მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა
თავი II — უნივერსიტეტის მართვის ორგანოები – მართვის სუბიექტები
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოიწვევს უნივერსიტეტის რექტორი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილებას ცნობს პირველივე სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრება სპიკერის არჩევის ვადები.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემდგომ სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, მისი არყოფნის შემთხვევაში – სპიკერის მოადგილე.
6. სპიკერის და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სხდომა არ იმართება.
7 წარმომადგენლობითი საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ ფორმდება ოქმები სათანადო გადაწყვეტილებით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ოქმების ადგილზე შენახვის ვადაა 4 წელი. შემდეგ გადაეცემა არქივ
მუხლი 18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 13, №559, 20.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.955 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78340/muxli-13/