,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2007 ბოლო ცვლილება 15.05.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.786
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 16/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2007 წლის 13 ივლისი

�ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პროფესიული განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე ზუგდიდის ფილიალის ნაწილში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯისა და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლე.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი აკადემიური უმაღლესი, პროფესიული უმაღლესი და სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტისათვის ქ. ზუგდიდში, ბესარიონ ჯანაშიას ქ.№30-ში და ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. №194-ში მდებარე უძრავი ქონებისა და შესაბამისი მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე� საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია), ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცება.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

�1. საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 17 აპრილ ის დადგენი ლება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე““, №145, 13.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.786 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7438-1/