,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №280
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ახალაია – ექსპერტი
ელისო გაბადაძე – ექსპერტი
ირაკლი გვენეტაძე – სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე
ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი
მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი გულუა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი
მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიგა უმეკაშვილი – ექსპერტი
ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
გიგა შუბითიძე – ექსპერტი
შოთა ჩაჩხუნაშვილი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გურამ ძულიაშვილი – სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჯიჩოშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №58 - სსმ III, №39, 13.03.2008წ., მუხ.435
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №103 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.655
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №105 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.690
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №28, 12.03.2009წ., მუხ.353
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №16, 11.02.2010წ., მუხ.187
2. დამტკიცდეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულება „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №409 განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომი შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და „ელექტრონული მთავრობის“ სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.
4. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია არის „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლე.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №58 - სსმ III, №39, 13.03.2008წ., მუხ.435
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №103 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.655
3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №105 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.690
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №28, 12.03.2009წ., მუხ.353
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №16, 11.02.2010წ., მუხ.187
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მიწოდების ხელშეწყობა;
დ) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანი პროცესების ოპტიმიზაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;
ე) საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის კოორდინაცია;
ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის კოორდინაცია;
თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები;
ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია;
გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები;
დ) შექმნას ბიზნესის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ამ სფეროს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები;
ე) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 3. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
2. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
4. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში _ კომისიის მდივნის წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პასუხისმგებელ პირებს.
6. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
10. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.
11. კომისია იკრიბება თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 4. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.
+

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ახალაია – ექსპერტი
ელისო გაბადაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის კონსულტანტი
ელისო გაბადაძე – ექსპერტი
ირაკლი გვენეტაძე – ექსპერტი
ირაკლი გვენეტაძე – სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე
ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი
ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი
ივანე გოჩიტაშვილი – ექსპერტი
მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
გიორგი გულუა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
თენგიზ თიკანაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი
გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს მთავარი პროკურატურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი
გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი
ვარლამ ტყეშელაშვილი – ექსპერტი
მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ტატო ურჯუმელაშვილი – ექსპერტი
გიგა უმეკაშვილი – ექსპერტი
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი შუბითიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ ,,ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიგა შუბითიძე – ექსპერტი
შოთა ჩაჩხუნაშვილი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გურამ ძულიაშვილი – სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჯიჩოშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №58 - სსმ III, №39, 13.03.2008წ., მუხ.435
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №103 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.655
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №105 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.690
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №28, 12.03.2009წ., მუხ.353
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №16, 11.02.2010წ., მუხ.187
2. დამტკიცდეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულება „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №409 განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომი შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და „ელექტრონული მთავრობის“ სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.
4. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია არის „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლე.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №58 - სსმ III, №39, 13.03.2008წ., მუხ.435
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №103 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.655
3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №105 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.690
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №28, 12.03.2009წ., მუხ.353
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №16, 11.02.2010წ., მუხ.187
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მიწოდების ხელშეწყობა;
დ) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანი პროცესების ოპტიმიზაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;
ე) საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის კოორდინაცია;
ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის კოორდინაცია;
თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები;
ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია;
გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები;
დ) შექმნას ბიზნესის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ამ სფეროს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები;
ე) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 3. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
2. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
4. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში _ კომისიის მდივნის წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პასუხისმგებელ პირებს.
6. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
10. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.
11. კომისია იკრიბება თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 4. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ““, №280, 17.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.921 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952-5/