საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.139
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №70
2007 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
დებულება
საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკური ბარათებით ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების წესს, არეგულირებს ყველა ტიპის საბანკო ბარათის (საკრედიტო, სადებეტო, კორპორაციული, პერსონიფიცირებული და არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის და სხვ.) ემისიასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს ოპერაციების სახეებს, მასში მონაწილე მხარეებს და მათ უფლება-მოვალეობებს, ემიტენტსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესს და გასათვალისწინებელ არსებით საკითხთა ნუსხას, რის საფუძველზეც მოხდება მხარეების ინტერესების დაცვა და გაამარტივებს დავათა გადაწყვეტის გზებს მათი წარმოშობის შემთხვევაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
ა) საბანკო პლასტიკური ბარათი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს საანგარიშსწორებო საშუალებას საქონლის ან მიღებული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად (ტექსტში მოხსენებულია როგორც „საბანკო პლასტიკური ბარათი“, „საბანკო ბარათი“, „პლასტიკური ბარათი“ ან „ბარათი“);
ბ) ბარათის პერსონიფიცირება – ემიტენტი ბანკის მიერ საბანკო პლასტიკური ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან მიკროჩიპში განსაზღვრული პარამეტრების და მფლობელის შესახებ პერსონალური მონაცემების ჩაწერა;
გ) საბანკო ბარათების ემისია – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ბანკში გახსნილ ანგარიშებთან (პერსონალურ საბარათე ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშებთან), გაცემული ბარათების ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების სააგარიშსწორებო-საკასო მომსახურებასთან;
დ) ემიტენტი – სათანადო ლიცენზიის მქონე მონაწილე ბანკი, რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარათით მოსარგებლე პირების ანგარიშებს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგარიშსწორებო ოპერაციები;
ე) ავტორიზაცია – ემიტენტი ბანკის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულების შესახებ თანხმობის ან უარის მიღების პროცედურა. ავტორიზაციის პროცესში სრულდება ბარათის მფლობელის ელექტრონული იდენტიფიკაცია, მოწმდება ბარათის ნამდვილობა, პინ-კოდის სისწორე (ონლაინ/ოფლაინ) და/ან ბარათის მფლობელის ხელმოწერა. პოსტ-ტერმინალის ან ბანკომატის მეშვეობით ოპერაციის საწარმოებლად მოწმდება შესაბამისი სახსრების არსებობა და ბარათის მფლობელს ენიჭება უფლება სათანადო ოპერაციის შესასრულებლად. ოპერაციის პროცესში (ონლაინ რეჟიმში) ბარათის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ემიტენტი ბანკის საპროცესინგო ცენტრს, სადაც გენერირდება ავტორიზაციის კოდი და უბრუნდება უკან მომსახურების ობიექტს;
ვ) პინ-კოდი – სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც არის პერსონიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნომერი. იგი გამოიყენება ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში ტრანზაქციების შესასრულებლად. პინ-კოდი (4-12-ნიშნა ციფრული კოდი) ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის საკმარის ელექტრონულ იდენტიფიკატორს. პინ-კოდის შემოწმება ხორციელდება საპროცესინგო ცენტრის (ონლაინ პინი) ან თვით ბარათის (ოფლაინ პინი) მეშვეობით მასზე აუცილებელი ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში (მიკროჩიპიანი ბარათებისათვის);
ზ) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პლასტიკური ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, უნაღდო გადახდების განხორციელება და სხვ.;
თ) პოს-ტერმინალი – პლასტიკური ბარათის მაგნიტური ზოლის და/ან მიკროჩიპის წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საბანკო განყოფილებებში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ავტორიზაციის მისაღებად და შენაძენის საფასურის ბარათით გადახდის გასაფორმებლად, ან თანხის გასატანად;
ი) ბარათის მფლობელი (კლიენტი) – ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი;
კ) ანგარიშ-ქვითარი – ქვითარი, რომელიც ადასტურებს შენაძენის (მომსახურების) საფასურის გადახდას ან ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის მიღებას;
ლ) იმპრინტერი – საბანკო პლასტიკური ბარათიდან სპეციალურ სავაჭრო ქვითარზე რელიეფური რეკვიზიტების გადამტანი მექანიკური მოწყობილობა;
მ) ემბოსირება – ბეჭდვის პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება საბანკო ბარათზე საიდენტიფიკაციო მონაცემების რელიეფური ფორმით გადატანა;
ნ) კორპორაციული ბარათი – სადებეტო ან საკრედიტო საბანკო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდა იყოს ბარათით მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის დასახელების მითითება კი განისაზღვრება ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით;
ო) პროცესინგი – საპროცესინგო დაწესებულების საქმიანობა, რომელიც მოიცავს საბანკო ბარათებით წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას (შეგროვებას), დამუშავებას და ანგარიშსწორების ყველა მონაწილისათვის შესაბამისი მონაცემების გადაცემას;
პ) განაღდების ლიმიტი (ხარჯვის ლიმიტი) – ემიტენტის მიერ ბარათის მფლობელისათვის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის უფლების ზღვრული სიდიდე;
ჟ) ეკვაირინგი – ბანკის ან სხვა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო (მომსახურების) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათებით წარმოებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორების განხორციელებას და/ან ბარათებიდან ნაღდი თანხების გაცემას (სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ბარათის მფლობელებზე);
რ) ეკვაირერი – ეკვაირინგის განმახორციელებელი ბანკი (ან სხვა ორგანიზაცია), რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია (ან ლიცენზირებულ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული აქვს ეკვაირინგის უფლება);
ს) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის პერსონალური საბანკო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო და საკრედიტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები;
ს1) საერთო (კუმულატიური) ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება ყველა პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან დაკავშირებული ოპერაციები;
ტ) საბარათე ტრანზაქცია – ბარათის გამოყენების დროს ავტორიზაციისა და შემდგომი ანგარიშსწორების ოპერაციათა ერთობლიობა;
უ) სტოპ-სია – იმ პლასტიკური ბარათების სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი;
ფ) სადებეტო ბარათი – ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშებზე არსებული თანხები;
ქ) საკრედიტო ბარათი – ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ოდენობით (ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში). საკრედიტო დავალიანების აღრიცხვის მიზნით, ბარათის მფლობელის სახელზე ბანკში იხსნება პერსონალური ანგარიში;
ღ) პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი – ბარათი, რომელიც სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ კლიენტის საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება). ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
ყ) არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი - ბარათი, რომელიც ემიტენტსა და ბარათის შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა გადაცემულ იქნეს სხვა ფიზიკური პირისათვის (შემდგომში – ბარათის მფლობელი). აღნიშნული ბარათი სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას, ასევე ბარათზე სახელისა და გვარის მითითებას. მასზე ოპერაციები სრულდება მხოლოდ საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);
შ) ბარათის შემძენი:
შ.ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად;
შ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად.

