დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2007 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1048
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.010.822
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 130, 17/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (1)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.822

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1048

2007 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმა (დანართი №1);

ბ) ინსტრუქცია ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური

შეტანილი ცვლილბები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანება №40 - სსმ III, №11, 24.01.2008 წ., მუხ.143

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №988 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.2001

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №559 - სსმ III, №107, 31.08.2009 წ., მუხ.1225

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №799 - სსმ III, №137, 25.10.2010 წ., მუხ.1991

დანართი  №1

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                   გვერდი

 

 

 

 

 

 

 

დღგ-ის სერტიფიკატის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი

 

 

 

 

 

 

 

 


დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია

განაყოფი I.

 

დეკლარაციის სახე

 

 

/

 

 

____________________________

თვე სიტყვიერად

წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წარედგინება ________________________________________________________________

                    (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

________________________________________________________________

          (საწარმოს სრული დასახელება/ინდ.მეწარმის გვარი, სახელი)

 

________________________________________________________________

      მისამართი: ბინა, კორპუსი, ქუჩა, ქალაქი/რაიონი საკონტაქტო ტელეფონი

 

მოცემული დეკლარაცია შედგენილია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფურცელზე

 

 

თნდართული დამადასტურებელი დოკუმენტები

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

საწარმოს ხელმძღვანელი

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) -------------------- ----------------- ---- --- --- --- ---- ---- -- ----

                                                (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)  თარიღი

 

განაყოფი II. ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:

დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით

 

 

 

 

ინტერნეტით

 

 

 პირადად

 

 

 

მოცემული დეკლარაცია შედგენილია

 

 

 

ფურცელზე

 

თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები

 

 

 

გვერდი

 

წარმოდგენის თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრაციის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

___________________          ________________

 (სახელი, გვარი)                             (ხელმოწერა)

 

„გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                          გვერდი

 

 

 

განაყოფი III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება

 

დასაბეგრი ოპერაციები

დღგ-ის გადასახდელი თანხა

დღგ-ის შესამცირებელი თანხა

1

2

3

დღგ, დარიცხული საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე

1

 

 

 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა

2

 

 

 

ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა

3

 

 

ბრუნვა, რომელიც არ იბეგრება ან არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად ან საქონლის/მომსახურების მიწოდებად და რომელზეც ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას

4

 

 

 

დღგ-ისაგან გათავისუფლებული ბრუნვა ან/და ბრუნვები, რომლებიც არ განიხილება (განეკუთვნება) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდებად (გარდა მე-4 სტრიქონზე აღნიშნულისა)

5

 

 

დღგ ბრუნვის კორექტირებაზე

6

 

 

 7

 

 

დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა

 

8

 

 

დღგ, გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისათვის

9

 

 

დღგ, გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე

10

 

 

 

 დღგ, გადახდილი უკუდაბეგვრის წესით

11

 

 

 

დღგ, გადახდილი საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე განსაზღვრული საფასურით

12

 

 

დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით

13

 

 

14

 

 

 

დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას

15

 

 

 

 

ჯამი

16

 

17

 

სულ გამოანგარიშებულია ბიუჯეტში გადასახდელად (სტ.16-სტ.17, როცა სტ.16>სტ.17)

18

 

 

 

 

სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად (სტ.17-სტ.16, როცა სტ.17>სტ.16)

 

 

19

 

 

ივსება დეკემბრის თვის დეკლარაციაში:

 

დღგ, საერთო ბრუნვის თანხაში გათავისუფლებული ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად, ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით აღსადგენი თანხის დაზუსტებით

20

 

21

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

საწარმოს ხელმძღვანელი

/ინდმეწარმე (წარმომადგენელი) --------- ----------        ---- --- --- ---           ---- ---- --- ----

                                                                            (სახელი, გვარი)            (ხელმოწერა)                  თარიღი“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №799 - სსმ III, №137, 25.10.2010 წ., მუხ.1991

 

დანართი „ა“. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

 

 

