საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2008 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№384
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.011.642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 28/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.642

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №384

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეები) და სამოქალაქო პირთათვის განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:

1. დეპარტამენტის მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ბრძანებით.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.

4. დეპარტამენტის სამოქალაქო პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) და კანონმდებლობით დადგენილი დანამატები.

5. დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია არ მიეცემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეს, ხოლო ყაზარმული მდგომარეობის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე კვების უზრუნველყოფის პერიოდში) დეპარტამენტის მოსამსახურეს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა.

7. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ბარათებით უზრუნველყოფს დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

8. დეპარტამენტის მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

9. დამტკიცდეს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №1), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

10. დამტკიცდეს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №2), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

11. დეპარტამენტის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

12. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც გათვალისწინებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები), დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა არა უმეტეს:

ა) ქ. თბილისში:

ოჯახის გარეშე – 310 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 200 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 150 ლარი;

ბ) სხვა ქალაქებში:

ოჯახის გარეშე – 200 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 130 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 100 ლარი;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

ოჯახის გარეშე – 130 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 80 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 60 ლარი.

შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება დეპარტამენტსა და გამქირავებელ (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

13. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დეპარტამენტის მოსამსახურეს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არა უმეტეს ორი თვისა.

14. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1202 - სსმ III, №164, 18.11.2008წ., მუხ.1651

15. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1202 - სსმ III, №164, 18.11.2008წ., მუხ.1651

16. დეპარტამენტის მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ხელფასზე დაუწესდეს ყოველთვიური სპეციალური დანამატი.

17. დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ დეპარტამენტის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევათ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. დეპარტამენტის მოსამსახურეს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა. რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამავდროულად, დეპარტამენტის მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი და კვების ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.

18. დეპარტამენტის მოსამახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებასთან, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ხოლო პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.

19. სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ ბრძანების მე-18 პუნქტში მითითებული დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ შესაბამის ქვედანაყოფში სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

20. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელსაც ეძლევა შესაბამისად ფულადი სარგო ან თანამდებობრივი სარგო ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.

21. დეპარტამენტის მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

22. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

23. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7000 ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №781 - ვებგვერდი, 27.09.2011წ.

24. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

25. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანება №830 - სსმ III, №106, 28.07.2008წ., მუხ.1180

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1202 - სსმ III, №164, 18.11.2008წ., მუხ.1651

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 12 მარტის ბრძანება №329 - სსმ III, №31, 17.03.2009წ., მუხ.369

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის ბრძანება №641 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №781 - ვებგვერდი, 27.09.2011წ.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №931 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

7 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 24 აპრილის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 24.0 4.2013წ.

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები

მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფა

სურსათის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა

თვეში

ხორცი

კგ

4.5

კარაქი

კგ

1.0

ზეთი

ლიტ რი

1.0

ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი

კგ

2.0

შაქარი

კგ

1.3

კარტოფილი

კგ

7.5

ბოსტნეული

კგ

7.5

თევზი

კგ

2.3

რძე შედედებული

კგ

1.0

სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (კვებით უზრუნველყოფის) პირობებში

№

სურსათის დასახელება

დღიური ნორმა ,

ბრუტო გრამობით

1

პური I ხარისხის ფქვილისაგან

700

2

ფუნთუშა

100

3

ხორბლის ფქვილი I ხარისხის

10

4

ბურღულეული (ლობიო, ბარდა, წიწიბურა)

80

5

ბრინჯი

40

6

მაკარონის ნაწარმი

40

7

ხორცი საქონლის

150

8

ხორცი ფრინველის

70

9

სოსისი

60

10

თევზი გაყინული უთაო ან თავიანი

100/130

11

დამარილებული ქაშაყი(ზამთრის სეზონში)

20

12

შესქელებული რძე

30

13

რძე (რძის ფხვნილი)