მუხლი 2. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკურ ბარათებზე ოპერაციებისა და მომსახურების წარმოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბარათებით განხორციელებული ოპერაციების წესს.
2. საბანკო პლასტიკური ბარათების გამოშვება და გაცემა, მათი პერსონიფიცირება, ბარათებით წარმოებული ოპერაციების განსაზღვრა, ანგარიშგება, ეკვაირინგი, მიმოქცევიდან ამოღებული ბარათების აღრიცხვა, მათი გაუქმება, და სხვა ოპერაციები სრულდება ემიტენტის ან საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის მიერ შემუშავებული ტექნიკური პროცედურების, ამ დებულების, საქართველოს სხვა კანონმდებლობის, ბანკის შიდა დებულებისა და კლიენტსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის არასანქცირებული მოხმარებისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს მოცემული მექნიზმებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან. თუ სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათზე არ არის ხელმოწერა ან ვერ ხერხდება ხელმოწერის შედარება, მაშინ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია (პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით). წარმატებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში ბარათის მფლობელს უნდა მოეთხოვოს ბარათზე ხელმოწერა. თუ წარმატებული იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს;
ბ) პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (პინ-კოდი);
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2) ან იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული პაროლი;
დ) დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის პლასტიკურ ბარათზე დატანა.
4. სტოპ-სიაში მოხვედრილი ბარათის გამოყენების ცდის შემთხვევაში ბარათის მოსარგებლე პირს ბარათი უნდა ჩამოართვას მომსახურე ობიექტმა ან უნდა ჩაუყლაპოს ბანკომატმა. ბარათის ამოღების შემთხვევაში მომსახურე ობიექტის მოქმედებები განისაზღვრება ბანკსა და ობიექტს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. კლიენტსა და ემიტენტს შორის საბანკო პლასტიკური ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი არსებითი პირობებია:
ა) ბარათის ტიპი;
ბ) ბარათის გამოყენების წესი, შეზღუდვები, საკომისიოები და საპროცენტო განაკვეთები;
გ) ბარათის სტოპ-სიაში შეყვანის, გაუქმების და ამოღების წესები;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები;
ე) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები;
ვ) საბარათე ანგარიშებზე წარმოებული ოპერაციების და სხვა უზუსტობების გასაჩივრების ვადები (არანაკლებ 45 კალენდარული დღე);
ზ) დავის გადაწყვეტის და საჯარიმო სანქციების ამოქმედების წესი და ვადები;
თ) შესრულებულ ოპერაციებზე მიმდინარე და პერიოდული ინფორმირება; კლიენტის მოთხოვნით ამონაწერის ოპერატიული გაცემა;
ი) სხვა პირობები.
6. ბარათზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
7. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე საბარათე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
8. საბანკო პლასტიკური ბარათის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირების მიზნით, ბარათს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტრონული ავტორიზაციისათვის საჭირო ერთ-ერთი მექანიზმი: მაგნიტური ზოლი ან/ და ჩიპი და სხვა, სადაც დაშიფრული სახით ჩაწერილი იქნება ბარათის მფლობელის მონაცემები (გარდა არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათისა). ამასთან, ბარათზე მითითებული უნდა იყოს:
ა) ბარათის წინა მხარეს:
ა.ა) კლიენტის სახელი და გვარი (მხოლოდ საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების შემთხვევაში)(შესაძლებელია სახელის შემოკლება ან ტიტულის დამატება);
ა.ბ) ბარათის მოქმედების ვადა;
ა.გ) საბარათე საგადახდო სისტემის და ემიტენტის დასახელება, მათი ლოგოტიპები;
ა.დ) ბარათის ნომერი (საერთაშორისო საგადახდო სისტემის ასოციაციებთან შეთანხმებით, გამონაკლისი დაიშვება „ბარათის ნომრის“ მითითებასთან დაკავშირებით);
ბ) ბარათის უკანა მხარეს:
ბ.ა) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი (CVC ან CVV2–ასეთის არსებობისას);
ბ.ბ) კლიენტის ხელმოწერის ადგილი (არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების გარდა).
9. კლიენტს საბანკო პლასტიკურ ბარათს, პინ-კოდს და მოხმარების წესს გადასცემს ემიტენტი ბანკი. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკს უფლება ეძლევა ბარათი გადასცეს კლიენტის უფლებამოსილ პირს მინდობილობის საფუძველზე.
10. საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების კლიენტისათვის გადაცემის შემდეგ ბანკს უფლება აქვს აწარმოოს შემდეგი ოპერაციები:
ა) დაუშვას ბარათების გამოყენებით ნაღდი ფულადი სახსრების გაცემა;
ბ) გადარიცხოს საბარათე ანგარიშიდან ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის შესაბამისი საერთო (კუმულატიური) ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე ფულადი სახსრები ბარათებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
გ) ბარათის მფლობელის სახელზე ჩარიცხოს შემოსული ფულადი სახსრები;
დ) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების შესახებ ამონაწერების ამობეჭდვა და კლიენტისათვის დროულად გადაცემა;
ე) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
101. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით შესაძლებელია მხოლოდ საქონლის/მომსახურების შეძენა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში.
ა) ბანკს ეკრძალება ამ ტიპის ბარათით დაუშვას შემდეგი სახის ოპერაციები (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა):
ა.ა) ნაღდი ფულის გაცემა;
ა.ბ) ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
ა.გ) თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ);
ა.დ) თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
ა.ე) დაბრუნებული ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე კლიენტისთვის;
ა.ვ) ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ბ) ბანკს უფლება აქვს გამოსცეს არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათები, რომლებზეც არ იქნება მოთხოვნილი ავტორიზაცია ხელმოწერის და/ან პინ-კოდის მეშვეობით.
102. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ), თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისაგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.
103. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელად ემიტენტ ბანკში იდენტიფიცირებული პირი.
11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) პერსონალური და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) ინტერესები.
12. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის გაცემაზე ან განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
13. ბარათის მფლობელის ან/და ამ მუხლის 101 პუნქტის შემთხვევაში ბარათის შემძენის იდენტიფიცირების პროცედურები, ასევე ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და, ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
14. ბანკი ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა სახეობის ბარათების მფლობელებისა (შემძენებისა) და მათი საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
15. პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის და/ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათებისათვის საერთო (კუმულატიური) ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული ბარათის მფლობელების (შემძენების) საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე მათი ნაშთების ან კონკრეტული ბარათის მფლობელის (შემძენის) მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

მუხლი 3. საბანკო პლასტიკური ბარათების ემისია
1. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის პლასტიკური ბარათების ემისიას ახორციელებენ ემიტენტი ბანკები.
2. ბარათების ემისია მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას;
ბ) საბარათე ანგარიშების გახსნას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
გ) ბარათის პერსონიფიცირებას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
დ) ბარათის და პინ-კოდის გაცემას (თუ ბარათის სახეობა ითვალისწინებს პინ-კოდის არსებობას);
ე) ბარათების საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებას.
3. (ამოღებულია).

მუხლი 4. ოპერაციები საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით
1. (ამოღებულია).
2. ემიტენტის მიერ გამოშვებული კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათების მფლობელები უფლებამოსილი არიან აწარმოონ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათით წარმოებული ოპერაციებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ბარათის მფლობელ იურიდიულ პირს.
4. ბარათით ჩატარებული ფაქტობრივი ოპერაციის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან. ეს განსხვავება რეგულირდება საბარათე სისტემების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
5. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ კლიენტის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან მომსახურების საკომისიოების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ.
6. საბარათე ანგარიშზე არსებულ ნაშთს შეიძლება დაერიცხოს პროცენტი (ბარათის მოქმედების პერიოდში) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ოპერაციებს ახორციელებს ბანკომატით ან ნაღდი ფულის გამცემი პუნქტით, რომელიც არ ეკუთვნის ემიტენტ ბანკს, დასაშვებია მფლობელის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან დამატებითი საკომისიოების ჩამოწერა.
8. საბარათე ანგარიშებზე განსხვავებული ვალუტით წარმოებული ოპერაციების შემთხვევაში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს ფულადი სახსრების კონვერტაცია და ჩამოაწეროს შესაბამისი საკომისიო.
9. ბარათით ეროვნული ვალუტით ოპერაციების განხორციელებისას დასაშვებია კლიენტისათვის ფულადი სახსრების ჩამოწერა უცხოური ვალუტით გახსნილი ანგარიშებიდან ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 5. ანგარიშსწორების ზოგადი წესი საბანკო პლასტიკური ბარათებით წარმოებული ოპერაციებისათვის
1. საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებაში მონაწილეობენ შემდეგი მხარეები:
ა) კლიენტი (ბარათის მფლობელი) – ბარათის მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) ემიტენტი ბანკი – ახდენს ბარათების ემისიას, გავრცელებას და მომსახურებას;
გ) სისტემის მონაწილე ბანკი – ხელშეკრულების საფუძველზე დანარჩენ მონაწილე ბანკებთან ერთად ახორციელებს პლასტიკური ბარათებით წარმოებულ საანგარიშსწორებო ოპერაციებს;
დ) ეკვაირერი – ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას;
ე) საპროცესინგო დაწესებულება – ანგარიშსწორების მონაწილეთა შორის ახორციელებს საანგარიშსწორებო ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც საბანკო ბარათებს იღებს გადახდის საშუალებად ეკვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საბარათე საგადახდო სისტემები.
2. ბარათით შეძენილი საქონლის (მომსახურების) საფასურის ანაზღაურების მიზნით სავაჭრო/მომსახურების ობიექტი ეკვაირერ ბანკს ხელშეკრულების შესაბამისად გადასცემს ბარათებით წარმოებული ოპერაციების ამსახველ სათანადო საბუთებს წერილობით ან ელექტრონულად.
3. ბარათების მეშვეობით ოპერაციების წარმოებისას ნაღდი ფულის გამცემ პუნქტში და იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, რომელიც აღჭურვილია იმპრინტერული მოწყობილობით, საბარათე ქვითრების შედგენა ხდება ქაღალდზე. ეკვაირერი ბანკის მიერ საბარათე ქვითრების დამუშავების შედეგები დავალების სახით ეგზავნება სისტემის მიერ განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აგენტს. ანგარიშ-ქვითრების გაფორმება დასაშვებია ქაღალდზე. შექმნილი ანგარიშ-ქვითრები გამოიწერება იმ რაოდენობის ეგზემპლარად, რამდენიც საჭიროა ანგარიშსწორების მონაწილე ყველა მხარისათვის.
4. ნაღდი ფულის გამცემი პუნქტებისა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ შექმნილი საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ნაღდი ფულის გამცემი პუნქტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან/და ტერმინალის იდენტიფიკატორს;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროსა და მისამართს (სასურველია მიეთითოს ობიექტის ტელეფონის ნომერი);
გ) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას;
დ) ავტორიზაციის კოდს;
ე) ბარათის რეკვიზიტებს (წესების შესაბამისად);
ვ) მოლარისა და ბარათის მფლობელის ხელმოწერებს.
5. ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა:
ა) ბანკომატის მფლობელი ბანკის დასახელება;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო;
გ) ბანკომატის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის ან ბანკის წესების შესაბამისად).
6. კლიენტის მიერ საბარათე ანგარიშებზე შეტანილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბარათე ანგარიშებიდან სახსრების უნაღდო გადარიცხვები (საბანკო გადარიცხვები) კლიენტის განცხადების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშებზე.
