,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2008 ძალადაკარგული 31.03.2010
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.011.532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.532

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №176

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.

ნ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ბრძანება №310-სსმIII, №48, 31.03.2008წ.; მუხ.545

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №550-სსმIII, №94, 02.07.2008წ.; მუხ.1037

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.158

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №281-სსმIII, №57, 11.05.2009წ.; მუხ.640

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №477-სსმIII, №91, 23.07.2009წ.; მუხ.965

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (შემდგომში – ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო და საბაჟო ორგანო.

2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

3. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0113, ბაღდადის ქ. №8.

    მუხლი 2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

თავი II. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანა

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო/ საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო გამშვებ პუნქტში/საბაჟო საგუშაგოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №281-სსმIII, №57, 11.05.2009წ.; მუხ.640

თავი III. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა

1. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) მომსახურების სამმართველო;

დ) კონტროლის სამმართველო;

ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო;

ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო;

ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;

თ) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“;

ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ბრძანება №310-სსმIII, №48, 31.03.2008წ.; მუხ.545

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხელმძღვანელობს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სხვა საჯარო მოსამსახურეებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამ-სახურის უფროსი.

4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სახელით, წარმოადგენს ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით, საგადასახადო და საბაჟო ორგანობისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სანქციის გამოყენების თაობაზე;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.

5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

თავი IV. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

    მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საქმის წარმოებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდეციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდეციების მოძრაობაზე;

ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდეციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;

ზ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 9. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში;

დ) მონაწილეობს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილულ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;

ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს შუამდგომლობებს სასამართლოში წარსადგენად, დაყადაღებულ ქონებაზე აუქციონის ჩატარების უფლების მოპოვების მიზნით;

ვ) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:

ვ.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;

ვ.ბ) სათანადო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედ-ვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;

ზ) მოწოდებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ;

თ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის ან არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინებების“ მომზადებას;

კ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 10. მომსახურების სამმართველო

მომსახურების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო არღიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) უზრუნველყოფს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოების (მათი ფილიალების), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მათი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;

დ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრის წარმოებას;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ) რეგისტრაციას;

ზ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით;

თ) უზრუნველყოფს გადასახდის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტუ-რების მიღებას, ვიზუალურ დათვალიერებას და მო-ნაცემების შეტანას ავტომატიზირებულ საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – ასს);

ი) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელთა საკუთრებაში არსებულ, აგ-რეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ და ახდენს მონაცემების ასს-ში შეტანას;

კ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას და კომპიუტერულ ბაზაში ასახვას;

ლ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

მ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდებას გადასახადის გადამხდელის მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვის გზით;

ნ) უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ო) დადგენილი წესით ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ განხორციელებული ღონისძიებების, საგადასახადო ვალდებულებების შესახებ და უზრუნველყოფს ასს-ში შეტანას;

პ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს სათანადო წესით გაფორმებულ დასკვნას ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისთვის წარსადგენად სავარაუდო დარიცხვის შესახებ;

ჟ) უზრუნველყოფს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისთვის წარდგენას სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის);

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნას“;

ტ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების ასს-ში შეტანას;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ახდენს გადასახადის გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშზე, ან მათ დაბრუნებას გადასახადის გადამხდელთათვის;

ფ) დადგენილი წესით, მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო დავალიანებების არსებობა/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

ქ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას, ასახავს მონაცემთა ბაზაში და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

ღ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების კუთხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

ყ) აწარმოებს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

შ) უფლებამოსილია სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია;

ჩ) აწარმოებს განმარტებით მუშაობას „ღია კარის დღის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ც) უწევს კონსულტაციებს (ზეპირი, წერილობითი) გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ძ) დადგენილი წესით იცავს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოებას და ინფორმაციის შენახვის წესებს;

წ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 11. კონტროლის სამმართველო

1. კონტროლის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;

ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხავი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს;

ვ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

ზ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;

თ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, ამზადებს შემოწმების აქტის განხილვის ოქმის პროექტს შემოწმების აქტის განხილვის სხდომაზე წარსადგენად;

ი) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციას;

კ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;

ლ) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს და განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, კრებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას, ახორციელებს მათ შედარებით და კრებსით ანალიზს;

მ) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;

ნ) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;

ნ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;

ნ2) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №281-სსმIII, №57, 11.05.2009წ.; მუხ.640

    მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო

იძულებითი ღონისძიებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

ბ) განიხილავს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;

გ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ) უზრუნველყოფს საგადასახდო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგანას და შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსთვის გადაცემას;

ე) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ბრძანება №310-სსმIII, №48, 31.03.2008წ.; მუხ.545

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 13. საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო  

საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება, კოორდინაცია და რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია;

ბ) საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობების, ვადებისა და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მარშრუტის დაცვის შემოწმება;

გ) ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში პირის (მისი წარმომადგენლის ან გადამზიდველის) მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემოწმება;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების, ანალიზისა და გამოკვლევის ჩატარების ორგანიზება;

ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ვ) საგზაო წესების დარღვევის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ან/და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე შესაბამის სამართალდარვევაზე მომხდარი რეაგირების მდგომარეობის შემოწმება;

ზ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების და მედიკამენტების, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების უზრუნველყოფა და განხორციელება. საბაჟო ორგანოების მოხელეთათვის გაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა;

თ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების დადგენილი ფორმით კონტროლის განხორციელება. სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;

ი) საბაჟო საწყობის საქონლის დათვალიერების ადგილებზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების ჩამწერი საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის მიღება, შერჩევითი დამუშავება და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

კ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ლ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის წარმოდგენილი დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების დაცვის და დეკლარირების სისწორის შემოწმება, მათ შორის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდის, საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახადების დარიცხვის სისწორის, საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

მ) საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლი, ანალიზი და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ნ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების მეშვეობით ამ დოკუმენტაციის შემოწმების ორგანიზება და შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა;

პ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, იურიდიული სამმართველოსათვის მიწოდება;

ჟ) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;

რ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება;

ს) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 14. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო

საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაცია;

ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაცია, ანალიზი და დამუშავებული ფორმების რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დანაყოფებისათვის მიწოდება;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საბაჟო მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან;

დ) საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზი და რისკის ფაქტორების განსაზღვრა, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზი;

ე) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის უფროსის) დავალებების შესაბამისად, სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავება;

ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

    მუხლი 15. საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“ და საბაჟო გამშვები პუნქტი  „ყაზბეგი“

საბაჟო საგუშაგოს და საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;

გ1) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;

ე) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშვების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №550-სსმIII, №94, 02.07.2008წ.; მუხ.1037

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №596-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1112

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №42-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №252-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.584

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №477-სსმIII, №91, 23.07.2009წ.; მუხ.965

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ““, №176, 25.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.532 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76330-7/