გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.345
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №22
2008 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 217-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ დანართებით).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
2. დამტკიცდეს ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,გადახდის წყაროსთან განაცემების დაბეგვრისა და სოციალური გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1047 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.1583
დანართი №1
| 1 |
| გადამხდელი: | ||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||
| 2 |
| გსნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
| გპნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების
დეკლარაცია
განაყოფი I
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 4 |
| დეკლარაციის სახე: პირველადი |
| დაზუსტებული |
|
| 5 | თვე, წელი |
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 6 |
| მისამართი: | ||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 7 | საქართველოს საწარმო |
|
| 8 | უცხოური საწარმო |
|
| 9 |
| მეწარმე ფიზიკური პირი |
|
| ||||||||||||
| (საჭირო აღნიშნეთ V ნიშნით) | |||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 10 |
| წარედგინება: | ||||||||||||||||||||||
|
|
|
| საგადასახადო ორგანოს დასახელება | ||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||
განაყოფი II
(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)
| აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ: | ||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 11 |
| დეკლარაციის მიღების თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 12 |
| თანდართული დოკუმენტი |
|
| გვერდზე |
| |||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 13 |
| რეგისტრაციის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 14 |
| დეკლარაციის მიმღების გვარი, სახელი |
| ||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 15 |
| დეკლარაციის მიმღების ხელმოწერა |
| ||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||
შენიშვნა:
1. დეკლარაციას არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის წარადგენენ საგადასახადო აგენტები, რომლებსაც წარმოეშობათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებზე გაცემული თანხებიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავების და გადახდის ვალდებულება.
2. თუ გადასახადის გადამხდელის (აგენტს) საგადასახადო პერიოდში არ გააჩნია დეკლარაციაში შეტანას დაქვემდებარებული განაცემები, მას უფლება აქვს შესაბამისი პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს აღნიშნული დეკლარაცია.
ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ
(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში)
| რეგისტრაციის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| გადამხდელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| ფიზიკური პირის პ/ნომერი |
| გსნ |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| დეკლარაცია ჩაიბარა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელი, გვარი, ხელმოწერა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| დეკლარაცია შედგენილია |
|
|
| გვერდზე | თანდართული დოკუმენტები |
|
|
|
| გვერდზე | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| III განაყოფი | |||||||||||
| დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის (სარგებლის) სახით ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული შეღავათების გარეშე | 16 |
| |||||||||
| დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის (სარგებლის) სახით ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით | 17 |
| |||||||||
| ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული ანაზღაურება (სარგებელი) | 18 |
|
| ||||||||
| გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (სარგებელი), გარდა პროცენტებისა | 19 |
| |||||||||
| არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა). მათ შორის: | 20 |
| |||||||||
| სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები | 21 |
|
| ||||||||
| ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები. | 22 |
| |||||||||
| მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, გარდა პროცენტებისა. მათ შორის: | 23 |
| |||||||||
| 10%-იანი განაკვეთით | 24 |
|
| ||||||||
| 4%-იანი განაკვეთით | 25 |
| |||||||||
| გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი | 26 |
| |||||||||
| საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები შეღავათების გაუთვალისწინებლად | 27 |
| |||||||||
| განაცემები საწარმოებზე (ორგანიზაციებზე), რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან შეღავათების გათვალისწინებით | 28 |
| |||||||||
| 10%-იანი განაკვეთით | 29 |
|
| ||||||||
| 4%-იანი განაკვეთით | 30 |
| |||||||||
| გადახდის წყაროსთან საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დასაკავებელი გადასახადი. | 31 |
| |||||||||
| გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება | 32 |
|
| ||||||||
| არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას | 33 |
| |||||||||
| ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის: | 34 |
| |||||||||
| საკონტროლო სალარო აპარატების საშუალებით | 35 |
| |||||||||
| მაქსიმალური ხელფასი | 36 |
| |||||||||
| მინიმალური ხელფასი | 37 |
| |||||||||
| დეკლარაციაში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ: | |||||||||||
| 38 | გადასახადის გადამხდელის გვარი, სახელი |
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
| 39 | გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა |
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
| 40 |
|
|
|
|
|
| |||||
დეკლარაციის დანართი ,,ა“
საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები
| გაცემის თარიღი | განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი. პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შე საბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა)
| თანხა (ლარი) | კუთვნილი გადასახადები (ლარი) | ||
| საშემოსავლო გადასახადი | საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დასაკავებელი გადასახადი
| ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | |
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| ||
| სულ: |
|
|
| ||
დანართში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
| გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა |
|
დეკლარაციის დანართი ,,ბ~
| 1 | გსნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 | გპნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გადამხდელის პირადი ნომერი
ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ
200 --- წელი
| № | თანხის მიმღების დასახელება
| მისამართი |
საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი) | პირის რეზიდენტობა (ქვეყანა) |
განაცემი | დაკავებული გადასახადი (ლარი) | საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა (ლარი) | |
|
სახე | თანხა (ლარი) | |||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა |
|
შენიშვნა:
ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 ღის ვადაში.
