მუხლი 19. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადების და წარმართვის პროცედურა
თავი II — უნივერსიტეტის მართვის ორგანოები – მართვის სუბიექტები
1. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა 2 წელია.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრება რექტორის არჩევის ვადები.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.
5. აკადემიური საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ ფორმდება ოქმი სათანადო გადაწყვეტილებებით. ოქმის ადგილზე შენახვის ვადა 4 წელია, შემდეგ გადაეცემა არქივ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 19, №559, 20.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.955 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78340/muxli-19/