მუხლი 33. ფეროშენადნობთა მიღება ნადნობთა შერევის მეთოდით
თავი IX — ფეროშენადნობთა წარმოება ნადნობთა შერევის მეთოდით
1. ციცხვში ნადნობისა და აღმდგენის შერევის დაწყების წინ უნდა გაიხვრიტოს მის ზედაპირზე წარმოქმნილი ქერქი. წიდის ქერქის ხელით გახვრეტა დაუშვებელია.
2. ნადნობის აქაფების შემთხვევაში აღმდგენის ჩასხმა და ნადნობში მყარი კაზმის ჩატვირთვა უნდა შეწყდეს ჩასხმის სიჩქარის შემდგომი შემცირებით.
3. აღმდგენის ჩასხმის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს დაყოვნება ნადნობიდან აირების გამოყოფის შეწყვეტამდე.
4. დნობის მიმდინარეობის დროს აკრძალულია შერევის კვანძის რაიონში ადამიანის ყოფნა.
5. ნადნობების შერევისას ციცხვში ჩატვირთვის წინ მყარი კაზმი, ლითონისა და ნადნობის გადასადნობი ნარჩენები უნდა იყოს გავარვარებული და არ ჰქონდეს ზეთის მინარევი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 33, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-33/