რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.06.2007 ძალადაკარგული 18.05.2018
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
120.170.000.22.026.010.417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 08/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.000.22.026.010.417

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №296

2007 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე

,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) რეზერვისტთა დაკომპლექტების თანდართული წესი (დანართი №1);

ბ) რეზერვისტთა სამხედრო მომზადების თანდართული პროგრამა (დანართი №2).

2. ბრძანებას გაეცნონ მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და შემსრულებლები.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №779-სსმIII,№152, 22.11.2010წ.,მუხ.2163

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება № 901 - ვებგვერდი, 21 . 11 .2011 წ.

დანართი №1

რეზერვისტთა დაკომპლექტების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.

    მუხლი 2

სარეზერვო ძალები ახორციელებენ სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მხარდაჭერას სხვადასხვა სერიოზული საფრთხეების ან კრიზისების დროს, მოქალაქეების მომზადებას თავდაცვისათვის, მათ შორის, უზრუნველყოფენ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვას საგანგებო სიტუაციების შედეგად მიღებული ზარალის შემცირების ან ლიკვიდაციის გზით.

    მუხლი 3

,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, გარდა ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში გათვალისწინებული პირებისა.

    მუხლი 4

სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად:

ა) აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა. აქტიური რეზერვი შედგება კადრირებული ბრიგადებისაგან და არის სამხედრო ძალების მოქმედი ქვედანაყოფების საყრდენი ძალა. საომარი მდგომარეობისა და სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს მისი ამოცანაა – თავდაცვითი და შეკავებითი ოპერაციების წარმოება;

ბ) ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა – უსაფრთხოების და მხარდაჭერის ოპერაციების წარმოება, შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად პატრულირებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხორციელება. კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, საგანგებო სიტუაციების დროს ადგილობრივი სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში და დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში;

გ) ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება. საომარი მდგომარეობის დროს შესაბამისი ქვედანაყოფების დანაკარგის შევსება.

თავი II

სამხედრო რეზერვის დაკომპლექტება

    მუხლი 5

აქტიური რეზერვი კომპელქტდება პირებისაგან, რომლებიც სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არიან რეზერვში ჩარიცხვით და ჯანმრთელობის მდგომარეობით ვარგისნი არიან სამხედრო სამსახურისათვის.

    მუხლი 6

ეროვნული გვარდიის რეზერვი კომპლექტდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, რომლებიც თავიანთი სპეციფიკური ცოდნით ან/და გამოცდილებით აკმაყოფილებენ ამ კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 7

ინდივიდუალური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც არ ირიცხებიან აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვში, აგრეთვე პირებისაგან, რომლებიც ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გარდა აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა, სარგებლობენ შესაბამისად სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფ-ლების ან სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლებით და რომლებსაც შეუსრულდათ 27 წელი.

თავი III

სამხედრო სარეზერვო შეკრების ამოცანები

    მუხლი 8

მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხებიან სარეზერვო სამსახურში, მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს საშტატო რიცხოვნობამდე შეავსებენ შეკვეცილ, კადრირებულ და ახლად ფორმირებულ შენაერთებს (სამხედრო ნაწილებს) და საომარი მოქმედებებით გამოწვეულ დანაკარგებს, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში.

    მუხლი 9

სამხედრო სარეზერვო შეკრება ითვალისწინებს როგორც მომზადებას, ასევე შემდგომში გადამზადებას.

    მუხლი 10

სამხედრო სარეზერვო შეკრება არის სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით მომზადებული, მაღალპროფესიული რეზერვის ჩამოყალიბებას.

    მუხლი 11

სამხედრო სარეზერვო შეკრების მთავარი ამოცანაა რეზერვისტების მაღალი ინდივიდუალური მომზადების მიღწევა, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და შენარჩუნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო ტექნიკური საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით, ცოდნისა და ჩვევების ეტაპობრივი და გეგმაზომიერი დანერგვის გზით.

