1. ქშინი შეყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ კონვერტერის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას აუცილებლად მის ცენტრში. ამასთან, დაცული უნდა იყოს „წესების“ XIX თავის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.
2. ქშინის ხვრელის ან ამონაგის გაწვის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოირთოს ბერვა და ჩამოისხას დარჩენილი ლითონი.
3. გაქრევის დროს მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს საშიში ზონის გარეთ. ამასთან, დაცული უნდა იყოს „წესების“ XX თავის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
4. კონვერტერის გახურება და შრობა უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 30, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-30/