დეკლარაციის დანართი „გ“
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებში გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გაანგარიშება
| დასახელება | თანხა | |
| 2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომლზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი. | 1 |
|
| 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია მათ შორის: საანგარიშო თვეში | 2 |
|
| 3 |
| |
| სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (უჯრა 3X20%) | 4 |
|
საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაცია
| გაცემის თარიღი | განაცემის სახე | თანხა | სოციალური გადასახადი | |
| 1 | 2 | 3 | 4 | |
|
|
|
| ||
|
|
|
| ||
|
|
|
| ||
| სულ |
|
| ||
დანართში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:
| გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა |
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.1583
დანართი №2
ინსტრუქცია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დეკლარაციას, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარადგენს საგადასახადო აგენტი (იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, გარდა იმ მონაცემებისა (განაყოფი II), რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება დეკლარაციის III განაყოფის (დანართი №1) 26-ე და 31-ე უჯრების მიხედვით ერთ ლარამდე ნულდება.
4. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
5. დეკლარაციის უჯრებში (სტრიქონებზე) შეიტანება აღნიშნული უჯრების (სტრიქონების) დასახელებების (შინაარსის), აგრეთვე შევსების წესის ლოგიკური ფორმულების შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში (სტრიქონებში) აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
6. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დაბეგვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.

მუხლი 2. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის შევსების წესი
1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – გადასახადის გადამხდელის სრული საფირმო სახელწოდება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება;
ბ) მე-2 უჯრაში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მე-3 უჯრაში – ,,გპნ“ - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
დ) მე-4 უჯრაში – დეკლარაციის სახე. იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებული დეკლარაციაა, შესაბამისი სტრიქონის უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით;
ე) მე-5 უჯრაში – საანგარიშო (საგადასახადო) თვე და წელი;
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელი ადგენს 2008 წლის მაისის დეკლარაციას.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-5 უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ციფრი 05, ხოლო მომდევნო ოთხ განაყოფში საანგარიშო წელი სრულად – 2008;
ვ) მე-6 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით;
ზ) მე-7 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოა, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით.
თ) მე-8 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი უცხოური საწარმოა, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით;
ი) მე-9 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი მეწარმე ფიზიკური პირია, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით.
კ) მე-10 უჯრაში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი.
2. დეკლარაციის II განაყოფის მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.
4. დეკლარაციის III განაყოფი ივსება შემდეგი წესით:
ა) მე-16 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე (ლარებში);
მაგალითი 1:
გადასახადის გადამხდელმა დაქირავებულ ფიზიკურ პირს 2008 წლის 12 მარტს ანაზღაურების გარეშე 2008 წლის 20 აპრილამდე სარგებლობაში გადასცა 3000 ლარად ღირებული (საბალანსო ღირებულება) მსუბუქი ავტომობილი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა მარტის დეკლარაციის III განაყოფის მე-16 უჯრაში უნდა ასახოს სარგებლის ღირებულება 57 ლარი (3000X0,1%X19). აპრილის დეკლარაციის იმავე უჯრაში – 60 ლარი (3000X0,1X20), ამასთან, აღნიშნული სარგებლის ღირებულებები შესაბამისი თვეების დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს ცხრილში აისახება 31 მარტის და 30 აპრილის (თვის ბოლო რიცხვები) ჩანაწერებით.