    მუხლი 12

საბრძოლო მომზადების პროგრამის მიხედვით ძირითადი ყურადღება ეთმობა რეზერვისტის საცეცხლე მომზადებას, ტაქტიკურ მომზადებას, საინჟინრო მომზადებას, სამედიცინო მომზადებას და გადარჩენის კურსს. რეზერვისტმა უნდა შეისწავლოს სროლა, ბრძოლის ინდივიდუალური წარმოება და გადარჩენა ბრძოლის ველზე. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, ოპტიმალურ დონეზე გაწვრთნილ და აღჭურვილ რეზერვის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო დახმარებას გაუწევს საქართველოს სამხედრო ძალებს.

თავი IV

სამხედრო შეკრების ვადები და გავლის წესი

     მუხლი 13

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა, მიმდინარეობა და სასწავლო დისციპლინები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების № 2/1 და № 2/2 დანართებით , განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №779-სსმIII,№152, 22.11.2010წ.,

მუხ.2163

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №901- ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

    მუხლი 14

მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ სარეზერვო სამსახურში და არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, სამხედრო ფიცს მიიღებენ სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში.

     მუხლი 15

სამხედრო შეკრებათა საერთო ხანგრძლივობა არის წელიწადში არა უმეტეს 45 დღე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №779-სსმIII,№152, 22.11.2010წ.,

მუხ.2163

    მუხლი 16 (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №779-სსმIII,№152, 22.11.2010წ.,

მუხ.2163

თავი V

რეზერვისტთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 17

რეზერვისტი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდეს სამობილიზაციო განყოფილებაში.

    მუხლი 18

რეზერვისტს, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისათვის თავის არიდების, უწყებაში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით სამობილიზაციო განყოფილებაში გამოუცხადებლობისათვის, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზი, დოკუმენტური დადასტურებით, არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირის ახლო ნათესავის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

    მუხლი 19

სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტს შეკრების გავლის პერიოდში სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სამხედრო საჯარისო სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20

რეზერვისტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით.

 

 

დანართი № 2

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამა

    მუხლი 1

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროცესი წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს კანონმდებლობის , წესდებების , საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების , დირექტივებისა და მითითებების , სამხედრო - საგანმანათლებლო დოქტრინების , კონცეფციებისა და სტანდარტების საფუძველზე .

    მუხლი 2

რეზერვისტების სამხედრო მომზადების პროგრამის საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმები , თემატიკის სახეები , საბრძოლო მომზადების პროგრამები და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტ ( ებ ) ით .

    მუხლი 3

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეზერვის ოფიცრების , სერჟანტებისა და კაპრალების პროფესიული მომზადება .

    მუხლი 4

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების მიზანია მოამზადოს ინდივიდუალურად , ათეულისა და ოცეულის დონეზე რეზერვისტები სპეციალობების მიხედვით . ქვედანაყოფის ამოც ა ნიდან გამომდინარე რეზერვისტებს უტარდებათ ამოცანაზე ორიენტირებული საბრძოლო მომზადება . მათ უნდა იცოდნენ, შეეძლოთ და გააჩნდეთ მე-2 მუხლში მითითებული გეგმებით, პროგრამებით და თემატიკის სახეებით რეზერვისტისათვის განსაზღვრული, საბრძოლო მომზადების უნარჩვევები.

    მუხლი 5

რეზერვისტს უფლება აქვს სწავლების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამოთქვას საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები , რომლებიც გაანალიზდება , შეფასდება და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე , საჭიროების შესაბამისად იქნება გათვალისწინებული .

    მუხლი 6

რეზერვისტები მომზადების დაწყებისთანავე მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ .

    მუხლი 7

რეზერვისტთა მომზადების დროს სწავლებისა და მომზადების ეფექტურად განხორციელებას ძირითადად განაპირობებს შესაბამისი ქვედანა ყ ოფების მუდმივი შემადგენლობის ოფიცრების , სერჟანტების და კაპრალების მაღალი პროფესიონალიზმი , აგრეთვე რეზერვისტების განათლებისა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გარკვეული დონე , რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასწავლო პროცესში .

    მუხლი 8

მომზადების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ადგილი უკავია საველე მეცადინეობებს , სადაც ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ -ჩვევებით განმტკიცება , სასწავლო მეთოდური საშუალებების გამოყენებით .

