სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2007 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
210.070.000.22.022.010.024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 01/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.010.024

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №143

2007 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე

,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის სა-ფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 ივნისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზი დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის აღწერილობა“ დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №895 ბრძანება ,,სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2004წ., №156, მუხ. 1456).

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანება №450-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.947

 

 

დანართი №1

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი

 

სერია  ნომერი

სერია  ნომერი

სერია  ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

___________

დაბეგვრის პერიოდი

სათამაშო მაგიდა

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

 

___________

დაბეგვრის პერიოდი

სათამაშო აპარატი

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

 

___________

დაბეგვრის პერიოდი

ტოტალიზატორი

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

I   II    III   IV

I   II    III   IV

I    II   III   IV

 

 

 

 

 

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის

გადახდის ნიშანი

 

სერია  ნომერი

სერია  ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

___________

დაბეგვრის პერიოდი

ბინგო

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

 

___________

დაბეგვრის პერიოდი

ლოტო

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

I   II    III   IV

I   II    III   IV

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანება №450-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.947

დანართი №2

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის აღწერილობა

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები ხუთი ტიპისაა (დანართი №1):

ა) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო ავტომატებზე მოსაკრებლის გადახდისას წარწერით – ,,სათამაშო აპარატი“;

ბ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო მაგიდებზე მოსაკრებლის გადახდისას წარწერით – ,,სათამაშო მაგიდა“;

გ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ტოტალიზატორის სალაროზე მოსაკრებლის გადახდისას წარწერით – ,,ტოტალიზატორი“;

დ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ბინგოს სალაროზე მოსაკრებლის გადახდისას წარწერით – ,,ბინგო“;

ე) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ლოტოს სალაროზე მოსაკრებლის გადახდისას წარწერით – ,,ლოტო“.

2. მოსაკრებლის გადახდის ნიშნებში გამოიყენება 4 ფერი:

ა) სათამაშო აპარატებისათვის – მუქი ლურჯი, წითელი, რუხი და იისფერი;

ბ) სათამაშო მაგიდებისათვის – მუქი წითელი, წითელი, რუხი და იისფერი;

გ) ტოტალიზატორის სალაროებისათვის – მუქი ყვითელი, წითელი, რუხი და იისფერი;

დ) ბინგოს სალაროებისათვის – მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი;

ე) ლოტოს სალაროებისათვის – მუქი ყავისფერი, წითელი, რუხი და იისფერი.

3. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაყალბებისაგან დაცულია სპეციალური ელემენტებით.

4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანს გააჩნია სერია და ნომერი. მოსაკრებლის გადახდის პერიოდების (კვარტალების) აღნიშვნები შეტანილია ნიშნის ქვედა ნაწილში რომაული ნიშნებით I-დან IV-ის ჩათვლით.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი წარმოადგენს ფირნიშს, რომელიც დამზადებულია წებოვანი მასალისაგან და მისი აძრობის შემთხვევაში ზიანდება.

6. მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ზომებია – 60X95მმ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“, №143, 26.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.022.010.024 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69418-1/