საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2007 ძალადაკარგული 03.10.2018
ნომერი
№190/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.035.010.502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 27/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (19)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.010.502

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №190/ნ

+

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

2. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ წარმოადგენს სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №264/ნ ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

    ლ. ჭიპაშვილი

    

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანება №82/ნ - სსმ III, №19, 19.02.2009 წ., მუხ.232

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №32/ნ - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.175

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №309/ნ - სსმ III, №125, 30.09.2010 წ., მუხ.1821

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409/ნ - სსმ III, №164, 15.12.2010წ.,მუხ.2328

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 11.05.2011წ.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის ბრძანება №01-26/ნ - ვებგვერდი, 30 .05.2011წ.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №01- 13/ნ - ვებგვერდი, 23.03.2012წ.

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 17.10.2012წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება

+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409/ნ - სსმ III, №164, 15.12.2010წ.,მუხ.2328

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

+

1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

გ) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ შექმნა და მისი პერიოდული სრულყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;

ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობების განხორციელება;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ​1 ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველოფა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;

ი) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

ლ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება;

ლ​1) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე, მოსახლეობისათვის გეოგ რ აფიული ბარიერების თავიდან ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით სოფლის დონეზე) სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანებობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

მ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;

ნ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ო) დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) გამოცემა;

ო​1) მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა „მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად (დანართი №1);

ო​2) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღება (ანკეტირება),  ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ;

პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან და ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. სააგენტო დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);

ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;

დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის  31 დეკემბრის ბრძანება №298/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1972

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409/ნ - სსმ III, №164, 15.12.2010წ.,მუხ.2328

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 11.05.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის ბრძანება №01-26/ნ - ვებგვერდი, 30.05.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.

4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანება №82/ნ - სსმ III, №19, 19.02.2009 წ., მუხ.232

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №309/ნ - სსმ III, №125, 30.09.2010 წ., მუხ.1821

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 23.03.2012წ.

    მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი

+

სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;

გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს;

თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;

მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

ო) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

ჟ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას;

რ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ს) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 17.10.2012წ.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

+

1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

    მუხლი 5 ​1 . მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები

+

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენენ სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.

2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

3. რეგიონულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირი.

4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №32/ნ - სსმ III, №15, 10.02.2010 წ., მუხ.175

    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

+

1. სააგენტოს სახლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

+

1. სააგენტოს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გააჩნია შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი აქტივები, მატერიალური მარაგები, ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ-დება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციე-ლებას.

5. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკი-ცებლად წარუდგენს სამინისტროს.

6. სააგენტოს წლიურ ბალანს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

+

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

+

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №1 მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხვედველობის განხორციელების წესი და პირობები

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. წინამდებარე მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე და 1284 -ე მუხლების გათვალისწინებით და განსაზღვრავს მეურვის/მზრუნველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობ ების შესრულებაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (ს აჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეულები ) მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სამეურვეო/სამზრუნველო პირის მეურვე/მზრუნველი თავად არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

    მუხლი 2. ზედამხედველობის ფარგლები და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები

+

1. მეურვის/მზრუნველის კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობაზე ზედამხედველობ ის განხორციელება წარმოადგენს ს აჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო ) და მისი ტერიტორიული ერთეულების (შემდგომში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო) ფუნქციას, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამეურვეო/სამზრუნველო პირის მოთავსებისა და იქ ყოფნის პერიოდში ჩერდება მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა. ამ შემთხვევაში ამ პირთა მიმართ ზედამხედველობის ფარგლები მოიცავს მხოლოდ მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში განთავსებას.

3. საზღვარგარეთ მეურვის/მზრუნველის გასვლის და/ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის გაყვანის შემთხვევაში ჩერდება მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა სამეურვეო/ სამზრუნველო პირისა ან/და მეურვის/მზრუნველის საქართველოში დაბრუნებამდე. ამ შემთხვევაში ამ პირთა მიმართ ზედამხედველობის ფარგლები მოიცავს მხოლოდ მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში განთავსებას.

4. სამეურვეო/სამზრუნველო პირის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარიზაციის პერიოდში, სააგენტო და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავისუფლება სამეურვეო/სამზრუნველო პირის პერსონალური მონახულების ვალდებულებისაგან. სამეურვეო/სამზრუნველო პირის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ საჭირო მონაცემები შესაძლებელია მიღებულ იქნეს სპეციალიზებული დაწესებულების ადმინისტრაციისაგან წერილობითი ფორმით.

5. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად , გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა არ ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.

6. სრულწლოვან ქმედუნარიან პირებზე დაწესებული მზრუნველობის შემთხვევების ზედამხედველობა მოიცავს სამზრუნველო პირისაგან წერილობითი ფორმით ინფორმაციის მიღებას (თუ ამის საშუალებას იძლევა სამზრუნველო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა), რომლის მოთხოვნის შესაბამისადაც ხორციელდება ზედამხედველობის შედეგების განსაზღვრა.