    მუხლი 9

რეზერვისტს მომავალი ამოცანების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს ფიზიკური შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარი , რაც აუცილებელი წინაპირობაა საბრძოლო დავალების წარმატებულად შესრულებისათვის . აქედან გამომდინარე , თითოეულმა რეზერვისტმა მუდმივად უნდა იზრუნოს საკუთარი ცოდნის , ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობების შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის .

    მუხლი 10

რეზერვისტების გამოცხადება , სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილები, რეზერვის შესაბამის კატეგორიებში მოსამზადებელ რეზერვისტთა რაოდენობები, რეზერვისტთა შერჩევაზე და მომზადებაზე პასუხისმგებელი სამსახურები, ამ ღონისძიებების გატარების თარიღები, რეზერვისტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა , რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამის სახეობა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბრძოლო მომზდების გეგმის თანახმად , საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე .

    მუხლი 11

მეცადინეობების ცხრილის შედგენა , რეზერვის სამხედრო მომზადების პროგრამისა და საბრძოლო მომზადების პროგრამიდან გამომდინარე , ხორციელდება იმ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, სადაც მიმდინარეობს რეზერვისტთა მომზადება .

    მუხ ლი 12

რეზერვის ტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა , მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები განსაზღვრულია №№ 2/1 და 2/2 დანართების მიხედვით .

 

დანართი № 2/ 1

რეზერვის ტთა სამხედრო მომზადების მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები 45 დღის განმავლობაში:

    მუხლი 1

1. რეზერვისტების სამხედრო მომზადე ბა მიმდინარეობს 45 დღის განმავლობაში :

ა) საორგანიზაციო დღე – 4 ( ოთხი დღე ):

ა.ა ) რეზერვისტთა მიღება - განთავსება – 2 ( ორ ი დღე );

ა.ბ ) სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ ტესტირება – 1 ( ერთი დღე );

ა.გ ) რეზერვისტთა შეკრების გამოშვება – 1 ( ერთი დღე ).

ბ) სასწავლო დღეების რაოდენობა - 35 ( ოცდათხუთმეტი დღე );

გ) დასვენების დღე კვირა – 6 (ექვსი დღე) ;

2. სასწავლო დღეები – ორშაბათი – შაბათი ;

3. დღიური მეცადინეობის ხანგრძლივობა – 8 ( რვა ) საათი ;

4. სასწავლო საათის ხანგრძლივობა – 50 ( ორმოცდაათი ) წუთი .

    მუხლი 2

სასწავლო დროის განაწილება განისაზღვრება 48 აკადემიური საათით კვირაში . საბრძოლო მომზადების განმავლობაში დაგეგმილი მეცადინეობების 20 % ტარდება ღამით .

    მუხლი 3

დასვენების დღეებში ( კვირა დღე ) ტარდება :

ა) კულტურულ - მასობრივი ღონინისძიებები ;

ბ) პატრიოტული შინაარსის კინოფილმების ჩვენება ;

გ) კონცერტები ;

დ) ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში ;

ე) სპორტული შეჯიბრებები .

    მუხლი 4

რეზერვისტებთან ყველა მეცადინეობა ტარდება , როგორც წესი , სასწავლო ველზე , საველე კლასებში ან სასროლეთზე . სწავლების დროს აუცილებელია დაცული იყოს თემების განხილვის ლოგიკური თანმიმდევრობა და მარტივიდან რთულზე გადასვლა .

    მუხლი 5

სასწავლო საკითხის შესწავლა ხორციელდება „ხოხვით” , „სიარულითა” და „სირბილით” შესრულების მეთოდით, ვარჯიშების სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 6

ტაქტიკურ მომზადებაში მეცადინეობებზე რეზერვისტები სწავლობენ ტაქტიკის ძირითად საფუძვლებს ჯგუფის , ათეულისა და ოცეულის დონეზე .

    მუხლი 7

საცეცხლე მომზადებაში რეზერვისტები სწავლობენ საცეცხლე მომზადების ძირითად საფუძვლებს . მიღებულ ცოდნასა და ჩვევებს სრულყოფენ საცეცხლე ვარჯიშებზე , პრაქტიკულ სროლებზე და შეიარაღების მომსახურების დროს . ყუმბარმტყორცნელების , მეტყვიამფრქვევეებისა და სნაიპერების მომზადება ხორციელდება მსროლელების მომზადების პარალელურ რეჟიმში.