მაგალითი 2:
გადასახადის გადამხდელი დაქირავებულ ფიზიკურ პირს ხელფასის სანაცვლოდ 2008 წლის აპრილში ყოველდღიურად არაფულადი ფორმით აძლევდა 4 ცალ პურს, რომლის საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 2 ლარს.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა აპრილის დეკლარაციის III განაყოფის მე-16 უჯრაში უნდა ასახოს 60 ლარი (30X2). ამასთან, დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს შესაბამის სტრიქონზე 60 ლარი აისახება 30 აპრილის ჩანაწერით;
ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით;
გ) მე-18 უჯრაში – დაქირავებულ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც საანგარიშო თვეში გაცემულია ანაზღაურება ხელფასის სახით;
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელს დაქირავებული ჰყავს 8 ფიზიკური პირი, იანვარში ხელფასი გაცემულია 7 პირზე, თებერვალში – 6 პირზე.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა იანვრის დეკლარაციის III განაყოფის მე-18 უჯრაში უნდა ასახოს 7 კაცი, თებერვლის დეკლარაციის ამავე უჯრაში – 6 კაცი.
დ) მე-19 უჯრაში – რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება, გარდა პროცენტისა.
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა ჩაუტარა ოფისის რემონტი, რისთვისაც მას 2006 წლის 26 მარტს აუნაზღაურა 800 ლარი. ოფისის რემონტის პერიოდში ამ ფიზიკური პირის კვება თავის თავზე აიღო, რაზედაც დახარჯა 300 ლარი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა მარტის დეკლარაციის III განაყოფის მე-19 უჯრაში უნდა ასახოს 1100 ლარი (800 ლარი შესრულებული სამუშაოს ღირებულება და 300 ლარი კვებაზე დახარჯული თანხა, ანუ ფიზიკური პირის სარგებელი). ამასთან, დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს შესაბამის სტრიქონზე 1100 ლარი აისახება 26 მარტის ჩანაწერით;
ე) მე-20 უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; საბროკერო კომპანიის მიერ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირისათვის გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი; აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები), გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა;
ვ) 21-ე უჯრაში – მე-20 უჯრაში ასახული თანხებიდან სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები;
ზ) 22-ე უჯრაში – ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები;
თ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, გარდა პროცენტებისა;
ი) 24-ე უჯრაში – 23-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
კ) 25-ე უჯრაში – 23-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ლ) 26-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით;
მ) 27-ე უჯრაში – საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები შეღავათების გაუთვალისწინებლად;
ნ) 28-ე უჯრაში – განაცემები საქართველოს საწარმოებზე (რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ორგანიზაციებზე) და უცხოურ საწარმოებზე, რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით;
ო) 29-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იან განაკვეთით დაბეგვრას;
პ) 30-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
მაგალითი:
რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რომელიც არ არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რეზიდენტ იურიდიულ პირს აღებული სესხისათვის იანვარში აუნაზღაურა პროცენტის სახით 10000 ლარი, ხოლო არარეზიდენტ იურიდიულ პირს გაწეული მომსახურებისათვის – 20000 ლარი. ამასთან, არარეზიდენტი პირი წარმოადგენს იმ ქვეყნის საწარმოს, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია საერთაშორისო ხელშეკრულება გადახდის წყაროსთან გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (50%-იანი შეღავათით).
მოცემულ პირობებში:
რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა იანვრის დეკლარაციის III განაყოფის 27-ე უჯრაში უნდა ასახოს გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემი 30000 ლარი (10000 + 20000) შეღავათების გარეშე. 28-ე და 29-ე უჯრებში აისახება 20000 ლარი, რეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი პროცენტი 10000 და არარეზიდენტზე გადახდილი თანხის 50 პროცენტი, ანუ 10 000 ლარი;
ჟ) 31-ე უჯრაში – გადახდის წყაროსთან საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დასაკავებელი გადასახადი, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი გადასახადის განაკვეთების მიხედვით;
რ) 32-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით);
ს) 33-ე უჯრა – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა).
ტ) 34-ე და 35-ე უჯრებში აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის საშუალებით განხორციელებული;
უ) 36-ე და 37-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა;
ფ) 38-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი და სახელი სრულად;
ქ) 39-ე უჯრაში – 38-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;
ღ) მე-40 უჯრაში – 38-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.158
მუხლი 3. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართ ,,ა“-ს შევსების წესი
დეკლარაციის დანართ ,,ა“-ში აისახება:
ა) პირველ სვეტში – ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან, ხელფასის ნატურალური ფორმით ანაზღაურებისას, ანაზღაურების გაცემის თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო რიცხვი;
ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
გ) მე-3 სვეტში – განაცემები (თანხა).