ოპერაციის შინაარსი     

დასაბეგრი ბრუნვა

 

 

დღგ-ის განაკვეთი

 

დღგ-ის თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

1

საქონლის მომსახურების მიწოდება კომპენსაციით

 

18

 

 

2

საქონლის/მომსახურების მიწოდება კომპენსაციის გარეშე

 

18

 

 

3

არაეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული საქონელი /მომსახურება, რომელზეც ადრე განხორციელდა ჩათვლა

 

18

 

 

4

საქონლის დანაკლისი

 

18

 

 

5

სხვა დასაბეგრი ოპერაციები

 

18

 

 

6

საქონლის/მომსახურების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232–ე მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის

 

0

 

 

7

ელექტროენერგიის მიწოდება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია

 

0

 

 

8

საერთაშორისო გადაზიდვა/გადაყვანა

 

0

 

 

9

 

ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გთვალისწინებული პროექტის ფარგლებში მიწოდებული საქონელი /მომსახურება

 

0

 

 

10

 

ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი სხვა ოპერაციები

 

0

 

 

11

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

საწარმოს ხელმძღვანელი

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ------------------------- ---------------------- ---- --- --- --- ---- ---- ----

                            (სახელი, გვარი)            (ხელმოწერა)                          თარიღი

 

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                    გვერდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                         გვერდი

 

 

 

 

დანართი „ბ“. დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი

ნაწილი I

 

N

დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ნულოვანი განაკვეთით) გამოწერილი  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის  კორექტირების)

 

სერია

ნომერი

დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე

მყიდველის /მიმღების ს/ნ

დღგ-ის თანხა

ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტი-რებაც წარმოებს

 

 

 

 

გადასახდელი (მათ შორის, კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი)

კორექტირების შედეგად შესამცირებელი

 

სერია

ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი II

N

 

შეძენილ საქონელზე  (მათ შორის, ნულოვანი განაკვეთით)  მომწოდებლის მიერ გამოწერილი  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის კორექტირების)

 

სერია

ნომერი

დასაბეგრი ოპერაციის განხორციე-ლების თვე

მომწო-დებლის ს/ნ

დღგ-ის თანხა

ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს

 

 

 

 

ჩასათვლელი, მათ შორის, კორექტირების შედეგად დამატებით ჩასათვლელი

კორექტირების შედეგად შესამცირებელი

 

სერია

ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი III

N

საქონლის იმპორტზე გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციები

შეფასების ნომერი

შეფასების თარიღი

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

 საწარმოს ხელმძღვანელი

 /ინდმეწარმე (წარმომადგენელი) ---------------------------  ---------------------     ---- --- --- --- ---- ---- ---- ----

                                                                                          (სახელი, გვარი)                       (ხელმოწერა)                                  თარიღი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №988 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.2001

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №559 - სსმ III, №107, 31.08.2009 წ., მუხ.1225

 

                                                                                                       დანართი N2

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად. დღგ-ის დეკლარაციის დადგენილი ფორმით წარმოდგენა და მისი შევსების წესების დაცვა სავალდებულოა დღგ-ის გადამხდელისათვის.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დღგ-ის დეკლარაციის წარმოდგენა ევალებათ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დღგ-ის გადამხდელებად. აღნიშნული პირები ყოველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა დღგ-ის დეკლარაციას წარადგენენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

2. დეკლარაციები წარედგინება საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ მიმდინარე საგადასახადო პერიოდში დადგინდა რომ წინა საგადასახადო პერიოდში დეკლარაციაში არ იქნა ან არასრულად იქნა ასახული მონაცემები, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბაზის, გადასახადის განაკვეთის, ჩასათვლელი თანხის ან სხვა სახის შეცდომები, მისი დაზუსტება ხდება შესაბამისი გასული პერიოდების დეკლარაციების წარმოდგენის გზით, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. გასწორებული დეკლარაციები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის დღგ-ის გადაანგარიშებაც ხდება.

4. დღგ-ის დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების მონაცემთა საფუძველზე.