    მუხლი 8

სადაზვერვო მომზადების თემების შესწავლა ხორციელდება თეორიულ და ჯგუფურ მეცადინეობებზე . რეზერვისტების მიერ ხდება საკუთარი და სავარაუდო მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების ორგანიზაციის , შეიარაღებისა და მოქმედების ტაქტიკის შესწავლა .

    მუხლი 9

საინჟინრო მომზადების მეცადინეობებზე ხდება რეზერვისტებისათვის სანიმუშოდ მოწყობილი სანგრების , ტრანშეების , საფრების ჩვენება , ხოლო შემდეგ რეზერვისტების მიერ სანგრების პრაქტიკულად მოწყობა . ნაღმასაფეთქებელი ღობურების შესახებ მეცადინეობები ტარდება სასწავლო ნაღმებისა და იმიტაციური ასაფეთქებლების გამოყენებით .

    მუხლი 10

კავშირგაბმულობაში მეცადინეობები ტარდება როგორც საველე კლასებში , ასევე ველზე წინასწარ მომზადებული შესაბამისი კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით . კავშირგაბმულობაში ჩატარებულმა მეცადინეობებმა უნდა უზრუნველყონ რეზერვისტებისათვის უსაფრთხოების წესების შესწავლა და მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კავშირგაბმულობის საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა .

    მუხლი 11

სამხედრო ტოპოგრაფიის მეცადინეობები ტარდება ველზე პროგრამით გათვალისწინებული თემების შესაბამისად , ხოლო მისი დახვეწა მიმდინარეობს , ძირითადად , ტაქტიკური მეცადინეობების პროცესში .

    მუხ ლი 12

სამედიცინო მომზადებაში მეცადინეობების ჩატარება ხორციელდება საველე კლასებში და ველზე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით . აღნიშნულ მეცადინეობებზე ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვისტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და მისი ევაკუაციის საკითხებში .

    მუხლი 13

სპეციალისტთა ქვედანაყოფების მომზადება ხორციელდება ტაქტიკურ-სპეციალურ მომზადებაში განსხვავებული თემების შესწავლით, რომელშიც გაზრდილი საათების რაოდენობა ბალანსდება ტაქტიკურ მომზადებაში საათების შემცირების ხარჯზე. სპეციალური მომზადება უნდა ჩატარდეს ტაქტიკურ მომზადებაში შესასწავლი თემების ლოგიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით და მათთან მჭიდრო კავშირში .

    მუხლი 14

სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილ საათებში რეზერვისტები , ტაქტიკურ ველზე წინასწარ მომზადებული მატერიალურ - ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და სპეციალური ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით , შეისწავლიან სამაშველო ოპერაციების ჩატარების საკითხებს ბუნებრივი მოვლენების , სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების დროს .

    მუხლი 15

  ფიზიკური და სამწყობრო მომზადების მეცადინეობების ჩასატარებლად ცალკე სასწავლო საათები არ გამოიყოფა . ფიზიკური მომზადების ჩასატარებლად გამოიყენება დილის ვარჯიშის საათები და ინდივიდუალური ვარჯიშები თავისუფალ დროს , სამწყობრო მომზადების საკითხების დასახვეწად – კვირა დღის მეცადინეობები და პირადი შემადგენლობის მოწყობებისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი დრო .

    მუხლი 16

საბრძოლო მომზადების ბოლოს ტარდება ათეულის და ოცეულის საბრძოლო სროლები თავდაცვაში , რომლის დროსაც პრაქტიკულად ფასდება რეზერვისტების უნარი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში . რეზერვისტებთან ყოველი მეცადინეობის დაწყების წინ ხდება უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი შესწავლა , ხოლო სროლების ჩატარების შემთხვევაში , დამატებით , რეზერვისტებთან ტარდება ინსტრუქტაჟი „სროლების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების შესახებ “, რომელიც ფორმდება უწყისის სახით და ფიქსირდება ყოველი მსროლელის ( სავარჯიშოს შემსრულებლის ) ხელმოწერით .

