საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.08.2007 ძალადაკარგული 06.01.2012
ნომერი
№646
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.751
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 20/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.751

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №646

2007 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდება

პრეამბულა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელება და განსწავლული, მიზანდასახული, კონკურენტუნარიანი და მაღალი ზნეობის პროფესიონალების მომზადება.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: თსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: Tbilisi State medical University, შემოკლებული სახელწოდებაა TSMU.

4. უნივერსიტეტს გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი. აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

4​1. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში, აგრეთვე,  აფხაზური.

5. უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, გამოვიდეს საპროცესო მხარედ ან მესამე პირად სასამართლოში.

6. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.№33.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა

1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) მედიცინის და ფარმაციის სფეროში ეროვნული და მსოფლიო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

დ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება;

ე) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა;

ვ) (ამოღებულია – 12.01.2011წ. №5/ნ).

2. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელება;

ბ) სამედიცინო საქმიანობა.

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების და მათი რეალიზების მექანიზმების  ჩამოყალიბებას;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესების ჰარმონიზებას,  ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას და სრულუფლებიან მონაწილეობას;

ვ) საქმიანობის ავტონომიურობას;

ზ) (ამოღებულია – 12.01.2011წ., №5/ნ);

თ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ი) უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მიზნების მიღწევას.

4. ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თავი II

სტრუქტურა და მართვა

      მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა

 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქტურით. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

3. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები,   სასწავლო ცენტრები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვა

1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:

ა) ფაკულტეტის საბჭო;

ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.

4. მართვის ორგანოების არჩევნები რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია დამოუკიდებელია თავისი საქმიანობისას და ემორჩილება მხოლოდ კანონს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სარჩევნო კომისიის საქმიანობის დამოუკიდებლობას.

6. მართვის ორგანოებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გრძელდება ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და კანცლერის ანგარიშებისა და ადმინისტრაციული აქტების საჯაროობას;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 7. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ  სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭო აირჩევა 6 წლის ვადით.

3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის  4-4 წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ​1) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განახლდება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ვინაობა, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ხმების ნაკლები რაოდენობა, გამოვლინდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე და მათი როტაცია განხორციელდება არჩევიდან ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანცლერის კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კანცლერის ახალ კანდიდატურას კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და კანცლერის ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ი​1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ნ​1) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 25-ე მუხლის მე-4 და მე-10​ პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;

ო) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს;

პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) ( ამოღებულია - 12.012011 წ., №5/ნ);

ს​1) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს;

ს​2) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დებულებას სტიპენდიის შესახებ;

ტ) ( ამოღებულია - 12.012011 წ., №5/ნ);

უ) ახორციელებს საერთაშორისო ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

1​1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

1​2. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

1​3. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა​ რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

1​4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

2. უნივერსიტეტის აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.

2. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2​1. აკადემიური საბჭოს  მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

3. ( ამოღებულია - 12.012011 წ., №5/ნ).

4. აკადემიური საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს აკადემიური საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

5. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

6. ( ამოღებულია - 12.012011 წ., №5/ნ).

7. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

8. აკადემიური საბჭოს სხდომები, შეიძლება იყოს დახურული.

9. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს  მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

11. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

12. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:

ა) სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს;

ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;

გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

დ) დღის წესრიგს;

ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.

13. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 10. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. ფაკულტეტებს ეძლევათ უფლება საკუთარი კვოტის ფარგლებში აირჩიონ საზოგადოების წარმომადგენელი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 6 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ არანაკლებ 1/3-ს.

4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.

5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს საარჩევნო კომისიაში, შინაგანაწესით დადგენილი წესით.

6. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

7. წარმომადგენლობით საბჭოში შეიძლება შევიდეს პირი, რომელსაც უნივერსიტეტმა მიანიჭა კვალიფიკაცია ან/და საზოგადოების წარმომადგენელი. ამ პირთა არჩევა (კვოტის შესაბამისად) წარმომადგენლობით საბჭოში რეგულირდება შინაგანაწესით.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები.

9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლობის ასარჩევად იმავე ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს კანცლერის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით;

თ) აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო განრიგს;

ი) ამტკიცებს კანცლერის წლიურ ანგარიშს;

კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყიტოს უფლებამოსილება კანცლერს;

ლ) კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ო) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს;

პ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დებულებას სტიპენდიის შესახებ;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების, კანცლერის არჩევისა და კანცლერის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 12. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 6 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტა;

ზ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამი თვის განმავლობაში სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი

1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.

2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.   იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივის უფლება აქვთ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სარგებლობს ერთი ხმით. იგი ვალდებულია მონაწილეობდეს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებზე. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე, შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

9. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.

11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები, შეიძლება იყოს დახურული.

13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

17. წარმომადგერნლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და საბჭოს მდივანი.

18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:

ა) სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს;

ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;

გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

დ) დღის წესრიგს;

ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.

19. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 14. უნივერსიტეტის რექტორი

1. უნივერსიტეტის რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი.