დ) მე-4 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III განაყოფის 26-ე უჯრაში ასახულ თანხას;
ე) მე-5 სვეტში – საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) დასაკავებელი გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III განაყოფის 31-ე უჯრაში ასახულ თანხას.

მუხლი 4. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართ ,,ბ“-ს შევსების წესი
დეკლარაციის დანართ ,,ბ“-ში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – ,,გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი“– გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) მე-2 უჯრაში – ,,გადამხდელის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
გ) პირველ სვეტში – რიგითი ნომერი;
დ) მე-2 სვეტში – იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებთაც საანგარიშო წლის განაცემების მიხედვით დაუკავდათ გადასახადი;
ე) მე-3 სვეტში – პირის იურიდიული მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირის რეგისტრაციის მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი);
ვ) მე-4 სვეტში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
ზ) მე-5 სვეტში – ფიზიკური და იურიდიული პირის რეზიდენტობა ქვეყნის მითითებით;
თ) მე-6 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია და ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
ი) მე-7 სვეტში – განაცემები ლარებში;
კ) მე-8 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადი;
ლ) მე-9 სვეტში – ივსება არარეზიდენტისათვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან გადასახადის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების ან შემცირების შემთხვევაში, ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 5. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს შევსების წესი
1. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს ავსებს გადასახადის გადამხდელი, რომელსაც 2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე, გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულებები წარმოეშვება 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში“.
2. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
ბ) მე-2 უჯრაში – პირველ უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;
გ) მე-3 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;
დ) მე-4 უჯრაში – კუთვნილი სოციალური გადასახადი, რომელიც მიიღება მე-3 უჯრაში ასახული თანხის 20%-ზე გამრავლებით.
მაგალითი 1:
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გასაცემი ხელფასი შეადგენდა 100 000 ლარს, დარიცხული სოციალური გასახადი – 20 000 ლარს. აქედან 2008 წლის 3 თებერვალს გაიცა 10 000 ლარი, 25 თებერვალს 20 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა 2008 წლის თებერვლის დეკლარაცის დანართი ,,გ“-ს პირველ უჯრაში უნდა ასახოს 100 000 ლარი, მე-2 უჯრაში – 30 000 ლარი (10 000+20 000), მე-3 უჯრაში – 30 000 ლარი და მე-4 უჯრაში 6000 ლარი (30 000X20%).
ე) ,,საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაციაში“ აღინიშნება:
ე.ა) პირველ სვეტში – საანგარიშო თვეში ანაზღაურების გაცემის თარიღი;
ე.ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე;
ე.გ) მე-3 სვეტში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;
ე.დ) მე-4 სვეტში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე;
ე.ე) სტრიქონში – ,,სულ“ - შესაბამისად მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი;
ე.ვ) ბოლო უჯრაში – “გადამხდელის ხელმოწერა“ – გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.
მაგალითი 2: (პირობა იგივეა რაც ,,მაგალითი 1“-ის)
მოცემულ პირობებში:
პირველი სვეტის (გაცემის თარიღი) პირველ სტრიქონზე აისახება 03.02.08. (10 000 ლარის გაცემის თარიღი), მეორე სვეტის (განაცემის სახე) პირველ სტრიქონზე – სიტყვა ,,ხელფასი“, მესამე სვეტის (თანხა) პირველ სტრიქონზე – 10 000 ლარი და მეოთხე სვეტის (სოციალური გასახადი) პირველ სტრიქონზე – 2 000 ლარი (10 000X20%). სვეტების მეორე სტრიქონებზე: შესაბამისად – 25.02.08 (20 000 ლარის გაცემის თარიღი), სიტყვა ,,ხელფასი“ (გაცემის სახე), 20 000 ლარი (თანხა) და 4 000 ლარი (სოციალური გასახადი), ხოლო ბოლო სტრიქონზე (სულ) შესაბამისად 30 000 (10 000+20 000) ლარი და 6 000 (2 000 + 4 000) ლარი.

1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.345
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №22
2008 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 217-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ დანართებით).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
2. დამტკიცდეს ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,გადახდის წყაროსთან განაცემების დაბეგვრისა და სოციალური გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1047 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.1583
დანართი #1
დანართი №1
1
გადამხდელი:
2
გსნ
3
გპნ
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების
დეკლარაცია
განაყოფი I.
