კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.882
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №138
2008 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 2 ივნისიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №305 - სსმ III, №162, 12.11.2008 წ., მუხ.1634
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1/01 - სსმ III, №2, 09.01.2009 წ., მუხ.12
5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №140/01 - სსმ III, №66, 01.06.2009 წ., მუხ.735
6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების
გაანგარიშებისა და დაცვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი).
3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტით, აშშ დოლარით და ევროთი, ეროვნულ ბანკში.
4. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი და შესაბამისი კროს-კურსები.
5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეულ ლარებში (თეთრების გარეშე), აშშ დოლარით ხდება ერთეულ დოლარებში (ცენტების გარეშე) და ევროთი ხდება ერთეულ ევროებში (ევროცენტების გარეშე). ნახევარ ერთეულზე ნაკლები თანხა მხედველობაში არ მიიღება, ნახევარი ერთეული და მეტი თანხა დამრგვალდება ერთ ერთეულამდე.
6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.
7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში.
8. საშუალო მოზიდული სახსრები – გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული, რომელიც გაიანგარიშება ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტების მიხედვით.
9. მინიმალური რეზერვები – ეროვნულ ბანკში ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე სავალდებულო შესანახი თანხა, რომელიც გაიანგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე.
10. საანგარიშო პერიოდი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.
11. დასაცავი პერიოდი – 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-17 დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს.
12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული „სუბორდინირებული სესხი“.
13. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა ბანკის ბალანსში ასახვა არ არის დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობასთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1/01 - სსმ III, №2, 09.01.2009 წ., მუხ.12
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 2. (ამოღებულია)

მუხლი 3. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა
1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
11. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს ევროთი ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531- 3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711, 3712, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.
21. (ამოღებულია).
3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
31. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, ევროთი გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი, შესაბამის უცხოურ ვალუტაში. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
41. თანხების უცხოური ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხოს არა უგვიანეს დასაცავი პერიოდის დაწყების დღის 15:30 საათამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.
5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
6. სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვების თანხისა, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი. დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №305 - სსმ III, №162, 12.11.2008 წ., მუხ.1634
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №140/01 - სსმ III, №66, 01.06.2009 წ., მუხ.735

მუხლი 4. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა
1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე.
2. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521- 3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701, 3702, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.
21. (ამოღებულია).
3. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ეროვნული ვალუტის ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი იანგარიშება დასაცავი პერიოდის ბოლოს, როგორც დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე, ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
5. ბანკი ვალდებულია ნებისმიერი დასაცავი პერიოდის ბოლოს იქონიოს ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის ეროვნული ვალუტის მინიმალური რეზერ-ვისა.
6. ეროვნული ვალუტის მინიმალურ რეზერვებზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი ნაკლებია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ თანხაზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
გ) დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნული ვალუტით, ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

მუხლი 5. ანგარიშგება და სანქციები
1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი.
2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
21. ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმის ბანკის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრები-სათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.
5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.
51. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი მინიმალურ სავალდებულო რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშვება საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო მონაცემების კორექტირების შედეგად.
6. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
7. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:
ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან;
ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან;
9. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავისუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

მუხლი 6. გარდამავალი დებულებებ ი
2011 წლის 20 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) არის 5%.

