალდებულებას;
ვ1) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას. აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას;
ზ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
თ) საგანმანათლებლო რეფორმის და პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან;
ი) მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მოსახლეობის, სამინისტროების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო რეფორმის მიზნების განხორციელებას;
კ) განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ეფექტურად და ეკონომიურად, უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ- ტექნიკური ან/ და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ლ1 ) აცხადებს კონკურსებს;
ლ2) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით, ატარებს შესაბამის კვლევებს;
ლ3) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;
ლ4) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;
ლ5) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;
ლ6) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოყენებული ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების განადგურებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანება №238-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.598
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მარტის ბრძანება №20/ნ-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.511
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 21.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №198/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 31.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №249/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 26.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №78/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 3. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით;
ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები;
თ) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწეს ს , რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;
ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;
ნ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ო) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუქნციებს.
2. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.
2 1 . დირექტორი ს თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორი ს მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორი ს მოადგილე.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №60/ნ-სსმIII, №90, 26.07.2010წ.; მუხ.1330
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივლისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 4. ცენტრის ფულადი სახსრები
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი უფლებამოსილია ცენტრისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/ და სასამართლოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 6. ცენტრის ქონება
1. ცენტრს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.
2. ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობისგან, და რომელთა მიღება, შეძენა, განკარგვა და ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 7. ცენტრის ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 8. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.
3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 81. გარდამავალი დებულებები
ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 10.01.2013წ.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის თანდართული დებულება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ .; მუხ .1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
11. ცენტრის სრული დასახელებაა „ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ .
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ უმაღლესი განათლების შესახებ“, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მინდელის ქ. N9.
ა) უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად; ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
ბ) მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე განახორციელოს სასწავლო პროცესის შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
გ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო შეფასებაში;
დ) განავითაროს და გამოიკვლიოს განათლების სისტემაში შეფასების სფერო;
ე) ჩაატაროს მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო შეფასებები, შეაგროვოს მონაცემები და განახორციელოს მათი ანალიზი;
ვ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამზადებს ან/და ატარებს სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებს საჯარო სკოლასთან შეთანხმებით და ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდებს;
ზ) უზრუნველყოს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი გამოცდების ჩატარება;
ზ ) განათლების სფეროში, მათ შორის, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება;
თ) უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდებისათვის საჭირო ტესტების მომზადება და გამოცდების ჩატარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარება და კვლევა.
2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას;
ბ) ყოველწლიურად ამზადებს და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ავრცელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს, ტესტების კრებულებს, ანალიზს უკეთებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;
ა1) შეიმუშავებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, აგრეთვე, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
გ) ქმნის, ავრცელებს და ყიდის მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, აგრეთვე სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას;
ა2) მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
დ) უზრუნველყოფს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებას ეროვნული სასწავლო გეგმისა და ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების შესაბამისად;
ე) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს, დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ1) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგნის გამოცდების ჩატარებასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას;
ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს;
ბ2 ) (ამოღებულია - 25.06.2015; № 64/ნ);
ბ3) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებასა და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენას;
გ) ელექტრონული ან/და ნაბეჭდი ფორმით ქმნის, ავრცელებს და უკეთებს რეალიზებას (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სხვა გამოცდების ტესტების კრებულებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა გამოცემებს, აგრეთვე ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;გ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
დ) ამოღებულია;
ე) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;”ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირებისა შეკვეთებს, მათ შორის, ისეთ შეკვეთებს, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ფუნქციას და ვალდებულებას;
ვ1) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას. აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას;
ზ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
თ) საგანმანათლებლო რეფორმის და პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან;
ი) მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მოსახლეობის, სამინისტროების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო რეფორმის მიზნების განხორციელებას;
კ) განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ეფექტურად და ეკონომიურად, უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ- ტექნიკური ან/ და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ლ1 ) აცხადებს კონკურსებს;
ლ2) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით, ატარებს შესაბამის კვლევებს;
ლ3) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;
ლ4) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;
ლ5) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;
ლ6) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოყენებული ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების განადგურებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. ცენტრის მართვა🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ.; მუხ.1225
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე.
3. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით დირექტორი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს. დირექტორი ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს.
5. დირექტორი უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს.
6. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. დირექტორი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.
8. სამინისტროს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.
9. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.
ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები;
თ) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს , რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;
ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ; მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს; ნ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ო) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს; პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუქნციებს. 2. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.21 . დირექტორი ს თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორი ს მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორი ს მოადგილე.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №60/ნ-სსმIII, №90, 26.07.2010წ.; მუხ.1330 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივლისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 26.11.2014წ.1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი უფლებამოსილია ცენტრისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრს უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
5. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/ და სასამართლოში.
ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
1. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.
3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 81. გარდამავალი დებულებები🔗
ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 10.01.2013წ.ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №93
2007 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №70, 2002 წ., მუხ. №653) საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ .; მუხ .1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
11. ცენტრის სრული დასახელებაა „ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ .
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ უმაღლესი განათლების შესახებ“, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მინდელის ქ. N9.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №174/ნ - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №78/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები🔗
1. ცენტრის მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა;
გ) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
დ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან პრაქტიკოსი მასწავლებლის/მასწავლებლობის მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა;
ე) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით გამოცდების ჩატარება ან/და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ზ ) განათლების სფეროში, მათ შორის, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება;
თ) განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარება და კვლევა;
ი) სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
კ) ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ა1) შეიმუშავებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, აგრეთვე, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ა2) მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ბ) (ამოღებულია - 23.04.2019, №78/ნ);
ბ1) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგნის გამოცდების ჩატარებასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას;
ბ2 ) (ამოღებულია - 25.06.2015; № 64/ნ);
ბ3) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებასა და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენას;
გ) ელექტრონული ან/და ნაბეჭდი ფორმით ქმნის, ავრცელებს და უკეთებს რეალიზებას (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სხვა გამოცდების ტესტების კრებულებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა გამოცემებს, აგრეთვე ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;
გ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
გ1) სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
დ) ამოღებულია;
ე) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;”
ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირებისა შეკვეთებს, მათ შორის, ისეთ შეკვეთებს, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ფუნქციას და ვალდებულებას;
ვ1) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას. აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას;
ზ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
თ) საგანმანათლებლო რეფორმის და პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან;
ი) მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მოსახლეობის, სამინისტროების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო რეფორმის მიზნების განხორციელებას;
კ) განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ეფექტურად და ეკონომიურად, უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ- ტექნიკური ან/ და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ლ1 ) აცხადებს კონკურსებს;
ლ2) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით, ატარებს შესაბამის კვლევებს;
ლ3) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;
ლ4) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;
ლ5) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;
ლ6) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოყენებული ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების განადგურებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №561- სსმ III, №110, 03.08.2007 წ.; მუხ.1225
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანება №238-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.598
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მარტის ბრძანება №20/ნ-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.511
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 21.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №198/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 31.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №249/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 26.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №78/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.
მუხლი 3. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები🔗
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით;
ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები;
თ) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს , რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;
ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;
ნ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ო) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუქნციებს.
2. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.
21 . დირექტორი ს თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორი ს მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორი ს მოადგილე.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №60/ნ-სსმIII, №90, 26.07.2010წ.; მუხ.1330
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივლისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 4. ცენტრის ფულადი სახსრები🔗
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე🔗
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი უფლებამოსილია ცენტრისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/ და სასამართლოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 6. ცენტრის ქონება🔗
1. ცენტრს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.
2. ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობისგან, და რომელთა მიღება, შეძენა, განკარგვა და ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 7. ცენტრის ანგარიშგება🔗
1. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია - 28.03.2012, №71/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 8. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია🔗
1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.
3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 81. გარდამავალი დებულებები🔗
ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 10.01.2013წ.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №93, 05.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69184-20/