განაყოფი I
4
დეკლარაციის სახე: პირველადი
დაზუსტებული
5
თვე, წელი
6
მისამართი:
7
საქართველოს საწარმო
8
უცხოური საწარმო
9
მეწარმე ფიზიკური პირი
(საჭირო აღნიშნეთ V ნიშნით)
10
წარედგინება:
საგადასახადო ორგანოს დასახელება
განაყოფი II
(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)
| აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ: 11 | დეკლარაციის მიღების თარიღი 12 | თანდართული დოკუმენტი | გვერდზე 13 | რეგისტრაციის ნომერი 14 | დეკლარაციის მიმღების გვარი, სახელი 15 | დეკლარაციის მიმღების ხელმოწერა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შენიშვნა:
შენიშვნა:
1. დეკლარაციას არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის წარადგენენ საგადასახადო აგენტები, რომლებსაც წარმოეშობათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებზე გაცემული თანხებიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავების და გადახდის ვალდებულება.
1. დეკლარაციას საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის წარადგენენ საგადასახადო აგენტები, რომლებსაც წარმოეშობათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებზე გაცემული თანხებიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავების და გადახდის ვალდებულება
2. თუ გადასახადის გადამხდელის (აგენტს) საგადასახადო პერიოდში არ გააჩნია დეკლარაციაში შეტანას დაქვემდებარებული განაცემები, მას უფლება აქვს შესაბამისი პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს აღნიშნული დეკლარაცია.
2. თუ გადასახადის გადამხდელის (აგენტს) საგადასახადო პერიოდში არ გააჩნია დეკლარაციაში შეტანას დაქვემდებარებული განაცემებ, მას უფლება აქვს შესაბამისი პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს აღნიშნული დეკლარაცია.
ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ
(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში)
რეგისტრაციის ნომერი
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელი
ფიზიკური პირის პ/ნომერი
გსნ
დეკლარაცია ჩაიბარა
საგადასახადო ორგანოს მუშაკის სახელი, გვარი, ხელმოწერა
საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელი, გვარი, ხელმოწერა
დეკლარაცია შედგენილია
გვერდზე
თანდართული დოკუმენტები
გვერდზე
III განაყოფი
| III განაყოფი |
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის (სარგებლის) სახით ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული შეღავათების გარეშე
16
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის (სარგებლის) სახით ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით
17
ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული ანაზღაურება (სარგებელი)
18
გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (სარგებელი), გარდა პროცენტებისა
19
განაცემები ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაქირავებით მუშაობას ან მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთანავე, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა). მათ შორის:
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა). მათ შორის:
20
სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები
21
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და პროცენტები.
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები.
22
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, გარდა პროცენტებისა. მათ შორის:
23
10%-იანი განაკვეთით
24
4%-იანი განაკვეთით
25
გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი
26
საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები შეღავათების გაუთვალისწინებლად
27
განაცემები საწარმოებზე (ორგანიზაციებზე), რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან შეღავათების გათვალისწინებით
28
10%-იანი განაკვეთით
29
4%-იანი განაკვეთით
30
გადახდის წყაროსთან საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დასაკავებელი გადასახადი.
31
გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება
32
განაცემები ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაქირავებით მუშაობას ან მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთანავე, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას
33
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის:
34
საკონტროლო სალარო აპარატების საშუალებით
35
მაქსიმალური ხელფასი
36
მინიმალური ხელფასი
37
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:
38
გადასახადის გადამხდელის გვარი, სახელი
39
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
40
| ხელმოწერის თარიღი დეკლარაციის დანართი ,,ა“ საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები
|
(ხელფასი, დივიდენდი. პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია და სხვა)
(ხელფასი, დივიდენდი. პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა)
თანხა
(ლარი)
კუთვნილი
გადასახადები
(ლარი)
საშემოსავლო
გადასახადი
საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის)
დასაკავებელი
გადასახადი
1
2
3
4
5
სულ:
დანართში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
დეკლარაციის დანართი ,,ბ“
დეკლარაციის დანართი ,,ბ~
1
გსნ
2
გპნ
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გადამხდელის პირადი ნომერი
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გადამხდელის პირადი ნომერი
ინფორმაცია
ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ
საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ
200 --- წელი
200 --- წელი
№
თანხის მიმღების
დასახელება
მისამართი
საიდენტიფიკაციო ნომერი
(პირადი
ნომერი)
პირის რეზიდენტობა
(ქვეყანა)
განაცემი
დაკავებული გადასახადი
(ლარი)
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა
(ლარი)
სახე
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
შენიშვნა:
1. ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 დღის ვადაში.
ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 ღის ვადაში.
დეკლარაციის დანართი „გ“
დეკლარაციის დანართი „გ“
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებში გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გაანგარიშება
დასახელება
თანხა
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომლზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი.
1
2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია
მათ შორის:
საანგარიშო თვეში
2
3
სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (უჯრა 3X20%)
4
საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაცია
| გაცემის თარიღი | განაცემის სახე | თანხა | სოციალური გადასახადი 1 2 3 4 სულ დანართში მოცემული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ: |
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.1583
დანართი №2
ინსტრუქცია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დეკლარაციას, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარადგენს საგადასახადო აგენტი (იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, გარდა იმ მონაცემებისა (განაყოფი II), რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება დეკლარაციის III განაყოფის (დანართი №1) 26-ე და 31-ე უჯრების მიხედვით ერთ ლარამდე ნულდება.
4. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
5. დეკლარაციის უჯრებში (სტრიქონებზე) შეიტანება აღნიშნული უჯრების (სტრიქონების) დასახელებების (შინაარსის), აგრეთვე შევსების წესის ლოგიკური ფორმულების შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში (სტრიქონებში) აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
6. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დაბეგვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
მუხლი 2. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის შევსების წესი
1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – გადასახადის გადამხდელის სრული საფირმო სახელწოდება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება;
ბ) მე-2 უჯრაში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მე-3 უჯრაში – ,,გპნ“ - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
დ) მე-4 უჯრაში – დეკლარაციის სახე. იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებული დეკლარაციაა, შესაბამისი სტრიქონის უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით;
ე) მე-5 უჯრაში – საანგარიშო (საგადასახადო) თვე და წელი;
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელი ადგენს 2008 წლის მაისის დეკლარაციას.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-5 უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ციფრი 05, ხოლო მომდევნო ოთხ განაყოფში საანგარიშო წელი სრულად – 2008;
ვ) მე-6 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით;
ზ) მე-7 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოა, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით.
თ) მე-8 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი უცხოური საწარმოა, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით;
ი) მე-9 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი მეწარმე ფიზიკური პირია, ამ სტრიქონის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით.
კ) მე-10 უჯრაში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი.
2. დეკლარაციის II განაყოფის მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.
4. დეკლარაციის III განაყოფი ივსება შემდეგი წესით:
ა) მე-16 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე (ლარებში);
მაგალითი 1:
გადასახადის გადამხდელმა დაქირავებულ ფიზიკურ პირს 2008 წლის 12 მარტს ანაზღაურების გარეშე 2008 წლის 20 აპრილამდე სარგებლობაში გადასცა 3000 ლარად ღირებული (საბალანსო ღირებულება) მსუბუქი ავტომობილი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა მარტის დეკლარაციის III განაყოფის მე-16 უჯრაში უნდა ასახოს სარგებლის ღირებულება 57 ლარი (3000X0,1%X19). აპრილის დეკლარაციის იმავე უჯრაში – 60 ლარი (3000X0,1X20), ამასთან, აღნიშნული სარგებლის ღირებულებები შესაბამისი თვეების დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს ცხრილში აისახება 31 მარტის და 30 აპრილის (თვის ბოლო რიცხვები) ჩანაწერებით.
მაგალითი 2:
გადასახადის გადამხდელი დაქირავებულ ფიზიკურ პირს ხელფასის სანაცვლოდ 2008 წლის აპრილში ყოველდღიურად არაფულადი ფორმით აძლევდა 4 ცალ პურს, რომლის საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 2 ლარს.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა აპრილის დეკლარაციის III განაყოფის მე-16 უჯრაში უნდა ასახოს 60 ლარი (30X2). ამასთან, დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს შესაბამის სტრიქონზე 60 ლარი აისახება 30 აპრილის ჩანაწერით;
ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით;
გ) მე-18 უჯრაში – დაქირავებულ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც საანგარიშო თვეში გაცემულია ანაზღაურება ხელფასის სახით;
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელს დაქირავებული ჰყავს 8 ფიზიკური პირი, იანვარში ხელფასი გაცემულია 7 პირზე, თებერვალში – 6 პირზე.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა იანვრის დეკლარაციის III განაყოფის მე-18 უჯრაში უნდა ასახოს 7 კაცი, თებერვლის დეკლარაციის ამავე უჯრაში – 6 კაცი.