+

6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.
6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.
7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში.
7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში.
8. საშუალო მოზიდული სახსრები – გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული, რომელიც გაიანგარიშება ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტების მიხედვით.
9. მინიმალური რეზერვები – ეროვნულ ბანკში ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე სავალდებულო შესანახი თანხა, რომელიც გაიანგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე.
10. საანგარიშო პერიოდი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.
11. დასაცავი პერიოდი – 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-17 დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს.
12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განმარტებული „საზედამხედველო კაპიტალი“.
12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული „სუბორდინირებული სესხი“.
13. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა ბანკის ბალანსში ასახვა არ არის დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობასთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1/01 - სსმ III, №2, 09.01.2009 წ., მუხ.12
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
მუხლი 3. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა
1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
11. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს ევროთი ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531- 3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711, 3712, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.
21. (ამოღებულია).
3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
31. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, ევროთი გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი, შესაბამის უცხოურ ვალუტაში. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე.
41. თანხების უცხოური ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხოს არა უგვიანეს დასაცავი პერიოდის დაწყების დღის 15:30 საათამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.
6. დასაცავ პერიოდში ამ წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის შესაბამის სავალუტო საკორესპონდენტო ანგარიშზე განხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა.
5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
6. სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვების თანხისა, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი. დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №305 - სსმ III, №162, 12.11.2008 წ., მუხ.1634
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №140/01 - სსმ III, №66, 01.06.2009 წ., მუხ.735
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 4. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა
1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე.
2. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521- 3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701, 3702, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.
21. (ამოღებულია).
3. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ეროვნული ვალუტის ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი იანგარიშება დასაცავი პერიოდის ბოლოს, როგორც დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე, ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
5. ბანკი ვალდებულია ნებისმიერი დასაცავი პერიოდის ბოლოს იქონიოს ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის ეროვნული ვალუტის მინიმალური რეზერ-ვისა.
6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის შესაბამის საკორესპონდენტო ანგარიშზე განხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა.
6. ეროვნული ვალუტის მინიმალურ რეზერვებზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი ნაკლებია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ თანხაზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
გ) დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნული ვალუტით, ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 5. ანგარიშგება და სანქციები
1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი.
2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
21. ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმის ბანკის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრები-სათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.
5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 10000 ლარის ოდენობით.
5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.
51. დაცვის პერიოდში, დასაცავი ნაშთების შესახებ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე ეროვნული ბანკი ბანკს დააჯარიმებს 1000 ლარის ოდენობით.
51. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი მინიმალურ სავალდებულო რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშვება საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო მონაცემების კორექტირების შედეგად.
6. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
7. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინადადებით, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:
ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან;
ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.
ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან;
9. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავისუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები🔗
1. 2010 წლის 29 აპრილამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა (საბალანსო ანგარიშები: 3502, 3552, 3701, 3702) არის 5%.
2011 წლის 20 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) არის 5%.
2. 2010 წლის 2 სექტემბრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (საბალანსო ანგარიშები: 3502, 3512, 3552, 3562, 3701, 3702, 3711, 3712) არის 0%.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.882
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №138
2008 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი.
მუხლი 2
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.
მუხლი 3
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 2 ივნისიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №305 - სსმ III, №162, 12.11.2008 წ., მუხ.1634
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1/01 - სსმ III, №2, 09.01.2009 წ., მუხ.12
5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №140/01 - სსმ III, №66, 01.06.2009 წ., მუხ.735
6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების
გაანგარიშებისა და დაცვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი).
3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტით, აშშ დოლარით და ევროთი, ეროვნულ ბანკში.
3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტითა და აშშ დოლარით, ეროვნულ ბანკში.
4. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი და შესაბამისი კროს-კურსები.
5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეულ ლარებში (თეთრების გარეშე), აშშ დოლარით ხდება ერთეულ დოლარებში (ცენტების გარეშე) და ევროთი ხდება ერთეულ ევროებში (ევროცენტების გარეშე). ნახევარ ერთეულზე ნაკლები თანხა მხედველობაში არ მიიღება, ნახევარი ერთეული და მეტი თანხა დამრგვალდება ერთ ერთეულამდე.
6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.
7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში.
8. საშუალო მოზიდული სახსრები – გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული, რომელიც გაიანგარიშება ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტების მიხედვით.
9. მინიმალური რეზერვები – ეროვნულ ბანკში ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე სავალდებულო შესანახი თანხა, რომელიც გაიანგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე.
10. საანგარიშო პერიოდი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.
11. დასაცავი პერიოდი – 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-17 დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს.
12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული „სუბორდინირებული სესხი“.
13. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა ბანკის ბალანსში ასახვა არ არის დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობასთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 5 იანვრის ბრძანება №1/01 - სსმ III, №2, 09.01.2009 წ., მუხ.12
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
მუხლი 3. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა
1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
11. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს ევროთი ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.
2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531- 3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711, 3712, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.
21. (ამოღებულია).
3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
31. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, ევროთი გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი, შესაბამის უცხოურ ვალუტაში. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
41. თანხების უცხოური ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხოს არა უგვიანეს დასაცავი პერიოდის დაწყების დღის 15:30 საათამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.
5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
6. სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვების თანხისა, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი. დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №305 - სსმ III, №162, 12.11.2008 წ., მუხ.1634
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №140/01 - სსმ III, №66, 01.06.2009 წ., მუხ.735
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 4. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა
1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე.
2. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის” შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521- 3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701, 3702, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.
21. (ამოღებულია).
3. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ეროვნული ვალუტის ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი იანგარიშება დასაცავი პერიოდის ბოლოს, როგორც დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე, ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.
5. ბანკი ვალდებულია ნებისმიერი დასაცავი პერიოდის ბოლოს იქონიოს ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის ეროვნული ვალუტის მინიმალური რეზერ-ვისა.
6. ეროვნული ვალუტის მინიმალურ რეზერვებზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი ნაკლებია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ თანხაზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;
გ) დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნული ვალუტით, ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 5. ანგარიშგება და სანქციები
5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეული ლარებით (თეთრების გარეშე). თანხები 50 თეთრამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი თეთრი დამრგვალდება ერთ ლარამდე. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა აშშ დოლარით ხდება ერთეული დოლარებით (ცენტების გარეშე). თანხები 50 ცენტამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი ცენტი დამრგვალდება ერთ დოლარამდე.
მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის არის 13%.
2. მინიმალური რეზერვები არის ბანკების მიერ ეროვნული და უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებიდან მინიმალური სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც გაინგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.
3. საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტის მიხედვით და წარმოადგენს გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკულს.
4. გაანგარიშების პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომლებიც იწყება ყოველ მეორე სამშაბათს და მთავრდება დაწყების შემდეგ მეორე ორშაბათს (ჩათვლით).
5. დასაცავ პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომლებიც 16 დღის შემდეგ მოსდევს გაანგარიშების პერიოდის ბოლო დღეს (იწყება ხუთშაბათს და მთავრდება ორი კვირის შემდეგ ოთხშაბათს (ჩათვლით).
მუხლი 3. უცხოური ვალუტით მინიმალური სავალდებულო რეზერვების გაანგარიშება და დაცვა
1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის მინიმალური სავალდებულო რეზერვის შესაბამის პირად ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.
2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3531-3532, 3611-3618, 3661-3668, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.
3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.
4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ მინიმალურ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი (საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი).
5. ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე.
6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება წლიური 2%. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება ეროვნული ვალუტით, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე.
მუხლი 4. ეროვნული ვალუტით მინიმალური რეზერვები, მათი გაანგარიშება და დაცვა
1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტით ბანკის სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.
2. ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3521-3522, 3601-3608, 3651-3658, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.
3. ბანკი ვალდებულია დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთი იქონიოს არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის მინიმალური რეზერვისა.
4. საკორესპონდენტო ანგარიშებზე რეზერვების დასაცავ პერიოდში საშუალო ნაშთი იანგარიშება როგორც ბანკის ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა დღეს არსებული ნაშთი.
მუხლი 5. კონტროლი და სანქციები
1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი.
2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
21. ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმის ბანკის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრები-სათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით.
4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.
5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.
51. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი მინიმალურ სავალდებულო რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშვება საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო მონაცემების კორექტირების შედეგად.
3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,5%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით.
4. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას დანაკლისი თანხის 7%-ის ოდენობით.
5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას 10000 ლარის ოდენობით.
6. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
7. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინადადებით, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:
ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან;
ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან;
9. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავისუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები🔗
2011 წლის 20 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) არის 5%.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №230 - სსმ III, №148, 09.10.2008 წ., მუხ.1475
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №261 - სსმ III, №143, 30.09.2008 წ., მუხ.1417
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №57/01 - სსმ III, №45, 21.04.2010 წ., მუხ.680
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.
ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, ბანკი გაათავისუფლოს საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან და გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია.
9. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან, საჯარიმო სანქციის შეფარდებისაგან გათავისუფლება და შეფარდებული საჯარიმო სანქციის გაუქმება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №138, 02.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.882 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77968-7/