    მუხლი 17

რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების კურსზე რეზერვისტთა საგნობრივი შეფასება ხორციელდება გათვალისწინებული თემების შესწავლის დასრულების ბოლოს , 1- საათიანი ტესტირებით . კურსის ბოლოს რეზერვისტთა ქვედანაყოფების შეფასება ხდება დაგეგმილი „ათეულის საბრძოლო სროლების “ დროს პრაქტიკული მოქმედებებიდან და დასახული ამოცანის შესრულებიდან გამომდინარე , ხოლო რეზერვისტის ინდივიდუალური შეფასება – ჩატარებული ტესტირების შედეგების გათვალისწინებით .

    მუხლი 18

რეზერვისტთა მომზადების სასწავლო დისციპლინებია :

ა) მსუბუქი - ქვეითი ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ა. ა ) ტაქტიკური მომზადება ;

ა. ბ ) ს აცეცხლე მომზადება ;

ა.გ) საინჟინრო მომზადება ;

ა.დ) კავშირგაბმულობა ;

ა.ე) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ა.ვ) სამედიცინო მომზადება ;

ა. ზ) საერთო - საჯარისო წესდებები ;

ა. თ) სამაშველო ოპერაციები .

ბ) სადაზვერვო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ბ. ა ) ტაქტიკური მომზადება ;

ბ. ბ ) ტაქტიკურ- სპეციალური მომზადება ;

ბ.გ) საცეცხლე მომზადება ;

ბ.დ) საინჟინრო მომზადება ;

ბ.ე) კავშირგაბმულობა ;

ბ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ბ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

ბ.თ) საერთო - საჯარისო წესდებები ;

ბ.ი) სამაშველო ოპერაციები .

გ) საინჟინრო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

გ.ა) ტაქტიკური მომზადება ;

გ.ბ) ტაქტიკურ- სპეციალური მომზადება ;

გ.გ) საცეცხლე მომზადება ;

გ.დ) საინჟინრო მომზადება ;

გ.ე) კავშირგაბმულობა ;

გ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

გ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

გ.თ) საერთო - საჯარისო წესდებები ;

გ.ი) სამაშველო ოპერაციები .

დ) კავშირგაბმულობის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

დ.ა) ტაქტიკური მომზადება ;

დ.ბ) ტაქტიკურ- სპეციალური მომზადება ;

დ.გ) საცეცხლე მომზადება ;

დ.დ) საინჟინრო მომზადება ;

დ.ე) კავშირგაბმულობა ;

დ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

დ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

დ.თ) საერთო - საჯარისო წესდებები .

ე) უზრუნველყოფის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ე. ა) ტაქტიკური მომზადება ;

ე.ბ) ტაქტიკურ- სპეციალური მომზადება ;

ე.გ) საცეცხლე მომზადება ;

ე.დ) საინჟინრო მომზადება ;

ე.ე) კავშირგაბმულობა ;

ე.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ე.ზ) სამედიცინო მომზადება ;

ე.თ) საერთო - საჯარისო წესდებები ;

ე. ი) სამაშველო ოპერაციები .

 

 

დანართი № 2/ 2

რეზერვის ტთა სამხედრო მომზადების მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები 14 დღის განმავლობაში:

    მუხლი 1

1. რეზერვისტების საბრძოლო მომზადება მიმდინარეობს 14 დღის განმავლობაში :

ა) საორგანიზაციო დღე ( რეზერვისტთა მიღება - განთავსება ) – 1 ( ერთი დღე ):

ბ) სასწავლო დღეების რაოდენობა – 13 ( ცამეტი დღე );

2. დღიური მეცადინეობის ხანგრძლივობა – 8 ( რვა ) საათი ;

3. სასწავლო საათის ხანგრძლივობა – 50 ( ორმოცდაათი ) წუთი .

4. სასწავლო დროის განაწილება განისაზღვრება 104 აკადემიური საათით .

5. თვითმომზადების პერიოდში ტარდება :

ა ) პატრიოტული შინაარსის კინოფილმების ჩვენება ;

ბ ) კონცერტები ;

გ ) სამართლებრივი მომზადება ;

დ ) სპორტული შეჯიბრებები ;

ე ) ფსიქოლოგიურ მომზადებაში ;

ვ ) სამწყობრო მომზადებაში ;

ზ ) საშტატო შეიარაღებისა და პირადი აღჭურვილობის წესრიგში მოყვანა .