8. ბანკი ახორციელებს საბარათე ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ბუღალტრულ აღრიცხვას, ახდენს ბარათით წარმოებული ოპერაციების ამსახველი ამონაწერების ფორმირებას. შესრულებული ოპერაციების შესახებ (რიგითობის მიხედვით) ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის ნომერს ან ბარათის ნომერს(ასეთის რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში);
ბ) ვალუტას;
გ) შემავალ ნაშთს;
დ) ოპერაციის დანიშნულებას;
ე) შესრულებული ოპერაციის თანხას (სადებეტო/საკრედიტო);
ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და სასურველია ტელეფონის ნომრის მითითებით);
ზ) გამომავალ ნაშთს;
თ) შესრულებული ოპერაციების მონაწილეთა რეკვიზიტებს;
ი) სხვა დამატებით ინფორმაციას.
9. (ამოღებულია).

მუხლი 6. მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში
1. საბარათე საგადახდო სისტემის უფრო დაცული მუშაობის, კლიენტების მიერ ბარათების მოხმარების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ ემიტენტ ბანკს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რის შესახებაც კლიენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს მომსახურე ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბანკის ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული სატელეფონო კავშირებით, ისე სხვადასხვა მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს აღნიშნულის თაობაზე ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. დაკარგული ბარათის ბლოკირება შეიძლება მოხდეს მისი საგადახდო სისტემის ე.წ. სტოპ-სიაში შეტანით.
3. იმისათვის, რომ დაიბლოკოს ბარათი, საჭიროა ეცნობოს ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს, რომელმაც ბარათის მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული მეთოდით უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე პირი წინასწარ მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.
4. ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) კლიენტის ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ კლიენტის ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დაკარგვის თაობაზე მფლობელმა განაცხადა ემიტენტ ბანკში (დადგენილი წესების შესაბამისად) და ამის შემდეგ მოხდა საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული წვდომა, ბარათის მფლობელისათვის მიყენებული მთლიანი ზარალის ანაზღაურება ეკისრება ემიტენტ ბანკს.
6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე (ემიტენტი და ეკვაირერი ბანკები მოქმედებენ საბარათე სისტემების მიერ დადგენილი წესის მიხედვით).

+

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკური ბარათებით ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების წესს, არეგულირებს ყველა ტიპის საბანკო ბარათის (საკრედიტო, სადებეტო, კორპორაციული და სხვ.) ემისიასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს ოპერაციების სახეებს, მასში მონაწილე მხარეებს და მათ უფლება-მოვალეობებს, ემიტენტსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესს და გასათვალისწინებელ არსებით საკითხთა ნუსხას, რის საფუძველზეც მოხდება მხარეების ინტერესების დაცვა და გაამარტივებს დავათა გადაწყვეტის გზებს მათი წარმოშობის შემთხვევაში.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
ა) საბანკო პლასტიკური ბარათი – საგადამხდელო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს საანგარიშსწორებო საშუალებას საქონლის ან მიღებული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად (ტექსტში მოხსენიებულია როგორც „საბანკო პლასტიკური ბარათი“, „საბანკო ბარათი“, „პლასტიკური ბარათი“ ან „ბარათი“);
ბ) ბარათის პერსონიფიცირება – ემიტენტი ბანკის მიერ საბანკო პლასტიკური ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან მიკროჩიპში განსაზღვრული პარამეტრების და მფლობელის შესახებ პერსონალური მონაცემების ჩაწერა;
გ) საბანკო ბარათების ემისია – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ბანკში გახსნილ ანგარიშებთან (პერსონალურ საბარათე ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშებთან), გაცემული ბარათების ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების სააგარიშსწორებო-საკასო მომსახურებასთან;
დ) ემიტენტი – სათანადო ლიცენზიის მქონე მონაწილე ბანკი, რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარათით მოსარგებლე პირების ანგარიშებს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგარიშსწორებო ოპერაციები;
ე) ავტორიზაცია – ემიტენტი ბანკის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულების შესახებ თანხმობის ან უარის მიღების პროცედურა. ავტორიზაციის პროცესში სრულდება ბარათის მფლობელის ელექტრონული იდენტიფიკაცია, მოწმდება ბარათის ნამდვილობა, პინ-კოდის სისწორე (ონლაინ/ოფლაინ) და/ან ბარათის მფლობელის ხელმოწერა. პოსტ-ტერმინალის ან ბანკომატის მეშვეობით ოპერაციის საწარმოებლად მოწმდება შესაბამისი სახსრების არსებობა და ბარათის მფლობელს ენიჭება უფლება სათანადო ოპერაციის შესასრულებლად. ოპერაციის პროცესში (ონლაინ რეჟიმში) ბარათის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ემიტენტი ბანკის საპროცესინგო ცენტრს, სადაც გენერირდება ავტორიზაციის კოდი და უბრუნდება უკან მომსახურების ობიექტს;
გ) საბანკო ბარათების ემისია – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ანგარიშების გახსნასთან, გაცემული ბარათებით ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურებასთან;
დ) ემიტენტი – სათანადო ლიცენზიის მქონე მონაწილე ბანკი (ან სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნი), რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარათით მოსარგებლე პირების ანგარიშებს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგარიშსწორებო ოპერაციები;
ე) ავტორიზაცია – ემიტენტი ბანკის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულების შესახებ თანხმობის ან უარის მიღების პროცედურა. ავტორიზაციის პროცესში სრულდება ბარათის მფლობელის ელექტრონული იდენტიფიკაცია, მოწმდება ბარათის ნამდვილობა, პინ-კოდის სისწორე (ონლაინ/ოფლაინ) ან ბარათის მფლობელის ხელმოწერა. პოს-ტერმინალის ან ბანკომატის მეშვეობით ოპერაციის საწარმოებლად მოწმდება საბარათე ანგარიშზე (ანგარიშებზე) შესაბამისი სახსრების არსებობა და ბარათის მფლობელს ენიჭება უფლება სათანადო ოპერაციის შესასრულებლად. ოპერაციის პროცესში (ონლაინ რეჟიმში) ბარათის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ემიტენტი ბანკის საპროცესინგო ცენტრს, სადაც გენერირდება ავტორიზაციის კოდი და უბრუნდება უკან მომსახურების ობიექტს;
ვ) პინ-კოდი – სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც არის პერსონიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნომერი. იგი გამოიყენება ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში ტრანზაქციების შესასრულებლად. პინ-კოდი (4-12-ნიშნა ციფრული კოდი) ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის საკმარის ელექტრონულ იდენტიფიკატორს. პინ-კოდის შემოწმება ხორციელდება საპროცესინგო ცენტრის (ონლაინ პინი) ან თვით ბარათის (ოფლაინ პინი) მეშვეობით მასზე აუცილებელი ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში (მიკროჩიპიანი ბარათებისათვის);
ზ) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პლასტიკური ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, უნაღდო გადახდების განხორციელება და სხვ.;
თ) პოს-ტერმინალი – პლასტიკური ბარათის მაგნიტური ზოლის და/ან მიკროჩიპის წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საბანკო განყოფილებებში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ავტორიზაციის მისაღებად და შენაძენის საფასურის ბარათით გადახდის გასაფორმებლად, ან თანხის გასატანად;
