არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.12.2007 ბოლო ცვლილება 05.02.2025
ნომერი
№3/203
სარეგისტრაციო კოდი
450.150.000.22.028.011.188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 174, 10/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/203

2007 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება № 05/13 - ვებგვერდი, 17.02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება № 05/34 - ვებგვერდი, 12.02.2024წ.

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1​1 პუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება № 05/13 - ვებგვერდი, 17 .02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება № 05/34 - ვებგვერდი, 12 .02.2024წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება № 05/13 - ვებგვერდი, 17 .02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება № 05/34 - ვებგვერდი, 12 .02.2024წ.

 

მუხლი 1

წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების და დემონტაჟის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესსა და პირობებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება № 05/13 - ვებგვერდი, 17.02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება № 05/34 - ვებგვერდი, 12.02.2024წ.

 

მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები ან არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ავტორი ვალდებულები არიან/ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს შემდეგი მასალები:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განშლის ამსახველი ფოტომასალა.

3. კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის განხილვისას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მონაწილეობს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება №05/13 - ვებგვერდი, 17.02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №05/34 - ვებგვერდი, 12.02.2024წ.

 

    მუხლი 3

1. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე სამინისტროში შემოსული მასალების განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, სამინისტროში ანაზღაურების გარეშე, იქმნება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საექსპერტო საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომ–მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭო კომპლექტდება სამინისტროს ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებით, ქართველი მოქანდაკეებით, არქიტექტორებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებით.

2​1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ განსაზღვრული თავმჯდომარე, რომელიც სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირის წარმომადგენელია.

3. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა მოთხოვნით საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული მხარეები და პირები.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასალების საფუძველზე საბჭო იხილავს:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტის მხატვრულ-ესთეტიკურ დონეს;

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის შესაბამისობას, მის განსათავსებლად გამიზნული ტერიტორიის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურასთან;

გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის სხვა საკითხებს.

5. საბჭოს სხდომების პერიოდულობა საჭიროებისამებრ, განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს თავმჯდომარის ხმას.

7. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა ფორმდება ოქმის სახით და შემდგომი რეაგირებისათვის წარედგინება მინისტრს.

8. საბჭოს კომპეტენციაში არ შედის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ღირებულების განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანება №05/13 - ვებგვერდი, 17.02.2015წ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №05/34 - ვებგვერდი, 12.02.2024წ.

    მუხლი 4

ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, №3/203, 03.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 450.150.000.22.028.011.188 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74584-2/