100 (13)

14

მაწონი

70

15

არაჟანი

80

16

ხაჭო

40

17

ყველი

40

18

კვერცხი (ცალი) )

2

19

შაქარი

90

20

კარაქი

60

21

მარგარინი და სხვა ცხიმი

10

22

მცენარეული ზეთი

30

23

კარტოფილი

400

24

კომბოსტო

100

25

ჭარხალი

20

26

სტაფილო

45

27

ხახვი

50

28

კიტრი, პომიდორი (სეზონურად)

80

29

ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალეული (სეზონურად)

40

30

მწვანილი

20

31

ნიორი

5

32

ხილის წვენი

100

33

კისელის კონცენტრატი

10

34

ხილი სხვადასხვა (სეზონურად)

200

35

ჩაი

2

36

ტომატ-პასტა

25

37

ძმარი

3

38

მარილი

20

39

წიწაკა, საკმაზ-სანელებლები

0.5

40

ტყემლის საწებელი

10

41

თაფლი

30

42

შოკოლადის ნაწარმი

100

43

კაკაოს ან ყავის კონცენტრატი

4

44

საკონდიტრო ნაწარმი (ჩანაცვლებით)

200

განწესში მყოფ მოსამსახურეთა მშრალი სასურსათო იჯრა №1

№

სურსათის დასახელება

დღიური ნორმა

ბრუტო გრ ამობით

 

1

ორცხობილა

100

 

2

ყავა (უნალექო)

2

 

3

შაქარი

20

 

ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით შეცვლის ნორმა

 

პროდუქტის დასახელება

რაოდენობა გრამებში

 

ძირითადი

შემცვლელი

1

პური შავი (რუხი)

100

 

 ორცხობილა, გალეტი

 

60

პურის ფქვილი (შავი)

 

70

 პურის ფქვილიი I ხარისხის

 

70

2

I ან უმაღლესი ხარისხის პური

100

 

ორცხობილა, გალეტი

 

65

 I ხარისხის ფქვილი

 

75

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

 

70

3

პურის ფქვილი

100

 

 ბრინჯი

 

100

 მაკარონის ნაწარმი

 

100

 მანანის ბურღული

 

100

4

მაკარონის ნაწარმი

100

 

 ბრინჯი

 

100

მაკარონის ნაწარმი

 

100

 ბურღულის და ბოსტნეულის კონცენტრატი

 

500

 ახალი კარტოფილი

 

500

 ახალი ბოსტნეული

 

500

 დამწნილებული ბოსტნეული

 

500

5

მაკარონის ნაწარმი

100

 

 ბრინჯი

 

100

 სხადასხვა ბურღული და ლობიო

 

100

 პურის ფქვილი

 

100

 კარტოფილი და ბოსტნეული

 

500

6

ხორცი საქონლის, ღორის, ცხვრის

100

 

 შაშხი

 

100

 1 კატ. სუბპრ. (ელენთა, ღვიძლი, გული)

 

100

 ფრინველის ხორცი

 

100

ხორცის კონსერვი

 

75

ახალი მარილიანი თევზი

 

150

შებოლილი ხორცი

 

60

 II კატ. სუბპროდუქტი

 

200

ყველი

 

75

 მოხარშული ძეხვი, სოსისი

 

80

7

თევზი

100

 

გამოუწელავი თავიანი თევზი

 

130

 თევზის კონსერვი

 

80

 შებოლილი თევზი

 

75

 თევზის ფილე

 

70

 ხორცი

 

67

 გამხმარი თევზი

 

15

8

ცხოველური ცხიმები

100

 

 მარგარინი

 

100

 მცენარეული ზეთი

 

100

9

მცენარეული ზეთი

100

 

 კულინარული ქონი

 

100

 ცხოველური ცხიმი

 

100

 მარგარინი

 

100

10

კარაქი

100

 

 შპიკი

 

100

 ყველი

 