ი) ბარათის მფლობელი (კლიენტი) – ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელი (კლიენტი) – საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი და გახსნილია საბარათე ანგარიში ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე;
კ) ანგარიშ-ქვითარი – ქვითარი, რომელიც ადასტურებს შენაძენის (მომსახურების) საფასურის გადახდას ან ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის მიღებას;
ლ) იმპრინტერი – საბანკო პლასტიკური ბარათიდან სპეციალურ სავაჭრო ქვითარზე რელიეფური რეკვიზიტების გადამტანი მექანიკური მოწყობილობა;
მ) ემბოსირება – ბეჭდვის პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება საბანკო ბარათზე საიდენტიფიკაციო მონაცემების რელიეფური ფორმით გადატანა;
ნ) კორპორაციული ბარათი – სადებეტო ან საკრედიტო საბანკო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდა იყოს ბარათით მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის დასახელების მითითება კი განისაზღვრება ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით;
ნ) კორპორაციული ბარათი – საბანკო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდა იყოს ბარათით მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის დასახელების მითითება კი განისაზღვრება ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით;
ო) პროცესინგი – საპროცესინგო დაწესებულების საქმიანობა, რომელიც მოიცავს საბანკო ბარათებით წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას (შეგროვებას), დამუშავებას და ანგარიშსწორების ყველა მონაწილისათვის შესაბამისი მონაცემების გადაცემას;
პ) განაღდების ლიმიტი (ხარჯვის ლიმიტი) – ემიტენტის მიერ ბარათის მფლობელისათვის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის უფლების ზღვრული სიდიდე;
ჟ) ეკვაირინგი – ბანკის ან სხვა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო (მომსახურების) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათებით წარმოებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორების განხორციელებას და/ან ბარათებიდან ნაღდი თანხების გაცემას (სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ბარათის მფლობელებზე);
რ) ეკვაირერი – ეკვაირინგის განმახორციელებელი ბანკი (ან სხვა ორგანიზაცია), რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია (ან ლიცენზირებულ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული აქვს ეკვაირინგის უფლება);
ს) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის პერსონალური საბანკო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო და საკრედიტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები;
ს1) საერთო (კუმულატიური) ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება ყველა პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან დაკავშირებული ოპერაციები;
ს) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის საბანკო ანგარიში, რომელშიც აისახება პლასტიკური ბარათით შესრულებული ოპერაციები;
ტ) საბარათე ტრანზაქცია – ბარათის გამოყენების დროს ავტორიზაციისა და შემდგომი ანგარიშსწორების ოპერაციათა ერთობლიობა;
უ) სტოპ-სია – იმ პლასტიკური ბარათების სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი;
ფ) სადებეტო ბარათი – ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშებზე არსებული თანხები;
ქ) საკრედიტო ბარათი – ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ოდენობით (ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში). საკრედიტო დავალიანების აღრიცხვის მიზნით, ბარათის მფლობელის სახელზე ბანკში იხსნება პერსონალური ანგარიში;
ღ) პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი – ბარათი, რომელიც სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ კლიენტის საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება). ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
ყ) არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი - ბარათი, რომელიც ემიტენტსა და ბარათის შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა გადაცემულ იქნეს სხვა ფიზიკური პირისათვის (შემდგომში – ბარათის მფლობელი). აღნიშნული ბარათი სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას, ასევე ბარათზე სახელისა და გვარის მითითებას. მასზე ოპერაციები სრულდება მხოლოდ საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);
შ) ბარათის შემძენი:
შ.ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად;
შ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
უ) სტოპ-სია – იმ პლასტიკური ბარათების სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკურ ბარათებზე ოპერაციებისა და მომსახურების წარმოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბარათებით განხორციელებული ოპერაციების წესს.
2. საბანკო პლასტიკური ბარათების გამოშვება და გაცემა, მათი პერსონიფიცირება, ბარათებით წარმოებული ოპერაციების განსაზღვრა, ანგარიშგება, ეკვაირინგი, მიმოქცევიდან ამოღებული ბარათების აღრიცხვა, მათი გაუქმება, და სხვა ოპერაციები სრულდება ემიტენტის ან საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის მიერ შემუშავებული ტექნიკური პროცედურების, ამ დებულების, საქართველოს სხვა კანონმდებლობის, ბანკის შიდა დებულებისა და კლიენტსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის არასანქცირებული მოხმარებისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს მოცემული მექნიზმებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან. თუ სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათზე არ არის ხელმოწერა ან ვერ ხერხდება ხელმოწერის შედარება, მაშინ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია (პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით). წარმატებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში ბარათის მფლობელს უნდა მოეთხოვოს ბარათზე ხელმოწერა. თუ წარმატებული იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს;
2. კლიენტებისათვის საბარათე ანგარიშების გახსნა, საბანკო პლასტიკური ბარათების გამოშვება და გაცემა, მათი პერსონიფიცირება, ბარათებით წარმოებული ოპერაციების ბუღალტრული ასახვა, ანგარიშგება, ეკვაირინგი, მიმოქცევიდან ამოღებული ბარათების აღრიცხვა, მათი გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა და სხვა ოპერაციები სრულდება ემიტენტის ან საერთაშორისო საბარათე საგადამხდელო სისტემის მიერ შემუშავებული ტექნიკური პროცედურების შესაბამისად და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით, ამ დებულებით და კლიენტსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
3. საბარათე ანგარიშების არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს მოცემული მექანიზმებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან. თუ ბარათზე არ არის ხელმოწერა ან ვერ ხერხდება ხელმოწერის შედარება, მაშინ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია (პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით). წარმატებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში ბარათის მფლობელს უნდა მოეთხოვოს ბარათზე ხელმოწერა. თუ წარმატებული იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ოპერაცია არ უნდა გახორციელდეს;
ბ) პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (პინ-კოდი);
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2) ან იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული პაროლი;
დ) დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის პლასტიკურ ბარათზე დატანა.
