თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.954
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №537
2008 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №188-სსმIII, №29, 17.03.2010წ.;მუხ.427
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №890-სსმIII,№160, 07.12.2010წ.;მუხ.2258
ინსტრუქცია
თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში წარმოადგენს საბაჟო დამუშავების ოპერაციას, რომლის გამოყენება დასაშვებია როგორც უცხოური, ასევე საქართველოს საქონლის მიმართ, ამასთან:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საბაჟო კანონმდებლობის ისეთივე ნორმები, როგორიც გამოიყენება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი).
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე.
3. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ საქართველოს საბაჟო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის მიმართ, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის მიმართ, რომელიც არ შეიძლება მოთავსდეს თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაცია თავისუფალი ზონის ტერიტორიის გარეთ, ან იგი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
ა) უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი საქონელი;
ბ) საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო რეჟიმში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
დ) საქართველოს საქონელი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას საქონლის მიმართ განისაზღვრება საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე – საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.
მუხლი 2. თავისუფალ ზონაში უცხო ქვეყნიდან საქონლის შეტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს)
1. თავისუფალ ზონაში უცხო ქვეყნიდან საქონლის შეტანის დროს, როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარმოადგენს თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს, დადგენილი წესის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) გამოწერა/დახურვა;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.
2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის განმავლობაში დადგენილი წესით უკან დააბრუნოს საქონელი, რომელიც არ შეიძლება მოთავსდეს თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ან/და რომლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით ან/და რომელზეც არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
3. დეკლარანტს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა დადგენილი წესით განახორციელოს ზოგადი დეკლარირება ან წარადგინოს მონაცემები „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, ან წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია.
4. როცა დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად და ახორციელებს საქონლის ზოგად დეკლარირებას, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით განსაზღვრული თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემით (შემდგომში – შესაბამისი ტექნოლოგიური სქემა) გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ დადგენილი წესით გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა. ამასთან, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარებისას:
ა) თუ არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღები: „აყვანილია კონტროლზე“, „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
ბ) თუ გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე) საქონლის გაშვების შემთხვევაში აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღები: „აყვანილია კონტროლზე“, „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის არასრულად დახურვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად. აღნიშნული პროცედურის შემდგომ საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
5. როცა დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს და მონაცემებს „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს, თანმხლებ დოკუმენტებს და საქონლის წარდგენიდან 2 დღის ვადაში – აგრეთვე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას, შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ, თუ:
ა) არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია“, ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში.
ბ) გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე) საქონლის გაშვების შემთხვევაში დეკლარაციაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია“ და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში.
7. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების ან გამარტივებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით.
4. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის გამოცხადების დადასტურება და შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ, თუ:
ა) არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული ვადა აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
ბ) გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №188-სსმIII, №29, 17.03.2010წ.;მუხ.427
მუხლი 3. თავისუფალ ზონაში უცხოური საქონლის საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ ზონაში შესატანად განკუთვნილი საქონლის საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს) დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით.

6. (ამოღებულია).

მუხლი 4. უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეულია შესაბამის საბაჟო რეჟიმში, თავისუფალ ზონაში გადატანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. იმ საქონელზე, რომელიც მოქცეულია შესაბამის საბაჟო რეჟიმში და რომლის მიმართაც არ არის დასრულებული აღნიშნული რეჟიმის მოქმედება, თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი საბაჟო რეჟიმი დასრულდება) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს, დეკლარირებული საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.
მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსებისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსება ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.
2. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №890-სსმIII,№160, 07.12.2010წ.;მუხ.2258
მუხლი 6. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საქონლის ექსპორტის რეჟიმის გამოყენებით.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება პროცედურები, რაც საბაჟო კანონმდებლობით დადგენილია საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის, მათ შორის, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განსაზღვრისათვის.
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათა-ვისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. ასეთი გათავისუფლება გამოყენებული იქნება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №890–№1-1/2978 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.

+

მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის გადატანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსებისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
თავისუფალ ზონაში გადასატანი საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელიც შეივსება და საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗

1. თავისუფალ ზონაში უცხო ქვეყნიდან საქონლის შეტანის დროს, როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს, დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) გამოწერა/დახურვა;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.
ბ) ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) გამოწერა ან/და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.

3. დეკლარანტს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა დადგენილი წესით განახორციელოს ზოგადი დეკლარირება ან წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონელს თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად და ახორციელებს საქონლის ზოგად დეკლარირებას, დადგენილი წესით გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის მოწმობის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში საბაჟო ორგანოს წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.
6. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების ან გამარტივებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. თავისუფალ ზონაში უცხოური საქონლის საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ ზონაში შესატანად განკუთვნილი საქონლის საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს) დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით.
4. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის გამოცხადების დადასტურება და შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შემდგომ, თუ:
ა) არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული ვადა აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
ბ) გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხორციელდება შესაბამისი სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ და არასრულად დაიხურება აღრიცხვის მოწმობა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების მიხედვით. აღნიშნული პროცედურის შემდგომ ხორციელდება საქონლის გაშვება და საქონელი შეიტანება თავისუფალ ზონაში. თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
6. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №188-სსმIII, №29, 17.03.2010წ.;მუხ.427
მუხლი 4. უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეულია შესაბამის საბაჟო რეჟიმში, თავისუფალ ზონაში გადატანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით.
4. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
5. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
6. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების და ნიმუშების აღება, ან/და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 4. უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეულია შესაბამის საბაჟო რეჟიმში, თავისუფალ ზონაში გადატანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. იმ საქონელზე, რომელიც მოქცეულია შესაბამის საბაჟო რეჟიმში და რომლის მიმართაც არ არის დასრულებული აღნიშნული რეჟიმის მოქმედება, თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი საბაჟო რეჟიმი დასრულდება) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების საბაჟო ორგანოს, დეკლარირებული საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.
მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსებისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსება ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.
2. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №890-სსმIII,№160, 07.12.2010წ.;მუხ.2258
მუხლი 6. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის გადატანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
თავისუფალ ზონაში გადასატანი საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელიც შეივსება და საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 6. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საქონლის ექსპორტის რეჟიმის გამოყენებით.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება პროცედურები, რაც საბაჟო კანონმდებლობით დადგენილია საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის, მათ შორის, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განსაზღვრისათვის.
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათა-ვისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. ასეთი გათავისუფლება გამოყენებული იქნება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №890–№1-1/2978 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №188-სსმIII, №29, 17.03.2010წ.;მუხ.427
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. ასეთი გათავისუფლება გამოყენებული იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გაცემული საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №537, 20.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.954 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78334-2/