ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2007 ძალადაკარგული 06.12.2011
ნომერი
№1469
სარეგისტრაციო კოდი
360.060.000.22.023.010.926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 09/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.926

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის    ბრძანება №1469

2007 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1600 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1726

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1799 - სსმ III, №185, 27.12.2007წ., მუხ.2070

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №18 - სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.881

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №42 - სსმ III, №120, 21.09.2010წ., მუხ.1783

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებში 61234.84 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე;

დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა.

    მუხლი 4. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 61234.84 ჰა.

    მუხლი 5. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირება

გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების გათვალისწინებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ვიზიტორთა ზონა:

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

    მუხლი 6. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 5275 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:

ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 9, 10, 15 (სულ 1242 ჰა);

ბ) აწყურის უბანი – კვარტალები: №№38, 39, 40, 41, 42, 43, 47, 48, 49, 68, 73, (სულ 1 466 ჰა); ჰა;

გ) ნუნისის უბანი – კვარტალები №№ 34, 35, 41, 46, 48 (სულ 622 ჰა);

დ) მარელისის უბანი – კვარტალები №№ 47, 49, 50, (სულ 470 ჰა);

ე) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№22, 27, 28, 29, 30 (სულ 913 ჰა);

ვ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№ 66, 67, 69, 97, 98, 99 (სულ 562 ჰა).

2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა.

    მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები

1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის საერთო ფართობი შეადგენს 29885.6 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:

ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№ 4, 5, 6, 8, 11, 12, №13 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, კვარტალები №№14, 16, 17, 18, 20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 29, 35, 40, 43, 44, 45, 46, 47, №48 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17, 19, 20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 28, №49 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 23, 24, 25, 29, №50 კვარტალის ლიტერები №№1,2,3,4,8,9,10,19,21,22,23, კვარტალები №№51,53,56,58 (სულ 4499 ჰა);

ბ) აწყურის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, №14 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 26, 27, 28, 29, 30, 31, 35, 36, 37, 38, 39, 40, კვარტალები №№16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 26,27, 28, 29, 30, 32, №33 კვარტალის ლიტერები №№2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, №34 კვარტალის ლიტერები №№4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 20, 21, 22, 24, 26, 27, 28, კვარტალები №№35,36 №37 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, კვარტალები №№44, 50, 52, 53, 54, 55, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66; №69 კვარტალის ლიტერები №№ 1, 2, 3, 4, 10, 11, 13, 14; კვარტალები №№ 71 და 72; №74 კვარტალის ლიტერები №№1, 3, 7, 12; კვარტალები №№75, 76 და 78; (სულ 7085.6 ჰა);

გ) ზანავის უბანი – კვარტალები №№1, 3, 4, 5, 6, 8, 13, 15, 16, 17, 18, 19, 25, 26, 27, 31 (სულ 1941 ჰა);

დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№4, 12, 13, 14 (სულ 415 ჰა);

ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№6, 7, 12, 13, 14, 20, 21, 22, 23, 24, 25, 29, 30, 31, 32, 33, 36, 37, 38, 39, 40, 42, 43, 44, 45, 47, 49, 50, 51 (სულ 3880ჰა);

ვ) მარელისი უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 9, 10, 14, 15, 21, 22, 23, 24,26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 48, 51, 52, 53, 54, 55 (სულ 5607ჰა);

ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№2, 3, 4, 5, 6, 9, 10,11,12, 17, 18, 19,20,21, 23, 24, 25, 26, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46 (სულ 4758ჰა);

თ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№42, 54, 55, 53, 65, 68, 70, 71, 93, 94,1 05, 106, 107, 108, (სულ 1700ჰა).

2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა;

მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში მანქანით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №18 - სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.881

    მუხლი 8. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 26073.194 ჰა ტერიტორიას და მოიცავს:

ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №7, №13 კვარტალის ლიტერი №15, კვარტალები №№19, 23, 28, 30, 31, 32, 33, 34, 36, 37, 38, 39, 41, 42, №48 კვარტალის ლიტერები №№9, 16, 18, 23, №49 კვარტალის ლიტერები №№14, 15, 21, 22, 26, 27, 28, №50 კვარტალის ლიტერები №№5, 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 24, 25, 26, 27, 28, 29, კვარტალები №№52, 54, 55, 57 (სულ 3570 ჰა);

ბ) აწყურის უბანი – №14 კვარტალის ლიტერები №№14, 25, 32, 41, 42, 43, კვარტალები №№23, 24, 25, 31, 33, 34, №33 კვარტალის ლიტერები №№1, 22, №34 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 10, 16, 17, 18, 19, 23, 25, №37 კვარტალის ლიტერები №№6, 7, 8, 9, 22, კვარტალები №№45, 46, 51, 56, №69 კვარტალის ლიტერები №№5, 6, 7, 8, 9, 12; კვარტალი №70; №74 კვარტალის ლიტერები №№ 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16; კვარტალები №№77, 79, 80, 81, 82, 83, 84 (სულ 2314.1 ჰა);

გ) ზანავის უბანი –კვარტალები №№2, 7, 9, 12, 14, 20, 21, 22, 23, 24, 28, 29, 30 (სულ 1672 ჰა);

დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№5, 7, 8, 9, 10, 11, 15, 16 (სულ 1162 ჰა);

ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№15, 16, 17, 18, 19, 26, 27, 28 (სულ 809 ჰა);

ვ) მარელისის უბანი – კვარტალები №№6, 7, 8, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 25 (სულ 1717 ჰა);

ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№7, 8, 13, 14, 15,16 (სულ 954 ჰა);

თ) ეროვნული პარკის ეროვნული პარკის ალპური საძოვრებით დაკავებული ტერიტორია (სულ 10748.44 ჰა);

ი) „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორია (სულ 3127.4 ჰა).

2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) ეკოტურიზმი;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

მ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

3. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა უბნების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:

ა) აბასთუმნის უბანზე – 1500 მ3 საშეშე მერქანი;

ბ) აწყურის უბანი – 1000 მ​3 საშეშე მერქანი;

გ) ზანავის უბანი – 950 მ​3 საშეშე მერქანი;

დ) ქვიშხეთის უბანი – 620 მ​3 საშეშე მერქანი;

ე) ნუნისის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;

ვ) მარელისის უბანი – 250 მ3 საშეშე მერქანი;

ზ) საქონდრიის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1500 მ​3 საშეშე მერქანი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრი ს ბრძანება №1600 - სსმ III, №155, 05.11.2007წ., მუხ.1726

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრი ს ბრძანება №1799 - სსმ III, №185, 27.12.2007წ., მუხ.2070

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №18 - სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.881

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №42 - სსმ III, №120, 21.09.2010წ., მუხ.1783

    მუხლი 9. დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა

დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა ძალაშია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი სამენეჯმენტო გეგმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე.

    მუხლი 10. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა

დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №1469, 05.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.926 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73414-4/