მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.08.2007 ძალადაკარგული 01.08.2012
ნომერი
№1098
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.010.735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 13/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.735

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1098

2007 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თანდართული წესი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №627 - სსმ III, 30.05.2008, №77, მუხ.833

2. დამტკიცდეს ,,ტრაქტორისტის მართვის მოწმობის“ თანდართული ნიმუში (დანართი 1).

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის პირველ იანვრამდე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანება.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 11 იანვრის ბრძანება №12 - სსმ III, 16.01.2008, №6 , მუხ.73

2 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 29 თებერვლის ბრძანება №276 - სსმ III, 04.03.2008, №33 , მუხ.362

3 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 29 მაისის ბრძანება №627 - სსმ III, 30.05.2008, №77 , მუხ.833

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613


5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო

  ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების, პირის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების პირობებს, მძღოლის მოწმობის გაცემის, აღდგენისა და შეცვლის წესს, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის წესსა და პირობებს. იგი გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 2. ამ წესის ტერმინების მოქმედების არეალი

ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

2. საფასური – კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის.

3. მომსახურება – სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება.

4. დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავაანი სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა.

6. სატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზებზე ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასატანად, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის, რომლებიც გამოყენება ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასატანად, ტერმინი ასევე მოიცავს ტროლეიბუსებს.

7. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები.

8. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოში დამამზადებლის მიერ.

9. ავტომატარებელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად.

10. სატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი.

11. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორიის (კატეგორიების) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და დაიშვება საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად.

12. მძღოლობის კანდიდატი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სურს მიიღოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13. მძღოლის მოწმობა – კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

14. მართვის მოწმობა – „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებით დამტკიცებული მოწმობის ფორმა, რომელიც უფლებას აძლევს პირს მართოს შესაბამისი კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

15. ტრაქტორისტის მართვის მოწმობა (დანართი №1) – მძღოლის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მძღოლზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ტრამვაის ან/და ტროლეიბუსის მართვის უფლების მინიჭებას.

16. ტრაქტორისტ-მემანქანე – პირი, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.

17. მძღოლის მოწმობის დასტური – უცხო ქვეყნის მძღოლის მოწმობის გამცემი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არარსებობის ფაქტს.

18. კატეგორია – ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4,“ კატეგორიად კლასიფიკაცია.

19. ხელით სამართავი ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაკეთებული (მოდიფიცირებული) ინვალიდების მიერ მოსახერხებლად სამართავად.

20. გამომცდელი – საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს;

21. სამედიცინო ცნობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით მძღოლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სამართავად დასაშვები მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები.

22. უნიკალური კოდი – მძღოლის ან მძღოლობის კანდიდატის კომპიუტერის მიერ მინიჭებული პერსონალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სააგენტოში მათი ან მათზე არსებული ინფორმაციის იდენტიფიცირება.

23. მომზადებული – მძღოლობის კანდიდატი, რომელსაც გამოცდაზე გასვლისას არ გააჩნია სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა.

24. გადამზადებული – მძღოლობის კანდიდატი, რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა და ახდენს კატეგორიის დამატებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

თავი II

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლის მოწმობები და მისი კატეგორიები

    მუხლი 4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა „A“, „B“, „C“, „D“, „E“, „T1“, „T2“ „T3“ „T4“ კატეგორიებად, რომელთა მართვის უფლების მინიჭება ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

2. „A“, „B“, „C“, „D“, „E“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას მძღოლზე გაიცემა მძღოლის მოწმობა.

3. „T1“, „T2“ „T3“ „T4” მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას ტრაქტორის მემანქანეზე გაიცემა ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 5. ,,A“ კატეგორია

1. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ მოტოციკლები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები.

2. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

3. ის მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც აბარებენ ,,B“, ,,C“, ,,D“, ან ,,E“ კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას, შესაძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე პარალელურად დაშვებულ იქნენ ,,A“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზეც.

4. ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2,“ ,,T3,“ ან „T4“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს ,,A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

5. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.

    მუხლი 6. ,,B“ კატეგორია

1. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:

ა) სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

გ) საბუქსირო სატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება დაუტვირთავი წამყვანი სატრანსპორტო საშუალების წონას, თუ ამგვარი შემადგენლობის საერთო წონა არ აღემატება 3560 კგ-ს.

2. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

3. ,,A“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ ,,T3“ ან ,,T4“. კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს, ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

4. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.

    მუხლი 7. ,,C“ კატეგორია

1. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:

ა) სატვირთო ავტომობილები, რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს.

ბ) ,,C“ კატეგორიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.

შენიშვნა: ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ გადაიყვანონ მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა მძღოლის გარდა არ აღემატება რვას.

2. (ამოღებულია).

3. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

4. ,,A“, ,,B“, ,,T1“, ,,T2“ ,,T3“ ან „T4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე ,,C“ კატეგორიაზე გადამზადებულ პირებს, ,,C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემათ ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

5. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №627 - სსმ III, 30.05.2008, №77, მუხ.833

    მუხლი 8. ,,D“ კატეგორია

1, ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:

ა) სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი (შესახსრებული ავტობუსის გარდა);

 ბ) „D“ კატეგორიის სატარანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.

შენიშვნა: „D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, ,,C“ კატეგორიის მძღოლის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ შესაბამისად მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანონ რვაზე მეტი რაოდენობის მგზავრი.

2. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

3. ,,D“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან ,,B“ ან ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

4. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი ,,D“ კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

5. ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 9. ,,E“ კატეგორია

1. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს საწევარა ნახევარმისაბმელით ან ,,C“ და ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ავტომატარებელი.

2. შესახსრებული ავტობუსის სამართავად მძღოლს უნდა გააჩნდეს „DE“ კატეგორიის მართვის უფლება.

3. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, „E“ კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

4. ,,E“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან:

ა) ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ;

ბ) ,,D“ “ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.

5. ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი ,,E“ კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

6. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.

7. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ ,,C“ ან ,,BC“ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიის მისაღებად გამოცდაზე დაიშვებიან სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, 19 წლის შესრულების შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 10.

ტრაქტორისტის მართვის მოწმობები გაიცემა T1, T2, T3, T4 კატეგორიებით (დანართი 1).

    მუხლი 11. კატეგორია T1

1. T1 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო მანქანები.

2. T1 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

3. T1 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.

    მუხლი 12. კატეგორია T2

1. T2 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს საგზო და სამშენებლო მანქანები.

2. T2 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

3. T2 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.

    მუხლი 13. კატეგორია T3

1. T3 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტრამვაი.

 2. T3 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

3. T3 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 20 წლის ასაკიდან.

    მუხლი 14. კატეგორია T4

1. T4 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტროლეიბუსი.

2. T4 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

3. T4 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.

    მუხლი 15. ხელით სამართავი ავტომობილი

1. „ხელით სამართავი ავტომობილის“ მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს მხოლოდ „ხელით სამართავი ავტომობილი“.

2. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების აღნიშვნით შესაძლებელია გაიცეს როგორც მართვის, აგრეთვე ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.

3. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მძღოლის მოწმობა გაიცემა საგზაო მოძრაობის წესების 7.17 პუნქტით გათვალისწინებული „ინვალიდის“ ნიშნით.

4. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თორიული და პრაქტიკული გამოცდა.

5. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ასაკიდან.

თავი III

მძღოლის მოწმობის გაცემის წესი

    მუხლი 16. მძღოლობის კანდიდატთა მომზადების, გადამზადებისა და გამოცდაზე დაშვების წესი

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელმაც დადგენილი სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად გაიარა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები, სათანადოდ აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს მძღოლთა მოსამზადებელ (გადასამზადებელ) საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. მძღოლის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა, რომელიც მოქმედებს უვადოდ.

3. ტრაქტორისტ-მემენქანის მომზადების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატთა და ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანეთა მომზადების პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლის მიერ გაცემული ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობა.

4. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოწმობის გარეშე დაშვებულნი იქნებიან იმ უმაღლესი და საშუალო სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები, რომლებმაც შეისწავლეს ავტომობილების მოწყობილობებისა და გზებზე მოძრაობის წესები.

5. უმაღლესი და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის შესწავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება დიპლომის ასლი და მისი დანართი (ამონაწერი საგამოცდო უწყისიდან).

6. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია დამოუკიდებელად მომზადებული მძღოლობის კანდიდატთა მიღება, რომელთა გამოცდაზე დაშვების საკითხს განიხილავს სააგენტოს დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

7. სააგენტოს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მძღოლობის კანდიდატის გამოცდაზე დაშვების საკითხის დადებითი გადაწყვეტილება ძალაშია მის გაუქმებამდე.

    მუხლი 17. მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი ჯგუფების რეგისტრაციის წესი

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ფუნქციონირების დაწყებისთანავე წერილობით მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროგრამების შესახებ, წარუდგინონ სწავლების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში ჯგუფის რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა სიებთან ერთად ორ ეგზეპლარად, რომელთან ერთი საგამოცდო სამსახურის თანამშრომლის მიერ დამოწმებული დაუბრუნდებათ უკან.

3. გამოცდების ჩაბარების გრაფიკი განისაზღვრება საგამოცდო სამსახურის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 18. მოქალაქეთა მიღების წესი

1. მძღოლისა და საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას, გამოცდის მიღებასა და ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად ახორციელებენ სააგენტოს საგამოცდო სამსახურები (შემდგომში – საგამოცდო სამსახურები) მიუხედავად პირის საქართველოში საცხოვრებელი ადგილისა.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოს ერთ საგამოცდო სამსახურში დაწყებული მძღოლის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვოს სააგენტო სხვა საგამოცდო სამსახურში. აღნიშნული გარემოებების არსებობისას საქმისწარმოებისათვის განსაზღვრული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საგამოცდო სამსახურების მიერ ურთიერთგაცვლის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისას, თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო ჩანაწერებში პირის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

4. წინასწარი გაფრთხლიების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლისას, სარეგისტრაციო ჩანაწერით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი ჩანაწერის შეცვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს აღნიშნული ჩანაწერით, ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის.

5. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 19. საგამოცდო სამსახურები

საქართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს მოქმედი საგამოცდო სამსახურებია:

ა) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება;

ა.ა) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება.

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:

ბ.ა) (ამოღებულია);

ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება;

ბ.გ) ქ. გორის განყოფილება;

ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება;

ბ.ე.) ხეითის განყოფილება.

გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:

გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;

გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება;

გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;

გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება;

გ.ე) ქ. ოზურგეთის განყოფილება;

გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №627 - სსმ III, 30.05.2008, №77, მუხ.833

    მუხლი 20. გამომცდელის კრიტერიუმი

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ატარებს სააგენტოს საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი (შემდგომში – გამომცდელი), რომელსაც შეუსრულდა 21 წელი.