დ) მე-19 უჯრაში – რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება, გარდა პროცენტისა.
მაგალითი:
გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა ჩაუტარა ოფისის რემონტი, რისთვისაც მას 2006 წლის 26 მარტს აუნაზღაურა 800 ლარი. ოფისის რემონტის პერიოდში ამ ფიზიკური პირის კვება თავის თავზე აიღო, რაზედაც დახარჯა 300 ლარი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა მარტის დეკლარაციის III განაყოფის მე-19 უჯრაში უნდა ასახოს 1100 ლარი (800 ლარი შესრულებული სამუშაოს ღირებულება და 300 ლარი კვებაზე დახარჯული თანხა, ანუ ფიზიკური პირის სარგებელი). ამასთან, დეკლარაციის დანართი ,,ა“-ს შესაბამის სტრიქონზე 1100 ლარი აისახება 26 მარტის ჩანაწერით;
ე) მე-20 უჯრაში – განაცემები (გარდა დივიდენდებსა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა) ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაქირავებით მუშაობას ან მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთანავე, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას, მათ შორის: სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; საბროკერო კომპანიის მიერ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირისათვის გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები;
ე) მე-20 უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; საბროკერო კომპანიის მიერ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირისათვის გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი; აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები), გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა;
ვ) 21-ე უჯრაში – მე-20 უჯრაში ასახული თანხებიდან სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები;
ზ) 22-ე უჯრაში – ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და პროცენტები;
ზ) 22-ე უჯრაში – ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები;
თ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, გარდა პროცენტებისა;
ი) 24-ე უჯრაში – 23-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
კ) 25-ე უჯრაში – 23-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ლ) 26-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით;
მ) 27-ე უჯრაში – საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები შეღავათების გაუთვალისწინებლად;
ნ) 28-ე უჯრაში – განაცემები საქართველოს საწარმოებზე (რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ორგანიზაციებზე) და უცხოურ საწარმოებზე, რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით;
ო) 29-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იან განაკვეთით დაბეგვრას;
პ) 30-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
მაგალითი:
რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რომელიც არ არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რეზიდენტ იურიდიულ პირს აღებული სესხისათვის იანვარში აუნაზღაურა პროცენტის სახით 10000 ლარი, ხოლო არარეზიდენტ იურიდიულ პირს გაწეული მომსახურებისათვის – 20000 ლარი. ამასთან, არარეზიდენტი პირი წარმოადგენს იმ ქვეყნის საწარმოს, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია საერთაშორისო ხელშეკრულება გადახდის წყაროსთან გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (50%-იანი შეღავათით).
მოცემულ პირობებში:
რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა იანვრის დეკლარაციის III განაყოფის 27-ე უჯრაში უნდა ასახოს გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემი 30000 ლარი (10000 + 20000) შეღავათების გარეშე. 28-ე და 29-ე უჯრებში აისახება 20000 ლარი, რეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი პროცენტი 10000 და არარეზიდენტზე გადახდილი თანხის 50 პროცენტი, ანუ 10 000 ლარი;
ჟ) 31-ე უჯრაში – გადახდის წყაროსთან საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დასაკავებელი გადასახადი, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი გადასახადის განაკვეთების მიხედვით;
რ) 32-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით);
ს) 33-ე უჯრაში – განაცემები ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაქირავებით მუშაობას ან მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთანავე, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა);
ს) 33-ე უჯრა – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა).
ტ) 34-ე და 35-ე უჯრებში აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის საშუალებით განხორციელებული;
უ) 36-ე და 37-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა;
ფ) 38-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი და სახელი სრულად;
ქ) 39-ე უჯრაში – 38-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;
ღ) მე-40 უჯრაში – 38-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანება №208 - სსმ III, 08.04.2009, №44, მუხ.497
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.158
მუხლი 3. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართ ,,ა“-ს შევსების წესი
დეკლარაციის დანართ ,,ა“-ში აისახება:
ა) პირველ სვეტში – ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან, ხელფასის ნატურალური ფორმით ანაზღაურებისას, ანაზღაურების გაცემის თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო რიცხვი;
ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია და სხვა);
ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
გ) მე-3 სვეტში – განაცემები (თანხა).