2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული პროფესორი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

2​1. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

4. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით:

ა) დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი; დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება კანცლერის წარდგინებით;

გ) მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს;

დ) ისარგებლოს აკადემიური საბჭოს წევრისათვის დადგენილი უფლებამოსილებით;

ე) განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;

ვ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

5. რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-8 მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება წინამდებარე წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-8 მუხლის 1​1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გარდა აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი გარემოებისა. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. ( ამოღებულია - 12.01.2011 წ., №5/ნ).

7. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.

8. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

9. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 15. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კანცლერი

1. უნივერსიტეტის კანცლერი (შემდგომში – კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. კანცლერს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს კანცლერის ახალ კანდიდატურას.

3. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 16. კანცლერის უფლებამოსილება

1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით კანცლერი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საფინანსო, ეკონომიკური და სამეურნეო მიმართულების სამსახურების მუშაობას;

კ) წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს ან რექტორის ცალკეული დავალებების შესაბამისად წარმოადგენს რეკომენდაციებს ან დასკვნებს უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი ცალკეული საფინანსო-ეკონომიკური ღონისძიების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ლ) ხელს აწერს ყველა იმ გარიგებას და შეთანხმებას, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან;

მ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას, ასევე, კვალიფიკაციის მიხედვით საკადრო რესურსის შექმნას და გადამზადებას.  მოთხოვნისამებრ, რექტორს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს დასანიშნი პირის შესახებ;

ნ) ( ამორებულია - 12.01.2011 წ., №5/ნ);

ო) უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და მის განხორციელებაში;

ჟ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. კანცლერი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით.

2. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით;

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი გარემოებების არსებობისას. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი III

ფაკულტეტი

    მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები

1. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საფეხურის საგანმანათლებო პროგრამებით სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება განხორციელდეს ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტი/დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების და პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

5. ფაკულტეტის დებულებას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით.

3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ცალ-ცალკე. სტუდენტური თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.

4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

ფაკულტეტის საბჭო:

ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

ვ​1) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართელოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ვ​2) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შესრულებას აკისრებს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 21. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

2. დეკანად შეიძლება აირჩეს სრული ან ასოცირებული პროფესორი.

3. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭოებისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები.

5. დეკანის უფლებამოსილების ვადით, დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დეკანის სათათბირო ორგანო – დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

6. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს – ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

7. საჭიროების შემთხვევაში დეკანის კომპეტენციის განმარტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.

3​1.​  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 23. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

1​1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო  შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

2. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები დგინდება ფაკულტეტის შესაბამისი დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი IV

უნივერსიტეტის პერსონალი

    მუხლი 24. უნივერსიტეტის პერსონალი

1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება წინამდებარე წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.

    მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან: სრული პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორებისაგან.

2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

4. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.

5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

6. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

7. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით არჩევის პირობებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს წარდგინებით.

8. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

9. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდა კანონით დადგენილი სხვა გარემოებების გამო.

10. უნივერსიტეტის 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ამ წესდების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ან აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ რექტორის თანხმობით.

11. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 26. აკადემიური პერსონალის უფლებები

1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში;

ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოა დგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 27. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 28. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 29. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) თსსუ-ს ეთიკის კოდექსით დადგენილი შემთხვევები;

ზ) თანამდებობრივი შეუთავსებლობა;

თ) შრომის ხელშეკრულების დარღვევა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 30. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

1​1. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი V

სტუდენტი

    მუხლი 31. უნივერსიტეტში განათლების საფეხურები

1. უნივერსიტეტი ახორციელებს აკადემიურ, პროფესიულ საგანმანათლებლო, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს. მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის განათლების შემდგომი საფეხურია დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/რეზიდენტურა და დოქტორანტურა. ფარმაციის, სტომატოლოგიის,  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე უმაღლესი განათლების საფეხურებია ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.

2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ დადგენილი წესით გაიცემა სათანადო დიპლომი, დიპლომის დანართთან ერთად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 32. სტუდენტის სტატუსი და უფლებები

1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) შინაგანაწესით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკით მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) ისარგებლოს მობილობის უფლებით უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების  ერთი წლის შემდეგ, სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა აკრედიტაცია, ან დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება;

ი) დადგენილი წესით მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები უნივერსიტეტის შესაბამისი სახსრებიდან;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა’;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

,,ა) აკადემიური შვებულება, რომელიც შეიძლება მიეცეს არა უმეტეს ხუთი  წლის ვადით:

ა.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას;

ა.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

გ) სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა; 

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება უფლება-მოვალეობებისაგან, გარდა ამ წესდებით დადგენილი გამონაკლისებისა.

9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი განიხილება აკრედიტაციით უნივერსიტეტისათვის დადგენილი კვოტის ფარგლებში.

11. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

გ) სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება, სამ თვეზე მეტი ხნით;

დ) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.

12. უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე სტუდენტის გადაყვანა დაიშვება მხოლოდ უნივერსიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტს უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს სტუდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

13. (ამოღებულია - 12.01.2011 წ. №5/ნ).

