საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.127
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №194
2007 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების თანდართული წესი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი
საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.
მუხლი 2. სკოლის სახელი
1. სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:
ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, აგრეთვე ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში – გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი;
ბ) სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;
გ) სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი.
2. სკოლას არ შეიძლება მიენიჭოს სახელი, რომელსაც ატარებს იმავე თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა სკოლა.
მუხლი 3. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობას;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს;
დ) შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ე) პედაგოგიურ საბჭოს;
ვ) იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა.
2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას;
ბ) გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის წერილობით თანხმობას, თუ ინიციატივა გამოჩენილი ადამიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს და გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის დირექტორთან, რომელიც ვალდებულია შეამოაწმოს ინიციატივის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ინიციატივის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დირექტორი ვალდებულია ინიციატივა გადასცეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და უზრუნველყოს ინიციატივის საჯაროდ გამოქვეყნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად.
4. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახის წევრის ცნება განიმარტება „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4. ინიციატივის განხილვა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ
1. ინიციატივას პირველად განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
2. თუ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას სხდომის ოქმთან ერთად უგზავნის სკოლის დირექტორს, რომელიც ერთი კვირის ვადაში, საკითხზე საკუთარ პოზიციასთან ერთად, ინიციატივას აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).
5. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი:
ა) ინიციატორია;
ბ) ინიციატორის ნათესავია;
გ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია.
6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავის ცნება განიმარტება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 5. ინიციატივის საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხილვა
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივიას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი საკონსულტაციო საბჭო.
2. სამინისტროში განსახილველად წარდგენილი ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და შესაბამისი ოქმის ასლს;
ბ) დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სკოლის დირექციის დასკვნას ინიციატივის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დირექცია არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, დასკვნაში ასახული უნდა იყოს შესაბამისი დასაბუთება.
3. ინიციატივის შესახებ საკონსულტაციო საბჭოს განხილვაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი:
ა) ინიციატორის ნათესავია;
ბ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია.
მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
საკონსულტაციო საბჭოს წინადადებების საფუძველზე მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება
1. სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სკოლისათვის სახელის შეცვლის ან გაუქმების შესახებ ინიციატივაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანება №463-სსმIII, №84, 07.07.2009წ.; მუხ.895
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ბრძანება №112/ნ - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.
დანართი
საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.
2. წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ბრძანება №112/ნ - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.
მუხლი 2. სკოლის სახელი
1. სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:
ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;
ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, აგრეთვე ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში – გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი;
ბ) სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;
გ) სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი;
გ) სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი.
დ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი.
2. სკოლას არ შეიძლება მიენიჭოს სახელი, რომელსაც ატარებს იმავე თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა სკოლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
მუხლი 3. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობას;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს;
დ) შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ე) პედაგოგიურ საბჭოს;
ვ) იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა.
2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას.
2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და დამატებით უნდა შეიცავდეს:
21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ინიციატივას უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობა სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინიციატივის წარმდგენია თავად საკრებულო.
ა) მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას;
3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს.
ბ) გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის წერილობით თანხმობას, თუ ინიციატივა გამოჩენილი ადამიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს და გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
4. ამოღებულია.
3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის დირექტორთან, რომელიც ვალდებულია შეამოაწმოს ინიციატივის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ინიციატივის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დირექტორი ვალდებულია ინიციატივა გადასცეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და უზრუნველყოს ინიციატივის საჯაროდ გამოქვეყნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
4. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახის წევრის ცნება განიმარტება „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანება №463-სსმIII, №84, 07.07.2009წ.; მუხ.895
მუხლი 4. ინიციატივის განხილვა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ
1. ინიციატივას პირველად განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
11. სამეურვეო საბჭო სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვას უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი – საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. თუ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება. გადაწყვეტილება მიიღება სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება.
4. ამოღებულია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას სხდომის ოქმთან ერთად უგზავნის სკოლის დირექტორს, რომელიც ერთი კვირის ვადაში, საკითხზე საკუთარ პოზიციასთან ერთად, ინიციატივას აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).
5. ამოღებულია.
5. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი:
6. ამოღებულია.
ა) ინიციატორია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
ბ) ინიციატორის ნათესავია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
გ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია.
მუხლი 5. ინიციატივის განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ🔗
6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავის ცნება განიმარტება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას, სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 5. ინიციატივის საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხილვა
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთვევაში.
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივიას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი საკონსულტაციო საბჭო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
2. სამინისტროში განსახილველად წარდგენილი ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
ა) სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და შესაბამისი ოქმის ასლს;
მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება🔗
ბ) დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, სამინისტრო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
გ) სკოლის დირექციის დასკვნას ინიციატივის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დირექცია არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, დასკვნაში ასახული უნდა იყოს შესაბამისი დასაბუთება.
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
3. ინიციატივის შესახებ საკონსულტაციო საბჭოს განხილვაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პირმა, თუ იგი:
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ა) ინიციატორის ნათესავია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
ბ) გამოჩენილი ადამიანის ნათესავია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
საკონსულტაციო საბჭოს წინადადებების საფუძველზე მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება
სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სახელის მინიჭებიდან სულ მცირე 5 წლის გასვლის შემდეგ. სკოლისათვის სახელის შეცვლა ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
1. სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
2. სკოლისათვის სახელის შეცვლის ან გაუქმების შესახებ ინიციატივაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №194, 16.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.127 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69814-5/