თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2008 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ
1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული პრინციპები, ამასთან, დაიშვება გარკვეული გამარტივებუ ლი პროცედურები.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის მშენებლობის ნებართვას გასცემს ამ ზონის ადმინისტრატორი ორგანო (შემდგომში – ადმინისტრატორი), როგოც საჯარო ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამივე სტადიით.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი შეიმუშავებს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქთმშენებლობითი პირობების მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის.
4. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის პარამეტრების შესაბამისად შეიმუშაოს და ადმინისტრატორს წარუდგინოს სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია ნებართვის ერთ ეტაპად მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოება ამ შემთხვევაში იმართება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ნებართვის მისაღებად ადმინისტრატორისათვის დოკუმენტაციის წარდგენამდე ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს გაიაროს კონსულტაციები ადმინისტრატორთან და ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე მიიღოს შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ შეთანხმებას ნებართვის მიღებამდე.
6. ნებართვის მისაღებად დოკუმენტები ადმინისტრატორს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით.
7. ადმინისტრატორი საპროექტო დოკუმენტაციას უგზავნის დაინტერესებულ სამთავრობო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესათანხმებლად, რომლებიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ებმებიან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსით, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრატორი აგრძელებს ადმინისტრაციული წარმოების ვადას დადგენილი წესის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქთმშენებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად არ/ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქთმშენებლობითი პირობების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე ბ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის სამივე სტადიით.
81. ადმინისტრატორის მიერ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XXII თავის შესაბამისად.
9. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვის გამცემ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამკვეთისა და ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განსაზღვრული მოთხოვნები.
+

1. ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები.
1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნება რ თვის გაცემისას მოქმედებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთა ვ რობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრ უ ლი პრინციპები, ამასთან , დაიშვება გარკვეული გამარტივებუ ლი პროცედურები.
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული პრინციპები, ამასთან, დაიშვება გარკვეული გამარტივებუ ლი პროცედურები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის მშენებლობის ნებართვას გასცემს ამ ზონის ადმინისტრატორი ორგანო (შემდგომში – ადმინისტრატორი), როგოც საჯარო ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამივე სტადიით.
3. თავისუფალი ადმინისტრაციული ზონებისათვის ადმი ნი ს ტრატორი შეიმუშავებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიც ებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქთმშე ნებ ლობითი პირობების (აგდ) მიღებისათვის განაცხადის წარდ გ ე ნა აუცილებელი არ არის.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი შეიმუშავებს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქთმშენებლობითი პირობების მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
4. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის პარამეტრების შესაბამისად შეიმუშაოს და ადმინისტრატორს წარუდგინოს სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია ნებართვის ერთ ეტაპად მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოება ამ შემთხვევაში იმართება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ნებართვის მისაღებად ადმინისტრატორისათვის დოკუმენტაციის წარდგენამდე ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს გაიაროს კონსულტაციები ადმინისტრატორთან და ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე მიიღოს შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ შეთანხმებას ნებართვის მიღებამდე.
6. ნებართვის მისაღებად დოკუმენტები ადმინისტრატორს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით.
7. ადმინისტრატორი საპროექტო დოკუმენტაციას უგზავნის დაინტერესებულ სამთავრობო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესათანხმებლად, რომლებიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ებმებიან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსით, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრატორი აგრძელებს ადმინისტრაციული წარმოების ვადას დადგენილი წესის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქთმშე ნ ებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად არ/ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქთმშენებლობითი პირო ბების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება „მშენებლობის ნებართვის გაცე მის წესისა და სანებართვო პირობების შესახე ბ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღ ვ რული მშენებლობის ნებართვის გაცემის სამივე სტადიით.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქთმშენებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად არ/ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქთმშენებლობითი პირობების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე ბ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის სამივე სტადიით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
81. ადმინისტრატორის მიერ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XXII თავის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
9. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვის გა მცემ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცე მის წე სისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთა ვრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამკვე თი ს ა და ნებართვის გამცემი ორგანოს ათვის განსაზღვრული მო თ ხოვნები.
9. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვის გამცემ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამკვეთისა და ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განსაზღვრული მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება № 130 -ვებგვერდი, 18 .0 3 .2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“, №54, 10.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.998 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7390-2/