    მუხლი 2

რეზერვისტებთან ყველა მეცადინეობა ტარდება , როგორც წესი , სასწავლო ველზე , საველე კლასებში ან სასროლეთზე . ყოველი მეცადინეობის დასაწყისში ხელმძღვანელი ამოწმებს პირად შემადგენლობას , შეიარაღებას , ეკიპირებას , აცხადებს თემას , მეცადინეობის სასწავლო მიზნებს , ამოწმებს ხელქვეითთა მიერ ადრე შესწავლილი მასალის ათვისების დონეს და შემდგომ იწყებს ახალი თემის შესწავლას .

    მუხლი 3

ტაქტიკურ მომზადებაში მეცადინეობებზე რეზერვისტები სწავლობენ ტაქტიკის ძირითად საფუძვლებს ჯგუფის , ათეულისა და ოცეულის დონეზე . სწავლება ხორციელდება ველზე როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფების , ათეულებისა და ოცეულების შემადგენლობაში . ტაქტიკური ვითარება და ადგილმდებარეობა ხელს უნდა უწყობდეს სასწავლო საკითხების ხარისხიანად დამუშავებას . სასწავლო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნ ე ს საცეცხლე საშუალებები , ტექნიკის მაკეტები და იმიტაციის სხვადასხვა საშუალებები .

    მუხლი 4

საცეცხლე მომზადებაში რეზერვისტები სწავლობენ საცეცხლე მომზადების ძირითად საფუძვლებს . მიღებულ ცოდნასა და ჩვევებს სრულყოფენ საცეცხლე ვარჯიშებზე , პრაქტიკულ სროლებზე და შეიარაღების მომსახურების დროს . ყუმბარმტყორცნელების , მეტყვიამფრქვევეებისა და სნაიპერების მომზადება ხორციელდება მსროლელების მომზადების პარალელურ რეჟიმში .

 საცეცხლე წვრთნის დროს რეზერვისტები საშტატო იარაღის , სასწავლო მოწყობილობისა და საწვრთნელი საშუალებების გამოყენებით შეისწავლიან სროლისათვის მომზადების , სწორი დამიზნების , გასროლისა და ზუსტი ცეცხლის წარმოების , ხელყუმბარის ტყორცნის , მიზნების დაზვერვის , საცეცხლე ამოცანების გადაჭრის ხერხებსა და საცეცხლე წვრთნის სხვა საკითხებს . საცეცხლე წვრთნის დროს ყოველი შემსწავლელის მიმართ ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომა მისი დახელოვნებისა და არსებული კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრისათვის .

    მუხლი 5

სადაზვერვო მომზადების თემების შესწავლა ხორციელდება თეორიულ და ჯგუფურ მეცადინეობებზე . რეზერვისტების მიერ ხდება საკუთარი და სავარაუდო მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების ორგანიზაციის , შეიარაღებისა და მოქმედების ტაქტიკის შესწავლა . ჯგუფურ მეცადინეობებზე იხვეწება სათვალთვალო ადგილის შერჩევის , მისი დაკავებისა და შენიღბვის , მოწინააღმდეგეზე თვალთვალისა და მისი გამოვლინების ხერხები .

    მუხლი 6

საინჟინრო მომზადების მეცადინეობებზე პოზიციების ხდება რეზერვისტებისათვის სანიმუშოდ მოწყობილ ი სანგრების , ტრანშეების , საფრების ჩვენება , ხოლო შემდეგ მოწყობას . ნაღმასაფეთქებელი ღობურების შესახებ მეცადინეობები ტარდება სასწავლო ნაღმებისა და იმიტაციური ასაფეთქებლების გამოყენებით .

    მუხლი 7

კავშირგაბმულობაში მეცადინეობები ტარდება როგორც საველე კლასებში , ასევე ველზე წინასწარ მომზადებული შესაბამისი კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით . კავშირგაბმულობაში ჩატარებულმა მეცადინეობებმა უნდა უზრუნველყონ რეზერვისტებისათვის უსაფრთხოების წესების შესწავლა და მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კავშირგაბმულობის საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა .

    მუხლი 8

სამხედრო ტოპოგრაფიის მეცადინეობები ტარდება ველზე პროგრამით გათვალისწინებული თემების შესაბამისად , ხოლო მისი დახვეწა მიმდინარეობს , ძირითადად , ტაქტიკური მეცადინეობების პროცესში .