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2) ან იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული პაროლი. დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის პლასტიკურ ბარათზე დატანა.
4. სტოპ-სიაში მოხვედრილი ბარათის გამოყენების ცდის შემთხვევაში ბარათის მოსარგებლე პირს ბარათი უნდა ჩამოართვას მომსახურე ობიექტმა ან უნდა ჩაუყლაპოს ბანკომატმა. ბარათის ამოღების შემთხვევაში მომსახურე ობიექტის მოქმედებები განისაზღვრება ბანკსა და ობიექტს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. კლიენტსა და ემიტენტს შორის საბანკო პლასტიკური ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი არსებითი პირობებია:
ა) ბარათის ტიპი;
ბ) ბარათის გამოყენების წესი, შეზღუდვები, საკომისიოები და საპროცენტო განაკვეთები;
გ) ბარათის სტოპ-სიაში შეყვანის, გაუქმების და ამოღების წესები;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები;
ე) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები;
ვ) საბარათე ანგარიშებზე წარმოებული ოპერაციების და სხვა უზუსტობების გასაჩივრების ვადები (არანაკლებ 45 კალენდარული დღე);
ზ) დავის გადაწყვეტის და საჯარიმო სანქციების ამოქმედების წესი და ვადები;
თ) შესრულებულ ოპერაციებზე მიმდინარე და პერიოდული ინფორმირება; კლიენტის მოთხოვნით ამონაწერის ოპერატიული გაცემა;
ი) სხვა პირობები.
6. ბარათზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
7. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე საბარათე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
8. საბანკო პლასტიკური ბარათის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირების მიზნით, ბარათს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტრონული ავტორიზაციისათვის საჭირო ერთ-ერთი მექანიზმი: მაგნიტური ზოლი ან/ და ჩიპი და სხვა, სადაც დაშიფრული სახით ჩაწერილი იქნება ბარათის მფლობელის მონაცემები (გარდა არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათისა). ამასთან, ბარათზე მითითებული უნდა იყოს:
ა) ბარათის წინა მხარეს:
ა.ა) კლიენტის სახელი და გვარი (მხოლოდ საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების შემთხვევაში)(შესაძლებელია სახელის შემოკლება ან ტიტულის დამატება);
ა.ბ) ბარათის მოქმედების ვადა;
ა.გ) საბარათე საგადახდო სისტემის და ემიტენტის დასახელება, მათი ლოგოტიპები;
ა.დ) ბარათის ნომერი (საერთაშორისო საგადახდო სისტემის ასოციაციებთან შეთანხმებით, გამონაკლისი დაიშვება „ბარათის ნომრის“ მითითებასთან დაკავშირებით);
ბ) ბარათის უკანა მხარეს:
ბ.ა) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი (CVC ან CVV2–ასეთის არსებობისას);
ბ.ბ) კლიენტის ხელმოწერის ადგილი (არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების გარდა).
6. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გახსნილ საბარათე ანგარიშებზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
7. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
8. საბანკო პლასტიკური ბარათის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირების მიზნით, ბარათს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტრონული ავტორიზაციისათვის საჭირო ერთ-ერთი მექანიზმი: მაგნიტური ზოლი, ჩიპი, მაგნიტური ზოლი და ჩიპი ერთად და სხვ., სადაც დაშიფრული სახით ჩაწერილი იქნება ბარათის მფლობელის მონაცემები. ამასთან, ბარათზე მითითებული უნდა იყოს: ბარათის წინა მხარეს – კლიენტის სახელი და გვარი (შესაძლებელია სახელის შემოკლება ან ტიტულის დამატება), ბარათის მოქმედების ვადა, საბარათე საგადამხდელო სისტემის და ემიტენტის დასახელება, მათი ლოგოტიპები, ბარათის ნომერი (საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების ასოციაციებთან შეთანხმებით, გამონაკლისი დაიშვება „ბარათის ნომრის“ მითითებასთან დაკავშირებით); ბარათის უკანა მხარეს – „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2 – ასეთის არსებობისას) და კლიენტის ხელმოწერის ადგილი. საბანკო პლასტიკურ ბარათზე ასევე მითითებულია მისი მოქმედების ვადა (თთ/წწ), რომელიც განისაზღვრება ბარათზე აღნიშნული თარიღის ჩათვლით.
9. კლიენტს საბანკო პლასტიკურ ბარათს, პინ-კოდს და მოხმარების წესს გადასცემს ემიტენტი ბანკი. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკს უფლება ეძლევა ბარათი გადასცეს კლიენტის უფლებამოსილ პირს მინდობილობის საფუძველზე.
10. საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების კლიენტისათვის გადაცემის შემდეგ ბანკს უფლება აქვს აწარმოოს შემდეგი ოპერაციები:
ა) დაუშვას ბარათების გამოყენებით ნაღდი ფულადი სახსრების გაცემა;
ბ) გადარიცხოს საბარათე ანგარიშიდან ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის შესაბამისი საერთო (კუმულატიური) ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე ფულადი სახსრები ბარათებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
გ) ბარათის მფლობელის სახელზე ჩარიცხოს შემოსული ფულადი სახსრები;
დ) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების შესახებ ამონაწერების ამობეჭდვა და კლიენტისათვის დროულად გადაცემა;
ე) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
101. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით შესაძლებელია მხოლოდ საქონლის/მომსახურების შეძენა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში.
ა) ბანკს ეკრძალება ამ ტიპის ბარათით დაუშვას შემდეგი სახის ოპერაციები (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა):
ა.ა) ნაღდი ფულის გაცემა;
ა.ბ) ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
ა.გ) თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ);
ა.დ) თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
ა.ე) დაბრუნებული ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე კლიენტისთვის;
ა.ვ) ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ბ) ბანკს უფლება აქვს გამოსცეს არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათები, რომლებზეც არ იქნება მოთხოვნილი ავტორიზაცია ხელმოწერის და/ან პინ-კოდის მეშვეობით.
102. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ), თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისაგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.
103. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელად ემიტენტ ბანკში იდენტიფიცირებული პირი.