2. გამომცდელს უნდა გააჩნდეს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მინიმუმ ,,BC“ კატეგორიის მართვის მოწმობა.

    მუხლი 21

1. „A“ „B“, „C“, „T1“, „T2“, „T3“, „T4“, კატეგორიების მძღოლის მოწმობის მისაღებად მომზადებულმა მძღოლ-კანდიდატებმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ჯანმრთელობის ცნობა;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. „C“, „D“ და „E“ კატეგორიაზე გადამზადებისას მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლ-კანდიდატმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) მართვის მოწმობა;

დ) შესაბამის კატეგორიაზე გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ჯანმრთელობის ცნობა;

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა:

1. ,,D“ და ,,E“ კატეგორიებზე გამოცდაზე დასაშვებად მძღოლ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების სტაჟი.

2. გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან და პირადობის მოწმობის ასლი.

3. სოფლის ან/და დაბის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძღოლ-კანდიდატებს უფლება აქვთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთის ნაცვლად წარმოადგინონ გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემული სარეკომენდაციო ბარათი (დანართი №7).

4. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის ბრძანება №276 - სსმ III, 04.03.2008, №33, მუხ.362

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №627 - სსმ III, 30.05.2008, №77, მუხ.833

თავი IV

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება), ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა და მძღოლის მოწმობის გაუქმება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 22. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები, მძღოლის მოწმობის გაუქმება.

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლებია:

ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;

ბ) სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართვის უფლების ჩამორთმევა;

დ) პირის გარდაცვალება.

2. მძღოლის მოწმობა უქმდება, თუ:

ა) გაიცა ახალი მძღოლის მოწმობა;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია პირს ჩამოართვას სააგენტოში წარმოდგენილი მძღოლის მოწმობა:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121​1  მუხლით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას;

დ) მართვის მოწმობების გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებთან მძღოლის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას.

4. პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეუჩერდა მართვის უფლება, შეჩერების მოქმედების ვადის გასვლამდე ან შემცირებამდე და დადგენილი წესით მართვის უფლების აღდგენამდე ჩაითვლება მართვის უფლების არმქონედ.

5. პირს, რომელსაც გაუუქმდა (შეუწყდა) მართვის უფლება, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 23. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შეჩერებული და შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენა, მძღოლის მოწმობის აღდგენა

1. ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეჩერებული (ჩამორთმეული) მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია შეჩერების (ჩამორთმევის) ვადის გასვლის ან შემცირების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით. მართვის უფლების აღდგენის შემთხვევაში პირს უბრუნდება მძღოლის მოწმობა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა).

2. ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელია სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პირის ჯანმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობას. ამასთან, სამედიცინო დასკვნის შესაბამისად, მართვის უფლება შეიძლება აღდგენილ იქნეს ნაკლები კატეგორიით.

3. ამ წესის 22-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობის მისაღებად სავალდებულოა I კატეგორიის თეორიული გამოცდის ჩაბარება, თუ:

ა) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან 117-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

ბ) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის;

გ) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შედეგად გაიცემა ახალი მძღოლის მოწმობა. ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოს მიერ ახალი მძღოლის მოწმობის გაცემიდან. აღნიშნული გარემოების არსებობამდე პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის ან/და სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული მართვის უფლების აღსადგენად პირი გამოცდაზე დაიშვება უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარმოდგენამდე გასულია 30 კალენდარული დღე.

 8. სააგენტოში მძღოლის მოწმობის მიღებისას (მათ შორის, აღდგენისას, შეცვლისას ან დაბრუნებისას) დაინტერესებული პირი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საფუძვლით მართვის უფლებაჩამორთმეულად, თუ:

ა) სააგენტოში დაცული არ არის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველით მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ან/და აღნიშნული საფუძვლით უფლების ჩამორთმევის დამადასტურებელი ელექტრონული სახის დოკუმენტი;

ბ) სააგენტოში დაცული უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული მონაცემებით ვერ ხორციელდება უფლებაჩამორთმეული პირის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მართვის უფლების ჩამორთმევაზე გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, დამატებითი წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადასტურებს დაინტერესებულ პირზე სპეციალური უფლების ჩამორთმევის ფაქტს;

გ) „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პირი გათავისუფლებულია როგორც ძირითადი, აგრეთვე დამატებითი სახდელისაგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 24. დოკუმენტების განადგურების წესი

1. მძღოლის მოწმობები, რომელთა სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობები, აგრეთვე მძღოლის მოწმობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ნადგურდება 3 წლის შემდეგ.

2. სააგენტოში დაცული უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ, ნადგურდება დაინტერესებული პირის მიერ მართვის უფლების აღდგენიდან არანაკლებ ერთი წლისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 25. განადგურებული მოწმობების აღდგენა

1. განადგურებული მძღოლის მოწმობის სანაცვლოდ გაიცემა ახალი მძღოლის მოწმობა. ახალი მძღოლის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. მძღოლის განადგურებული მოწმობის სანაცვლოდ ახალი მძღოლის მოწმობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირმა ვერ უზრუნველყო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებულ პირს ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს მართვის უფლება;

გ) კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 26. თავისუფლებააღკვეთილი პირების მიერ მძღოლის მოწმობის მიღების წესი

სასამართლოს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რომელთაც არა აქვთ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე მძღოლის მოწმობა გადაეგზავნებათ სასჯელის მოხდის ადგილზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

თავი V

მძღოლის მოწმობის შეცვლა და დაკარგულის აღდგენა

    მუხლი 27. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენის წესი

1. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის ან ბინადრობის მოწმობა;

ბ) განცხადება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება მართვის მოწმობის გაცემის რეესტრში ასახული იდენტური კატეგორიებით.

3. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;

ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეჩერებული აქვს მართვის უფლება;

გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

დ) მძღოლის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს.

5. აღდგენილი ან შეცვლილი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა და ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №12 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.73

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 28. მძღოლის მოწმობის შეცვლის წესი

1. საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შესაცვლელად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა;

ბ) განცხადება;

გ) მძღოლის მოწმობა;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

2. მძღოლის მოწმობის შეცვლა ხორციელდება იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრით.

3. ძველი ნიმუშის მოწმობის ახლით შეცვლისას მძღოლის ახალ მოწმობაში ნებადართული კატეგორიები აღინიშნება შემდეგნაირად:

ა) მოტოციკლის მძღოლი – კატეგორია ,,A“;

ბ) ,,მძღოლი მოყვარული“ – კატეგორია ,,B“;

გ) მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალი – კატეგორია ,,BC“;

დ) მეორე კლასის მძღოლი – კატეგორია ,,BCDE“;

ე) პირველი კლასის მძღოლი – კატეგორია ,,BCDE“.

4. მძღოლის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორცილედება, თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;

ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს მართვის უფლება;

გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა და შეცვლის წესი

1. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა აღნიშნული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს მოქალაქის საქართველოში შემოსვლიდან ერთი წლისა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე და შიეცვლება საქართველოში არსებული შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობით, თუ საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

გ) მძღოლის მოწმობის დასტური;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წრმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამის კატეგორიას;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

თავი VI

საერთაშორისო მართვის მოწმობა

    მუხლი 30. საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის წესი

1. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე, ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით და ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე, დადგენილი წესით.

2. საერთაშორისო მართვის მოწმობა არის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის კონვენციის №7 დანართის შესაბამისად დამზადებული დოკუმენტი.

3. მძღოლის საერთაშორისო მოწმობა დამატებით, როგორც მინიმუმი, შეიცავს სავალდებულო ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს, გერმანულს.

4. საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სასმსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ეროვნული ნიმუშის მძღოლის მოწმობა;

გ) პასპორტი;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. შეზღუდული ვადით ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ამავე ვადით.

6. დაკარგული საერთაშორისო მართვის მოწმობის აღდგენა არ ხორციელდება.

7. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საერთაშორისო მოწმობის შეცვლა ან დაკარგულის შემთხვევაში მისი აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

თავი VII

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მძღოლის მოწმობის მიღების წესი

    მუხლი 31. უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებისა და შეცვლის წესი

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცმული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა აღნიშნული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე და შეიცვლება საქართველოში არსებული შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობით. საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ გარემოების არსებობისას სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს უცხო ქვეყანის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლაზე.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

ე) მძღოლის მოწმობის დასტური;

ვ) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობების შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წრმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამისი კატეგორიას;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 5. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.

6. შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება მფლობელს ახალ მოწმობასთან ერთად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

თავი VIII

დოკუმენტების დამზადებისა და შენახვის წესი

    მუხლი 32. მძღოლის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების დამზადება-შენახვის წესი

1. მძღოლის მოწმობები მზადდება და ივსება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ქართული და ლათინური შრიფტით, რომელთა რეკვიზიტები ფიქსირდება კომპიუტერულ ბაზაში.

2 საგამოცდო სამსახური ყოველდღიურად აწარმოებს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრის კომპიუტერული ბაზიდან ამობეჭდვას.

3. მძღოლის მოწმობები გაიცემა უვადოდ.

4. სამედიცინო ცნობის მოთხოვნის შესაბამისად მძღოლის მოწმობა შესაძლებელია გაიცეს შეზღუდული ვადით, რის შესახებაც მძღოლის მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

5. მძღოლის მოწმობაში ჩანაწერთა სისწორე და გაცემის საფუძვლიანობა მოწმდება საგამოცდო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

6. საგამოცდო სამსახურის მიერ მძღოლის მოწმობაში დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება კანონით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე. დაზიანებული მძღოლის მოწმობა ნადგურდება კომისიური წესით.

7. ყალბი მძღოლის მოწმობის გამოვლენის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ხელსაწყო.

8. მძღოლის მოწმობების პლასტიკური ბარათები, რიბონები, ჰოლოგრამები, ლამინატები, ბეჭდები, შტამპები, საერთაშორისო მართვის მოწმობის ბუკლეტები ინახება საგამოცდო სამსახურებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საგამოცდო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის (ოქმები, წიგნები, პირველადი მასალები და სხვ.) შენახვის ვადები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრი – 60 წლის ვადით.

თავი IX

გამოცდების ჩატარების მეთოდიკა

    მუხლი 33. გამოცდების ჩატარებისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების წესი

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) განყოფილების უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს განყოფილების უფროსი ან ამავე სამსახურის თანამშრომელი.

2. მძღოლის მოწმობის გამოცდები ტარდება სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში.

3. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, გამოცდები შეიძლება მიღებულ იქნეს საგამოცდო სამსახურის გარეთაც.

4. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება.

6. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება უარყოფითი შეფასების მიღებიდან არანაკლებ მეშვიდე დღისა. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კანდიდატი დაიშვება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

8. გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ხორციელდება თეორიულ გამოცდაზე გასვლის დროს, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა მძღოლის მოწმობის მისაღებად პირი აბარებს მხოლოდ თეორიულ ან მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას, საფასურის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს შესაბამის გამოცდაზე ყოველი გასვლისას.

9. პირმა, რომლემაც წარმატებით ჩააბარა თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა, მძღოლის მოწმობის მისაღებად საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა და მძღოლის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

10. საგამოცდო სამსახურის მიერ მძღოლის მოწმობის დამზადება წარმოებს მხოლოდ მძღოლის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.

11. სააგენტოს მიერ მძღოლის მოწმობა გაიცემა უშუალოდ დაინტერესებულ პირზე, გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაინტერესებული პირი არ ცხადდება სააგენტოში მძღოლის მოწმობის მისაღებად.

12. (ამოღებულია).

13. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 34. თეორიული გამოცდის შინაარსი

1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი. გამოსაცდელთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო კაბინეტის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა გამოსაცდელის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით. თეორიულ გამოცდაზე უცხო პირთა დასწრება დაუშვებელია.

2. გამოცდის დაწყებამდე გამომცდელი ვალდებულია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტის სისწორე, შეიყვანოს შესაბამისი მონაცემები კომპიუტერულ ბაზაში, მიანიჭოს გამოსაცდელს უნივერსალური კოდი და მოახდინოს პიროვნების იდენტიფიკაცია.

3. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ მოქალაქის პირადობის მოწმობა უბრუნდება გამოსაცდელს.

4. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაში დაეჭვების შემთხვევაში, საგამოცდო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს მოქალაქე გააგზავნოს საკონფლიქტო კომისიაზე ხელმეორედ გადასამოწმებლად.

5. თეორიული გამოცდის მიღება წარმოებს ელექტრონული (კომპიუტერული) ტესტირების მეთოდით, ტესტების საკითხებს (ბილეთებს) შეიმუშავებს სააგენტო ან მის მიერ განსაზღვრული პირი.

6. თეორიული გამოცდა იყოფა I და II კატეგორიებად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 35. თეორიული გამოცდის I კატეგორია

1. თეორიული გამოცდის I კატეგორიას აბარებენ „A“, „B“, „C“, ,,T1“, ,,T2“, ,,T3“, ,,T4“. კატეგორიის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მომზადებული მძღოლობის კანდიდატები.

2. I კატეგორიის თეორიული გამოცდის საგამოცდო ბილეთი შეიცავს 30 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

3. I კატეგორიის თეორიული გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის მანძილზე.

4. დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლ-კანდიდატმა სწორად უნდა უპასუხოს მინიმუმ 27 კითხვას.

5. I კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს:

ა) საგზაო მოძრაობის წესებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

ა.ა) მძღოლის, მგზავრთა და ქვეითთა მოვალეობებს;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა ვალდებულებებს;

ა.გ) უწესივრობათა და პირობების ნუსხას, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია;

ა.დ) საცნობ ნიშნებს;

ა.ე) საგზაო ნიშნებს და მათ დახასიათებას;

ა.ვ) გამაფრთხილებელ, პრიორიტეტის, ამკრძალავ, მიმთითებელ, საინფორმაციო-მაჩვენებელს, მომსახურებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებს;

ა.ზ) საერთაშორისო მოძრაობას;

ა.თ) საშიში ტვირთების კლასიფიკაციას და იდენტიფიკაციას;

ა.ი) შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალებს;

ა.კ) სპეციალური სიგნალების გამოყენებას;

ა.ლ) საავარიო შუქური სიგნალიზაციას;

ა.მ) გარე სანათი ხელსაწყოებით და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობას:

ა.ნ) მოძრაობის დაწყებას და მანევრირებას;

ა.ო) სატრანსპორტო საშუალებათა განლაგებას სავალ ნაწილზე;

ა.პ) გასწრებას, შემხვედრი ტრანსპორტის გვერდის აქცევას და მოძრაობის სიჩქარეს;

ა.ჟ) სამუხრუჭო და გასაჩერებელ მანძილს;

ა.რ) დისტანციას და ინტერვალს;

ა.ს) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას;

ა.ტ) გზაჯვარედინის გავლას;

ა.უ) ქვეითთა გადასასვლელებს და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა გაჩერებებს;

ა.ფ) მოძრაობას რკინიგზის გადასასვლელებზე, ავტომაგისტრალზე და საცხოვრებელ ზონაში;

ა.ქ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტს;

ა.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირებას;

ა.ყ) სასწავლო სვლას, ხალხის გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას;

ა.შ) დამატებით მოთხოვნებს ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ;

ა.ჩ) ჰოროზონტალურ ვერტიკალურ საგზაო მონიშვნას;

ბ) მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლებს;

ბ.ა) ავტომობილის მდგრადობაზე მომქმედ ძალებს;

ბ.ბ) მძღოლის ფსიქიფიზიოლოგიური მდგომარეობის მოქმედებას მოძრაობის უსაფრთხოებაზე;

ბ.გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს;

ბ.დ) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისას;

გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდებს და დაზარალებულის ტრანსპორტირების პირობებს;

ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედების წესებს;

დ) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს.