5. დამაგროვებელ უწყისებში სხვადასხვა განაკვეთით (0%, 18%) დასაბეგრი, აგრეთვე გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალ-ცალკე.

6. დეკლარაციის წარმოდგენის და შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვადა, რომელიც ემთხვევა გამოსასვლელ (არასამუშაო) და სადღესასწაულო დღეებს, გადაიტანება პირველ სამუშაო დღეს.

7. დეკლარაციის ფოსტით გაგზავნისას მისი წარდგენის დღედ ითვლება დაზღვეული წერილის გაგზავნის თარიღი, რომელშიც მოცემულია გზავნილის აღწერილობა. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის გაგზავნის თარიღი.

8. დეკლარაციის ჩანაწერების უტყუარობა და სისრულე დადასტურებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის, ხოლო ინდ. მეწარმის შემთხვევაში – ინდ. მეწარმის ხელმოწერით, ან მათი კანონიერი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და თარიღის აღნიშვნით.

9. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.

10. (ამოღებულია).

11. დეკლარაციის შევსება წარმოებს გარკვევით, მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.

12. დეკლარაციაში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

13. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დღგ-ის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.

14. დეკლარაციის შევსება ხდება დღგ-ის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

15. დღგ-ის დეკლარაცია მოიცავს 3 განაყოფს:

ა) I. სატიტულო ნაწილს;

ბ) II. საგადასახადო ორგანოს აღნიშვნას დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე;

გ) III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშებას და ორ დანართს: დანართი „ა“ – დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები; დანართი „ბ“ – დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №988 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.2001

    მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი

1. დეკლარაციის I განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი – პირადობის მოწმობის მიხედვით, ამასთან, ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელი ბოლო 2 უჯრა არ შეივსება – დაისმევა ტირე ,,–“), გვერდის რიგითი ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი და ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი;

ბ) სტრიქონში „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება ციფრი „1“, თუ დეკლარაცია გასული საგადასახდო პერიოდისაა, ხოლო ციფრი „2“ – თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. წილადის შემდეგ ორ უჯრაში ჩაიწერება იმ თვის რიგითი ნომერი ციფრებით (01-დან 12-მდე) და თვე – სიტყვიერად, რომლის დეკლარაციასაც ან დაზუსტებას იგი წარმოადგენს. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2 /05, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 05 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მეხუთე – მაისის თვის შესწორება;

გ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია.

დ) სტრიქონზე „საწარმოს სრული დასახელება“ მიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

ე) დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმოდგენა ხდება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა.

2. განაყოფი II ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ, კერძოდ, დეკლარაციის:

ა) წარმოდგენის ფორმას – ფოსტით, ინტერეტით თუ წარმოდგენილია პირადად;

ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;

გ) წარმოდგენის თარიღს;

დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;

ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია, დასტურდება მისი ხელმოწერით.

3. . III განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

 ბ) პირველ სტრიქონზე აისახება საანგარიშო თვეში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ. გადმოიტანება დანართი ,,ა“-ს მე-11 სტრიქონი;

გ) დეკლარაციის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 გარე სტრიქონებზე აისახება საანგარიშო თვეში განხორ-ციელებული ბრუნვები, მათ შორის:

გ.ა) მე-2 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი ,,ა“-ს 1-5 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი;

გ.ბ) მე-3 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი ,,ა“-ს 6-10 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი;

გ.გ) მე-4 სტრიქონზე მიეთითება საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომელიც არ იბეგრება ან არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის, 225-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 226-ე მუხლის შესაბამისად და რომელზეც ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას (სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის/მომსახურების  უსასყიდლოდ მიწოდება; საქონლის/მომსახურების გამოყენება საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის; აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალში; საწარმოს ყველა აქტივის ან მისი დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება);

გ.დ.) მე-5 სტრიქონზე მიეთითება საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ან/და რომლებიც არ განიხილება (განეკუთვნება) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდებად (გარდა მე-4 სტრიქონზე აღნიშნულისა);