დ) მე-4 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III განაყოფის 26-ე უჯრაში ასახულ თანხას;
ე) მე-5 სვეტში – საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) დასაკავებელი გადასახადი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III განაყოფის 31-ე უჯრაში ასახულ თანხას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.158
მუხლი 4. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართ ,,ბ“-ს შევსების წესი
დეკლარაციის დანართ ,,ბ“-ში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – ,,გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი“– გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) მე-2 უჯრაში – ,,გადამხდელის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
გ) პირველ სვეტში – რიგითი ნომერი;
დ) მე-2 სვეტში – იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებთაც საანგარიშო წლის განაცემების მიხედვით დაუკავდათ გადასახადი;
ე) მე-3 სვეტში – პირის იურიდიული მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირის რეგისტრაციის მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი);
ვ) მე-4 სვეტში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
ზ) მე-5 სვეტში – ფიზიკური და იურიდიული პირის რეზიდენტობა ქვეყნის მითითებით;
თ) მე-6 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება და სხვა);
თ) მე-6 სვეტში – განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია და ამხანაგობის დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
ი) მე-7 სვეტში – განაცემები ლარებში;
კ) მე-8 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადი;
ლ) მე-9 სვეტში – ივსება არარეზიდენტისათვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან გადასახადის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების ან შემცირების შემთხვევაში, ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანების შესაბამისად.
ლ) მე-9 სვეტში – ივსება არარეზიდენტისათვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან გადასახადის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების ან შემცირების შემთხვევაში, ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №718 - სსმ III, 06.11.2009, №137, მუხ.158
მუხლი 5. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს შევსების წესი
1. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ს ავსებს გადასახადის გადამხდელი, რომელსაც 2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე, გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულებები წარმოეშვება 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში“.
2. დეკლარაციის დანართი ,,გ“-ში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
ბ) მე-2 უჯრაში – პირველ უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;
გ) მე-3 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;
დ) მე-4 უჯრაში – კუთვნილი სოციალური გადასახადი, რომელიც მიიღება მე-3 უჯრაში ასახული თანხის 20%-ზე გამრავლებით.
მაგალითი 1:
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გასაცემი ხელფასი შეადგენდა 100 000 ლარს, დარიცხული სოციალური გასახადი – 20 000 ლარს. აქედან 2008 წლის 3 თებერვალს გაიცა 10 000 ლარი, 25 თებერვალს 20 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა 2008 წლის თებერვლის დეკლარაცის დანართი ,,გ“-ს პირველ უჯრაში უნდა ასახოს 100 000 ლარი, მე-2 უჯრაში – 30 000 ლარი (10 000+20 000), მე-3 უჯრაში – 30 000 ლარი და მე-4 უჯრაში 6000 ლარი (30 000X20%).
ე) ,,საანგარიშო თვის განაცემების შესახებ ინფორმაციაში“ აღინიშნება:
ე.ა) პირველ სვეტში – საანგარიშო თვეში ანაზღაურების გაცემის თარიღი;
ე.ბ) მე-2 სვეტში – განაცემის სახე;
ე.გ) მე-3 სვეტში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა;
ე.დ) მე-4 სვეტში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე;
ე.ე) სტრიქონში – ,,სულ“ - შესაბამისად მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი;
ე.ვ) ბოლო უჯრაში – “გადამხდელის ხელმოწერა“ – გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.
მაგალითი 2: (პირობა იგივეა რაც ,,მაგალითი 1“-ის)
მოცემულ პირობებში:
პირველი სვეტის (გაცემის თარიღი) პირველ სტრიქონზე აისახება 03.02.08. (10 000 ლარის გაცემის თარიღი), მეორე სვეტის (განაცემის სახე) პირველ სტრიქონზე – სიტყვა ,,ხელფასი“, მესამე სვეტის (თანხა) პირველ სტრიქონზე – 10 000 ლარი და მეოთხე სვეტის (სოციალური გასახადი) პირველ სტრიქონზე – 2 000 ლარი (10 000X20%). სვეტების მეორე სტრიქონებზე: შესაბამისად – 25.02.08 (20 000 ლარის გაცემის თარიღი), სიტყვა ,,ხელფასი“ (გაცემის სახე), 20 000 ლარი (თანხა) და 4 000 ლარი (სოციალური გასახადი), ხოლო ბოლო სტრიქონზე (სულ) შესაბამისად 30 000 (10 000+20 000) ლარი და 6 000 (2 000 + 4 000) ლარი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №138 - სსმ III, 14.02.2008, №24, მუხ.256
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №22, 10.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.345 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75406-3/