საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2007 ბოლო ცვლილება 18.08.2025
ნომერი
№675
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.010.766
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 23/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №675

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​5“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.

2​1. დამტკიცდეს განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის გადასვლისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომლიდანაც მოსწავლე გადადის, ვალდებულია მოითხოვოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული თანხმობა, რომელშიც გადადის მოსწავლე და რომლითაც დასტურდება ამ მოსწავლის ჩარიცხვის შესაძლებლობა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №564 - სსმ III, 06.08.2009, №97, მუხ.1061

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 20.07.2012წ.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

დანართი №1

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 20.07.2012წ.

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

4. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №564 - სსმ III, 06.08.2009, №97, მუხ.1061

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

4​1. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

დანართი №2

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხა

1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 20.07.2012წ.

3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.

3​1. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება

5. ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №564 - სსმ III, 06.08.2009, №97, მუხ.1061

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

5​1. ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

 

დანართი №3

განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე.

2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 20.07.2012წ.

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

3​1. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).

3​2. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ.

 5. სენსონური დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი, მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:

ა) აუდიოლოგის დასკვნა სმენის დარღვევის ხარისხის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის საფუძველზე მოსწავლის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არის 50 დეციბილზე ქვემოთ, მაშინ ასეთი მოსწავლის ჩასარიცხად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გაიცემა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე;

ბ) ოფთალმოლოგის დასკვნა მხედველობის ხარისხის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მხედველობის დარღვევის ხარისხი უკეთესად მხედველი თვალით აღემატება 20%-ს, მაშინ ასეთი მოსწავლის ჩარიცხვისათვის საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გაიცემა მოსწავლის კანონიერი წამომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე.

6. განვითარების შეფერხების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი, მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაიცემა მოსწავლის კანონიერი წამომადგენლის ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, სადაც ირიცხება მოსწავლე.

7. ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი,  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება მოსწავლის ქცევითი აშლილობისა და ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის შესახებ.

8. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. ასევე მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს აღნიშნული მოსწავლისათვის განათლების მიღებისათვის შესაბამისი ფორმის შერჩევის საჭიროებას.

9. სპეციალიზირებული სკოლების პანსიონურ ნაწილში ჩაირიცხება მოსწავლე, თუ მოსწავლის ოჯახი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცმთა ბაზაში”, ან/და მოსწავლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ან/და მოსწავლე, რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ან/და მოსწავლე, რომელიც არის ობოლი ან რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად, ან/და მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მისთვის საზიანოა; ან/და მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს სპეციალური პროფილის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული გარემოების/გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება შესაბამისი გარემოს/გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №675, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72598-5/