100

 მცენარეული ზეთი

 

50

11

რძე

100

 

რძის ფხვნილი

 

15

შედედებული რძე

 

20

არაჟანი

 

20

ხაჭო

 

30

 კარაქი

 

5

12

კვერცხი (ცალი)

1

 

 კვერცხის ფხვნილი

 

15

13

შაქარი

100

 

 ჯემი, მურაბა

 

140

 მარმელადი

 

130

 კარამელი

 

50

14

ტომატის პასტა

100

 

ტომატის პიურე

 

200

ტომატის სოუსი

 

100

 ტომატის წვენი, ახალი პომიდორი

 

500

15

ახალი ხილი

100

 

 ხმელი ჩირი

 

20

 საზამთრო

 

300

 ნესვი

 

200

16

ხმელი ჩირი

100

75

 შაქარი

 

3

 და ჩაი

 

 

17

კისელი

100

 

 შაქარი

 

50

 და ჩაი

 

2

 ხილის წვენი

 

250

18

ნატურალური ყავა

100

 

 ხსნადი ყავა

 

40

ყავის სასმელი

 

200

კაკაოს ფხვნილი

 

100

 ჩაი

 

25

19

კარტოფილი

100

 

ბოსტნეულის მწვანილი

 

100

მშრალი კარტოფილი

 

15

 ბოსტნეულის კონსერვი

 

60

 სხვადასხვა ბურღული

 

20

20

ბოსტნეული, ბოსტნეულის ჩირი

100

 

 კარტოფილი

 

100

 კარტოფილის ფხვნილი

 

15

 სხვადასხვა ბურღული

 

20

21

ხახვი

100

 

 ნიორი

 

50

22

ჩაი

1

 

 ყავა სოიოს

 

2.5

23

საფუარი (ჟელატინი,სახამებელი)

1

 

 ფქვილი პასირების II ხარისხის

 

10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის ბრძანება №641 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.

დანართი №2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამმართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები

წვევამდელთა საკარანტინო სანივთე ქონება

№

სანივთე ქონების დასახელება

განზომილება

ტარების ნორმა

 

 

 

რაოდენობა

ვადა (წელი)

 საკარანტინო (კომუფლირებული)

1

ქურთუკი

ცალი

1

2

2

შარვალი და ხალათი

კომპლექტი

1

1

3

ფეხსაცმელი მაღალყელიანი

წყვილი

1

1

4

მაისური

ცალი

1

6 თვე

5

ქუდი(კეპი)

ცალი

1

1

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 24 აპრილის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 24.0 4.2013წ.

 პოლიციის რიგითი შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფა

 

№

სანივთე ქონების დასახელება

განზომილება

ტარების ნორმა

 

 

 

რაოდენობა

ვადა (წელი)

 

სააღლუმო

1

შარვალი და ხალათი

კომპლექტი

1

3

2

პიჯაკი და შარვალი

კომპლექტი

1

3

3

მოკლე ქურთუკი

ცალი

1

3

4

წინაფრიანი ქუდი

ცალი

1

3

5

პერანგი გ/ს

ცალი

1

1

6

პერანგი მ/ს

ცალი

1

1

7

თეთრი მაისური

ცალი

1

1

8

ჰალსტუხი

ცალი

1

2

9

ფეხსაცმელი

წყვილი

1

3

10

ხელთათმანი

წყვილი

1

3

11

სამხრეები

წყვილი

1

3

12

ატრიბუტიკა და ფურნიტურა

კომპლექტი

1

3

 

ყოველდღიური

1

კეპი (საზაფხულო)

ცალი

1

1

2

კეპი (ზამთრის)

ცალი

1

1

3

ქუდი პილოტური (საზაფხულო)

ცალი

1

1

4

ქუდი პილოტური (ზამთრის)

ცალი

1

1

5

ბერეტი (საზაფხულო)

ცალი

1

1

6

ბერეტი (ზამთრის)