დ) მე-6 სტრიქონზე აისახება მიწოდების კორექტირების შედეგად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი თანხა, ხოლო მე-7 სტრიქონზე – მიწოდების კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა;

ე) მე-8 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა, რომლითაც შესაძლებელია შემცირდეს (ჩაითვალოს) საანგარიშო თვეში ბიუჯეტში შესატანი დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციის მომენტისათვის რეგისტრაციის გაუქმებისას დღგ-ით დაბეგრილი საქონლის ნაშთებზე);

ვ) დეკლარაციის მე-9 გარე სტრიქონზე აისახება ადგილობრივი მომწოდებლის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი/გადასახადელი დღგ-ის თანხა, რომელიც წარდგენილ იქნება საგადასახადო ორგანოში დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ამასთანავე, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის პერიოდი იწურება შესაბამის თვეში დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადამდე, – მაშინ არა უგვიანეს აღნიშნული ვადისა. ამასთან, ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე გადასული გადამხდელების მიერ მათ ხელთ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მესამე და მეოთხე ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ) მე-10 სტრიქონზე მიეთითება დღგ გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე;

თ) მე-11 სტრიქონზე აისახება უკუდაბეგვრის წესით ბიუჯეტში გადახდილი დღგ, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24​1 მუხლის შესაბამისად, ჩათვლის საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მე-12 სტრიქონზე აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდისას გადახდილი დღგ;

კ) მე-13 სტრიქონზე აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელი დღგ (ჩათვლილი თანხის შემცირების შემთხვევაში), ხოლო მე-14 სტრიქონზე – ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის შესამცირებელი დღგ-ის თანხა (ჩათვლილი თანხის გაზრდის შემთხვევაში);

ლ) მე-15 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციაზე;

მ) მე-16-მე-19 სტრიქონები გაანგარიშებითია. მე-18 და მე-19 სტრიქონებზე მოცემული თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას;

ნ) მე-20 და 21-ე სტრიქონები ივსება მხოლოდ დეკემბრის თვის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ხდება წლის განმავლობაში თვეების მიხედვით საერთო ბრუნვის თანხაში გათავისუფლებული ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა) ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება. თუ დაზუსტებული აღსადგენი თანხა მეტია წლის განმავლობაში აღდგენილ თანხაზე, სხვაობა აისახება მე-20 სტრიქონზე, ხოლო თუ დაზუსტებული თანხა ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებულ ა ღ დგენილ თანხაზე, სხვაობა აისახება 21-ე სტრიქონზე. აღნიშნული თანხები აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

4. დანართი „ა“

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) მე-2 სვეტში მითითებულია დღგ-ის 18%-ია ნი და ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება დასაბეგრი ბრუნვის თანხა საქონელსა და მომსახურებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლით განსაზღვრული თანხიდან გამომდინარე;

დ) მე- 4 სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთები;

ე) მე-5 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა მე-3 სვეტში მითითებული ბრუნვიდან გამომდინარე.

5. დანართი „ბ“.

ა) დანართის I და II ნაწილების მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) დანართის ყოველ გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

გ) დანართის პირველ ნაწილში აისახება გადამხდელის მიერ გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის კორექტირების;

დ) დანართის მე-2 ნაწილში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩათვლაში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;

ე) დანართის მესამე ნაწილში აისახება ჩათვლაში გამოყენებულ განხორციელებულ იმპორტზე „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების მიხედვით გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „B“ გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ი ს თანხა, ხოლო, თუ სატვირთო-საბაჟო დეკლარაცი ა ს არ გააჩნია „B“ გრაფა – სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ი ს თანხა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანება №40 - სსმ III, №11, 24.01.2008 წ., მუხ.143

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №988 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.2001

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №559 - სსმ III, №107, 31.08.2009 წ., მუხ.1225

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №799 - სსმ III, №137, 25.10.2010 წ., მუხ.1991

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1048, 11.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.822 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72874-4/