1. „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესები“ (შემდგომ – წესები) დამუშავებულია საქართველოს კანონის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის №227 დადგენილებით 2005 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომ – ტექზედამხედველობა) დებულების, მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. „წესები“ ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს მამდიდრებელ, სააგლომერაციო, მომგუნდავებელ, სამსხვრევ, სამსხვრევ-სახარისხებელ ფაბრიკებს, საამქროებს, დანადგარებს (შემდგომ – ფაბრიკა)
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-1/