ცალი

1

1

7

მოკლე ქურთუკი (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ცალი

1

1

8

მოკლე ქურთუკი (დათბუნებული)

ცალი

1

2

9

გრძელი ქურთუკი

ცალი

1

2

10

პერანგი გ/ს

ცალი

2

1

11

პერანგი მ/ს

ცალი

2

1

12

მაისური ფორმის

ცალი

2

1

13

მაისური თეთრი

ცალი

2

1

14

შარვალი ზამთრის

ცალი

2

1

15

შარვალი ზაფხულის

ცალი

2

1

16

ქალის ქვედაბოლო(ზაფხულის)

ცალი

2

1

17

ქალის ქვედაბოლო (ზამთრის)

ცალი

2

1

18

ფეხსაცმელი დ/ყ

წყვილი

2

1

19

ფეხსაცმელი მ/ყ

წყვილი

1

1

20

სვიტერი (პულოვერი)

ცალი

1

2

21

ჰალსტუხი

ცალი

1

1

22

ქამარი აღჭურვილობის

კომპლექტი

1

3

23

ქამარი შარვლის (ტყავის)

ცალი

1

1

24

ლაბადა საწვიმარი

ცალი

1

1

25

სამხრეები

წყვილი

1

1

26

ატრიბუტიკა და ფურნიტურა

კომპლექტი

1

1

 

პოლიციის ოფიცერთა შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფა

№

სანივთე ქონების დასახელება

განზომილება

ტარების ნორმა

 

 

 

რაოდენობა

ვადა (წელი)

 

სააღლუმო

1

შარვალი და ხალათი

კომპლექტი

1

3

2

პიჯაკი და შარვალი

კომპლექტი

1

3

3

მოკლე ქურთუკი

ცალი

1

3

4

წინაფრიანი ქუდი

ცალი

1

3

5

პერანგი გ/ს

ცალი

1

1

6

პერანგი მ/ს

ცალი

1

1

7

თეთრი მაისური

ცალი

1

1

8

ჰალსტუხი

ცალი

1

2

9

ფეხსაცმელი

წყვილი

1

3

10

ერთბორტიანი ფრენჩი

ცალი

1

3

11

ხელთათმანი

წყვილი

1

3

12

სამხრეები

წყვილი

1

3

13

ატრიბუტიკა და ფურნიტურა

კომპლექტი

1

3

ყოველდღიური

1

კეპი (საზაფხულო)

ცალი

1

1

2

კეპი (ზამთრის)

ცალი

1

1

3

ქუდი პილოტური (საზაფხულო)

ცალი

1

1

4

ქუდი პილოტური (ზამთრის)

ცალი

1

1

5

ბერეტი (საზაფხულო)

ცალი

1

1

6

ბერეტი (ზამთრის)

ცალი

1

1

7

მოკლე ქურთუკი (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ცალი

1

1

8

მოკლე ქურთუკი (დათბუნებული)

ცალი

1

2

9

გრძელი ქურთუკი

ცალი

1

2

10

პერანგი გ/ს

ცალი

2

1

11

პერანგი მ/ს

ცალი

2

1

12

მაისური ფორმის

ცალი

2

1

13

მაისური თეთრი

ცალი

2

1

14

შარვალი (ზამთრის)

ცალი

2

1

15

შარვალი (ზაფხულის)

ცალი

2

1

16

ქალის ქვედაბოლო(ზაფხულის)

ცალი

2

1

17

ქალის ქვედაბოლო (ზამთრის)

ცალი

2

1

18

ფეხსაცმელი დ/ყ

წყვილი

2

1

19

ფეხსაცმელი მ/ყ

წყვილი

1

1

20

სვიტერი (პულოვერი)

ცალი

1

1

21

ჰალსტუხი

ცალი

1

1

22

სამხრეები

წყვილი

1

1

23

ლაბადა საწვიმარი

ცალი

1

1

24

ქამარი აღჭურვილობის

კომპლექტი

1

3

25

ქამარი შარვლის(ტყავის)