    მუხლი 36. თეორიული გამოცდის II კატეგორია

1. II კატეგორიის თეორიულ გამოცდას აბარებენ D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატები.

2. „D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბილეთი შეიცავს 20 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

3. II კატეგორიის თეორიული გამოცდა მიმდინარეობს 20 წუთის განმავლობაში, დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლ კანდიდატმა სწორედ უნდა უპასუხოს მინიმუმ 18 კითხვას.

4. „D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატებისათვის, სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე, II კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისას:

ბ) მგზავრთა გადაყვანის საკითხებს;

გ) ტვირთის გადატანის საკითხებს;

დ) საბაჟო სამართალს;

ე) საერთაშორისო გადაზიდვებს.

შენიშვნა: II კატეგორიის თეორიული გამოცდა შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს I კატეგორიის თეორიული გამოცდისათვის განკუთვნილ საკითხებსაც.

    მუხლი 37. თეორიული გამოცდის მიმდინარეობა

1. მძღოლობის კანდიდატის შეფასება ხდება ისეთი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომელიც აჯამებს გამოსაცდელი პირის მიერ გაცემულ პასუხებს და აფასებს შედეგის შესაბამისად.

2. გამოცდის დაწყებამდე მძღოლ-კანდიდატებს გამომცდელის მიერ მოკლედ განემარტება გამოცდების ჩატარების წესები და მის უფლება-მოვალეობები.

3. გამოცდის მსვლელობისას მძღოლ კანდიდატს ეკრძალება:

ა) თან ქონდეს მობილური ტელეფონი, პეიჯერი ან სხვა ელექტრონული აპარატური;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა გამოსაცდელ პირებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) გამოცდის ადგილის მიტოვება;

ე) გამოცდაზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში გამომცდელს უფლება აქვს მძღოლობის კანდიდატი გააფრთხილოს ან გააძევოს საგამოცდო დარბაზიდან, რაზედაც კეთდება შესაბამის აღნიშვნა – ,,ვერ ჩააბარა“. გაძევების შემთხვევაში გამოცდა ჩაითვლება ჩაუბარებლად.

5. საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ, გამოსაცდელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით მოითხოვოს, თეორიული გამოცდაზე მხოლოდ მის მიერ დაშვებული შეცდომის ამსახველი ბილეთის კომპიუტერული ამონაბეჭდი.

6. გამომცდელს ეკრძალება ლაპარაკით ან რაიმე ქმედებით გამოსაცდელის ყურადღების გადატანა საგამოცდო პროცესიდან, აგრეთვე რაიმე სახის მინიშნება ან კარნახი.

7. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის თანხმობით, თეორიული გამოცდა შეიძლება ჩატარდეს საგამოცდო ბილეთების ტესტური გამოკითხვის მეთოდით, წერილობითი (არაელექტრონული) ფორმით (დანართი №3).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №707 - სსმ III, №95, 03.08.2010, მუხ.1399

    მუხლი 38. პრაქტიკული გამოცდის შინაარსი

1. პრაქტიკული გამოცდის მიზანია მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ავტომობილებზე ტარების ელემენტების შესრულების უნარ-ჩვევებისა და რეალურ გარემოში ავტომობილის მართვის პროცესში თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება.

2. პრაქტიკული გამოცდის მიღებისათვის განკუთვნილი ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი გადაბმულობის სატერფულებით და მუხრუჭებით, გამომცდელისათვის მოწყობილი უკანა ხედვის სარკით.

3. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება ხდება შესაბამისი კატეგორიის მექანიკური გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613

    მუხლი 39. სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული ტარების გამოცდების მიღების ორგანიზაცია

1. პრაქტიკული გამოცდა ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი მყარსაფარიანი ტერიტორია. ავტოდრომის ან დახურული მოედნის ზომები და მათი მოწყობილობის ელემენტები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით.

2. იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარ-ჩვევების შემოწმება და საგზაო მოძრაობის პირობებში მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასება.

3. ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, უნდა გააჩნდეს შემდეგი ელემენტები (დანართი N4):

ა) ,,პარალელური პარკირება“;

ბ) ,,ზიგზაგი“;

გ) ,,შემოსაბრუნებელი უბანი“ შეზღუდული სიგანის სავალი ნაწილის არსებობისას;

დ) ბოქსი მსუბუქი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;

ე) ბოქსი ავტობუსის, სატვირთო და ავტომატარებლისთვის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;

ვ) ,,რვიანი“;

ზ)“აღმართიანი უბანი“ (დახრა არანაკლები 16%-ისა);

თ) გზა, რომელზეც მოწყობილი უნდა იქნეს:

თ.ა) მოწესრიგებული გზაჯვარედინი;

თ.ბ) მოუწესრიგებული გზაჯვარედინი;

თ.გ) მოწესრიგებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი;

ი) სატვირთო ავტომობილებისათვის პლატფორმასთან პარკირების უბანი.

4. ,,აღმართიანი უბნის“ ესტაკადის მოწყობის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი რელიეფი.