    მუხლი 9

სამედიცინო მომზადებაში მეცადინეობების ჩატარება ხორციელდება საველე კლასებში და ველზე სათანადო მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფით . აღნიშნულ მეცადინეობებზე ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვისტების მიერ პრაქტიკული უნარ - ჩვევების გამომუშავებას დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და მისი ევაკუაციის საკითხებ ს .

    მუხლი 10

ფიზიკური მომზადების სასწავლო საათები შევა საბრძოლო მომზადების თემატიკის საათებში , აგრეთვე ფიზიკური მომზადების ჩასატარებლად გამოიყენება დილის ვარჯიშის საათები და ინდივიდუალური ვარჯიშები თავისუფალ დროს .

    მუხლი 11

სამწყობრო მომზადების საკითხების დასახვეწად გათვალისწინებულ იქნ ე ს თვითმომზადების საათები და პირადი შემადგენლობის მოწყობებისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი დრო .

    მუხლი 12

საბრძოლო მომზადების ბოლოს ტარდება ათეულის საბრძოლო სროლები , რომლის დროსაც პრაქტიკულად ფასდება რეზერვისტების უნარი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში . რეზერვისტებთან ყოველი მეცადინეობის დაწყების წინ ხდება უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი შესწავლა , ხოლო სროლების ჩატარების შემთხვევაში , დამატებით , რეზერვისტებთან ტარდება ინსტრუქტაჟი „სროლების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების შესახებ “, რომელიც ფორმდება უწყისის სახით და ფიქსირდება ყოველი მსროლელის ( სავარჯიშოს შემსრულებლის ) ხელმოწერით .

    მუხლი 13

რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების შეფასება საგნობრივად შესასწავლ თემებში ხორციელდება წინასწარ შემუშავებული შესასრულებელი დავალებების მიხედვით . კურსის ბოლოს რეზერვისტთა ქვედანაყოფების შეფასება ხდება დაგეგმილი „ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლების “დროს პრაქტიკული მოქმედებებიდან და დასახული ამოცანის შესრულებიდან გამომდინარე .

    მუხლი 14

რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები ა:

ა) მსუბუქი - ქვეითი ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ა.ა) ტაქტიკური მომზადება ;

ა.ბ) საცეცხლე მომზადება ;

ა.გ) საინჟინრო მომზადება ;

ა.დ) კავშირგაბმულობა ;

ა.ე) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ა.ვ) სამედიცინო მომზადება ;

ა.ზ) საერთო - საჯარისო წესდებები .

ბ) სადაზვერვო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ბ.ა) ტაქტიკური მომზადება ;

ბ.ბ) სპეციალური მომზადება ;

ბ.გ) საცეცხლე მომზადება ;

ბ.დ) საინჟინრო მომზადება ;

ბ.ე) კავშირგაბმულობა ;

ბ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ბ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

ბ. თ) საერთო - საჯარისო წესდებები .

გ) საინჟინრო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

გ.ა) ტაქტიკური მომზადება ;

გ.ბ) სპეციალური მომზადება ;

გ.გ) საცეცხლე მომზადება ;

გ.დ) საინჟინრო მომზადება ;

გ.ე) კავშირგაბმულობა ;

გ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

გ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

გ.თ) საერთო - საჯარისო წესდებები .

დ) კავშირგაბმულობის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

დ.ა) ტაქტიკური მომზადება ;

დ.ბ) სპეციალური მომზადება ;

დ.გ) საცეცხლე მომზადება ;

დ.დ) საინჟინრო მომზადება ;

დ.ე) კავშირგაბმულობა ;

დ. ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

დ.ზ) სამედიცინო მომზადება ;

დ.თ) საერთო - საჯარისო წესდებები .

ე) უზრუნველყოფის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები :

ე.ა) ტაქტიკური მომზადება ;

ე.ბ) სპეციალური მომზადება ;

ე.გ) საცეცხლე მომზადება ;

ე.დ) საინჟინრო მომზადება ;

ე.ე) კავშირგაბმულობა ;

ე.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია ;

ე.ზ) სამედიცინო მომზადება ;

ე.თ) საერთო - საჯარისო წესდებები .

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №779-სსმIII,№152, 22.11.2010წ.,

მუხ.2163

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, №296, 06.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.170.000.22.026.010.417 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71038-2/