,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2008 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№76/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 27/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.646

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №76/ნ

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ბრძანება №159/ნ - სსმ III, №101, 16.07.2008წ., მუხ.1126

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №209/ნ - სსმ III, №140, 22.09.2008წ., მუხ.1380

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №252/ნ - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1686

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №265/ნ - სსმ III, №178, 15.12.2008წ., მუხ.1814

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სექტორის და სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარება/განახლება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღჭურვა.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ქ. თბილისში, წერეთლის №144-ში მდებარე შენობის (შემდგომში – სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა;

ბ) შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი;

გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა;

დ) სს „ტუბერკულოზის ა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება;

ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოები;

ვ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი (დამატებითი) სარემონტო სამუშაოები;

ზ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების რეაბილიტაცია – დამატებითი სამუშაოები;

თ) სს „იავნანა“ – გორის ბავშვთა საავადმყოფოს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები;

ი) შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური-03-ის“ შენობის რეაბილიტაცია;

კ) სოფელ წეროვანში მობილური ჰოსპიტლის მონტაჟისთვის ფართობის საძირკვლის მომზადება;

ლ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გათბობით უზრუნველყოფის სამუშაოები (საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით).

2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;

ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა;

გ) სამინისტროს შენობის სერვის ოთახის კლიმატ-კონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა;

დ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვის-ოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;

ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;

ვ) მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა;

ზ) დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა;

თ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა;

ი) სამინისტროს სისტემის დაწესებულების აღჭურვა: შიდა სატელეფონო სადგური და საკომუნიკაციო გაყვანილობები, აუდიოვიზუალური აპარატურა, უსაფრთხოების სისტემები (ვიდეოკონტროლი), თანამშრომელთა საშვთა რეგისტრაციის სისტემა, ფარდა-ჟალუზები.

3. წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია;

ბ) სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები;

დ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სარემონტო სამუშაოები;

ე) დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები;

ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით.

4. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) სამუშაოების ექსპერტიზა;

ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ბრძანება №159/ნ - სსმ III, №101, 16.07.2008წ., მუხ.1126

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №209/ნ - სსმ III, №140, 22.09.2008წ., მუხ.1380

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №252/ნ - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1686

    მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის ღონისძიებების ბიუჯეტი წარმოადგენს სავარაუდო რიცხვებს და მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შედეგების შესაბამისად (გარდა 2007 წლის ნაკისრი ვალდებულებებისა).

2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება სს „იავნანა“ – გორის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

5. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03-ის“ მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

6. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება სს „ტუბერკულოზის ა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

7. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

8. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

9. მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ბრძანება №159/ნ - სსმ III, №101, 16.07.2008წ., მუხ.1126

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №252/ნ - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1686

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელება

„2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 13 543 880 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება ლარებში

I

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი

 

ა

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა

773.126.76

ბ

შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი

49.800.00

გ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა

80.696.89

დ

სს „ტუბერკულოზის ა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება

143.406.00

ე

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოები

142.650.74

ვ

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი (დამატებითი) სარემონტო სამუშაოები

427.707.80

ზ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების რეაბილიტაცია – დამატებითი სამუშაოები

312.478.11

თ

სს „იავნანა“ –  გორის ბავშვთა საავადმყოფო ს დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოები

290.000.00

ი

შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური -03-ის“ შენობის რეაბილიტაცია

207.022.00

კ

ს ოფელ წეროვანში მობილური ჰოსპიტლის მონტაჟისთვის ფართობის საძირკვლის მომზადება

16.000.00

ლ

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გათბობით უზრუნველყოფის სამუშაოები (საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით)

116.172.20

ქვეჯამი

2.559.060.50

II

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი:

 

ა

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა

1.300.000.00

ბ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა

503.058.38

გ

სამინისტროს სისტემის შენობის სერვისოთახის კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა

493.895.00

დ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვისოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი

64.448.28

ე

სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი

361.906.74

ვ

მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა

4.037.800.00

ზ

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა

47.000.00

თ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა

1.500.000.00

ი

სამინისტროს სისტემის დაწესებულების აღჭურვა: შიდა სატელეფონო სადგური და საკომუნიკაციო გაყვანილობები, აუდიოვიზუალური აპარატურა, უსაფრთხოების სისტემები (ვიდეოკონტროლი), თანამშრომელთა საშვთა რეგისტრაციის სისტემა, ფარდა-ჟალუზები.

904.761.53

ქვეჯამი

9212869.93

III

წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

 

ა

სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია

2.359.634.13

ბ

სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა

149.522.96

გ

სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები

213.269.04

დ

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სარემონტო სამუშაოები

89.295.00

ე

დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამათავრებელი სარემონტო სამუშაოები

219.530.35

ვ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით

8.344.00

ქვეჯამი

3.039.595.48

IV

საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები

 

სამუშაოების ექსპერტიზა

20.000.00

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

212354.09

ქვეჯამი

232354.09

სულ ბიუჯეტი

15.043.880.00

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ბრძანება №159/ნ - სსმ III, №101, 16.07.2008წ., მუხ.1126

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №209/ნ - სსმ III, №140, 22.09.2008წ., მუხ.1380

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №252/ნ - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1686

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №265/ნ - სსმ III, №178, 15.12.2008წ., მუხ.1814

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, №76/ნ, 27.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76840-4/