მუხლი 39. ზოგადი მოთხოვნები სამსხმელო ჭურჭლების მიმართ
თავი XII — ტექნოლოგიური ჭურჭლები
1. სამსხმელო ჭურჭლის მდგომარეობის ზედამხედველობა, დათვალიერების წესი და წუნდების ნორმები გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციით. ამასთან, დაცული უნდა იყოს „წესების“ XXV თავის მოთხოვნები.
2. ციცხვები, საწიდეები, ბოყვები და სხვა ჭურჭელი წიდისა და ლითონის მისაღებად უნდა იყოს კარგად გამშრალი წყლის ორთქლის სრულ მოცილებამდე. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVI თავის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
3. სამსხმელო მალში უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობა მოსახსნელი ტრავერსების დასადებად და იმ ციცხვების დასაყენებელი სტენდები, რომელთა კონსტრუქცია ვერ უზრუნველყოფს მათ უშუალოდ იატაკზე დადგმა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 39, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-39/