საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2007 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№1633
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.011.298
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 28/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.298

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1633

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 28 ნოემბრიდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №548 - სსმ III, №50, 27.04.2009წ., მუხ.569

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №1045 - სსმ III, №104, 24.08.2009წ., მუხ.1162

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №370 - სსმ III, №38, 12.04.2010წ., მუხ.615

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 4 ივნისის ბრძანება №494 - სსმ III, №64, 07.06.2010წ., მუხ.964

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №790- სსმ III, №114, 09.09.2010წ., მუხ.91724


პლანშეტი №1

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი;  თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – წოდება)  შესაბამისი  ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

პლანშეტი №2

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი  №3

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ფერის კეპი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი №4

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;   დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე;  შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №5

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

პლანშეტი №6

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი ფერის პალტო; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; რუხი ფერის ყელსახვევი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2.  ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის დათბუნებული კეპი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №8

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – სააღლუმო გამოსასვლელი დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით და ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; დამცავი (ღია-ცისფერი ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 

 

სააღლუმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის ბრძანება №370 - სსმ III, №38, 12.04.2010წ., მუხ.615

 

 

 

 

 

 

 

      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყოველდღიური სპეციალური ფორმა

პლანშეტი №9

1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე ქურთუკი; შავი ფერის საველე შარვალი; შავი ფერის მაისური;  შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – კომუფლირებული საველე ქურთუკი; კომუფლირებული მაისური; კომუფლირებული პულოვერი;  შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3.   შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                          

 

 

 

 

                                                                                                               

 

 

 

 

 

 

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის

 

პლანშეტი №10

1. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი: შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის პიჯაკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

4. ყოველდღიური ზამთრის ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

5. შავი ფერის პილოტური ქუდი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით.

                                 

 

პლანშეტი №11

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი)  ემბლემა არის ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერ (ლურჯ)  ველზე  მდებარე კომპოზიცია, რომელიც  წარმოადგენს ორ გადაჯვარედინებულ ოქროს აფთზე  გამოსახულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი. ფარს აგვირგვინებს „ივერიული“ გვირგვინი – საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარის ქვედა ნაწილში ვერცხლის სადევიზო ბაფთაზე გამოსახულია წარწერა: „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დროშა წარმოადგენს მართკუთხა  ქსოვილს, პროპორციით 2/3, რომელსაც ირიბად გაჰკვეთს და გადაკვეთს ორმაგი ნარინჯისფერი ჯვარი, რომლის ცენტრში გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა.

 

 

 

                                            

                   

ქუდის ემბლემა (კოკარდა)

                                              

 

სამკერდე ემბლემა

                                                   

                       

                  სამკლაური ემბლემა                                  ღილკილო

 

 

პლანშეტი № 12

1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ (მეწამულ) ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ყვითელი (ოქროს) აფთი.

2. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ  ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

2 ​1 . ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – შავი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე ამოტვიფრულია წითელ (მეწამულ) ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია ოქროსფერი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3 ​1 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე “POLICE”.

3 ​2 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია თეთრი ფერის წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

4.  სამკლა ვ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო”, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი”.

5. ღილკილო –  საყელოს შავ ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომი.

 

 

 

წოდების აღნიშვნები

პლანშეტი №13

წოდების აღნიშვნები სამხრეების, სამკლავე დანაკერებისა (შევრონი) და ღილკილოების სახით.

1. პოლიციის გენერალ-მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ერთი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

2. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ორი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

3. პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და სამი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

4. პოლიციის მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

5. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

6. პოლიციის პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

7. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე).

8. პოლიციის ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე).

9. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი სამი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე).

10. პოლიციის კაპიტანი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოქროსფერი ოთხი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

11. პოლიციის რიგითი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი). შევრონი – სამკლა ვ ური შავი ფერის,   ხაზის გარეშე. ღილკილო – პლანშეტზე მოცემულ საყელოზე  განთავსებული შავი ფერის მანჟეტი წარმოადგენს  წოდების აღმნიშვნელს.

12. პოლიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

13. პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

14. პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

15. პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი ფართო ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოთხი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი.

 

 


პლანშეტი 14

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დათბუნებული ქურთუკის კონტურული ნახაზი. წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“; ,, SECURITY POLICE“;

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დათბუნებული სვიტერის კონტურული ნახაზი; წარწერა: ,,პოლიცია“;

3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – გრძელი დათბუნებული ქურთუკის კონტურული ნახაზი. წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“; ,, SECURITY POLICE”.

პლანშეტი 15

1. დაცვის პოლიციის ავტომანქანების ემბლემა.

2. დაცვის პოლიციის ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი დიზაინი.

 

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის

 

პლანშეტი №16

       საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჟილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, „AVIATION SECURITY”; შავი ფერის კლასიკური შარვალი, შავი ფერის პილოტური ქუდი სტაფილოსფერი კანტით, შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი), წითელი (მეწამული) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

                  

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის

 

პლანშეტი №17

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჯილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, „AVIATION SECURITY“;  შავი ფერის კლასიკური შარვალი ან შავი ფერის კლასიკური ქვედაბოლო, შავი ფერის პილოტური ქუდი სტაფილოსფერი კანტით, წითელი (მეწამული) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა

 

 

პლანშეტი 18

სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. გარს არტყამს სტაფილოსფერი კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია აგურისფერ ველზე გამოსხული ლომი. კომპოზიციის

ზედა მხარეს არის სტაფილოსფერი წარწერა “AVIATION SECURITY”

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №548 - სსმ III, №50, 27.04.2009წ., მუხ.569

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“, №1633, 28.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.298 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75160-5/