5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ჩატარდეს დახურული მოედნის გარეთ, საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში, საგამოცდო სამსახურთან არსებულ საგზაო ქსელზე (შემდგომში – საგამოცდო მარშრუტი)

6. სტაციონარული ავტოდრომის ან დახურული მოედნის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოძრაობისაგან იზოლირებული სხვა ტერიტორიები, რომლებსაც აწყობენ გადატანითი საშუალებების დახმარებით, კერძოდ:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის, ,,შემოსაბრუნებელი უბნის“, ,,ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად“, ,,პარალელური პარკირების უბანი“, ,,ზიგზაგის“ და ,,რვიანის“ ელემენტები, აღიჭურვება ხასხასა ფერებით შეღებილი მტკიცესადგრიანი 1,2 მეტრის სიმაღლის სადგარებით, რომელთა წვერზე დამაგრებულია ალმები;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის აღნიშნული ელემენტები აღიჭურვება სადგრებით და მათ შორის დაჭიმული ფერადალმებიანი გვარლების საშუალებით, გვარლის დაჭიმვის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სატვირთო ავტომობილის პლატფორმის დონეს.

7. ,,აღმართიანი უბნის“ ელემენტი ყველა ტიპის ავტომობილებისათვის შეიძლება აღიჭურვოს ესტაკადით, რომელიც უზრუნველყოფს მასზე გასვლის უსაფრთხოებას.

8. დახურულ მოედანზე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს ელემენტების იმგვარი განლაგება, რომლის დროსაც შეიქმნება ორი ან მეტი ავტომობილებით მინიმალურ დროში მათ მიერ შესაბამისი მანევრირების ერთდროული შესრულების შესაძლებლობა.

9. გადაადგილების წესის ორგანიზება წარმოებს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დახმარებით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

10. ,,E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დახურულ მოედანზე საკმარისია ,,პლატფორმასთან პარალელური პარკირების“ უბანი და ბოქსი ,,უკუსვლით შესვლისათვის“.

11. გამოცდის ელემენტების შესრულებაზე კონტროლს გამომცდელი აწარმოებს ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს საგამოცდო ავტომობილში ან მის გარეთ (გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე).

12. გამოცდისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა განისაზღვრება ავტოდრომის ან დახურული მოედნის ფართობისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობის შესაბამისად.

13. ავტომობილის პრაქტიკული ტარების გამოცდისას, გამოსაცდელის ავტომობილში ჩაჯდომამდე გამომცდელი ვალდებულია ავტომობილი მოიყვანოს საწყის მდგომარეობაში – ძრავა გამორთულია, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი იმყოფება პირველ გადაცემაში და ხელის მუხრუჭი ამოწეულია.

14. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით გამომცდელს უფლება აქვს ჩაერიოს ავტომობილის მართვაში.

15. (ამოღებულია).

16. (ამოღებულია).

17. (ამოღებულია).

18. დახურული მოედანი ან საგამოცდო მარშრუტი მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასების მიზნით უნდა ითვალისწინებდეს მძღოლობის კანდიდატთა მოქმედების აუცილებელი შემოწმების შესაძლებლობას შემდეგ პირობებში:

ა) ,,დაუთმეთ გზა“ ან 2.5 ,,მოძრაობა შეუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებიანი გზაჯვარედინების გავლა;

ბ) გზის მონაკვეთების გავლა, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებით ან მძღოლისათვის განკუთვნილი სხვა ინფორმაციით;

გ) ორი მარცხნივ მოხვევის ან გზაჯვარედინზე ერთი შემობრუნების შესრულება;

დ) ორი მარჯვნივ მოხვევის შესრულება;

ე) გასვლა გზაზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი სამოძრაო რიგი ერთი მიმართულებით.

19. სააგენტოს დანაყოფებისათვის საგამოცდო მარშრუტები, საგზაო ქსელის სიგრძის, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩევა ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

20. საგამოცდო მარშრუტი ფორმდება სამარშრუტო რუკის სახით. თითოეულ მარშრუტს ენიჭება რიგითი ნომერი.

21. მძღოლობის კანდიდატთა საგამოცდო დროის შემოკლების მიზნით მიზანშეწონილია, რომ თითოეული მარშრუტი დაიწყოს და დამთავრდეს ერთსა და იმავე ადგილზე (მაგალითად, საგამოცდო პუნქტთან);

22. რეკომენდებულია არსებობდეს საგამოცდო მარშრუტების პერიოდული შეცვლისათვის მათი სარეზერვო ვარიანტები.

23. საგამოცდო მარშრუტზე გამოცდის დაწყების წინ გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს გამოცდის მიღებამდე აცნობს სამარშრუტო რუკას საგამოცდო მარშრუტებზე მოძრაობისათვის.

24. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა უნდა იყოს საკმარისი შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის მძღოლობის კანდიდატის ცოდნის სრულყოფილად განსაზღვრისათვის.

25 გამოცდის ხანგრძლივობა რეკომენდებულია 15 წუთამდე.

26. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613

    მუხლი 40. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613

    მუხლი 41. ჯანმრთელობაშეზღუდულ პირთათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები

თუ საგამოცდო სამსახურს არ გააჩნია დამატებითი სატერფულებით აღჭურვილი ხელით სამართავი ავტომობილი, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს მფლობელის ხელით სამართავი ავტომობილის გამოყენებით.

    მუხლი 42. მძღოლობის კანდიდატის პრაკტიკული მომზადების შეფასება

1. მძღოლობის კანდიდატების პრაქტიკული მომზადების დონე ფასდება ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ელემენტების და მოთხოვნების შესრულების საფუძველზე.

2. „A“ კატეგორი ის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით;

ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარი თ, საფეხურიდან ფეხის აუღებლად;

გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების შესრულება საგაბარიტო წრ ეში, ზიგზაგ ში და რვიან ში.

3. „B“ კატეგორი ის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) შეზღუდული სიგანის უბანზე შესვლა და მობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

დ) შეზღუდული სიგანის უბანზე მობრუნება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ე) რვიანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ვ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

ზ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

თ) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ი) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

კ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ლ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

მ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით.

