1. ა) არქივი აწყობს დოკუმენტების გამოყენებას საინფორმაციო ღონისძიებების, გამოფენების მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე აწყობს მათ პუბლიკაციას.
ბ) სამუშაო ტარდება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა დაწესებულებებთან ან საარქივო დაწესებულებასთან ერთად. გამოფენებზე გამოიყენება დოკუმენტების დედნები ან პირები, მზადდება ალბომები, პლაკატები, დიაგრამები.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად არქივი განსაზღვრავს მასალების თემატიკას, მოცულობას და მომზადების ვადებს; თემატიკას და ვადებს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მომზადებული სტატიებისა და სხვა მასალების ეგზემპლარებში, რომლებიც არქივში რჩება, მიეთითება გამოყენებული დოკუმენტების საძებნი მონაცემები, აგრეთვე პუბლიკაციის თარიღი და ადგილი.
3. დაწესებულების არქივს შეუძლია დამოუკიდებლად ან სხვა დაწესებულებებთან ერთად ჩაატაროს სამუშაო დოკუმენტური პუბლიკაციების მოსამზადებლად. ამ სამუშაოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა დოკუმენტების საჟურნალო და საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიცეს დოკუმენტთა კრებულები. დოკუმენტური პუბლიკაციების მომზადების დროს საჭიროა საარქივო დაწესებულებების მუშაობის შესაბამისი წესებით ხელმძღვანელობა
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 65. არქივის დოკუმენტების გამოყენება საინფორმაციო ღონისძიებათა მომზადებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საპუბლიკაციო საქმიანობაში
თავი IX — არქივის დოკუმენტების გამოყენება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. საერთო სასამართლოების არქივი
- მუხლი 24. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველო
- მუხლი 22. არქივის სამსახური
- მუხლი 25. სამოქალაქო აქტების რეგიონული არქივის სამმართველო
- მუხლი 1. ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების სა
- მუხლი 16. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დეპოზიტური შენახვისათვის ეროვნულ არქივს გადასცეს თავისი დოკუმენტი. ეროვნული არქივი ვალდებულია, დეპოზიტური შენახვისათვის მიიღოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, თუ მ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 59. ისტორიული ცნობა
- მუხლი 60. არქივის ავტომატიზებული სამეცნიერო-საცნობარო აპარატი
- მუხლი 61. არქივის დოკუმენტების გამოყენების ცნება
- მუხლი 62. მოქალაქეთა და დაწესებულებათა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება
- მუხლი 63. არქივის სამკითხველო დარბაზის მუშაობა
- მუხლი 64. დოკუმენტების გაცემა დროებითი სარგებლობისათვის
- მუხლი 66. არქივის საქმეებისა და დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა
- მუხლი 67. დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადები
- მუხლი 68. არქივის დოკუმენტების მუდმივ შესანახად გადაცემის წესი
- მუხლი 69. დაწესებულების არქივის შექმნა
- მუხლი 70. არქივის მუშაობის დაგეგმვა და ანგარიშგება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007. გამოქვეყნება: სსმ, 86, 21/06/2007.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 65, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-65/