მუხლი 16. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა
თავი V — აკადემიის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სპიკერის ხმა.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სპიკერი და მდივან
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 16, №762, 08.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79402/muxli-16/