7. მეურვეობის/მზრუნველობის შეწყვეტა, მეურვის/მზრუნველის გადაყენება ან გათავისუფლება იწვევს ამ მზრუნველის/მეურვის საქმიანობაზე ზედამხედველობის შეწყვეტას.

    მუხლი 3. მეურვეობისა და მზრუნველობის მონაცემთა ბაზა

+

1. მეურვე ო ბისა და მზრუნველ ო ბის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება მეურვეობისა და მზრუნველობის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (შემდგომში – მონაცემთა ბაზა), სადაც მოცემულია ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების თითოეული შემთხვევის შესახებ, სამეურვეო/სამზრუნველო პირისა და მისი მეურვის/მზრუნველის პირადი მონაცემები, მეურვ ის /მზრუნველის გათავისუფლების, გადაყენების, მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტის, ბათილობის, გაუქმების, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლებების რეალიზაციის ათვის თანხმობის მიღების შესახებ, მეურვეობისა და მზრუნველობის შემთხვევების ზედამხედველობის შედეგები და სხვა ინფორმაცია (მონაცემები), რაც უკავშირდება სამურვეო/სამზრუნველო პირს და სააგენტოს/მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

2. მონაცემთა ბაზის ფორმირება ხდება სააგენტოსა და მეურვე ო ბისა და მზრუნველ ო ბის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოპოვებული (მიღებული) ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე.

    მუხლი 4. ზედამხედველობის პროცესი

+

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ზედამხედველობის პროცესი გულისხმობს მეურვის / მზრუნველის მოვალეობების განხორციელების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება:

ა) დადგენილი პერიოდულობით (გეგმური ზედამხედველობა);

ბ) სააგენტოს/მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს ინიციატივით შერჩევით ი პრინციპით;

გ) შ ემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ.

2. გეგმური ზედამხედველობა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრულ ვადებში.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის ფორმებს და მისი გამოყენების ინსტრუქციას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 5. გეგმიური ზედამხედველობის ვადები და გეგმა

+

1. გეგმიური ზედამხედველობა ხორციელდება კალენდარულ წელიწადში ერთხელ.

2. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე გეგმური ზედამხედველობის განხორციელების დაწყებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამტკიცებს ზედამხედველობის გეგმას.

3. ზედამხედველობის გეგმაში აისახება ზედამხედველობის დაწყების და დასრულების ვადები, გრაფიკი და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები.

    მუხლი 6. ზედამხედველობის ფორმ ა

+

1. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ხორციელდება ფაქტობრივი ზედამხედველობა, თუ არ არსებობს მეურვეობის/მზრუნველობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

2. ფაქტობრივი ზედამხედველობა მოიცავს კანონმდებლობით ნებადართული სხვადასხვა მოქმედების განხორციელების შედეგად მეურვის/მზრუნველის საქმიანობის ფაქტობრივ შემოწმებას.

    მუხლი 7. ზედამხედველობის შედეგები

+

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს ზედამხედველობის შედეგები აისახება დასკვნაში. შედეგების მიხედვით დასკვნა შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ან უარყოფითი.

2. ზედამხედველობის დროს დასკვნაში ყურადღება უნდა მიექცეს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უპირატესი ინტერესების დაცვის საკითხს.

3. დასკვნა შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე დასტურდება მეურვის/მზრუნველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება–მოვალეობების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში და ადგილი არ აქვს ნაკისრი ფუნქციების განზრახ უგულებელყოფას ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ განზრახ გულგრილ დამოკიდებულებას. დამაკმაყოფილებელი დასკვნა ინახება დადგენილი წესების შესაბამისად და დამატებით სხვა დოკუმენტი არ იქმნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედამხედველობა განხორციელდა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში შემოსული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ინფორმაციის მომწოდებელი ითხოვს გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით პასუხს. ამ შემთხვევაში, ასეთი პირისათვის გაგზავნილ ი პასუხი უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოს და მიღებული შედ ე გების შესახებ; პასუხში არ უნდა აისახოს მეურვის/მზრუნველის და სამეურვეო/სამზრუნველო პირის პერსონალური მონაცემები, იმ მონაცემების გარდა, რაც ინფორმაციის მომწოდებელმა მიუთითა განცხადებაში.

4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მეურვის/მზრუნველის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობას, არაჯეროვან შესრულებას, სამზრუნველო/სამეურვეო პირის კანონიერი ინტერესების დარღვევას, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს გამოაქვს ერთ -ერთი შემდეგი გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი):

ა) მეურვის/მზრუნველის გათავისუფლების თაობაზე;

ბ) მეურვის/ მზრუნველის გადაყენების თაობაზე.

5. მეურვეობა ან მზრუნველობა წყდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.

6. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ზედამხედველობის შედეგების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 8. ზედამხედველობის შედეგების სისტემატიზაცია

+

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ზედამხედველობის შედეგებს ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას ასახვას მონაცემთა ბაზაში, ან ელექტრონული ფორმით აწვდის სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის ასახვას მონაცემთა ბაზაში.

2. სააგენტო უფლებამოსილია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ წარმოებულ მეურვეობის/მზრუნველობის საქმესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები ან ასახოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 11.05.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №190/ნ, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.010.502 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71380-10/