ცალი

1

1

26

ატრიბუტიკა და ფურნიტურა

კომპლექტი

1

1

პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთა დამატებითი

საველე სანივთე ქონება

 

№

 

სანივთე ქონების დასახელება

 

განზომილება

ტარების ნორმა

რაოდენობა

ვადა

(წელი)

შავი

კომუფ

ხაკი

 

1

კეპი

ცალი

1

1

1

1

2

პანამა

ცალი

1

_

1

1

3

ბერეტი

ცალი

1

1

1

1

4

ქურთუკი და შარვალი

კომპლექტი

1

1

1

1

5

ქურთუკი და შარვალი დათბილული (წყალგაუმტარი)

კომპლექტი

1

1

–

2

6

მაისური მოკლე სახელოებით

ცალი

2

1

1

1

7

მაისური გრძელი სახელოებით

ცალი

2

1

1

1

8

ნიღაბი ნაქსოვი საზაფხულო

ცალი

1

–

–

1

9

ნიღაბი ნაქსოვი თბილი

ცალი

1

–

–

1

10

ხელთათმანი ტაქტიკური გადაჭრილი სათითეებით (ტყავის)

წყვილი

1

–

–

1

11

ხელთათმანი ტაქტიკური (ტყავის შავი)

წყვილი

1

–

–

1

12

სვიტრი ან პულოვერი

ცალი

1

–

1

1

13

ლაბადა საწვიმარი

ცალი

–

–

1

1

14

ქუდი ნაქსოვი

ცალი

1

–

1

1

15

ხელთათმანი შალის

წყვილი

1

–

1

1

16

ბენდენა

ცალი

1

 

1

1

17

ქამარი შარვლის

ცალი

1

 

1

2

18

ტრუსი

ცალი

2

 

2

1

19

საცვალი ზამთრის

კომპლექტი

–

–

1

1

20

წინდა ბამბის

წყვილი

3

–

2

1

21

წინდა შალის

წყვილი

2

–

2

1

22

ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზაფხულის)

წყვილი

1

–

1

1

23

ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზამთრის)

წყვილი

1

–

–

1

24

სპორტული კოსტუმი,

კომპლექტი

1

–

–

2

25

სპორტული ფეხსაცმელი

წყვილი

1

–

–

1

26

სპორტული მაისური

ცალი

1

–

1

1

27

სათვალე ტაქტიკური

ცალი

1

–

–

 

აღჭურვილობა

1

ზურგჩანთა

ცალი

–

1

–

3

2

საძილე ტომარა

ცალი

–

–

1

3

3

საძილე ტომრის ქვეშაგი

ცალი

–

–

1

3

4

ჟილეტი განტვირთვის

ცალი

–

1

–

3

5

ფანარი ტაქტიკური

ცალი

1

–

–

2

6

ტაქტიკური სამუხლეები

წყვილი

1

–

–

3

7

ქამარი აღჭურვილობის

ცალი

1

–

–

1

8

კომბინირებული დანა ჩანგალით, კოვზით, და სხვა საკუთნოებით

ცალი

1

–

–

2

9

მათარა შალითით

ცალი

–

–

1

3

10

კარდალა

ცალი

–

–

1

3

11

პისტოლეტის ბუდე წელზე დასამაგრებელი

ცალი

1

–

–

3

12

პისტოლეტის ბუდე თეძო – ბარძაყზე დასამაგრებელი

ცალი

1

–

–

3

 

შენიშვნა:

 ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებზე და სამოქალაქო პირებზე, რომელთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფაზე დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №931 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

ინკასაციის, მოძრავი ტვირთების გაცილების, ოპერატიული რეაგირების ჯგუფის და ინსპექტირებისა და მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეთა დამატებითი სანივთე ქონება

 

№

 

სანივთე ქონების დასახელება

 

