მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2008 ბოლო ცვლილება 02.06.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.10.003.000.974
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესა-ხებ“ საქართველოს კანონის 131  მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 0 3 . 0 2 .201 2 წ.

დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი (შემდგომში – სამოგზაურო გრანტი) არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად აძლიერებს ადგილობრივ სამეცნიერო პოტენციალს და ხელს უწყობს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

2. ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ სამოგზაურო გრანტის მისაღებად კონკურსის გამოცხადების, გრანტის გაცემისა და მისი შესრულების კონტროლის წესს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 2. სამოგზაურო გრანტის მიზანი და ამოცანები

1. სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

2. სამოგზაურო გრანტის ამოცანაა, დააფინანსოს კონკურსის გზით, საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული სამოგზაურო გრანტები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

    მუხლი 3. სამოგზაურო გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. სამოგზაურო გრანტს გასცემ ს ფონ დი.

2. ფონდი უზრუნველყო ფს :

ა) სამოგზაურო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;

ბ) კონკურსის გამართვის, სამოგზაურო გრანტის შესახებ საკონკურსო განაცხადების ფონდში წარდგენის, საკონკურსო განაცხადებისა და მასალების განხილვის ვადების დადგენას და საჯაროდ გამოცხადებას;

გ ) კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცებას ;

დ ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს;

ე ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და დამტკიცებას;

ვ ) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს ამ დებულებითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ფონდის გენერალური დირექტორი უზრუნველყოფ ს დაფინანსებული პირებისათვის გაცემული სამოგზაურო გრანტის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ფონ დ ის სამეცნიერო საბჭოსათვის.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 4. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება

1. სამოგზაურო გრანტი გაიცემა შემდეგ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) კონფერენცია;

ბ) კონგრესი;

გ) ფორუმი;

დ) სიმპოზიუმი;

ე) სამუშაო შეხვედრა (სემინარი).

2. სამოგზაურო გრანტის მისაღებად აუცილებელი პირობაა სამეცნიერო ღონისძიებაში მოხსენებით გამოსვლა და/ან სასტენდო მოხსენების პრეზენტაცია.

3. (ამოღებულია – 31.01.2012,  №34).

4. სამოგზაურო გრანტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს მიღებული უნდა ჰქონდეთ მოწვევა სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან და მათ მიერ შეთავაზებული მოხსენების ან/და მოხსენებათა თეზისების მიღების დასტური.

5. სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

6. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის სამოგზაურო გრანტის კონკურსის ფარგლებში წარსადგენი ავტორის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი.

7. შესაძლებელია ერთი და იმავე სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა თანაავტორების მიერ არა უმეტეს ორ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

8. სამოგზაურო გრანტის დაფინანსება ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას.

9. დაფინანსების სრული პაკეტი მოიცავს:

ა) მონაწილეობის სარეგისტრაციო გადასახადს, თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება;

ბ) ტრანსპორტით (თვითმფრინავი (ეკონომკლასი), მატარებელი) ორმხრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას;

გ) სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ფარგლებში. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება სამეცნიერო ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომლებშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები;

დ) სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;

ე) ვიზის ხარჯებს;

ვ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „ დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები გაწეული უნდა იქნეს საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენისა და დამტკიცების შემდეგ.

10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება სხვა ორგანიზაციიდან, ფონდი განიხილავ ს დანარჩენი ხარჯების დაფინანსების (ნაწილობრივი დაფინანსება) საკითხს.

11. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას კონკურსანტმა უნდა ისარგებლოს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით.

12. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებისათვის, კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს ავანსად გადასცემ ს დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. ქვეყანაში დაბრუნებისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და ფონდში განხილვის შემდეგ მოხდება სრული ანგარიშსწორება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 5. ხელშეკრულებების გაფორმება

გამარჯვებულ კონკურსანტებთან ფონდი აფორმებ ს ხელშეკრულებებს, რომლებითაც განისაზღვრება ფონდსა და გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის ურთიერთვალდებულებათა დეტალები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №70 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.394

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

    მუხლი 6. სამოგზაურო გრანტის ფინანსური კონტროლი

1. ფონდი ახორციელებ ს დაფინანსებული სამოგზაურო გრანტის ფინანსურ კონტროლს.

2. დაფინანსებულმა პირმა ქვეყანაში დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში ფონდს უნდა წარუდგინოს ხარჯების დამადასტურებელი ყველა საბუთი, რის შემდეგაც მოხდება სრული ანგარიშსწორება. თუ წარდგენილი საბუთის თანახმად სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები აჭარბებს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებს, ფონდი არ ანაზღაურებს დარჩენილ სხვაობას. თუ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯები ნაკლებია იმავე ბრძანებულებით განსაზღვრულ ნორმებზე, განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს დაფიქსირებული სხვაობა. თუ ჩამოსვლიდან 10 დღის ვადაში ფონდში არ იქნა წარდგენილი გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი, ფონდი უფლე-ბამოსილია გამოითხოვოს ავანსად მიცემული თანხა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №30, 20.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.10.003.000.974 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7264-2/