1. ხელმძღვანელები და სპეციალისტები „წესების“ დარღვევისათვის პირადად აგებენ პასუხს, მიუხედავად იმისა, გამოიწვია თუ არა ამ დარღვევამ ავარია ან უბედური შემთხვევა.
2. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების მიერ მითითებების ან განკარგულებების გაცემა, რომლებიც აიძულებენ ქვეშევრდომებს დაარღვიონ უსაფრთხოების ტექნიკის წესები და ინსტრუქციები, თვითნებურად განაახლონ ტექზედამხედველობის მიერ გაჩერებული სამუშაოები, არის წესების უხეში დარღვევა. ასევე უხეშ დარღვევად ჩაითვლება, თუ ხელმძღვანელი (სპეციალისტი) არ მიიღებს ზომებს იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც ჩადიან მისი ქვეშევრდომები ან მუშები მისივე თანდასწრებით.
3. „წესების“ დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-5/