ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.09.2007 ბოლო ცვლილება 14.08.2017
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.22.025.010.853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 25/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.010.853

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №69

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ

ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ქსელის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ,,ჯ“ და ,,ჯ​1“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოცხადდეს დერეგულირებულად.

2. ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულ იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება 2008  წლის 24 ივლისის ბრძანება №73 - სსმ III, №105, 24.07.2008  წ., მუხ.1177

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ა. ხეთაგური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება 2008  წლის 24 ივლისის ბრძანება №73 - სსმ III, №105, 24.07.2008  წ., მუხ.1177

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“, №69, 25.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.010.853 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73006-1/