11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) პერსონალური და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) ინტერესები.
10. საბარათე ანგარიშების გახსნის და კლიენტისათვის ბარათის გადაცემის შემდეგ ბანკს უფლება აქვს აწარმოოს შემდეგი ოპერაციები:
ა) ბარათების გამოყენებით ნაღდი ფულადი სახსრების გაცემა (ბანკომატიდან/სალაროდან);
ბ) გადარიცხოს საბარათე ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე ფულადი სახსრები ბარათებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
გ) ანგარიშის მფლობელის სახელზე ჩარიცხოს შემოსული ფულადი სახსრები;
დ) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების და ბალანსის შესახებ ამონაწერების ამობეჭდვა და კლიენტისათვის დროულად გადაცემა;
ე) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
ვ) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ოპერაციების წარმოება შეიძლება კლიენტისათვის ბარათის გადაცემამდეც.
11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის პერსონალური და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ბარათის მფლობელის ინტერესები.
12. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის გაცემაზე ან განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
13. ბარათის მფლობელის ან/და ამ მუხლის 101 პუნქტის შემთხვევაში ბარათის შემძენის იდენტიფიცირების პროცედურები, ასევე ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და, ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
14. ბანკი ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა სახეობის ბარათების მფლობელებისა (შემძენებისა) და მათი საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
15. პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის და/ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათებისათვის საერთო (კუმულატიური) ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული ბარათის მფლობელების (შემძენების) საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე მათი ნაშთების ან კონკრეტული ბარათის მფლობელის (შემძენის) მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 3. საბანკო პლასტიკური ბარათების ემისია
13. ბანკის მიერ საბარათე ანგარიშების დახურვა ხდება კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე (დადგენილი ფორმით) ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ბარათი ხელშეკრულებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 3. საბანკო პლასტიკური ბარათების ემისია
1. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის პლასტიკური ბარათების ემისიას ახორციელებენ ემიტენტი ბანკები.
2. ბარათების ემისია მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას;
ბ) საბარათე ანგარიშების გახსნას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
გ) ბარათის პერსონიფიცირებას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
დ) ბარათის და პინ-კოდის გაცემას (თუ ბარათის სახეობა ითვალისწინებს პინ-კოდის არსებობას);
ბ) საბარათე ანგარიშების გახსნას;
გ) ბარათის პერსონიფიცირებას;
დ) ბარათის და პინ-კოდის გაცემას;
ე) ბარათების საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებას.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 4. ოპერაციები საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით
1. (ამოღებულია).
3. ემიტენტმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეიძლება მისცეს შემდეგი სახის საბანკო პლასტიკური ბარათები:
ა) სადებეტო ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის ანგარიშებზე არსებული თანხები;
ბ) საკრედიტო ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ოდენობით (ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში).
მუხლი 4. ოპერაციები საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით
1. ემიტენტს უფლება აქვს ბარათებით შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საბალანსო ანგარიშების შესაბამისი კლასებიდან (ჯგუფებიდან) კლიენტებისათვის გახსნილი საბარათე ანგარიშების მეშვეობით.
2. ემიტენტის მიერ გამოშვებული კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათების მფლობელები უფლებამოსილი არიან აწარმოონ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კორპორაციული საბანკო პლასტიკური ბარათით წარმოებული ოპერაციებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ბარათის მფლობელ იურიდიულ პირს.
4. ბარათით ჩატარებული ფაქტობრივი ოპერაციის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან. ეს განსხვავება რეგულირდება საბარათე სისტემების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
5. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ კლიენტის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან მომსახურების საკომისიოების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ.
5. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ კლიენტის საბარათე ანგარიშებიდან მომსახურების საკომისიოების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ.
6. საბარათე ანგარიშზე არსებულ ნაშთს შეიძლება დაერიცხოს პროცენტი (ბარათის მოქმედების პერიოდში) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ოპერაციებს ახორციელებს ბანკომატით ან ნაღდი ფულის გამცემი პუნქტით, რომელიც არ ეკუთვნის ემიტენტ ბანკს, დასაშვებია მფლობელის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან დამატებითი საკომისიოების ჩამოწერა.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ოპერაციებს ახორციელებს ბანკომატით ან ნაღდი ფულის გამცემი პუნქტით, რომელიც არ ეკუთვნის ემიტენტ ბანკს, დასაშვებია მფლობელის საბარათე ანგარიშებიდან დამატებითი საკომისიოების ჩამოწერა.
8. საბარათე ანგარიშებზე განსხვავებული ვალუტით წარმოებული ოპერაციების შემთხვევაში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს ფულადი სახსრების კონვერტაცია და ჩამოაწეროს შესაბამისი საკომისიო.
9. ბარათით ეროვნული ვალუტით ოპერაციების განხორციელებისას დასაშვებია კლიენტისათვის ფულადი სახსრების ჩამოწერა უცხოური ვალუტით გახსნილი ანგარიშებიდან ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 5. ანგარიშსწორების ზოგადი წესი საბანკო პლასტიკური ბარათებით წარმოებული ოპერაციებისათვის
9. ბარათით ოპერაციების განხორციელებისას ან ეროვნული ვალუტით ნაღდი ფულის მიღებისას დასაშვებია კლიენტისათვის ფულადი სახსრების ჩამოწერა უცხოური ვალუტით გახსნილი ანგარიშებიდან ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5. ანგარიშსწორების ზოგადი წესი საბანკო პლასტიკური ბარათებით წარმოებული ოპერაციებისათვის
1. საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებაში მონაწილეობენ შემდეგი მხარეები:
ა) კლიენტი (ბარათის მფლობელი) – ბარათის მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) ემიტენტი ბანკი – ახდენს ბარათების ემისიას, გავრცელებას და მომსახურებას;
გ) სისტემის მონაწილე ბანკი – ხელშეკრულების საფუძველზე დანარჩენ მონაწილე ბანკებთან ერთად ახორციელებს პლასტიკური ბარათებით წარმოებულ საანგარიშსწორებო ოპერაციებს;
დ) ეკვაირერი – ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას;
ე) საპროცესინგო დაწესებულება – ანგარიშსწორების მონაწილეთა შორის ახორციელებს საანგარიშსწორებო ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც საბანკო ბარათებს იღებს გადახდის საშუალებად ეკვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საბარათე საგადახდო სისტემები.
ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი, რომელიც საბანკო ბარათებს იღებს გადახდის საშუალებად ეკვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საბარათე საგადამხდელო სისტემები.
2. ბარათით შეძენილი საქონლის (მომსახურების) საფასურის ანაზღაურების მიზნით სავაჭრო/მომსახურების ობიექტი ეკვაირერ ბანკს ხელშეკრულების შესაბამისად გადასცემს ბარათებით წარმოებული ოპერაციების ამსახველ სათანადო საბუთებს წერილობით ან ელექტრონულად.
3. ბარათების მეშვეობით ოპერაციების წარმოებისას ნაღდი ფულის გამცემ პუნქტში და იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, რომელიც აღჭურვილია იმპრინტერული მოწყობილობით, საბარათე ქვითრების შედგენა ხდება ქაღალდზე. ეკვაირერი ბანკის მიერ საბარათე ქვითრების დამუშავების შედეგები დავალების სახით ეგზავნება სისტემის მიერ განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აგენტს. ანგარიშ-ქვითრების გაფორმება დასაშვებია ქაღალდზე. შექმნილი ანგარიშ-ქვითრები გამოიწერება იმ რაოდენობის ეგზემპლარად, რამდენიც საჭიროა ანგარიშსწორების მონაწილე ყველა მხარისათვის.
4. ნაღდი ფულის გამცემი პუნქტებისა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ შექმნილი საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ნაღდი ფულის გამცემი პუნქტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან/და ტერმინალის იდენტიფიკატორს;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროსა და მისამართს (სასურველია მიეთითოს ობიექტის ტელეფონის ნომერი);
გ) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას;
დ) ავტორიზაციის კოდს;
ე) ბარათის რეკვიზიტებს (წესების შესაბამისად);
ვ) მოლარისა და ბარათის მფლობელის ხელმოწერებს.
5. ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა:
ა) ბანკომატის მფლობელი ბანკის დასახელება;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო;
გ) ბანკომატის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის ან ბანკის წესების შესაბამისად).
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საერთაშორისო საბარათე საგადამხდელო სისტემის ან ბანკის წესების შესაბამისად).
6. კლიენტის მიერ საბარათე ანგარიშებზე შეტანილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბარათე ანგარიშებიდან სახსრების უნაღდო გადარიცხვები (საბანკო გადარიცხვები) კლიენტის განცხადების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშებზე.
8. ბანკი ახორციელებს საბარათე ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ბუღალტრულ აღრიცხვას, ახდენს ბარათით წარმოებული ოპერაციების ამსახველი ამონაწერების ფორმირებას. შესრულებული ოპერაციების შესახებ (რიგითობის მიხედვით) ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის ნომერს ან ბარათის ნომერს(ასეთის რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში);
8. ბანკი ახორციელებს საბარათე ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ბუღალტრულ აღრიცხვას, ახდენს ბარათით წარმოებული ოპერაციების (გადახდების, განაღდებების და სხვ.) და საბარათე ანგარიშებიდან ჩამოწერა/ჩარიცხვების ამსახველ ამონაწერების ფორმირებას. შესრულებული ოპერაციების შესახებ (რიგითობის მიხედვით) საბარათე ანგარიშებიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის ანგარიშის ნომერს;
ბ) ვალუტას;
გ) შემავალ ნაშთს;
დ) ოპერაციის დანიშნულებას;
ე) შესრულებული ოპერაციის თანხას (სადებეტო/საკრედიტო);
ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და სასურველია ტელეფონის ნომრის მითითებით);
ზ) გამომავალ ნაშთს;
თ) შესრულებული ოპერაციების მონაწილეთა რეკვიზიტებს;
ი) სხვა დამატებით ინფორმაციას.
9. (ამოღებულია).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
მუხლი 6. მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში
1. საბარათე საგადახდო სისტემის უფრო დაცული მუშაობის, კლიენტების მიერ ბარათების მოხმარების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ ემიტენტ ბანკს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რის შესახებაც კლიენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს მომსახურე ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბანკის ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული სატელეფონო კავშირებით, ისე სხვადასხვა მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს აღნიშნულის თაობაზე ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. დაკარგული ბარათის ბლოკირება შეიძლება მოხდეს მისი საგადახდო სისტემის ე.წ. სტოპ-სიაში შეტანით.
3. იმისათვის, რომ დაიბლოკოს ბარათი, საჭიროა ეცნობოს ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს, რომელმაც ბარათის მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული მეთოდით უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე პირი წინასწარ მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.
9. ბანკის მიერ საბარათე ანგარიშების დახურვა ხდება კლიენტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე (დადგენილი ფორმით) ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ბარათი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
მუხლი 6. მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში
1. საბარათე საგადამხდელო სისტემის უფრო დაცული მუშაობის, კლიენტების საბარათე ანგარიშების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ ემიტენტ ბანკს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რის შესახებაც კლიენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს მომსახურე ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბანკის ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული სატელეფონო კავშირებით, ისე სხვადასხვა მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს აღნიშნულის თაობაზე ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. დაკარგული ბარათის ბლოკირება შეიძლება მოხდეს მისი საგადამხდელო სისტემის ე.წ. სტოპ-სიაში შეტანით.
3. იმისათვის, რომ დაიბლოკოს ბარათი, საჭიროა ეცნობოს ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს, რომელმაც ბარათის მფლობელის მონაცემების და საიდუმლო სიტყვის (პაროლის) საფუძველზე უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი.
4. ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) კლიენტის ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ კლიენტის ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დაკარგვის თაობაზე მფლობელმა განაცხადა ემიტენტ ბანკში (დადგენილი წესების შესაბამისად) და ამის შემდეგ მოხდა საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული წვდომა, ბარათის მფლობელისათვის მიყენებული მთლიანი ზარალის ანაზღაურება ეკისრება ემიტენტ ბანკს.
6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე (ემიტენტი და ეკვაირერი ბანკები მოქმედებენ საბარათე სისტემების მიერ დადგენილი წესის მიხედვით).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №112/01 - სსმ III, №99, 13.08.2010 წ., მუხ.1484
6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე (ემიტენტი და ეკვაირერი ბანკები მოქმედებენ საბარათე სისტემების მიერ დადგენილი წესის მიხედვით).
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №70, 15.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69880-1/