4. „C” კატეგორი ის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით.

5.„D” კატეგორი ის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

თ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

ი) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით.

6. „E” კატეგორი ის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ. მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავას ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით.

7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ელემენტების შესრულებისას მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხონები:

ა) სწორედ გამო ი ყენოს ავტომობილის სამართავი საშუალებები;

ბ) მოძრაობის დაწყებისას ჩართოს სატრანსპორტო საშუალების ძრავა;

გ) მოძრაობის დაწყებისას დაუშვას ხელის მუხრუჭი;

დ) მოძრაობის დაწყებისას დროულად ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ე) მოძრაობის დაწყებისას ისარგებლოს უკანა ხედვის სარკეებით;

ვ) მოძრაობის დაწყებისას არ ჩაუქრეს ძრავა;

ზ) მოძრაობა დაიწყოს მდორედ, ძიგძიგის გარეშე;

თ) სატრანსპორტო საშუალების დაძვრის შემდეგ სათანადოდ გააქანოს სატრანსპორტო საშუალება და სწორად განახორციელოს გადაცემის გადართვა;

ი) იმოძრაოს სწორხაზოვნად;

კ) მოძრაობისას არ გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება გაუმართლებლად;

ლ) მოძრაობისას არ ჩაუქრეს ძრავა;

მ) მოძრაობის ას მდორედ შეცვ ა ლ ოს სიჩქარ ე;

ნ) სწორედ შეარჩიოს სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგება;

ო) მოძრაობისას შეასრულოს საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნები;

პ) მოძრაობისას შეასრულოს „სდექ“ ხაზის მოთხოვნა;

ჟ) მოძრაობის დროს დაიცვას რეკომენდებული სიჩქარე;

რ) დაიცვას სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია და ინტერვალი;

ს) მოძრაობისას (მანევრირებისას) დროულად გამოიყენოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ტ) მოძრაობისას (მანევრირებისას) გამოიყენოს უკუხედვის სარკეები;

უ) დაიცვას გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე;

ფ) დაიცვა ს ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესი;

ქ) იქონიოს შესაბამისი რეაგირება მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალზე;

ღ) სწორ ად შე ა ფას ოს გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაცი ა, აუცილებლობის შემთხვევაში ჩართ ოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ყ) გზაჯვარედინთან დაიცვას გაჩერების სისწორე;

შ) გზაჯვარედინთან გაჩერების შემდეგ დაიცვას ადგილიდან დაძვრის სინარნარე;

ჩ) დაუთმოს გზა გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებ ს;

ც) ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელ ი გაიაროს უსაფრთხო ების წესების დაცვით;

ძ) მოსახვევში შესვლის ას შე ა რჩ იოს სათანადო სიჩქარ ე;

წ) მოსახვევში შესვლისა და გამოსვ ლისას იმოძრაოს სწორი ტრაექტორი ით;

ჭ) გასწრების დაწყების წინ სწორ ად შე ა ფას ოს საგზაო სიტუაცი ა, გა ი თვალისწი ნოს საგზაო ნიშნები ს, მონიშვნების მოთხოვნები და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედებ ა;

ხ) გასწრების დაწყებისა და დასრულების ას ი მოძრაო ს სწორი ტრაექტორი ით;

ჯ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას დროულ ად ჩართ ოს გამაფრთხილებელი სიგნალები და დაიცვა ს ზოლიდან ზოლში გადასვლის წესები;

ჰ) სწორ ა დ გა ა ჩერ ოს სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობი ლ ი.

8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ელემენტის ერთხელ ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ორჯერ ვერშესრულების შემთხვევაში გამოცდა წყდება და ითვლება ჩაუბარებლად.

9. გამოსაცდელის მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა ფიქსირდება ცალ-ცალკე.

10. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამომცდელის მოთხოვნით განმეორებით შეასრულოს რომელიმე ელემენტი.

11. გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი ვალდებულია მძღოლობის კანდიდატს აცნობოს გამოცდის საბოლოო შედეგი.

შენიშვნა:

თუ მძღოლობის კანდიდატი ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ გაჩერებას, გამომცდელი ერევა სატრანსპორტო საშუალების მართვაში და გამოცდა ითვლება ჩაუბარებულად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613

თავი X

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 43. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1

ტრაქტორისტის მართვის მოწმობა

 

 

 

 

 

 

დანართი № 2 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №368 - სსმ III, №38, 12.04.2010, მუხ.613


დანართი № 3

საგზაო მოძრაობის წესების საგამოცდო ბარათი

№

გამოცდის თარიღი

კითხვებზე გაცემული პასუხები

შედეგი

გამომცდელის ხელმოწერა

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამომცდელის ხელმოწერა                                                                          „“ --------------------- 200


დანართი № 4

 

 

დანართი №7

 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოს

სარეკომენდაციო ბარათი

------------------------------------------------------------------ გამგეობის (მერიის) რწმუნებული (სახელი, გვარი), ვიძლევი რეკომენდაციას მასზედ, რომ შესაძლებლად მიმაჩნია --------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი) დაშვებულ იქნეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე.

 

უფლებამოსილი პირის -------------------------- /               /

ხელმოწერა

 

                        ---- ---------------------200 წ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის ბრძანება №276 - სსმ III, 04.03.2008, №33, მუხ.362

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №1098, 10.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.735 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72472-5/