14. უნივერსიტეტის და სტუდენტის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება შინაგანაწესით, ხელშეკრულებითა და სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით.

15. უნივერსიტეტის შინაგანაწესით შეიძლება მოწესრიგდეს: სტუდენტთა ჩარიცხვის ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, ქცევისა და სწავლის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 33. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია:

ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით;

დ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;

ე) არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაწესებულების საქმიანობის შედეგად;

ვ) მკაცრად დაიცვას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დებულება;

ზ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს სწავლა უნივერსიტეტში;

თ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები.

თ​1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.    სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 34. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად, სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

3. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე.

4. (ამოღებულია - 12.01.2011 წ., №5/ნ).

5. დისციპლინის დარღვევისათვის ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) გარიცხვა.

6. სტუდენტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

    მუხლი 35. სტუდენტთა თვითმმართველობა

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. (ამოღებულია - 12.01.2011 წ., №5/ნ).

6. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა, მათ შორის, თვითმმართველობის ფულადი სახსრების მართვა და განკარგვა ხორციელდება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი VI

უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულები

    მუხლი 36. სხვა სტრუქტურული ერთეულები

1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების, ცალკეული მოდულების, აკადემიური პერსონალის გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი და აკადემია), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის, სპორტის, ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი VII

საუნივერსიტეტო კლინიკები

    მუხლი 37. კლინიკები

1. სამედიცინო პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისას უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების (საექიმო სპეციალობის მაძიებელების) კლინიკური ბაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის, აგრეთვე წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელებისათვის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში – საუნივერსიტეტო კლინიკა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობით.

3. საუნვიერსიტეტო კლინიკის სტრუქტურა, მართვა, პასუხისმგებლობა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული წესდებით.

    მუხლი 38. ლობისტთა საბჭო

1. უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის, გრანტების მოპოვების, უნივერსიტეტის განვითარებისათვის დამატებითი სახსრების მოძიების და სხვა სტრატეგიული გეგმების განსაზღვრისათვის, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო – ლობისტთა საბჭო.

2. ლობისტთა საბჭოს შემადგენლობისა და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

თავი VIII

უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება

    მუხლი 39. უნივერსიტეტის ბიუჯეტი

1. უნივერსიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საბიუჯეტი და საკუთარი შემოსავლების, მათ შორის, მოძიებული სახსრების საფუძველზე.

2. უნივერსიტეტის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. კანცლერი ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს კანცლერს.

5. თუ კანცლერი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. იმ შემთხვევაში, თუ კანცლერი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, კანცლერს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს კანცლერის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული კანცლერის წარდგინებით.

8. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. უნივერსიტეტის ბიუჯეტს დადგენილი წესით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმდინარე საქმიანობა ფინანსდება ყოველ თვეში არა უმეტეს წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

    მუხლი 40. უნივერსიტეტის დაფინანსება

1. უნივერსიტეტი თავისი სტრუქტურული ერთეულებით, მათ შორის, კლინიკური ბაზებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერ-კვლევითი გრანტები;

დ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

3. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის სოციალური დაცვის, ცალკეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებისათვის და სხვა მიზნების შესაბამისად, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას ფონდები, განსაზღვროს მათი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები და პირობები, მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი და სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 41. უნივერსიტეტის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, უნივერსიტეტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მაკონტროლებლის თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებთა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5.უნივერსიტეტს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი IX

უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო

    მუხლი 42. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო

1. უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა „სამედიცინო გაზეთი“, რომელიც გამოდის უნივერსიტეტის სახსრებით, დადგენილი პერიოდულობითა და ტირაჟით.

2. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო ფუნქციონირებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

თავი X

რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

    მუხლი 43. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით.

თავი XI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 44. წესდების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ წესდების ამოქმედებიდან მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა, ტარდება მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები ამ წესდებით დადგენილი წესით. არჩევნების ჩატარებამდე ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებას ახორციელებს წინამდებარე წესდების დამტკიცებამდე მოქმედი ფაკულტეტის საბჭო.

2. ამ წესდების ამოქმედებიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის სტრუქტურა ამ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ამ წესდების ძალაში შესვლამდე, აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის შესაბამისად. მისი დენა დაიწყოს ამ წესდების ამოქმედებამდე, მათი უფლებამოსილების ვადის დაწყების დღიდან.

4. წინამდებარე წესდების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა (65 წელი) ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლიდან.

5. თანამდებობრივი შეუთავსებლობისათვის ამ წესდებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, პირს, რომელსაც ეს საფუძვლები ეხება, მოეთხოვება წინამდებარე წესდების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი განცხადების გაკეთება უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს 20 დღის ვადაში.

6. 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვა/ამორიცხვა არ უკავშირდება სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 45. წესდების მოქმედება დროში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წესდების მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. (ამოღებულია - 12.01.2011 წ., №5/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის ბრძანება №5/ნ - ვებგვერი, 18.01.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“, №646, 13.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.751 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72556-1/