აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2007 ბოლო ცვლილება 09.12.2021
ნომერი
№1143
სარეგისტრაციო კოდი
040.170.310.22.034.010.799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 30/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.034.010.799

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1143

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი  თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის თანდართული წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1366 - სსმ III, №153, 31.10.2007 წ., მუხ.1700

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის ბრძანება №231 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.321

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №1209 - სსმ III, №165, 20.11.2008 წ., მუხ.1664

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1183 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2503

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი

    მუხლი 1.

1. ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. აზარტული თამაშობების ადგილებია: სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, ხოლო სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილებია: ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო.

3. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე პერიმეტრი – ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის ის მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ განთავსებულია შემოწმების ობიექტის შენობა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საერთო შესასვლელი:

ბ.1. შესასვლელი, რომელიც განთავსებულია ქუჩის ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს ერთ შენობაში განთავსებული რამდენიმე შემოწმების ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელისათვის ან შემოწმების ობიექტისა და სხვა ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელისათვის;

ბ.2. შესასვლელი, რომელიც განთავსებულია ქუჩის ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს საერთო ფართზე განთავსებული რამდენიმე ობიექტისათვის (ინდივიდუალური შესასვლელით ან მის გარეშე);

გ) ინდივიდუალური შესასვლელი – მომხმარებლებისათვის განკუთვნილი შესასვლელი, რომლითაც შემოწმების ობიექტის ფართი გამოყოფილია სხვა ობიექტებისაგან;

დ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შენობაში განთავსებული კომპლექსი, რომელიც შედგება არანაკლებ 30, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო/გასართ ო ბი ობიექტისაგან;

ე) ბაზარი/ბაზრობა – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელშიც, როგორც წესი, საერთო ფართზე, განთავსებულია სავაჭრო/გასართობი ობიექტები;

ვ) შემოწმების ობიექტი - სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო, ბინგო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 2.

1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას.

1​1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შემოწმების ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე.

2. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შემსვლელი და გამსვლელი პირის ვიზუალური დანახვა და იდენტიფიკაცია.

5. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემით წარმოებული დაკვირვების ზონა სრულად უნდა მოიცავდეს ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობა. 

6. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

7. საზოგადოებრვი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.

7​1. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.

8. აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდემეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა აზარტული თამაშობების ობიექტზე უნდა განათავსოს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალ- ყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის ბრძანება №231 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.321

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1183 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2503

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 3.

1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილზე, კერძოდ დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს უშუალოდ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვადეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლებია:

ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);

ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;

დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;

ე) სერ ტ იფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერ ტ იფიკატი.

2. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან/და სხვა უფლებამოსილი პირი ადგენს ვიდეომეთვ ა ლყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს, რომელშიც აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დასრულების თარიღი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების რაოდენობა, მათი ტექნიკური მახასიათებლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის და აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ხელმოწერები. ამ პუნქტით განსაზღვრული აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი გადაეცემა აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, ხოლო მეორე რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელი აქტის დამოწმებულ ასლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1366 - სსმ III, №153, 31.10.2007 წ., მუხ.1700

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის ბრძანება №231 - სსმ III, №30, 26.02.2008 წ., მუხ.321

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1183 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2503

    მუხლი 4.

1. რამდენიმე შემოწმების ობიექტს, რომელთაც აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელები განლაგებულია ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით, არა უმეტეს 10 მეტრის დაშორებით, შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძელზე, დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-6, 7​1, მე-8 პუნქტებით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომის, ასევე მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი მხარე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმების ვალდებულება არ წარმოიშვება იმ შემთხვევებში, როდესაც შემოწების ობიექტების მფლობელია ერთი მეწარმე სუბიექტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 5

1. შემოწმების ობიექტისათვის, რომელიც განლაგებულია სავაჭრო ცენტრის შენობის, ბაზრის/ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და არ აქვს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე, გარე პერიმეტრს წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, რომელიც განლაგებულია უშუალოდ შემოწმების ობიექტის ი ნდივიდუალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სავაჭრო ცენტრის, ბაზრის/ბაზრობის საერთო შემოსასვლელებზე.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოკამერების ოდენობა, ასევე დამატებით შესასვლელებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროება განისაზღვრება შსს-ის უფლებამოსილი დანაყოფის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 6

1. ელექტრონული განაცხადის ფორმა შემოწმების ჩატარების და დამონტაჟების აქტის შედგენის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებელი მეწარმე სუბიექტის დასახელებას;

ბ) საქმიანობის სახეობას და ნებართვის ნომერს;

გ) შემოწმების ობიექტის დასახელებას და მისამართს;

დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილი დანაყოფის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას და მონაცემებს.  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 7

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები ამოწმებენ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ ამ წესის მოთხოვნების შესრულებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე დაუბრკოლებლად შეამოწმოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილი და დაუყოვნებლივ მიიღოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაცია. უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება – მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღების და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც.

3. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაციის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა არ ათავისუფლებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს აღნიშნული სახის ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის ვალდებულებისგან.

4. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის დაეკისრებათ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

    მუხლი 8

1. დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოვლენილ არატიპობრივ შემთხვევებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, იქმნება მუდმივმოქმედი კომისია სამინისტროს დაინტერესებული სტრ უ ქტურული დანაყოფების წამომადგენელთა შემადგენლობით.

2. უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა.

3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №982 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №1143, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.034.010.799 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72766-5/