განზომილება

ტარების ნორმა

რაოდენობა

ტარების ვადა

(წელი)

1

კეპი(შავი)

ცალი

2

1

2

საველე ხალათი და შარვალი(შავი)

კომპლექტი

2

1

3

საველე ხალათი და შარვალი (შავი, ზამთრის)

კომპლექტი

2

1

4

მაისური (შავი)გრძელი სახელოთი

ცალი

2

1

5

მაისური(შავი) მოკლე სახელოთი

ცალი

2

1

6

ხელთათმანი შალის (შავი)

წყვილი

1

1

7

ხელთათმანი ტაქტიკური უთითო

წყვილი

1

1

8

ხელთათმანი ტაქტიკური ტყავის

წყვილი

1

1

9

ნაქსოვი ქუდი(შავი)

ცალი

1

1

10

ლაბადა საწვიმარი

ცალი

1

1

11

ჟილეტი განტვირთვის (შავი)

ცალი

1

3

12

სასიგნალო ჟილეტი ამრეკლი ზოლებით

ცალი

1

1

13

ქამარი შარვლის

ცალი

1

1

14

ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზაფხულის)

წყვილი

2

1

15

ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზამთრის)

წყვილი

1

1

აღჭურვილობა

1

ქამარი აღჭურვილობის

ცალი

1

2

2

პისტოლეტის ბუდე

ცალი

1

3

3

ფანარი ტაქტიკური

ცალი

1

2

საავიაციო უშიშროების სამმართველოს მოსამსახურეთა დამატებითი სანივთე ქონება

№

სანივთე ქონების დასახელება

 

განზომილება

ტარების ნორმა

 

 

 

რაოდენობა

ვადა (წელი)

1

სასიგნალო ჟილეტი

ცალი

1

1

2

ჟილეტი ამრეკლი ზოლებით

ცალი

1

1

3

პულოვერი ნაქსოვი მოკლე სახელოთი (უმკლაო)

ცალი

1

1

საინჟინრო-ტექნიკური პერსონლის სანივთე ქონებით უზრუნველყოფა

№

სანივთე ქონების დასახელება

 

განზომილება

ტარების ნორმა

რაოდენობა

ვადა (წელი)

1

კეპი

ცალი

1

1

2

სამუშაო ტანსაცმელი (კომბინიზონი/სპეცტანსაცმელი)

კომპლექტი

1

1

3

ჟილეტი კომბინირებული

ცალი

1

1

4

ქურთუკი

ცალი

1

1

5

ქურთუკი დათბილული

ცალი

1

2

6

მაისური მოკლე სახელოთი

ცალი

2

1

7

მაისური გრძელი სახელოთი

ცალი

2

1

8

პულოვერი

ცალი

1

1

9

შარვალი (სპეციალური)

ცალი

1

1

10

ფეხსაცმელი დაბალყელიანი (შავი, ზაფხულის)

წყვილი

1

1

11

ფეხსაცმელი მაღალყელიანი (შავი,ზამთრის)

წყვილი

1

1

საპროტოკოლო დანაყოფის მოსამსახურეთა სანივთე ქონება

№

სანივთე ქონების დასახელება

 

განზომილება

ტარების ნორმა

რაოდენობა

ვადა (წელი)

1

სააღლუმო გამოსასვლელი (სარიტუალო) ქვედაბოლო წითელი

ცალი

1

3

2

პიჯაკი თეთრი (აქსელბანტით)

ცალი

1

3

3

ქუდი

ცალი

1

3

4

ჩექმა თეთრი (მაღალყელიანი)

წყვილი

1

3

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანება №830 - სსმ III, №106, 28.07.2008წ., მუხ.1180

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 12 მარტის ბრძანება №329 - სსმ III, №31, 17.03.2009წ., მუხ.369

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის ბრძანება №641 - ვებგვერდი, 02.08.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, №384, 24.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.642 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76822-7/